„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 528
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 131, 20/09/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 22/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.004
  • Word
528
17/09/2007
სსმ, 131, 20/09/2007
010.340.000.08.002.004
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №528

2007 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების №1 დანართის „ჭ“ ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები: „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობასთან არსებული სამუშაო ჯგუფის უფროსს“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობასთან არსებული სამუშაო ჯგუფის უფროსს.“;

ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების №2 დანართის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ანალიტიკური ჯგუფის“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს და მათ მოადგილეებს, მთავარ მრჩევლებს, პრესსამსახურის განყოფილების უფროსებს, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს მთავარ კონსულტანტებს;“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი