,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების დაწესების შესახებ“

  • Word
,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების დაწესების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 328
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 75, 29/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 440.050.000.08.002.004
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
328
26/05/2007
სსმ, 75, 29/05/2007
440.050.000.08.002.004
,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების დაწესების შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (29/05/2007 - 31/03/2008)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №328

2007 წლის 26 მაისი

ქ. თბილისი

ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების დაწესების შესახებ

მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვისა და მათი სამეცნიერო პოტენციალის გაზრდის, საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად:

1. ახალგაზრდა მეცნიერთათვის დაწესდეს პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები.

2. საგრანტო დაფინანსების მიზნით სამეცნიერო პროექტების შერჩევა კონკურსის წესით განახორციელოს სსიპ – საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა თავისი წესდების შესაბამისად.

3. სსიპ – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ კონკურსით შერჩეულ სამეცნიერო პროექტებზე პრეზიდენტის გრანტები გაიცემა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, რომლის პროექტსაც ამზადებს  სსიპ – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი საქართველოს პრეზიდენტთან წარსადგენად.

4. ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების დაფინანსება ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში დაამტკიცოს ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სტიპენდიების დანიშვნისა და სამეცნიერო მივლინებებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ოქტომბრის №437 ბრძანებულება.

7. პირებს, რომელთაც ამ ბრძანებულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად დანიშნული აქვთ პრეზიდენტის სტიპენდიები 2006 წლის სექტემბრამდე, გაუგრძელდეთ სტიპენდიების გაცემა დადგენილი ვადის ამოწურვამდე. პრეზიდენტის სტიპენდიების გაცემა და კონტროლი უზრუნველყოს სსიპ – ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა.

8. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი