„საბაჟო სფეროში ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოს განსაზღვრის შესახებ”

  • Word
„საბაჟო სფეროში ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოს განსაზღვრის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 134
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 95, 15/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 230.200.000.10.003.000.268
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
134
11/08/2005
სსმ, 95, 15/08/2005
230.200.000.10.003.000.268
„საბაჟო სფეროში ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოს განსაზღვრის შესახებ”
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/08/2005 - 31/05/2006)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №134

2005 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 საბაჟო სფეროში ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოს განსაზღვრის შესახებ

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. განისაზღვროს ლიცენზიისა და ნებართვის გამცემ ორგანოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარატმენტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიისა და ნებართვის შემდეგი სახეების მიხედვით:

ა) საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის ლიცენზია;

ბ) საბაჟო ბროკერის საქმიანობის ლიცენზია;

გ) უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტების საქმიანობის ნებართვა;

დ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა;

ე) საქონლის დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვა;

ვ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვა;

ზ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ნებართვა.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი