საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 19/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 140010000.08.002.016914
59
19/02/2014
ვებგვერდი, 19/02/2014
140010000.08.002.016914
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №59

2014 წლის 19 თებერვალი

ქ.თბილისი

 

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა  სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულება.
2. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 სექტემბრის №746 ბრძანებულება.
3. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის  მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულება.
4. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №424 ბრძანებულება;
5. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 აგვისტოს №476 ბრძანებულება.
მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი