მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის პროექტი

salbarbakadze's picture

საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე 2020 წლის 13 აგვისტოს გამოქვეყნდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (იხ. ბმული https://matsne.gov.ge/ka/document/view/4962987), რომელიც ჩაანაცვლებს 1994 წელს მიღებულ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი ამოქმედება იგეგმება 2021 წლის 1 იანვრიდან.

თორნიკე ქაშიბაძე's picture

კარგი იქნებოდა თვალსაჩინოებისთვის ვინმე თუ დაწერს რა ძირითადი განსხვავებებია მოქმედ მეწარმეთა კანონსა და ახალ პროექტს შორის? ტექსტის გაცნობის შემდეგ, ვეცდები ჩემი პოზიცია დავაფიქსირო...

levanim's picture

წარმოდგენილი პროექტის მუხლი 38. პარტნიორთა კრება და მუხლი 40. პარტნიორთა კრების ოქმი ამ მუხლებით რიგ შემთხვევაში ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებულ წესებს, მიზანშეწონილია კანონით დარეგულირდეს და მხოლოდ პარტნიორთა კრების ოქმს ადგენდეს და ამოწმებებდეს ნოტარიუსი. რაც შემდგომში გამორიცხავს დავებს კრების მოწვევა-ჩატარებისას დაჩვებულ ხარვეზებზე.

ასევე, მუხლი 45. ხელმძღვანელი პირის დანიშვნა და გათავისუფლება

ხელმძღვანელი პირი თანამდებობაზე ინიშნება არაუმეტეს 3 წლის ვადით, ხელახლა დანიშვნის უფლებით, მიზანშეწონილია განისაზღვროს ვადა რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ახალი დირექტორის არჩევა.

sandro385's picture

მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლებაში კანონის ჩანაცვლების საჭრიოება დაინახეს და განახორციელეს. პროექტი ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ თავად ძველის ჩანაცვლების ფაქტი უკვე საზეიმოა. იგი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა და ხარვეზების დიიდი კრებული იყო, რომელიც თანამედროვე კორპორატიულ კულტურას და მოთხოვნებს ერთი 20 საუკუნით ჩამორჩებოდა. მოკლედ, თუ პროექტიც ისეთი კარგია, როგორიც წამოწყება, მაშინ ავტორის წინაშე დიიდ მადლიერებას გამოვხატავ.

alela's picture

გაითვალისწინოთ გარემოება, როცა ხელმძღვანელი და პარტნიორი ერთი და იგივე პიროვნებაა, მაგ: საწარმოში ორ პირს აქვს 50%-50% პროცენტი და ერთერთი არის დირექტორი, რომელიც ვთქვათ ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას. ამ მომენტში პირი, რომელსაც აქვს პარტნიორის და დირექტორის სტატუსი ხმის უფლება უნდა წაერთვას, ფაქტია, რომ თავისი თავის წინააღმდეგ ხმას არ მისცემს. ხოლო მეორე პარტნორი იჩაგრება. უნდა დარეგულისრდეს აღნიშნული საკითხი და მარეგისტრირებელ ორგანოს მიეცეს უფლება მეორე პარტნიორის განცხადების ან კრების ოქმის საფუძველზე გადააყენოს დირექტორი. ამ საკითხზე ბევრი მაქვს სათქმელი მაგრამ აღნიშნული ფორმატი არ იძლევა ამის საშუალებას.

თორნიკე ქაშიბაძე's picture

საინტერესო კაზუსია და დღეს რა ხდება ასეთი შემთხვევის დროს, გარდაუვალი სასამართლო?

poligrafisti's picture

ახალი კანონპროექტით საწარმოს პერტნიორებს რეორგანიზაციის პროცესით შეუძლიათ კრედიტორების უგულებელყოფა და მათზე ზიანის მიყენება. (რეორგანიზაციის განხორციელების შემდეგ კრედიტორი ვეღარ შეძლებს რეორგანიზებული საწარმოდან თანხის მიღებას). ასეთი რამ კი დაუშვებელია. 76-ე მუხლი ლახავს საკუთრების უფლებას. სწორია მოქმედი მეწარმეთა შესახებ კანონი რომელიც კრძალავს რეორგანიზაციას კრედიტორის თანხმობის გარეშე. ეს მუხლი ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ეწინააღმდეგება.

ნათია ნაფეტვარიძე's picture

პროექტის 76 მუხლი ადგენს 3 თვიან ვადას კრედიტორებისთვის. კონკრეტულად ის დათქმა, რომელზეც თქვენ საუბრობთ ტექსტში ვერ მოვიძიე.