დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 148 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 98, 12/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240000.22.027.014965 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/08/2010 - 04/06/2015)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.000.22.027.014.965
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2010 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
გ) საერთაშორისო საჯარო სამართლის (განსაკუთრებით საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის) ცოდნა;
დ) სამართლის ძირითადი დარგების ცოდნა;
ე) ოფიციალური წერილების მომზადების გამოცდილება;
ვ) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
3. საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ,,სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;
გ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) ,,საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები