სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 15/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 17/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 25/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.014350
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
19/ნ
15/03/2010
სსმ, 29, 17/03/2010
430210000.22.022.014350
სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (17/03/2010 - 25/02/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.014.350

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №19/ნ

2010 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი თანდართული რედაქციით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 18 მარტის №138 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესს.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) აცხადებს სახელმძღვანელოსათვის გრიფის მისანიჭებლად საჯარო კონკურსს. ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების კონკურსში მონაწილობის განაცხადის ფორმა, სახელმძღვანელოს ანკეტა, განაცხადის შევსების ინსტრუქცია, კონკურსის ჩატარების ვადები და პირობები, გასაჩივრების ვადები და პროცედურები.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. წინამდებარე წესისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გამომცემელი – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას;

ბ) გამოცემა გასავრცელებლად განკუთვნილი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი, რომელმაც გაიარა სარედაქციო-საგამომცემლო დამუშავება და აღჭურვილია საგამომცემლო მონაცემებით;

გ) გრიფი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სასწავლო გამოცემის რეკვიზიტების ელემენტი, რომლითაც ნებადართულია ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სახელმძღვანელოს გამოცემის გამოყენება სასწავლო პროცესში;

დ) გრიფის მინიჭება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლისათვის გამოყენების მიზნით სასწავლო გამოცემის ოფიციალური დამტკიცება ცენტრის მიერ ამ წესით დადგენილი პროცედურებით;

ე) დამხმარე სასწავლო მასალა სასწავლო გამოცემა (დამატებითი ლიტერატურა, მოსწავლის დავალებების კრებული, რუკები, ატლასები და სხვ.), რომელიც ხელს უწყობს სასწავლო მასალის ათვისებას;

ვ) სასკოლო სახელმძღვანელო (შემდგომში – სახელმძღვანელო) „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 28 სექტემბრის №841 ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა), მასში შემავალი საგნობრივი პროგრამის (საგნობრივი სტანდარტისა და პროგრამის შინაარსის) მიხედვით შედგენილი სასწავლო გამოცემა, რომელიც განკუთვნილია ეროვნულ სასწავლო გეგმაში დასახული შედეგების მისაღწევად და რომელსაც ცენტრის მიერ მინიჭებული აქვს გრიფი;

ზ) მასწავლებლის წიგნი - სახელმძღვანელო ან სახელმძღვანელოს ნაწილი, რომელიც მასწავლებელს აძლევს მეთოდური ხასიათის მითითებებს და რომლის დახმარებითაც მასწავლებელი წარმართავს სწავლების პროცესს;

თ) მოსწავლის რვეული სახელმძღვანელოს ნაწილი, რომელიც განკუთვნილია მოსწავლის მიერ სავარჯიშოების, აქტივობების და სხვა დავალებების შესასრულებლად და რომელიც მოსწავლის წიგნის განუყოფელი ნაწილია;

ი) მოსწავლის წიგნი სახელმძღვანელოს ნაწილი, რომელიც განკუთვნილია მოსწავლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის კონკრეტული საგნის ასათვისებლად;

კ) საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში რესურსცენტრი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო;

ლ) საგნობრივი სტანდარტი – ეროვნული სასწავლო გეგმის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ადგენს იმ მიღწევების (ცოდნისა და უნარ-ჩვევების) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს კონკრეტულ საგანში ან/და საგნობრივ ჯგუფში;

მ) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც;

ნ) სასწავლო გამოცემა სწავლისა და სწავლებისათვის განკუთვნილი სამეცნიერო ან/და გამოყენებითი (პრაქტიკული) ხასიათის ინფორმაციის შემცველი გამოცემა;

ო) სახელმძღვანელოს შემფასებელი (შემდგომში შემფასებელი) ექსპერტი, რომელიც აფასებს გამომცემლობის მიერ ცენტრში გრიფის მისანიჭებლად წარმოდგენილ სახელმძღვანელოს, სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმების მიხედვით (დანართი №1).

2. სასკოლო სახელმძღვანელო შეიძლება იყოს: მასწავლებლის წიგნი; მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის წიგნი; მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის წიგნი და მოსწავლის რვეული.

    მუხლი 3. კონკურსში მონაწილეობის პირობები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

1. გრიფის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიმართულების და საგნისათვის, რომლისთვისაც არსებობს საგნობრივი სტანდარტი;

2. სახელმძღვანელო გრიფის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს გამომცემლობის მიერ;

3. სახელმძღვანელო განკუთვნილია ერთი კლასის ან/და ერთი დონის საგნის ან მიმართულებისთვის;

4. გამომცემლობასთან სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი ნებისმიერი პირი არ უნდა იყოს ცენტრის; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო), საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდი) თანამშრომელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასწავლო გამოცემა ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამინისტროს ან ცენტრის მიერ და არ არის ორიენტირებული მოგებაზე;

5. ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში კონკურსში მონაწილე გამომცემლობამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია და მასალები:

ა) კონკურსში მონაწილეობის განაცხადი;

ბ)  გამომცემლობის ოფიციალური წერილი კონკურსზე შემოტანილი სახელმძღვანელოების ჩამონათვალით;

გ) სახელმძღვანელოს ანკეტა;

დ) სახელმძღვანელოს ერთი სრული და ოთხი ანონიმური (სადაც არ იქნება მითითებული გამომცემლობა და ავტორები) ბეჭდური და ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი საბეჭდ PDF ფორმატში, CD-writer-ით;

ე) სახელმძღვანელოს ავტორის/ავტორების პროფესიული ბიოგრაფია (CV);

ვ) სახელმძღვანელოს რედაქტორის/რედაქტორების პროფესიული ბიოგრაფია (CV).

    მუხლი 4. შეფასებისა და გრიფის მინიჭების პირობები

1. გრიფის მისანიჭებლად წარდგენილ სახელმძღვანელოს აფასებენ დარგის სპეციალისტები. შემფასებლების დასკვნები ცენტრის მიერ სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭების ან არმინიჭების საფუძველია.

2. სახელმძღვანელოს შემფასებელი ვალდებულია ცენტრთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღრული წესით და დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები.

3. სახელმძღვანელო შეფასდება „სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმებით“ (დანართი №1).

4. თუ სახელმძღვანელო მხოლოდ მასწავლებლის წიგნია, იგი ფასდება დანართი №1-ის პირველი და მე-6 პუნქტებით.

5. თუ სახელმძღვანელო მასწავლებლის წიგნი და მოსწავლის წიგნია, ან მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის წიგნი და მოსწავლის რვეული (სამივე ერთად), იგი ფასდება დანართი №1-ის ყველა პუნქტით.

6. სახელმძღვანელო არ შეფასდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის მოთხოვნებს;

ბ) მისი შინაარსი, დიზაინი ან სხვა რაიმე ნიშანი შეიცავს დისკრიმინაციულ ელემენტებს (ენა, ეროვნება, ეთნიკური და სოციალური კუთვნილება და სხვ.);

გ) არ აკმაყოფილებს „სახელმძღვანელოს ტექნიკური პარამეტრების“ (დანართი №2-ის) პირველი მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

დ) არ დააკმაყოფილებს ამ წესის დანართი №1-ის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების და მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

7. სახელმძღვანელოს გრიფი არ მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) სახელმძღვანელო მხოლოდ მასწავლებლის წიგნია და მიიღო 0 ქულა 4-სა და მეტ კრიტერიუმში არსებული 15 კრიტერიუმიდან ან/და 23 ქულაზე ნაკლები შესაძლო მაქსიმალური 45 ქულიდან;

ბ) სახელმძღვანელო მასწავლებლის წიგნი და მოსწავლის წიგნია, ან მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის წიგნი და მოსწავლის რვეული და მიიღო 0 ქულა 12-სა და მეტ კრიტერიუმში არსებული 46 კრიტერიუმიდან ან/და 70 ქულაზე ნაკლები შესაძლო მაქსიმალური 138 ქულიდან.

8. სახელმძღვანელოს გრიფი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ იგი გადალახავს ცენტრის მიერ სახელმძღვანელოსათვის დაწესებულ ბარიერს.

9. გამომცემლობასთან სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი დაინტერესებული ნებისმიერი პირის მიერ სახელმძღვანელოს შემფასებლებსა და ცენტრის სხვა თანამშრომლებზე რაიმე სახის ზემოქმედების განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

    მუხლი 5. გრიფის მინიჭების პროცედურა

1. ცენტრი ყოველი წლის 30 იანვრამდე აქვეყნებს გრიფის მინიჭებისთვის განაცხადის შემოტანის, რესურსცენტრებში სახელმძღვანელოების მიწოდების, სახელმძღვანელოების ნიმუშების ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნების ვადებს კონკრეტული მიმართულების, საგნის, კლასის/დონისთვის.

2. სახელმძღვანელოების შეფასების შემდეგ ცენტრის დირექტორი არა უგვიანეს ყოველი წლის 21 მაისისა გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც ასახულია კონკურსის წესით გამოვლენილი გრიფის მინიჭების კანდიდატი სახელმძღვანელოების ნუსხა. სახელმძღვანელოების შეფასებები ეგზავნება შესაბამის გამომცემლობებს.

3. გამომცემლობა ვალდებულია არა უგვიანეს 31 მაისის 18.00 საათისა ოფიციალურად შეატყობინოს ცენტრს, გრიფის მისანიჭებლად წარდგენილი სახელმძღვანელოს შეფასებების გათვალისწინებით, გეგმავს თუ არა დამდეგი სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოს დაბეჭდვას.

4. იმ შემთხვევაში, თუ გამომცემლობა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში თანხმობას დაადასტურებს ოფიციალურად, არა უგვიანეს 1 ივნისისა ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სახელმძღვანელოს ანიჭებს გრიფს, რაც დაუყოვნებლივ ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

5. სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების შემდეგ ცენტრსა და შესაბამის გამომცემლობას შორის ფორმდება ხელშკრულება.

    მუხლი 6. ცენტრის უფლებებები და ვალდებულებები:

1. ცენტრს უფლება აქვს:

ა) „სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმებისა“ (დანართი №1) და „სახელმძღვანელოს ტექნიკური პარამეტრების“ (დანართი №2) განხილვის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება სახელმძღვანელოსათვის გრიფის მინიჭების ან არმინიჭების შესახებ;

ბ) ყოველი წლის არა უგვიანეს 17 ივნისისა განათავსოს რესურსცენტრებში (რესურსცენტრებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის გადასაცემად) ცენტრის მიერ მომზადებული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების სპეციალური კატალოგის ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები;

 გ) გამომცემლობასთან სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი ნებისმიერი პირის მიერ ცენტრის გადაწყვეტილების შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში გამოაქვეყნოს ექსპერტების შეფასებები და საჯარო გახადოს ის მასალა, რომლის შესახებაც გავრცელდა მცდარი ინფორმაცია.

2. ცენტრი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს გამომცემლობის მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოს მიუკერძოებლად შეფასება;

ბ) შეაფასოს წარმოდგენილი სახელმძღვანელო მხოლოდ ამ წესითა და მოქმედი სახელმძღვანელო შეფასების კრიტერიუმებით, რომლებიც წინასწარ ცნობილია გამომცემლობებისთვის;

გ) დაიცვას შემფასებლის ანონიმურობა;

დ) ყოველი წლის არა უგვიანეს 1 ივნისისა დაამტკიცოს და გამოაქვეყნოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ნუსხა;

ე) გააფორმოს ხელშეკრულება იმ გამომცემლობებთან, რომლის მინიმუმ ერთ სახელმძღვანელოს მაინც მიენიჭება გრიფი.

    მუხლი 7. გამომცემლობის უფლებები და ვალდებულებები:

1. გამომცემლობას უფლება აქვს:

ა) ცენტრის თანხმობის შემთხვევაში სხვა ენაზე/ენებზე თარგმნოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო იმ შემთხვევაში, თუ ნათარგმნი სახელმძღვანელოს გამოყენება იგეგმება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ნათარგმნი სახელმძღვანელო ხელახლა წარედგინება ცენტრს შესამოწმებლად თავდაპირველ სახელმძღვანელოსთან იდენტურობის დადგენის მიზნით;

ბ) მასწავლებლის წიგნზე განათავსოს მხოლოდ ამავე საგნობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სასწავლო მასალის რეკლამა;

გ) მოსწავლის წიგნსა და რვეულზე განათავსოს მხოლოდ მოცემული საგნისა და კლასისათვის ამავე გამომცემლობის დამხმარე სასწავლო მასალის რეკლამა. ასეთ შემთხვევაში გამომცემლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცემს აღნიშნული წიგნისა და რვეულის დადგენილ ეგზემპლარებს: 1000-მდე გაყიდული ტორაჟიდან 10 ეგზემპლარს; 1000-5000-მდე გაყიდული ტირაჟიდან 30 ეგზემპლარს; 5000-10000 გაყიდული ტირაჟიდან 60 ეგზემპლარს, ხოლო 10000-დან ზემოთ გაყიდული ტირაჟიდან 100 ეგზემპლარს.

2. გამომცემლობა არ არის უფლებამოსილი მოსწავლის წიგნსა და მოსწავლის რვეულში განათავსოს ნებისმიერი სოციალური და კომერციული რეკლამა.

3. გამომცემლობა ვალდებულია:

ა) სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში ცენტრთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება;

ბ) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ცენტრში წარმოადგინოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს მასალები ამავე აქტით დადგენილი რაოდენობით;

გ) სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭებიდან 85 დღეში დაბეჭდოს და განათავსოს საკუთარი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს მინიმუმ ერთი ეგზემპლარი სამინისტროსა და ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების თითოეულ რესურსცენტრში;

დ) სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭებიდან ყოველი მომდევნო წლის 1 მაიასამდე მიაწოდოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაცია სასწავლო წლისათვის სახელმძღვანელოს ბეჭდვის თაობაზე;

ე) დაბეჭდოს სახელმძღვანელო მხოლოდ გრიფმინიჭებული რედაქციითა და შემფასებლების რეკომენდაციების გათვალისწინებით;

ვ) გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში არსებითი შინაარსობრივი ცვლილების შეტანის შემთხვევაში გამომცემლობა ვალდებულია ცვლილებების არგუმენტაცია ოფიციალურად წარმოუდგინოს ცენტრს;

ზ) ცენტრის მიერ მითითებულ ვადებში განათავსოს წიგნის ელექტრონული ნიმუშები ცენტრის ვებგვერდზე;

თ) დაიცვას ამ წესის დანართი №2-ით დადგენილი სახელმძღვანელოს ტექნიკური პარამეტრები;

ი) წარმოადგინოს გამოყენებული პოლიგრაფიული მასალების წარმოშობის სერტიფიკატი.

    მუხლი 8. გრიფის მოქმედების ვადა

კონკრეტული კლასის სახელმძღვანელოების გრიფის მოქმედების ვადა განისაზღვრება 5 წლით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მნიშვნელოვნად იცვლება ამ კლასის საგნის ან საგნობრივი ჯგუფის სასწავლო გეგმა, რაც გრიფის გაუქმების საფუძველია.

    მუხლი 9. გრიფის ჩამორთმევის საფუძვლები

1. სახელმძღვანელოს მინიჭებული გრიფი ჩამოერთმევა ამ წესისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2. სახელმძღვანელოს იმ სახით დაბეჭდვის შემთხვევაში, რომელიც არსებითად არ შეესაბამება გრიფ-მინიჭებულ რედაქციას, ასევე, თუ სახელმძღვანელოში არ არის ასახული შემფასებლების რეკომენდაციები, ცენტრის მიერ ოფიციალურად გაგზავნილი წერილის მოითხოვნიდან 30 დღის ვადაში გამომცემლობამ ხელახლა უნდა დაბეჭდოს სახელმძღვანელოს სათანადო ვერსია და უსასყიდლოდ ჩაანაცვლოს შესაბამისი რაოდენობით იმ სკოლებში, რომლებმაც აირჩიეს და რომელთა მოსწავლეებმაც შეიძინეს აღნიშნული სახელმძღვანელო, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმძღვანელოს ჩამოერთმევა მინიჭებული გრიფი.

3. სახელმძღვანელოს მინიჭებული გრიფი არ ჩამოერთმევა, თუ გამომცემლობამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ შეასრულა ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის გამო, რის შესახებაც უნდა ოფიციალურად აცნობოს ცენტრს მათი წარმოქმნისთანავე.

    მუხლი 10. საჩივრის განხილვის ვადები და პროცედურები

1. ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუვალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რითაც დგინდება კონკურსის შედეგების გასაჩივრების განაცხადის შემოტანისა და განხილვის ვადები.

2. საჩივარს განიხილავს ცენტრის დირექტორის ინდივიდვალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სათანადოდ უფლებამოსილი საჩივრების განმხილვევლი კომისია.

3. საჩივრის შემოტანის ვადა აითვლება პირველადი შედეგების გამოქვეყნებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.

4. შემოსული საჩივრები განიხილება და შესაბამის გამომცემლობებს ეცნობება კომისიის გადაწყვეტილებები განცხადების შემოტანიდან არა უგვიანეს 7 კალანდარული დღის ვადაში (ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 1 კალენდარული დღით ადრე).

    მუხლი 11. გარდამავალი დებულებანი

1. ცენტრი 2010 წლის 20 მარტამდე აქვეყნებს სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭების განაცხადის შემოტანის, საგანმანათლებლო რესურსცენტრებში სახელმძღვანელოების განთავსების, სახელმძღვანელოების ნიმუშების ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნების ვადებსა და ფორმას კონკრეტული კლასის, საგნის, საფე-ხურის, დონის, საგნობრივი ჯგუფისთვის.

2. სახელმძღვანელოების მეორადი გამოყენების მიზნით, 2010 წლის კონკურსისთვის ის სავარჯიშოები, რომლებიც გულისხმობს ჩაწერას, ჩახატვას, ამოჭრას და სხვა მსგავს აქტივობებს, აისახება მოსწავლის რვეულში (ეს შეზღუდვა არ ეხება უცხოური ენის სახელმძღვანელოებს).

დანართი 1

სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმები

1. ზოგადი აღწერა

 

 

კრიტერიუმი

არ აკმაყოფილებს

ნაწილობრივ აკმაყოფილებს

უმეტესად აკმაყოფილებს

სრულად აკმაყოფილებს

კომენტარი

ა.

სახელმძღვანელო შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნის სწავლების მიზნებსა და საგნობრივ პროგრამას

 

 

 

 

 

ბ.

სახელმძღვანელო ხელს უწყობს მოცემული კლასის/საფეხურის სტანდარტის ყველა მიმართულებით განსაზღვრული შედეგების მიღწევას

 

 

 

 

 

გ.

სახელმძღვანელო შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღწერილ სწავლებისა და სწავლის  ორგანიზების პრინციპებს

 

 

 

 

 

დ.

სახელმძღვანელო ხელს უწყობს არასტერეოტიპული, მრავალმხრივი აზროვნებისა და შეხედულებების განვითარებას მოსწავლეებში

 

 

 

 

 

ე.

სახელმძღვანელო ხელს უწყობს იმ ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომლებიც  ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებშია წარმოდგენილი

 

 

 

 

 

 

    2. ინფორმაციის მოწოდების ხარისხი და ტექნიკური პარამეტრები

 

კრიტერიუმი

არ

აკმაყოფილებს

ნაწილობრივ აკმაყოფილებს

უმეტესად აკმაყოფილებს

სრულად აკმაყოფილებს

კომენტარი

ა.

სახელმძღვანელო დაწერილია თანამედროვე და გასაგები სალიტერატურო ენით; არ შეიცავს კორექტურული ხასიათის შეცდომებს

 

 

 

 

 

ბ.

სახელმძღვანელო დაწერილია ასაკისთვის შესაფერისი, ნათელი, გასაგები ენით; არ შეიცავს ზედმეტ ტერმინებსა და ძალიან გრძელ, მძიმე წინადადებებს

 

 

 

 

 

გ.

სახელმძღვანელოში სასწავლო მასალა დაფუძნებულია/დაკავშირებულია მოსწავლის წინასწარ ცოდნასთან. საკმაო ყურადღება ეთმობა ახალი საკითხის სათანადო მომზადებას, ნასწავლის გამეორებასა და განმტკიცებას; ახალი საკითხის დაკავშირებას ადრე ნასწავლ საკითხებთან. სახელმძღვანელოში მოცემული აქტივობები ითვალისწინებს ცოდნის ათვისების სამივე ფაზას: წვდომა, გავარჯიშება, დაუფლება

 

 

 

 

 

დ.

სახელმძღვანელოს შინაარსი შეესაბამება მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს. ტერმინების, ცნებების, მოვლენების, ილუსტრაციების განმარტებები შინაარსობრივად გამართულია; ინფორმაცია, ფაქტები სანდოა და ეყრდნობა უახლეს მონაცემებს

 

 

 

 

 

ე.

სახელმძღვანელო ხელს უწყობს მოსწავლის ეტაპობრივად მისვლას ახალ ცნებამდე, განსაზღვრებამდე,წესებამდე. სახელმძღვანელოში საკვანძო საკითხები მუშავდება აუჩქარებლად, მრავალმხრივად და საფუძვლიანად

 

 

 

 

 

 

 

 

ვ.

სახელმძღვანელოში სხვადასხვა სახის ინფორმაციის/სტრუქტურული ელემენტები გამოყოფილია გასაგები პირობითი ნიშნების (ლოგო, შრიფტი და ა.შ.) მეშვეობით, რაც ხელს უწყობს მასალის შინაარსობრივი სტრუქტურის ვიზუალურ წარმოჩენასა და მასალის კითხვადობას (კითხვადობის უზრუნველყოფა გულისხმობს სიტყვებს შორის დაშორებებს, მინდვრის სიდიდეს, შრიფტის შესაბამის ზომას, აღქმადობასა და „ცარიელი სივრცის“ (ფურცლის ნაწილი, სადაც არც ტექსტი და არც ილუსტრაციები მოცემული არაა) საკმარისობას 

 

 

 

 

 

ზ.

სახელმძღვანელოს სხვადასხვა ნაწილში წარმოდგენილი ინფორმაცია შინაარსობრივი და მეთოდური თვალსაზრისით მკაფიოდ არის ერთმანეთთან  დაკავშირებული

 

 

 

 

 

თ.

სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ილუსტრაციები საგანმანათლებლო მნიშვნელობისაა. ილუსტრაციები ხელს უწყობს ტექსტში გადმოცემული შინაარსის გაცნობიერებას და ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას

 

 

 

 

 

ი.

სახელმძღვანელოს ახლავს გამართული საცნობარო აპარატი (მაგ.: სარჩევი, ერთეულების ნუმერაცია, ლექსიკონი, სქოლიო, ბიბლიოგრაფია და სხვ.)

 

 

 

 

 

კ.

სახელმძღვანელოს შინაარსი (ტექსტი, ილუსტრაცია) თანამედროვეა და გემოვნებითაა შერჩეული

 

 

 

 

 

ლ.

სახელმძღვანელოში მოსწავლის ასაკის შესაბამისად არის შერჩეული ტექსტის მოცულობა და შრიფტის ზომა, წინადადებების განლაგება, ილუსტრაციებისა და ტექსტის თანაფარდობა, ცარიელ სივრცე. ილუსტრაციები და შესაბამისი ტექსტი მოთავსებულია ერთ სივრცით არეში. შრიფტი (ფერი – მუქი და ბაცი, დახრილობა) გამოყენებულია  როგორც პირობითი ნიშანი – სხვადასხვა ტიპის ტექსტსა და სათაურებს შორის არის განსხვავება, თუმცა მთელ სახელმძღვანელოში ისინი ერთსა და იმავე დატვირთვას ატარებენ

 

 

 

 

 

 

მ.

სახელმძღვანელოს დიზაინი ხელს უწყობს წიგნში ორიენტირებას. იგი თანმიმდევრულია და სტრუქტურული ელემენტები განმეორებადია

 

 

 

 

 

ნ.

სახელმძღვანელოში გამოყენებული ფერები ხელს უწყობს ტექსტის აღქმადობას და სახელმძღვანელოში ორიენტირებას

 

 

 

 

 

 

3. მოსწავლის გააზრებული მუშაობა

 

კრიტერიუმი

არ აკმაყოფილებს

ნაწილობრივ აკმაყოფილებს

უმეტესად აკმაყოფილებს

სრულად აკმაყოფილებს

კომენტრაი

 

ა.

სახელმძღვანელო ხელს უწყობს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას

 

 

 

 

 

 

ბ.

სახელმძღვანელო არ ახვევს მოსწავლეს საკუთარ – ავტორისეულ შეხედულებებს

 

 

 

 

 

გ.

სახელმძღვანელო ხელს უწყობს აქტიურ სწავლას (სწავლას აღმოჩენით, კეთებით, თანამშრომლობით, კვლევით)

 

 

 

 

 

დ.

სახელმძღვანელო ხელს უწყობს პრობლემის გადაჭრისა და რეალურ ცხოვრებაში ამ უნარ-ჩვევის გამოყენების შესაძლებლობის გაზრდას

 

 

 

 

 

ე.

სახელმძღვანელოში მოცემული სავარჯიშოები მოსწავლეს საშუალებას აძლევს მიიღოს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გამოცდილება (შეასრულოს დავალება, რომელიც არა მხოლოდ წერასა და კითხვას გულისხმობს)

 

 

 

 

 

ვ.

სახელმძღვანელო ხელს უწყობს გაკვეთილზე ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის წარმართვას, მსჯელობას და დასკვნების გამოტანას

 

 

 

 

 

 

ზ.

სახელმძღვანელო ინფორმაციის სხვადასხვა გზით მოპოვების, ორგანიზების, შეფასებისა და ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა

 

 

 

 

 

თ.

სახელმძღვანელოში ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად  ყურადღება ექცევა უნარ-ჩვევების განვითარებას, ღირებულებების/დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას

 

 

 

 

 

ი.

სახელმძღვანელო ხელს უწყობს სასწავლო პროცესის ორგანიზებას  (განსაზღვრავს დავალების შესრულების დროსა და ეტაპებს, მასწავლებელს ეხმარება ინსტრუქციების მიცემაში, მოსწავლეებს -  აქტივობებში ორგანიზებულად  მონაწილეობაში და სხვ.)

 

 

 

 

 

კ.

სახელმძღვანელოში მოცემული დავალებების, სავარჯიშოებისა და პროექტების შესრულება შესაძლებელია გაკვეთილზე ან/და მისი დამთავრების შემდეგაც საშინაო დავალების სახით

 

 

 

 

 

 

4. მოსწავლეთა მოტივაცია

 

კრიტერიუმი

არ აკმაყოფილებს

ნაწილობრივ აკმაყოფილებს

უმეტესად აკმაყოფილებს

სრულად აკმაყოფილებს

კომენტარი

ა.

სახელმძღვანელოს შინაარსი (ტექსტი, ილუსტრაცია, სავარჯიშოები) მოსწავლეებისთვის საინტერესოა და ითვალისწინებს მათ ასაკს

 

 

 

 

 

ბ.

სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტები და/ან სავარჯიშოები სხვადასხვა სირთულისაა და ითვალისწინებს სწავლის სტილის მრავალფეროვნებას

 

 

 

 

 

გ.

სახელმძღვანელო ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართვას სასწავლო პროცესში, მრავალფეროვანი ფორმატის (ინდივიდუალური და ჯგუფური), შინაარსისა და მიზნების მქონე აქტივობების გზით

 

 

 

 

 

დ.

სახელმძღვანელო ხელს უწყობს მოსწავლის ცნობისმოყვარეობის გაზრდას, უბიძგებს მათ მეტი მუშაობისკენ, კონცეფციების, მოვლენების შესახებ ცოდნის შეძენისკენ და თვითგანვითარებისკენ

 

 

 

 

 

ე.

სახელმძღვანელო  ხელს უწყობს სხვადასხვა ღონისძიების (ვიქტორინების, შეჯიბრებების, გამოფენების, პრეზენტაციების, წარმოდგენების, კონცერტების) ჩატარების ორგანიზებას

 

 

 

 

 

 

5. უკუკავშირი

 

კრიტერიუმი

არ აკმაყოფილებს

ნაწილობრივ აკმაყოფილებს

უმეტესად აკმაყოფილებს

სრულად აკმაყოფილებს

კომენტარი

ა.

სახელმძღვანელო იძლევა სასწავლო პროცესში შეფასების მრავალი ფორმის გამოყენების (შეფასების ცხრილები, ტესტები, გამოფენები, პრეზენტაციები, წარმოდგენები და სხვ.) შესაძლებლობას

 

 

 

 

 

ბ.

სახელმძღვანელო საშუალებას აძლევს მოსწავლეს, შეაფასოს საკუთარი ცოდნა

 

 

 

 

 

გ.

სახელმძღვანელო  ეხმარება მასწავლებელს  განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებისა და წინასწარი, მიმდინარე და შემაჯამებელი (მათ შორის - შუალედური შემაჯამებელი) შეფასების გამოყენებაში

 

 

 

 

 

 

6. მასწავლებლის წიგნი

 

 

კრიტერიუმი

არ აკმაყოფილებს

ნაწილობრივ აკმაყოფილებს

უმეტესად აკმაყოფილებს

სრულად აკმაყოფილებს

ა.

მასწავლებლის წიგნი სრულია - მოიცავს ყველა ტიპური გაკვეთილის, აქტივობისა თუ სავარჯიშოს მეშვეობით სწავლების რეკომენდაციას, ინსტრუქციას, მითითებას და მასში მოცემულია ტიპობრივი გაკვეთილების სცენარების ნიმუშებს

 

 

 

 

ბ.

მასწავლებლის წიგნი  ეხმარება მასწავლებელს საგნისა და საგნობრივი მეთოდიკის მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობების სრულყოფაში

 

 

 

 

გ.

მასწავლებლის წიგნი აძლევს მიმართულებას მასწავლებელს მოსწავლის სახელმძღვანელოს გამოყენებაში ან/და სასწავლო პროცესის ორგანიზებაში

 

 

 

 

დ.

მასწავლებლის წიგნში შეთავაზებული მეთოდიკა კავშირშია მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში აღწერილ მასწავლებელთა საგნობრივ კომპეტენციებთან

 

 

 

 

ე.

მასწავლებლის წიგნში ნათლად არის ახსნილი, ეროვნული სასწავლო გეგმის რომელ ნაწილსა და მიმართულებას ფარავს სახელმძღვანელო (მოსწავლის ან/და მასწავლებლის)

 

 

 

 

ვ.

მასწავლებლის წიგნი შეიცავს მითითებებს იმის შესახებ, თუ რა სასარგებლო, დამატებითი რესურსების გამოყენება შეუძლია მასწავლებელს  სასწავლო პროცესში

 

 

 

 

ზ.

მასწავლებლის წიგნი ეხმარება მასწავლებელს სხვადასხვა სტრატეგიის, ტექნიკის, დიდაქტიკური ხერხისა თუ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიის გამოყენებაში

 

 

 

 

თ.

მასწავლებლის წიგნში მოცემულია პასუხები მოსწავლეთათვის განკუთვნილ კითხვებზე, სავარჯიშოებსა თუ საკონტროლოებზე

 

 

 

 

ი.

მასწავლებლის წიგნი მასწავლებელს ურჩევს, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა საჭიროების ან/და შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისთვის პროცესის  დიფერენცირება, მათი შეფასება (მორგება), ჩამორჩენების აღდგენა

 

 

 

 

კ.

მასწავლებლის წიგნში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული მიზნები და მოსალოდნელი შედეგები სახელმძღვანელოს თითოეული  კომპონენტისათვის (თავი, პროექტი, სხვა სტრუქტურული ერთეული)

 

 

 

 

 

დანართი 2

სახელმძღვანელოს ტექნიკური პარამეტრები

    მუხლი 1. ტექნიკური პარამეტრები კონკურსზე შემოტანილი სახელმძღვანელოსთვის (მხოლოდ მოსწავლის წიგნისა და რვეულისთვის)

1. სტანდარტიზებული ფორმატი  (მოთხოვნა ვრცელდება სამივე საფეხურისთვის)

ა) მოსწავლის წიგნის სტანდარტიზებული ფორმატი  – არანაკლებ B5-ისა, არა უმეტეს A4-ისა;

ბ) მოსწავლის რვეულის სტანდარტიზებული ფორმატი –  არანაკლებ A5-ისა, არა უმეტეს A4-ისა.

2. ტექსტის აღქმადობა:

ა) ძირითადი ტექსტის სტრიქონის სიგრძე  არა უმეტეს 15 სმ-ისა.  

ბ) შიდა მინდვრის მინიმალური ზომა 2 სმ.

3. კეგელის (შრიფტის)  ზომა პუნქტებში [1] (ძირითადი ტექსტისთვის)

ა)    I კლ. (საანბანო) – მინიმუმი 18-20

ბ)   I კლ. (ანბანის შემდგომი) – 16-18

გ)   I I კლ. – 14-16

დ)  I I I კლ. 12-16

ე)   IV კლ. 12

ვ)   V-VI კლ. – 11,5–12

ზ)  VII- XII კლ. – 11–12

4. ინტერლინიაჟის (მანძილი სტრიქონებს შორის ) ზომა პუნქტებში (ძირითადი ტექსტისთვის)

ა)   I კლ. (საანბანო) – მინიმუმი – 25

ბ)   I კლ. (ანბანის შემდგომი) – 24

გ)   I I კლ. – 20

დ)  I I I კლ. – 18

ე)   IV კლ. – 18

ვ)  V-VI კლ. – 15

ზ) VII-IX კლ. – 14

თ)  X-XII კლ. 13–14

5. ტექსტის სვეტებად განაწილება

ა)  საბაზო და საშუალო  საფეხურებზე დაშვებულია ძირითადი ტექსტის სვეტებად დაყოფა. სვეტებს შორის მანძილი 9 მმ. სვეტში სტრიქონის მინიმალური სიგრძე 7სმ.

ბ) დაწყებით საფეხურზე დაუშვებელია ძირითადი ტექსტის სვეტებად დაყოფა.

6. მანძილი სიტყვებს შორის.

ავტომატური.

7. ერთ სახელმძღვანელოში გამოყენებული შრიფტების დასაშვები რაოდენობა

ა)  ერთ სახელმძღვანელოში დასაშვებია მხოლოდ 4 შრიფტის გამოყენება;

ბ) დაუშვებელია მხატვრული და მთავრული შრიფტების გამოყენება ძირითად, დამატებით და ილუსტრაციების ტექსტებში. ზემოაღნიშნული შრიფტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სათაურებსა და რუბრიკებში.

    მუხლი 2. ტექნიკური პარამეტრები დაბეჭდილი სახელმძღვანელოსათვის

(მხოლოდ მოსწავლის წიგნისა და რვეულისთვის)

1. ქაღალდის ხარისხი:

ა) გამჭვირვალობის კოეფიციენტი – არანაკლებ 91%-ისა;

ბ) სითეთრის მაჩვენებელი 80 %-დან 97 %-მდე.

2. გამოყენებული პოლიგრაფიული მასალების  (ქაღალდი, მუყაო, საღებავები, წებო და სხვა) წარმოშობის სერტიფიკატი

    მუხლი 3. სახელმძღვანელოზე დასატანი ინფორმაცია     

 

 

მასწავლებლის წიგნი

მოსწავლის წიგნი

მოსწავლის რვეული

1. ყდის პირველ გვერდზე

ა) სახელმძღვანელოს სათაური, საგნის დასახელება;

ბ) კლასი/დონე;

გ) გამომცემლობის დასახელება და/ ან გამომცემლობის ლოგო;

დ) ავტორები.

[2]

 

 

2. ყდის მეორე გვერდზე

სახელმწიფო ჰიმნი და გერბი

 

 

 

3. ყდის მესამე გვერდზე

იმ შემთხვევაში, თუ გამომცემლობას იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ გაეწია დახმარება (მიწოდებული მასალის სახით) და სურვილი აქვს, წერილობით გამოხატოს მადლიერება, შეუძლია დაურთოს მითითებულ გვერდზე.

 

 

 

4. ყდის მეოთხე გვერდზე

ა) სახელმძღვანელოს გასაყიდი ფასი;

ბ) ISBN და შტრიხ-კოდი.

 

 

 

5. ყდის ყუაზე

(მოთხოვნა არ ვრცელდება რვეულის ტიპის ან სპირალით აკინძულ სახელმძღვანელოებზე):

ა) საგნის დასახელება

ბ) კლასი/დონე

გ) გამომცემლობის დასახელება და/ ან გამომცემლობის ლოგო;

დ) ტექსტის მიმართულება ზემოდან ქვემოთ (ილუსტრაცია 1).

 

 

 

6. სატიტულო ფურცლის პირველ გვერდზე

ა) სახელმძღვანელოს სათაური, საგნის დასახელება

ბ) კლასი/დონე;

გ) გამომცემლობის დასახელება და/ან

დ) გამომცემლობის ლოგო;

ე) ავტორი/ავტორები;

ვ) გრიფის მიმნიჭებელი ორგანიზაცია (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი).

ზ) გრიფის მინიჭების წელი

 

 

 

7. სატიტულო ფურცლის მეორე გვერდზე

ა) სახელმძღვანელოს სათაური, საგნის დასახელება;

ბ) კლასი/დონე;

გ) გამომცემლობის დასახელება და/ ან გამომცემლობის ლოგო;

დ) ავტორი/ავტორები;

ე) რედაქტორი/რედაქტორები;

ვ) გრიფის მინიჭების წელი;

ზ) ISBN

თ) გამომცემლობის მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია;

ი) ინფორმაცია  განმეორებითი რედაქციის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) ინფორმაცია საავტორო უფლებებზე;

ლ) სახელმძღვანელოს საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინგლისურ ენაზე.

 

 

 

8. სახელმძღვანელოს ბოლო ფურცელზე:

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები

 

 

 

9. სახელმძღვანელოს სატიტულო ფურცლის მეორე გვერდის შემდგომ გვერდზე:

ა) შემფასებლების რეცენზია აღნიშნულ სახელმძღვანელოზე (არა უმეტეს 1 გვერდისა);

 

 

 

ბ) სარჩევი;

 

 

 

   გ) სახელმძღვანელოს გამოყენების ინსტრუქცია -

 სარჩევის შემდეგ.

 

 

 

 

 

 

 

ილუსტრაცია

 

 

ტექსტის მიმართულება წიგნის ყდის ყუაზე.

 



[1] პუქტი – სიგრძის ერთეული, ტიპოგრაფიული საზომი ერთეულების სისტემაში, შეესაბამება 0.376 მმ-ს.

 

[2]     _ სავალდებულო