საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის” შექმნის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის” შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 530
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 89, 21/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
530
21/07/2010
სსმ, 89, 21/07/2010
000000000.00.000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის” შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/07/2010 - 24/12/2012)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №530

2010 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის” შექმნის შესახებ

საქართველოში კონსტიტუციონალიზმის კვლევის ხელშეწყობისა და განვითარების, მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის კონსტიტუციონალიზმის იდეისა და შესაბამისი გამოცდილების გაზიარების მიზნით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი” (შემდეგში – ცენტრი).

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ:

ა) განახორციელოს ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა.

3. საქართველოს მთავრობამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე უზრუნველყოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცენტრის საქმიანობისათვის აუცილებელი ასიგნებების გათვალისწინება.

4. საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ უზრუნველყონ ცენტრისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ქონების გადაცემა.

5. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. სააკაშვილი