სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 176
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 80, 06/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 22/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
176
03/07/2010
სსმ, 80, 06/07/2010
000000000.00.000.000000
სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/07/2010 - 23/03/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №176

2010 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

 „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტა­ნის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№2464 – რს) მე-2 მუხ­ლის შესაბა­მისად დამტკიცდეს სურსათის/ცხოველის საკვების გა­ნა­დგუ­რე­ბის თანდართული წესი.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ნ. გილაური

სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების

წ ე ს ი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს წესი ადგენს „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შე­­ს­ახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სურსა­თის/ცხო­ველის საკვების განადგურების სამართლებრივ საფუძვლებს და არეგულირებს სურსათის/ცხოველის საკვების განადგურე­ბის პროცესში მონაწილე პირთა ურთიერთობებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვ­ნელობა:

ა) სამსახური – საქართველოს სოფლის მეურნეობის სა­მინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურ­სათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური, ასევე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონო­მიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები (შემდგომში – სამსახური);

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების განადგურება – სურსა­თის/ცხოველის საკვების მექანიკური, ფიზიკურ-ქიმიური, ბიო­ლო­გიური ან/და სხვა სახის დამუშავება, განთავსება სპეცია­ლურად გამოყოფილ ადგილზე, დამარხვა, დაწვა, საკანალი­ზაციო სისტემაში ჩაშვება, ბიოთერმულ ორმოში მოთავსება, ან მათი ნებისმიერი კომბინაცია;

გ) სურსათის/ცხოველის საკვების უტილიზაცია – სურსა­თის/ცხოველის საკვების მეორეული გამოყენება მატერია­ლუ­რი ან/და ენერგეტიკული რესურსების სახით;

დ) ტექნიკური გადამუშავება – ნებისმიერი ტექნოლოგი­უ­რი პროცესი, რომელიც სურსათის/ცხოველის საკვების უტილი­ზა­ციისათვის გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების ფი­ზი­კურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებათა შეცვლის მიზ­ნით.

    მუხლი 3. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურება

1. სურსათი/ცხოველის საკვები ექვემდებარება განადგუ­რე­ბას, თუ იგი:

ა) არ შეესაბამება „სურსათის უვნებლობისა და ხა­რისხის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმა­ტი­უ­ლი აქტე­ბით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) ვადაგასულია.

2. გადაწყვეტილებას სურსათის/ცხოველის საკვების განა­დ­­გურე­ბის შესახებ იღებს სამსახური. სურსათის/ცხოველის სა­კვე­ბის განადგურების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება მწარმოებელს/დის­ტრი­ბუტორს.

3. თუ სურსათი/ცხოველის საკვები წარმოადგენს დაავა­დების აღმოცენების, გავრცელების ან/და გარემოს დაბინძუ­რების წყაროს, მისი განადგურების მეთოდებს, პირობებსა და ვადებს განსაზღვრავს სამსახური.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული შემთხვევების გარდა, განადგურების მეთოდები, პირობები და ვადები შერჩე­ულ უნდა იქნეს სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებ­ლის/დის­ტრიბუტორის მიერ სამსახურთან შეთანხმებით.

5. სურსათის/ცხოველის საკ­ვების განადგურების ხარჯების (მათ შორის, შენახვისა და ტრანსპორტირების) ანაზღაურება ხდება მწარმოებ­ლის/დი­სტ­რიბუტორის მიერ.

6. სურსათის/ცხოველის საკ­ვების განადგურების შესახებ სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრუ­ლება სა­ვალდებულოა მწარ­მოებლისათვის/დისტრიბუტორისათვის.

7. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებას ახორციე­ლებს მწარმოებელი/დისტრიბუტორი სამსახურის უფლებამოსი­ლი მოხელის თანდასწრებით.

8. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების შემდეგ დგება სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების აქტი (და­ნართის შესაბამისად) ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა უფლებამოსილ მოხელეს, ხოლო მეორე – მწარმოებ­ლის/დისტრიბუტორის მიერ ინახება ორი წლის განმავლობაში.

    მუხლი 4. სურსათის/ცხოველის საკვების უტილიზაცია

1. შესაბამისი აკრედიტებული ორგანოს მიერ სურსა­თის/ცხოველის საკვების სანიტარიულ-ჰიგიენური, ვეტერი­ნა­რულ-სანიტარიული ან/და ფიტოსანიტარიული ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ნებადართულია სურსათის/ცხოველის საკვე­ბის უტილიზაცია ტექნიკური გადამუშავების გზით.

2. აკრედიტებული ორგანოს მიერ ჩატარებული ექსპერტი­ზის შედეგების საფუძველზე გადაწყვეტილებას უტილიზაციის განხორციელების შესახებ იღებს სამსახური.

3. უტილიზაცია ნებაყოფლობითია და მის ხარჯებს ანა­ზღა­ურებს მწარმოებელი/დისტრიბუტორი.

    მუხლი 5. სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებლის/ დისტრიბუტორის ვალდებულებები

1. სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი/დისტ­რი­ბუ­ტორი ვალდებულია, უზრუნველყოს გასანადგურებელი ან/და უტილიზაციისათვის განკუთვნილი სურსათის/ცხოველის საკვე­ბის შენახვა იზოლირებულად, შესაბამისი შენახვის პირობების დაცვით.

2. გასანადგურებელი ან/და უტილიზაციისათვის განკუთვ­ნილი სურსათის/ცხოველის საკვების რაოდენობა აღრიცხულ უნდა იქნეს მწარმოებლის/დისტრიბუტორის მიერ. მონაცემები უნ­და შეიცავდეს ინფორმაციას სურსათის/ცხოველის საკვების სახეობის, დასახელების, წონის, მოცულობის, პარტიის ნომ­რისა და რაოდენობის, პარტიის შეფუთული ერთეულის რაო­დენობის, დამზადების თარიღისა და პარტიის ცვლის ნომრის შესახებ. მონაცემთა სისწორისათვის პასუხისმგებელია მწარმო­ე­ბელი/დისტრიბუტორი.

3. სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი/დისტ­რიბუ­ტორი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს გასანადგურებელი სურსათის/ცხოველის საკვების გადასა­ზი­დად გამოყენებული სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუა­ლებების სანიტარიული დამუშავება მათი დაცლის შემდეგ.

    მუხლი 6. დავის გადაწყვეტა

სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებასთან დაკავში­რებული დავის გადაწყვეტა ხორციელდება საქართველოს კა­ნონმდებლობით დადგენილი წესით.

დანართი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სა­მინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურ­სათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური

აფხაზეთისა და აჭარის ავტონო­მიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები

სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების

ა ქ ტ ი  №

--------------------------------------  წ.

----------------------------------------------------------------------------------------------------

სურსათის/ცხოველის საკვების დასახელება

----------------------------------------------------------------------------------------------------

განადგურების ადგილი

საფუძველი -------------------------------------------------------------------------------------

გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი

სამსახურის უფლებამოსილი მოხელეები --------------------------------------------------

                                                                                      გვარი, სახელი, თანამდებობა

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებლის/დისტრიბუტორის წარმომადგენელი

----------------------------------------------------------------------------------------------------

გვარი, სახელი, თანამდებობა, მისამართი, ტელეფონი

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

სხვა დამსწრენი --------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

განადგურება დაიწყო ----------------------განადგურება დამთავრდა -------------------                          

                                       თვე, რიცხვი, საათი                                  თვე, რიცხვი, საათი                                            

გასანადგურებელი სურსათის/ცხოველის საკვების რაოდენობა (წონა/მოცულობა, პარტიის რაოდენობა და ნომერი), სახეობა (დასახელება, დამზადების თარიღი და პარტიის ცვლის ნომერი) და შეფუთვა-მარკირება (პარტიის შეფუთული ერთეულის რაოდენობა)

---------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

გაუვნებლობის მეთოდი ----------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------განადგურების მეთოდი --------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

სატრანსპორტო საშუალება, დამუშავების მეთოდი ---------------------------------------

                                                                                   (სახელმწიფო სერია და ნომერი)

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

შენიშვნა -----------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

აქტის შედგენის ადგილი, თარიღი და დრო ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აქტი შედგენილია 2 ეგზემპლარად

            ხელმოწერები                                          გვარი, სახელი, თანამდებობა

1.  ----------------------------------        --------------------------------------------------------

2.  ----------------------------------        --------------------------------------------------------

3.  ----------------------------------        --------------------------------------------------------

4.  ----------------------------------        --------------------------------------------------------

  დამსწრენი