დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 მარტის №222 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 499 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 74, 23/06/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 24/06/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200120000.22.033.014772 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.014.772
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №499
2010 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
„აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 მარტის №222 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 მარტის №222 ბრძანების (სსმ III, 29.03.2010წ., №32, მუხ.479) პირველი მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ადგილობრივი ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისათვის (ცისფერი – ადგილობრივი თამბაქო (ფილტრიანი), სიგარა, სიგარილა) განკუთვნილ 1000 (ათასი) ცალ აქციზურ მარკაზე – 1.838 (ერთი მთელი რვაას ოცდათვრამეტი მეათასედი) ევროს ოდენობით;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) იმპორტული ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისათვის (წითელი – იმპორტული თამბაქო (ფილტრიანი), სიგარა, სიგარილა) განკუთვნილ 1000 (ათასი) ცალ აქციზურ მარკაზე – 4.24 (ოთხი მთელი ოცდაოთხი მეასედი) ევროს ოდენობით;“;
გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) იმპორტული ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისათვის (ცისფერი- ნარინჯისფერი – იმპორტული თამბაქო (ფილტრიანი), სიგარა, სიგარილა) განკუთვნილ 1000 (ათასი) ცალ აქციზურ მარკაზე – 1.72 (ერთი მთელი სამოცდათორმეტი მეასედი) ევროს ოდენობით;“;
დ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
ვ1) „იმპორტული უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის (ყავისფერ-იასამნისფერი – იმპორტული თამბაქო (უფილტრო) განკუთვნილ 1000 (ათასი) ცალ აქციზურ მარკაზე – 1.72 (ერთი მთელი სამოცდათორმეტი მეასედი) ევროს ოდენობით;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 24 ივნისიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები