საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 10/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 11/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 05/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.027.014318
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
51
10/03/2010
სსმ, 26, 11/03/2010
010320040.22.027.014318
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/03/2010 - 04/06/2015)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.027.014.318

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №51

2010 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის დიპლომი);

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება (სასურველია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში)

გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

დ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

3. სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

ე) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ვ) საქართველოს შრომის კოდექსი;

ზ) ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

თ) ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

კ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ლ) ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი;

მ) ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი (1996 წლის 3 მაისი);

ნ) ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი (2009 წლის 4 დეკემბერი);

ო) ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი;

პ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ჟ) ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონი;

რ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;

ს) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №28 ბრძანება.