დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 476 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 118, 21/08/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.08.002.004 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/08/2007 - 17/12/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №476
2007 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხის დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 47-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხა.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხა
1. ცეცხლსასროლი იარაღი:
ა) პისტოლეტი;
ბ) სასიგნალო პისტოლეტი;
გ) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;
დ) ტყვიამფრქვევი;
ე) ხელის ტყვიამფრქვევი;
ვ) შაშხანა;
ზ) სასიგნალო შაშხანა;
თ) სნაიპერის შაშხანა;
ი) ყუმბარმტყორცნი;
კ) ლულქვედა ყუმბარმტყორცნი;
ლ) საზენიტო ტყვიამფრქვევი (სანაპირო დაცვის ხომალდებზე);
მ) საზენიტო დანადგარი (სანაპირო დაცვის ხომალდებზე);
ნ) ქვემეხი (სანაპირო დაცვის ხომალდებზე).
2. საბრძოლო მასალა:
ამ ნუსხის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა, ხელყუმბარა, აგრეთვე ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა.
3. ტექნიკის ნუსხა:
ა) საავტომობილო ტექნიკა;
ბ) საინჟინრო შეიარაღების საშუალებები;
გ) კავშირგაბმულობის ტექნიკა და ავტომატური მართვის სისტემები;
დ) საავიაციო ტექნიკა;
ე) მცურავი საშუალებები;
ვ) ტოპოგრაფიული ტექნიკა;
ზ) მეტროლოგიის ტექნიკური საშუალებები;
თ) უზრუნველყოფის ტექნიკა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები