დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის ნოტარიატის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 17, 12/02/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.027.014199 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/02/2010 - 04/06/2015)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.014.199
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2010 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის №100 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის ნოტარიატის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის ნოტარიატის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი იურიდიული განათლება;
2. სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება (სასურველია სამოქალაქო და ადმი-ნისტრაციული სამართლის სფეროში);
3. ინგლისური ენის ცოდნა;
4. საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
საკონკურსო თემატიკა:
1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
2. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი /1996 წლის 3 მაისი/;
3. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი /2009 წლის 4 დეკემბერი/;
4. „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
5. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი;
6. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი;
7. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
10. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;
11. „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულება;
12. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №28 ბრძანება;
13. „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს №320 ბრძანება;
14. „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 15 სექტემბრის №1025 ბრძანება;
15. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ, ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანება;
16. „ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 27 ივლისის №93 ბრძანება;
17. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენცია.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები