დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1127 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 24/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016713 |
1127
24/12/2012
ვებგვერდი, 25/12/2012
040030000.08.002.016713
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
|
1.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად, განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ ლიკვიდაცია 2013 წლის 1 იანვრამდე. |
2.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. |
3.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ სამართალმემკვიდრედ. |
4.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივლისის №530 ბრძანებულება. |
5.
ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
6.
ამ ბრძანებულების მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები