დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სპეციალური დეპოზიტარის მომსახურების ანაზღაურების ნორმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია |
| მიღების თარიღი | 11/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 135, 24/11/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.170.280.12.005.006.850 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/11/2004 - 16/01/2007)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.12.005.006.850
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის
დადგენილება №50
2004 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
სპეციალური დეპოზიტარის მომსახურების ანაზღაურების ნორმების შესახებ
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს თანდართული “სპეციალური დეპოზიტარის მომსახურების ანაზღაურების ნორმების შესახებ“.
2. წინამდებარე დადგენილების პირველ პუნქტში განსაზღვრული წესი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე მ. ჯიბუტი
წესი
სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ანაზღაურების ნორმების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია “არასახელმწიფო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს საპენსიო დანაგროვთა აქტივების სპეციალიზებული დეპოზიტარების მომსახურების ანაზღაურების სავალდებულო ნორმებს.
მუხლი 2. განმარტებები
ამ წესში გამოყენებულია ტერმინები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობებით.
გარდა ამისა წესში გამოყენებულ ტერმინს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
წმინდა აქტივები – სხვაობა საპენსიო აქტივების მოცულობასა და შესაბამისი საპენსიო სქემის მოკლე და გრძელვადიან საფინანსო ვალდებულებებს შორის (გარდა საპენსიო სქემის მონაწილეთა მიმართ ვალდებულებებისა).
მუხლი 3.
3.1. სპეციალიზებული დეპოზიტარების მომსახურების ანაზღაურება ხდება საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ წმინდა საპენსიო აქტივების ხარჯზე დეპოზიტარულ მომსახურებაზე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
3.2. სპეციალიზებული დეპოზიტარისათვის მომსახურებისათვის გადახდილი თანხა შეადგენს შესაბამისი საფინანსო წლისათვის წმინდა საპენსიო აქტივების საშუალო წლიური მოცულობის 2 პროცენტს.
3.3. სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებისათვის ანაზღაურება ხდება ყოველთვიურად, თვის ბოლო სამუშაო დღეს. ამასთან, ანაზღაურების ოდენობა ყოველი კონკრეტული თვისათვის განისაზღვრება როგორც 3.1 პუნქტით განსაზღვრული განაკვეთის ერთი მეთორმეტედის ნამრავლი წმინდა აქტივების საშუალო თვიურ ღირებულებაზე. ამასთან, წმინდა აქტივების ღირებულება გამოსასვლელი და სადღესასწაულო დღეებისათვის განისაზღვრება შესაბამისი მაჩვენებლის დონეზე ბოლო საანგარიშსწორებო თარიღისათვის.
3.4. წმინდა აქტივების განსაზღვრა ხდება დადგენილი წესით საპენსიო სქემის დამფუძნებელსა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით.
4. სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საპენსიო სქემის დამფუძნებლისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან სამი დღის განმავლობაში საპენსიო სქემის დამფუძნებლი ყოველთვიურად რიცხავს ანაზღაურებისა და ზედნადები ხარჯების საკომპენსაციო სახსრებს დეპოზიტარის საანგარიშსწორებო ანგარიშზე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები