,,სპეციალური დეპოზიტარის მომსახურების ანაზღაურების ნორმების შესახებ“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2004 წლის 11 ნოემბრის №50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,სპეციალური დეპოზიტარის მომსახურების ანაზღაურების ნორმების შესახებ“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2004 წლის 11 ნოემბრის №50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 71
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
მიღების თარიღი 16/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 24/01/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 04/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.12.005.009.819
  • Word
71
16/01/2007
სსმ, 9, 24/01/2007
040.170.280.12.005.009.819
,,სპეციალური დეპოზიტარის მომსახურების ანაზღაურების ნორმების შესახებ“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2004 წლის 11 ნოემბრის №50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.12.005.009.819

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის

დადგენილება 71

2007 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

„სპეციალური დეპოზიტარის მომსახურების ანაზღაურების ნორმების შესახებ" საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2004 წლის 11 ნოემბრის №50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტისა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და ამავე კანონის 49-ე მუხლის „ა” ქვეპუნქტით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისათვის მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია ა დ გ ე ნ ს:

1. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2004 წლის 11 ნოემბრის №50 დადგენილებაში „სპეციალური დეპოზიტარის მომსახურების ანაზღაურების ნორმების შესახებ" („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ნაწილი III, 24.11.2004წ, №135, მუხლი 1199) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

ა. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 “სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ანაზღაურების ნორმების შესახებ”.

ბ. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამტკიცდეს თანდართული "სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ანაზღაურების ნორმების შესახებ წესი”.

გ. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს წესი შემუშავებულია „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს საპენსიო დანაგროვთა აქტივების სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ანაზღაურების სავალდებულო ნორმებს”.

დ. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 3.

3.1. სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ანაზღაურება ხდება საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ, წმინდა საპენსიო აქტივების ხარჯზე, დეპოზიტარულ მომსახურებაზე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

3.2. სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა განისაზღვრება შესაბამისი საფინანსო წლისათვის წმინდა საპენსიო აქტივების საშუალო წლიური მოცულობის არა უმეტეს 1,0 პროცენტის ფარგლებში.

3.3. სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ანაზღაურება ხდება ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით, მაგრამ კვარტალში ერთხელ მაინც.

3.4. წმინდა აქტივების განსაზღვრა ხდება დადგენილი წესით, საპენსიო სქემის დამფუძნებელსა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით.

3.5. სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საპენსიო სქემის დამფუძნებლისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 3 (სამი) დღის განმავლობაში საპენსიო სქემის დამფუძნებელი რიცხავს ანაზღაურებისა და ზედნადები ხარჯების საკომპენსაციო სახსრებს დეპოზიტარის ანგარიშსწორების ანგარიშზე.”

2. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი თ. გოდერძიშვილი