“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 21 ივლისის № 1–1/1230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/776
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 25/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110527014, 30/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 08/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.024.016078
  • Word
1-1/776
25/05/2011
ვებგვერდი, 110527014, 30/05/2011
010320040.22.024.016078
“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 21 ივლისის № 1–1/1230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 21 ივლისის № 1–1/1230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ

ბრძანება №1-1/776

2011 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 21 ივლისის №1–1/1230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 21 ივლისის №1-1/1230 ბრძანებით (სსმ III, 21.07.2010, №89, მუხ.1297) დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები” ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოადგილე                    დ. გიორგაძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);

ბ) სასურველია აშშ- ის ან ევროპის უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამართალში (LLM);

გ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა;

ე) თანამდებობის შესაბამისი პროფილით (სამოქალაქო, ადმინისიტრაციული სამართლის სპეციალიზაციით) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ“;

თ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

ი) საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“

კ) საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;

ლ) საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”

მ) საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ”

ნ) საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”;

ო) საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონი;

პ) სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.