საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვის და შესყიდვების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვის და შესყიდვების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 04/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 05/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.014281
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
45
04/03/2010
სსმ, 24, 05/03/2010
010340000.22.027.014281
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვის და შესყიდვების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/03/2010 - 06/12/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.014.281

 

საქართველოს იუსტიციის  მინისტრის

ბრძანება № 45

2010 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვის და შესყიდვების სამმართველოს უფროსის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

“საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვის და შესყიდვების სამმართველოს უფროსის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვის და შესყიდვების სამმართველოს  უფროსის და მატეირიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის   ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 9 ნოემბრის N 212 ბრძანება.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვის და შესყიდვების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვის და შესყიდვების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MICROSOFT WORD, MICROSOFT EXSEL, MICROSOFT EUTLOOK, INTERNET EXSPLORER) ცოდნა.

3. საკონკურსო თემატიკა:

ა) “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ)  “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) “გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) “მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ)  “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

თ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

 ი) საქართველოს შრომის კოდექსი;

 კ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (წიგნი მესამე. ვალდებულებითი სამართალი);

ლ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი (კარი IX - საშემოსავლო და მოგების გადასახადი, კარი X  - დამატებული ღირებულების გადასახადი, კარი XIII - ადგილობრივი გადასახადები - ქონების გადასახადი);

მ) “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის № 541 ბრძანებულება;

ნ) “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის № 271 ბრძანება;

ო) “სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის № 1 ბრძანება;

პ) სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 914  ბრძანება;

ჟ) “საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის № 153 ბრძანება.