საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩევლის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 89, 21/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 05/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.027.014888
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
135
21/07/2010
სსმ, 89, 21/07/2010
010320040.22.027.014888
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩევლის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/07/2010 - 04/06/2015)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.027.014.888

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №135

2010 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩევლის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩევლის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის და მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 23 ივნისის №120 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                                                                                      ზ. ადეიშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩევლის (I კატეგორია)  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩევლის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა)     უმაღლესი განათლება;

ბ) ინგლისური  ენის  ცოდნა (სასურველია სხვა უცხო ენების ცოდნაც);

გ) პროტოკოლის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

დ) საოფისე  პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

3. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩევლის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;

გ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის  მინისტრის 2010 წლის 5 ივლისის №127 ბრძანება.