დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 მაისის №328 ბრძანებულებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 159 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/04/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 02/04/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440.050.000.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №159
2009 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
„ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 მაისის №328 ბრძანებულებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 მაისის №328 ბრძანებულებაში (სსმ III, №75, 2007 წ., მუხ. 798) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:
ა) ბრძანებულების მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგრანტო დაფინანსების მიზნით, სამეცნიერო პროექტების შერჩევა კონკურსის წესით განახორციელონ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდმა (რუსთაველის ფონდი) თავიანთი წესდების შესაბამისად.
3. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ კონკურსის წესით შერჩეულ სამეცნიერო პროექტებზე პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები გაიცემა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, რომლის პროექტსაც ერთობლივად ამზადებენ სსიპ – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და სსიპ – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი) – საქართველოს პრეზიდენტთან წარსადგენად.“;
ბ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული პროექტების დაფინანსება, თითოეული პროექტის ხანგრძლივობის შესაბამისად, განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები