„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 17 აგვისტოს №646 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 17 აგვისტოს №646 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 11/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 15/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016417
  • Word
28
11/01/2012
ვებგვერდი, 12/01/2012
040030000.08.002.016417
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 17 აგვისტოს №646 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №28

2012 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 17 აგვისტო№646 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 17 აგვისტოს 646 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., 100, მუხ. 1492) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“;

ბ) ბრძანებულების პირველი-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (შემდეგში – ადმინისტრაცია).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს ადმინისტრაციის სახელმწიფო კონტროლი.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 1 თვში უზრუნველყოს:

ა) ადმინისტრაციის დებულების დამტკიცება;

ბ) ადმინისტრაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

4. ადმინისტრაცია არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფლებამონაცვლე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი