დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საბაჟო სფეროში ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/04/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 23/04/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.200.000.10.003.000.720 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №79
2007 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
,,საბაჟო სფეროში ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საბაჟო სფეროში ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №134 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №95, მუხ. 1083) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. განისაზღვროს ლიცენზიისა და ნებართვის გამცემ ორგანოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიისა და ნებართვის შემდეგი სახეების მიხედვით:
ა) უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა;
ბ) საბაჟო საწყობის (ღია ან/და დახურული) საქმიანობის ნებართვა;
გ) დროებითი შენახვის საწყობის (ღია ან/და დახურული) საქმიანობის ნებართვა.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები