Document structure
View explanations
Referenced documents
Document Highlights
Consolidated publications
On State Duty | |
---|---|
Document number | 1363 |
Document issuer | Parliament of Georgia |
Date of issuing | 29/04/1998 |
Document type | Law of Georgia |
Source and date of publishing | Parliamentary Gazette, 19-20, 30/05/1998 |
Registration code | 230.000.000.05.001.000.350 |
Consolidated publications |
Consolidated versions (17/05/2017 - 16/11/2017)
მუხლი 1. სახელმწიფო ბაჟის ცნება
სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის.
მუხლი 2. სახელმწიფო ბაჟის გადამხდელები
1. სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
2. იმ შემთხვევაში, როცა იურიდიული მოქმედების შესრულების ან საბუთის გაცემის თაობაზე ერთდროულად მიმართავს რამდენიმე პირი, სახელმწიფო ბაჟს გადაიხდის ერთ-ერთი ან რამდენიმე მათგანი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 3. მოქმედებები, რომლებისთვისაც გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი
სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება:
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე;
ბ) საერთო სასამართლოებში განსახილველ სასარჩელო ან სხვა განცხადებებზე და საჩივრებზე;
გ) (ამოღებულია – 13.03.2012, №5788 );
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის;
ე) საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტში მოკლევადიანი ორდინალური ვიზის გაცემისათვის;
ე 1) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის გაცემისათვის და მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დოკუმენტების გამოთხოვისათვის;
ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის, ასევე უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ლეგალიზაციისათვის.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1771-სსმI, №39, 16.07.2005წ., მუხ.262
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3136-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.163
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3383-სსმI, №24, 29.06.2006წ., მუხ.191
საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1332-სსმI, №14, 03.07.2009წ., მუხ.73
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2316-სსმI, №46, 22.12.2009წ., მუხ.348
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 13 მარტის კანონი №5788 – ვებგვერდი, 19.03.2012წ.
მუხლი 4. სახელმწიფო ბაჟის განაკვეთები
1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით:
ა) სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების შესახებ და განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
ა 1) საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე – 50 ლარი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ა2) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – 150 ლარი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ა 3) (ამოღებულია - 19.02.2015, №3097);
ა 4) (ამოღებულია - 19.02.2015, №3097);
ბ) შეგებებულ სარჩელზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
გ) მესამე პირის სარჩელზე, რომელიც დავის საგანზე დამოუკიდებელ მოთხოვნებს აცხადებს, – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
დ) სახელმწიფო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების შესახებ სარჩელზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
ე) სააპელაციო საჩივარზე, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა;
ვ) საკასაციო საჩივარზე, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა;
ზ) კერძო საჩივარზე – 50 ლარი;
თ) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარი;
თ1) საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია, – 50 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარი, თუკი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
თ 2) (ამოღებულია - 19.02.2015, №3097);
ი) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 100 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 300 ლარი;
კ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე – 50 ლარი;
ლ) არაქონებრივ დავაზე – 100 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 ლარი და 300 ლარი;
მ) დაკარგული საქმის წარმოების აღდგენასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაზე, როდესაც საქმის მასალები მხარის ბრალით დაიკარგა – 100 ლარი;
ნ) თამასუქის ან ჩეკის შესახებ სარჩელზე – 100 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 ლარი და 300 ლარი;
ო) უდავო წარმოების საქმეზე – 50 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 100 ლარი და 300 ლარი;
პ) აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებაზე – 500 ლარი.
2. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:
ა) პირველი ინსტანციის სასამართლოში:
ა.ა) ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს;
ა.ბ) იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს;
ბ) სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში:
ბ.ა) ფიზიკური პირისათვის – 5 000 ლარს;
ბ.ბ) იურიდიული პირისათვის – 7 000 ლარს;
გ) საკასაციო ინსტანციის სასამართლოში:
გ.ა) ფიზიკური პირისათვის – 6 000 ლარს;
გ.ბ) იურიდიული პირისათვის – 8 000 ლარს.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით:
ა) ფიზიკური პირის მიერ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელზე - 10 ლარი
ბ) სხვა პირების მიერ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელსა და კონსტიტუციურ წარდგინებაზე - 55 ლარი.
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია – 13.03.2012, №5788 );
6. საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის – 20 ლარი.
7. საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტში მოკლევადიანი ორდინალური ვიზის გაცემისათვის − 50 ლარი.
7 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი) − 40 ლარი.
72. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ელექტრონული ვიზის გაცემისათვის, თუ შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით − 20 აშშ დოლარი.
73. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი) − 40 ლარი.
8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის გამოთხოვისათვის, გარდა დოკუმენტის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გამოთხოვისა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 20 ლარია.
9. საქართველოში შედგენილი დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 20 ლარია.
10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 15 ლარია.
საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2307-სსმI, №39(46), 06.08.1999წ., მუხ.192
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №409-სსმI, №26, 13.07.2000წ., მუხ.72
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №183-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.89
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1771-სსმI, №39, 16.07.2005წ., მუხ.262
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №3262-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.379
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2625-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.19
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3136-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.163
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3383-სსმI, №24, 29.06.2006წ., მუხ.191
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3519-სსმI, №32, 31.07.2006წ., მუხ.246
საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4815-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.170
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5206-სსმI, №28, 18.07.2007წ., მუხ.291
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5287-სსმI, №29, 27.07.2007წ., მუხ.328
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5303-სსმI, №29, 27.07.2007წ., მუხ.333
საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5460-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.373
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5976-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.63
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №809-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.269
საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1091-სსმI, №7, 06.04.2009წ., მუხ.25
საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1332-სსმI, №14, 03.07.2009წ., მუხ.73
საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1563-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ.143
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2316-სსმI, №46, 22.12.2009წ., მუხ.348
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2452-სსმI, №50.31.12.2009 წ., მუხ.389
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3366-სსმI, №40. 20.07.2010 წ., მუხ.247
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4074-სსმI, №76,29.12.2010 წ., მუხ.504
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4941 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 13 მარტის კანონი №5788 – ვებგვერდი, 19.03.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
მუხლი 5. შეღავათები სახელმწიფო ბაჟში
1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან;
ბ) მოსარჩელენი – სარჩელებზე, რომლებიც გამომდინარეობს საავტორო, აგრეთვე აღმოჩენის, გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებებისა და სამრეწველო ნიმუშების უფლებებიდან;
გ) მოსარჩელენი – სარჩელებზე ალიმენტების გადახდევინების შესახებ;
დ) ფიზიკური და იურიდიული პირები – მათზე იმ დოკუმენტების გაცემისათვის, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სამართლისა და ალიმენტის საქმეებთან;
ე) მოსარჩელენი – სარჩელებზე ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით;
ვ) ფიზიკური პირები – სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ საკასაციო საჩივრებზე დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ამოღების სისწორის შესახებ;
ზ) სოციალური დაზღვევის ორგანოები და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები რეგრესულ სარჩელებზე ზიანის მიმყენებლის მიერ დაზარალებულზე გაცემული დახმარების ან პენსიის გადახდევინების შესახებ, ხოლო სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები – აგრეთვე სარჩელებზე არასწორად მიღებული დახმარებებისა და პენსიების შესახებ;
თ) მოსარჩელე – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე ;
თ1) მოსარჩელე − გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელზე;
ი) მხარეები – საკასაციო საჩივრებზე განქორწინების საქმეების შეწყვეტის შესახებ;
კ) შინაგან საქმეთა ორგანოები, როგორც მოსარჩელეები – სარჩელებზე იმ პირების ძებნასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ ალიმენტებისა და სხვა მსგავსი თანხების გადახდას;
ლ) საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე; სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები, – სარჩელებზე მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახადების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე;
მ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე;
მ 1 ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;
ნ) მოსარჩელენი – სარჩელებზე ისტორიული, მხატვრული და სხვა ფასეულობის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ;
ო) მხარეები – სარჩელებზე მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია ფიზიკური პირის უკანონოდ გასამართლების, მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით უკანონოდ დაპატიმრების ან დაპატიმრების სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად;
პ) იძულებით გადაადგილებული პირები − დევნილები და თავშესაფრის მაძიებლები − შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის სტატუსის მინიჭებასთან და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საჩივრებზე;
ჟ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოსგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო გარემოს დაცვასა და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულ საქმეებზე;
რ) ვეტერანები, რომლებმაც „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს;
ს) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – სახელმწიფო ქონების განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე;
ს 1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო – სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე;
ტ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელზე მიწის დაცვის წესების შეუსრულებლობისა და მიწის კანონმდებლობის სხვა დარღვევების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ბიუჯეტში თანხების გადახდევინების შესახებ
უ) დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე ;
ფ) არქიტექტორულ - სამშენებლო ინსპექციები , როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები, საქართველოს კანონმდებლობით მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე .
ქ) მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი , როგორც მოსარჩლე – სარჩელზე არასრულწლოვნის უფლებების დარღვევის ან მისთვის მიყენებული ქონებრივი თუ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე .
ღ) საქართველოს ეროვნული ბანკი − ყველა სარჩელზე;
ღ 1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო – ყველა სარჩელზე;
ყ) ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები, მზღვეველი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები – კომერციული ბანკების, მზღვეველისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის – საკრედიტო კავშირებისათვის დაუფარავი სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული დავალიანებების დაბრუნებაზე აღძრულ ყველა სარჩელზე;
შ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური – „ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ;
ჩ) მოსარჩელე – უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ აღძრულ სარჩელებზე .
ც) მოსარჩელე – თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე აღძრულ სარჩელებზე.
ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე;
ძ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციის სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელებზე კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე;
წ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, როგორც მოსარჩელე – ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე;
ჭ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სხვა ორგანოები – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, არქეოლოგიურ ობიექტებზე და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში კანონის დარღვევით წარმოებულ მიწის, სამშენებლო და სხვა სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ხ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო − სარჩელებზე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობისას ;
ჯ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, – საქართველოს კანონმდებლობით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
ჰ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო – სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხებთან დაკავშირებით.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საერთო სასამართლოების მიერ შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებით, რომლის მონაწილეც არის საქართველო.
6. (ამოღებულია).
7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება უცხოელი − საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური ან სპეციალური ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.
8. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სხვა სახელმწიფოებიდან შემდეგი დოკუმენტების გამოთხოვისას:
ა) გარდაცვალების მოწმობა;
ბ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა;
გ) ადმინისტრაციული სამართლისა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებები;
დ) სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე დოკუმენტი;
ე) დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება.
9. საქართველოს C4 კატეგორიის ვიზის გაცემისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოითხოვს საერთაშორისო დაცვას.
საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონი №1461-პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998წ., გვ.13
საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1602-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.16
საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2367-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.215
საქართველოს 2001 წლის 22 ივნისის კანონი №996-სსმI, №22, 06.07.2001წ., მუხ.87
საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის კანონი №1083-სსმI, №28, 15.10.2001წ., მუხ.114
საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის კანონი №1121-სსმI, №32, 07.11.2001წ., მუხ.128
საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი №1456-სსმI, №15, 03.06.2002წ., მუხ.62
საქართველოს2002 წლის 5 დეკემბრის კანონი №1826-სსმI, №32, 20.12.2002წ., მუხ.161
საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2034-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.43
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3311-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.24
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №210-სსმI, №18, 09.07.2004წ., მუხ.68
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №183-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.89
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1554-სსმI, №31, 27.06.2005წ., მუხ.192
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1771-სსმI, №39, 16.07.2005წ., მუხ.262
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2137-სსმI, №50, 01.12.2005წ., მუხ.335
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2625-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.19
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3519-სსმI, №32, 31.07.2006წ., მუხ.246
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4710-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.140
საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4815-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.170
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5266-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.337
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5976-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.63
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2316-სსმI, №46, 22.12.2009წ., მუხ.348
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3371-სსმI, №40. 20.07.2010 წ., მუხ.249
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5356 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5570 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6020 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6169 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6384 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №470 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2161 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
მუხლი 6. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ან დაბრუნების წესი
1. სახელმწიფო ბაჟი, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის 7 2 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟისა, გადაიხდება ეროვნული ვალუტით ბანკში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით. ამ კანონის მე-4 მუხლის 7 2 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, აშშ დოლარში.
11 . (ამოღებულია – 25.05.2012, №6315).
2. სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება:
ა) საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე – შესაბამისი განცხადებების (საჩივრების) ან საკასაციო საჩივრების შეტანამდე, ასევე სასამართლოს მიერ საბუთის ასლის გაცემისას;
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე – კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შეტანამდე;
გ) (ამოღებულია – 13.03.2012, №5788 );
დ) საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისათვის − საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან საკონსულო დაწესებულებებში ;
ე) საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის – დასამოწმებელი დოკუმენტების წარდგენისას;
ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის − შესაბამისი განაცხადის წარდგენამდე;
ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ელექტრონული ვიზის გაცემისათვის − შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენამდე, თუ ამ სავიზო განაცხადის წარდგენა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით;
თ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის − შესაბამისი განაცხადის წარდგენამდე.
3. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.
4. სახელმწიფო ბაჟი, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას, უნდა გაიცეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე შესაბამისი ბიუჯეტიდან. თანხა გაიცემა იმ დღიდან ერთი თვის განმავლობაში, როდესაც მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაბრუნების შესახებ.
5 . (ამოღებულია – 25.05.2012, №6315).
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3136-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.163
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4243-სსმI, №50, 30.12.2006წ., მუხ.394
საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4815-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.170
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2316-სსმI, №46, 22.12.2009წ., მუხ.348
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 13 მარტის კანონი №5788 – ვებგვერდი, 19.03.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2789 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3385 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3603 – ვებგვერდი, 15.05.2015წ.
მუხლი 61. გარდამავალი დებულება
ფიზიკური პირი , რომელიც 2008 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის , ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის , გორის ან ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იმ მიზეზით , რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების სიცოცხლეს , ჯანმრთელობას , სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს , სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან 2009 წლის 1 მაისამდე .
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5206-სსმI, №28, 18.07.2007წ., მუხ.291
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №438-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.208
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 29 აპრილი.
№1363 –IIს
Document comments