დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების სამმართველოს მრჩევლის (ქსელის ადმინისტრატორის თანაშემწე – I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 92 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 51, 03/05/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.027.014581 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/05/2010 - 04/06/2015)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.014.581
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №92
2010 წლის 3 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების სამმართველოს მრჩევლის (ქსელის ადმინისტრატორის თანაშემწე – I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების სამმართველოს მრჩევლის (ქსელის ადმინისტრატორის თანაშემწე – I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების სამმართველოს მრჩევლის (ქსელის ადმინისტრატორის თანაშემწე – I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების სამმართველოს მრჩევლის (ქსელის ადმინისტრატორის თანაშემწე – I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია ეკონომიკური ან ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით);
ბ) ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
გ) პროექტების მართვის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების, პროგრამული უზრუნველყოფის ან ინფრასტრუქტურის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
ე) MS Ptoject Server; MS Windows; MS Office (Word, excel, Internet Explorer); MS Outiook პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
3. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების სამმართველოს მრჩევლის (ქსელის ადმინისტრატორის თანაშემწე – I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;
გ),,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №45 ბრძანება.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები