საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 494
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 29/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 124, 03/09/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 11/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
494
29/08/2007
სსმ, 124, 03/09/2007
040.030.000.08.002.004
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (03/09/2007 - 11/07/2016)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №494

2007 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ახალგორის, ქსნის ხეობის ისტორიის, არქეოლოგიისა და არქიტექტურის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი (შემდეგში – მუზეუმ-ნაკრძალი).

2. მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალი მოიცავს ახალგორის, ქსნის ხეობის ისტორიის, არქეოლოგიისა და არქიტექტურის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ქსნის ერისთავების სასახლის კომპლექსს (დაბა ახალგორი).

3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):

ა) უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალის დებულების დამტკიცება და მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;

ბ) 2008 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალის განსაზღვრასთან დაკავშირებით დამატებითი წინადადებების წარმოდგენა.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

5. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი