დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „მსჯავრდებულთა და პატიმართა დამცველთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 89 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 72, 21/06/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100040000.22.036.014758 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/06/2010 - 04/01/2011)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.040.000.22.036.014.758
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა
მინისტრის ბრძანება №89
2010 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
მსჯავრდებულთა და პატიმართა დამცველთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ
მსჯავრდებულთა და პატიმართა დამცველთან შეხვედრის უფლების შეუფერხებელი განხორციელების, დამცველთან შეხვედრის ორგანიზებისა და გაუმჯობესების, მსჯავრდებულთა/პატიმართა აგრეთვე დამცველთა თანასწორუფლებიანობის მიზნებიდან გამომდინარე, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტისა და 89-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა და დაწესებულებებმა კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყონ მსჯავრდებულთა/პატიმართა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელება.
მუხლი 2. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ განახორციელოს მსჯავრდებულის/პატიმრის დამცველთან შეხვედრის უსაფრთხოების განუხრელი დაცვა, მიიღონ და გაატარონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.
მუხლი 3. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ დამცველთა/ადვოკატთა, აგრეთვე დაცვის ქვეშ მყოფთა თანასწორუფლებიანობის დასაცავად, განახორციელონ თითოეული დამცველის/ადვოკატის თავისი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულთან/პატიმართან შეხვედრის უზრუნველყოფა მიუკერძოებელი და სამართლიანი რიგითობის დაცვით.
მუხლი 4. დამცველს/ადვოკატს უფლება აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ერთ მსჯავრდებულს/პატიმარს, ხოლო სხვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულთან/პატიმართან შეხვედრის სურვილის შემთხვევაში დაიცვას მსჯავრდებულთან/პატიმართან შეხვედრის რიგში მდგომ დამცველთა/ადვოკატთა რიგითობა.
მუხლი 5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები