დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2010 წლის 16 ივლისის №47 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 02/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.43.048.016003 |
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის
ბრძანება №7
2012 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2010 წლის 16 ივლისის №47 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივნისის №434 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების მე-13 მუხლის „თ“ და „ყ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2010 წლის 16 ივლისის №47 ბრძანებას (სსმ №91, 27.07.2010წ. მუხ.1340) დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. სამსახურის მოსამსახურეებს, სამეცნიერო ხარისხისათვის/დოქტორის აკადემიური ხარისხისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს 20%-ის ოდენობით.“
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2012 წლის პირველი თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
გ. ბეჟუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები