საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შექმნის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 646
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 17/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 100, 17/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 15/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
646
17/08/2010
სსმ, 100, 17/08/2010
000000000.00.000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/08/2010 - 11/01/2012)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 646

2010 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული     სააგენტოს შექმნის შესახებ

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 1 თვის ვადაში უზრუნველყოს:

ა) სააგენტოს დებულების დამტკიცება;

ბ) სააგენტოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

4. სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფლებამონაცვლე.

5. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  მ. სააკაშვილი