საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/1230
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 21/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 89, 21/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 08/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.024.014889
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1-1/1230
21/07/2010
სსმ, 89, 21/07/2010
010320040.22.024.014889
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/07/2010 - 25/05/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.024.014.889

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

მინისტრის  ბრძანება №1-1/1230

2010 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის თანდართული საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

. ქობალია

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

თ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

ი) საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“; 

კ) საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;

ლ) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;

მ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2137 ბრძანება  „იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ.“

ნ) საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; 

ო) საქართველოს ეკონომიკური განვითრების მინისტრის 2007 წლის 20 სექტემბრის №1–1/1415 ბრძანება „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

პ) საქართველოს ეკონომკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1366 ბრძანება „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ  დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ჟ) საქართველოს ეკონომკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის №1-1/1017 ბრძანება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

რ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №1-1/875 ბრძანება „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ს) ნორმატიული აქტების შემუშავების უნარი;

ტ) სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზისა და შესაბამისი დასკვნების ფორმულირების უნარი.