Law of Georgia on the Elimination of All Forms of Discrimination

Initial version (07/05/2014 - 19/02/2019)

 

საქართველოს კანონი

 

 

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

მუხლი 2. დისკრიმინაციის ცნება. დისკრიმინაციის აკრძალვა   

1. საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.  

2. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

3. ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

4. მრავალი ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია არის დისკრიმინაცია ორი ან მეტი ნიშნის გამო.

5. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს პირის იძულებას, წაქეზებას ან ხელშეწყობას მესამე პირის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის განსახორციელებლად.

6. ამ მუხლით განსაზღვრულ პირობებში დისკრიმინაცია არსებობს მიუხედავად იმისა, პირს რეალურად აქვს თუ არა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნიშანი, რომლის გამოც მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედება განხორციელდა.

7. დისკრიმინაცია არ არის სპეციალური და დროებითი ღონისძიებები, რომლებიც შემუშავებულია ფაქტობრივი თანასწორობის წასახალისებლად ან მისაღწევად, განსაკუთრებით − გენდერულ, ორსულობისა და დედობის საკითხებში, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ.

8. დისკრიმინაციად არ მიიჩნევა ნებისმიერი განსხვავება, დაუშვებლობა და უპირატესობა განსაზღვრულ სამუშაოსთან, საქმიანობასთან ან სფეროსთან დაკავშირებით, რომელიც სპეციფიკურ მოთხოვნებს ემყარება.

9. განსხვავებული მოპყრობა, პირობების შექმნა ან/და მდგომარეობა  დასაშვებია, თუ არსებობს სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი და სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა  სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.

მუხლი 4. დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებები

დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია:

ა) თავისი საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები, თუ ისინი არსებობს, შეუსაბამოს ამ კანონსა და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას;

ბ) სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს;

გ) დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.

მუხლი 5. ამ კანონის ინტერპრეტაციის წესი და ფარგლები

1. ამ კანონის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი გულისხმობდეს რელიგიური გაერთიანებისათვის რელიგიის თავისუფლებიდან გამომდინარე უფლებების (მათ შორის, რელიგიური მსახურების უფლების) შეზღუდვას, იმ პირობით, რომ ამ უფლებებით სარგებლობა არ ხელყოფს საჯარო წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და სხვათა უფლებებს.

2. ამ კანონის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციურ შეთანხმებას.

3. დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად განხორციელებულმა ღონისძიებებმა ან ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის მქონე პირის ან პირთა ჯგუფის მიერ საკუთარი უფლებების განხორციელებამ/დაცვამ არ უნდა ხელყოს საჯარო წესრიგი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება ან/და სხვათა უფლებები.

4. აკრძალულია ამ კანონით განსაზღვრული უფლებებით ისე სარგებლობა, რომ იგი მიზნად ისახავდეს ან იწვევდეს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის მქონე პირებს ან პირთა ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებას.

5. ამ კანონის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი არარად აქცევდეს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრულ რომელიმე უფლებას ან თავისუფლებას ან ზღუდავდეს მას იმაზე მეტად, ვიდრე ეს თვით ამ ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

მუხლი 6. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის განხორციელება

1. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

 2. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად საქართველოს სახალხო დამცველი:

ა) განიხილავს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან პირთა ჯგუფის განცხადებას და საჩივარს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს;

ბ) შეისწავლის დისკრიმინაციის ფაქტს როგორც განცხადების ან საჩივრის არსებობისას, ისე საკუთარი ინიციატივით და გამოსცემს შესაბამის რეკომენდაციას;

გ) ამზადებს და შესაბამის დაწესებულებას ან პირს უგზავნის ზოგად წინადადებებს დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე;

დ) ამ კანონის მიზნებისათვის შეიმუშავებს მოსაზრებებს აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და მათ საკანონმდებლო წინადადების სახით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს;

ე) იწვევს დისკრიმინაციის მსხვერპლს და სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს და ცდილობს საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულოს;

ვ) დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლებების აღსადგენად რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის დაწესებულებას ან პირს, თუ საქმის მორიგებით დასრულება შეუძლებელი აღმოჩნდება და არსებობს საკმარისი მასალები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;

ზ) უფლებამოსილია, როგორც დაინტერესებულმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;

თ) აღრიცხავს და აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ;

ი) ახორციელებს ღონისძიებებს დისკრიმინაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად;

კ) დისკრიმინაციის საკითხებზე თანამშრომლობს საერთაშორისო სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

მუხლი 7. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში

1. საქართველოს სახალხო დამცველი წელიწადში ერთხელ შეიმუშავებს და აქვეყნებს სპეციალურ ანგარიშს ქვეყანაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილების და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.

2. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში უნდა შეიცავდეს ქვეყანაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილების და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ ზოგად შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს, აგრეთვე გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას.

მუხლი 8. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვა

1. პირმა, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით/საჩივრით მიმართავს, უნდა მიუთითოს ის ფაქტები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, და უნდა წარადგინოს შესაბამისი მასალები.

2. პირმა საქართველოს სახალხო დამცველს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

3. თუ საქართველოს სახალხო დამცველი საჭიროდ მიიჩნევს, იგი უფლებამოსილია დანიშნოს ზეპირი მოსმენა და მოიწვიოს მხარეები საქმის მორიგებით დასასრულებლად. საქმის მორიგებით დასრულების შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველი ახორციელებს მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.

4. ნებისმიერი ადმინისტრაციული, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (მათ შორის, პროკურატურის, საგამოძიებო, სასამართლო ორგანო) ვალდებულია საქმის განხილვასთან დაკავშირებული მასალა, საბუთი, ახსნა-განმარტება და სხვა ინფორმაცია კანონით დადგენილი წესების დაცვით გადასცეს საქართველოს სახალხო დამცველს მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. თუ ინფორმაცია ნებაყოფლობით კერძო პირისგან მიიღება, მას საკუთარი მოთხოვნით შეიძლება აუნაზღაურდეს ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებული ასლის გადაღების და საფოსტო მომსახურების ხარჯები.

5. საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას/საჩივარს განიხილავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 9. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გადაწყვეტილების მიღება

1. საქართველოს სახალხო დამცველი აჩერებს საქმის წარმოებას, თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო:

ა) დავას სასამართლო განიხილავს;

ბ) მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება;

გ) მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა.

2. საქართველოს სახალხო დამცველი წყვეტს საქმის წარმოებას, თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო:

ა) საქმეზე არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება;

ბ) განცხადების/საჩივრის განხილვის შედეგად არ დადასტურდა დისკრიმინაციის ფაქტი.

3. თუ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ განცხადების/საჩივრის განხილვის შედეგად დადასტურდა დისკრიმინაციის ფაქტი და დისკრიმინაციის შედეგები არ არის აღმოფხვრილი, საქართველოს სახალხო დამცველი საქმის გარემოებების გათვალისწინებით ასრულებს საქმის წარმოებას დარღვეული თანასწორობის აღსადგენად ღონისძიებების განხორციელების შესახებ რეკომენდაციის გამოცემით.

მუხლი 10. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა

1. ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

2. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

მუხლი 11. საქმის განხილვის პროცესში მესამე პირის მონაწილეობა

1. ორგანიზაციას, დაწესებულებას ან გაერთიანებას, რომლის საქმიანობის სფეროც მოიცავს პირთა დისკრიმინაციისაგან დაცვას, უფლება აქვს, მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს ამ კანონით გათვალისწინებული საქმის განხილვის პროცესში მესამე პირად ჩართვის მოთხოვნით.

2. საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ პირის თანხმობის შემთხვევაში, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს.

მუხლი 12. კანონით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას პირთა დაცვა

1. აკრძალულია ნებისმიერი პირის მიმართ რაიმე სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ მან დისკრიმინაციისაგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან.

2. ამ კანონით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას და შემდეგაც შესაბამისმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დისკრიმინაციის მსხვერპლთან დაკავშირებული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აკრძალულია დისკრიმინაციის მსხვერპლის თანხმობის გარეშე ამგვარი ინფორმაციის მესამე პირისთვის მიწოდება, გარდა კანონით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა.

3. ამ მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში დისკრიმინაციის მსხვერპლს უფლება აქვს, განცხადებით მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს.

მუხლი 13. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

2 მაისი 2014 წ.

N2391-IIს

Закон Грузии

 

Об устранении всех форм дискриминации

 

Статья 1. Цель Закона

Целью настоящего Закона является устранение всех форм дискриминации и обеспечение для любых физических и юридических лиц равного пользования правами, установленными законодательством Грузии, независимо от расы, цвета кожи, языка, пола, возраста, гражданства, происхождения, места рождения, места жительства, имущественного либо сословного положения, религии или веры, национальной, этнической или социальной принадлежности, профессии, семейного положения, состояния здоровья, ограниченных возможностей, сексуальной ориентации, гендерной идентичности и выражения, политических или иных взглядов либо других признаков.

 

Статья 2. Понятие дискриминации. Запрещение дискриминации

1. В Грузии запрещается дискриминация любых видов.

2. Прямой дискриминацией является такое обращение или создание таких условий, которые при пользовании установленными законодательством Грузии правами ставят лиц ввиду какого-либо из признаков, предусмотренных статьей первой настоящего Закона, в невыгодное положение по сравнению с другими лицами, находящимися в аналогичных условиях, либо ставят в равное положение лиц, находящихся по сути в неравных условиях, кроме случаев, когда подобное обращение или создание условий служит определенной законом цели – защите общественного порядка и нравственности, имеет объективное и разумное оправдание и необходимо в демократическом обществе, а применяемые средства соразмерны достигаемой цели.

3. Косвенной дискриминацией является положение, когда нейтральные по форме и дискриминационные по сути положения, критерии либо практика ставят лиц ввиду какого-либо из признаков, предусмотренных статьей первой настоящего Закона, в невыгодное положение по сравнению с другими лицами, находящимися в аналогичных условиях, либо ставят в равные условия лиц, находящихся по сути в неравных условиях, кроме случаев, когда подобное положение служит определенной законом цели – защите общественного порядка и нравственности, имеет объективное и разумное оправдание и необходимо в демократическом обществе, а применяемые средства соразмерны достигаемой цели.

4. Дискриминацией по множеству признаков является дискриминация по двум или более признакам.

5. Запрещаются любые деяния, преследующие целью принуждение лиц, подстрекательство к осуществлению или пособничество в осуществлении в отношении третьих лиц дискриминации, предусмотренной настоящей статьей.

6. Дискриминация в условиях, определенных настоящей статьей, существует независимо от реального наличия у лица признака, предусмотренного статьей первой настоящего Закона, ввиду чего в отношении него было осуществлено дискриминационное деяние.

7. Дискриминацией не являются специальные и временные мероприятия, разработанные для поощрения или достижения фактического равенства, в особенности, в гендерных вопросах, вопросах беременности и материнства, а также в отношении лиц с ограниченными возможностями.

8. Дискриминацией не признаются любые отличия, недопущения или преимущества в связи с определенной работой, деятельностью или сферой, основанные на специфических требованиях.

9. Отличающееся обращение, создание отличающихся условий или (и) положения допускаются при наличии непреодолимого интереса государства и необходимости вмешательства государства в демократическом обществе.

 

Статья 3. Сфера действия Закона

Требования настоящего Закона распространяются на деяния учреждений, организаций, физических и юридических лиц во всех сферах, но только в случае, когда указанные деяния не регулируются другими правовыми актами, соответствующими пунктам 2 и 3 статьи 2 настоящего Закона.

 

Статья 4. Мероприятия, осуществляемые для устранения дискриминации

Для устранения дискриминации любым учреждениям вменяется в обязанность:

а) приведение в соответствие с настоящим Законом и другим антидискриминационным законодательством своей деятельности, а также правовых актов и внутренних регуляций, при наличии таковых;

б) быстрое и эффективное реагирование на любые факты предполагаемой дискриминации;

в) в случае подтверждения факта дискриминации возложение ответственности в соответствии с законодательством Грузии и внутренними регуляциями на находящихся в их подчинении нарушителей и обеспечение устранения последствий дискриминации без ущемления прав и законных интересов третьих лиц.

 

Статья 5. Порядок и пределы интерпретации настоящего Закона

  1. Ни одно положение настоящего Закона не может быть истолковано таким образом, чтобы подразумевалось ограничение религиозных объединений в правах, вытекающих из свободы религии (в том числе праве на религиозное служение), при условии, что пользование указанными правами не является посягательством на публичный порядок, общественную безопасность или (и) права других лиц.
  2. Ни одно положение настоящего Закона не может быть истолковано таким образом, чтобы оно противоречило Конституции Грузии и Конституционному Соглашению «Между Грузинским государством и Грузинской Апостольской Автокефальной Православной церковью».
  3. Мероприятия, осуществляемые для устранения дискриминации, или осуществление/защита собственных прав лицом или группой лиц с каким-либо признаком, предусмотренным статьей первой настоящего Закона, не должны посягать на публичный порядок, общественную безопасность или (и) права других лиц.
  4. Запрещается пользоваться правами, определенными настоящим Законом, таким образом, чтобы это преследовало целью или влекло разжигание розни между лицами или группами лиц с каким-либо признаком, предусмотренным статьей первой настоящего Закона.
  5. Ни одно из положений настоящего Закона не может быть истолковано таким образом, чтобы сделать ничтожными какие-либо из прав или свобод, предусмотренных международными договорами, ратифицированными Парламентом Грузии, либо ограничивать их больше, чем это предусмотрено самими указанными договорами.

 

Статья 6. Осуществление надзора над обеспечением устранения дискриминации и равенства

Надзор над обеспечением устранения дискриминации и равенства осуществляет Народный Защитник Грузии.

  1. Для осуществления полномочий, предоставленных законодательством Грузии, Народный Защитник Грузии:

а) рассматривает заявления и жалобы физических или юридических лиц или групп лиц, считающих себя жертвами дискриминации;

б) изучает факты дискриминации как при наличии заявления или жалобы, так и по собственной инициативе и издает соответствующие рекомендации;

в) подготавливает и направляет соответствующим учреждениям или лицам общие предложения по предотвращению дискриминации и борьбе против нее;

г) разрабатывает для целей настоящего Закона соображения о необходимых законодательных изменениях и в качестве законодательного предложения представляет их Парламенту Грузии;

д) приглашает жертв дискриминации и лиц, осуществляющих предположительно дискриминационное деяние, и стремится достичь завершения дела примирением сторон;

е) с целью восстановления в правах жертв дискриминации обращается с рекомендацией к соответствующим учреждениям или лицам при невозможности завершить дело примирением сторон и наличии достаточных материалов, подтверждающих дискриминацию;

ж) правомочен как заинтересованное лицо обращаться в суд в соответствии с Административно-процессуальным кодексом Грузии и требовать издания административно-правового акта или осуществления деяния, если административный орган оставил его рекомендацию без ответа либо не одобрил указанную рекомендацию и имеются достаточные доказательства, подтверждающие дискриминацию;

з) ведет учет и анализирует статистические данные о фактах дискриминации;

и) осуществляет мероприятия по повышению сознания общественности в вопросах дискриминации;

к) сотрудничает по вопросам дискриминации с международными государственными и неправительственными организациями, местными неправительственными организациями и представителями гражданского общества.

 

Статья 7. Специальный отчет Народного Защитника Грузии

  1. Народный Защитник Грузии раз в год разрабатывает и публикует специальный отчет о положении в стране с борьбой против дискриминации, ее предотвращением и равенством.
  2. Специальный отчет Народного Защитника Грузии должен содержать общие оценки, заключения и рекомендации, связанные с положением в стране с борьбой против дискриминации, ее предотвращением и равенством, а также информацию о выявленных значительных нарушениях и осуществленных мероприятиях.

 

Статья 8. Рассмотрение дела Народным Защитником Грузии

  1. Лицо, обращающееся к Народному Защитнику Грузии с заявлением/жалобой, должно указать факты, дающие основание предполагать осуществление дискриминационного деяния, и представить соответствующие материалы.
  2. Лицо должно представить Народному Защитнику Грузии факты и соответствующие доказательства, дающие основание предполагать осуществление дискриминационного деяния, после чего на лицо, осуществляющее предположительно дискриминационное деяние, возлагается бремя доказывания того, что дискриминация не осуществлялась.
  3. Если Народный Защитник Грузии сочтет необходимым, он правомочен назначить устное слушание и пригласить стороны для завершения дела примирением сторон. В случае завершения дела примирением сторон Народный Защитник Грузии осуществляет мониторинг исполнения обязательств, определенных актом о примирении.
  4. Любые административные органы, органы государственной власти или

местного самоуправления (в том числе органы прокуратуры, следственные, судебные органы) обязаны с соблюдением правил, установленных законом, в течение 10 календарных дней после требования предоставлять Народному Защитнику Грузии связанные с рассмотрением дела материалы, документы, разъяснения и другую информацию. В случае добровольного предоставления информации частным лицом, ему по требованию могут быть возмещены связанные с передачей информации расходы по изготовлению копий и почтовым услугам.

5. Народный Защитник Грузии рассматривает заявление/жалобу в порядке, установленном законодательством Грузии.

 

Статья 9. Принятие решения Народным Защитником Грузии

  1. Народный Защитник Грузии приостанавливает производство по делу, если по тому же факту предполагаемой дискриминации:

а) спор рассматривается судом;

б) ведется административное производство;

в) ведется уголовное преследование.

2. Народный Защитник Грузии прекращает производство по делу, если в связи с тем же фактом предполагаемой дискриминации:

а) имеется судебное решение по делу;

б) в результате рассмотрения заявления/жалобы факт дискриминации не подтвердился.

3. Если в результате рассмотрения Народным Защитником Грузии заявления/жалобы факт дискриминации подтвердился и последствия дискриминации не устранены, Народный Защитник Грузии с учетом обстоятельств дела завершает производство по делу изданием рекомендации об осуществлении мероприятий по восстановлению нарушенного равенства.

 

Статья 10. Обращение с иском в суд

  1. Любые лица, считающие себя жертвами дискриминации, вправе подавать в суд иск против лиц/учреждений, которые по их предположению, осуществили дискриминацию по отношению к ним, и требовать возмещения морального или (и) материального вреда.
  2. Порядок обращения с иском в суд определяется Гражданским процессуальным кодексом Грузии.

 

Статья 11. Участие третьих лиц в процессе рассмотрения дела

  1. Организации, учреждения или объединения, в сферу деятельности которых входит защита лиц от дискриминации, вправе обращаться к Народному Защитнику Грузии с требованием о его вовлечении в качестве третьего лица в процесс рассмотрения по делу, предусмотренному настоящим Законом.
  2. Народный Защитник Грузии правомочен удовлетворить требование, предусмотренное пунктом первым настоящей статьи, только в случае согласия лица, считающего себя жертвой дискриминации.

 

Статья 12. Защита лиц при осуществлении процедур, определенных законом

1. Запрещается по отношению к любым лицам какое-либо отрицательное обращение и воздействие на них по причине их обращения за защитой от дискриминации с заявлением или жалобой в соответствующий орган или сотрудничества с ним.

2. При осуществлении процедур, определенных настоящим Законом, и после, соответствующий орган должен обеспечивать конфиденциальность личной информации, связанной с жертвой дискриминации, в соответствии с Законом Грузии «О защите персональных данных». Запрещается предоставление подобной информации третьим лицам без согласия жертвы дискриминации, кроме случаев, прямо определенных законом.

3. В случае неисполнения требований настоящей статьи жертвы дискриминации вправе обращаться с заявлением к Народному Защитнику Грузии.

 

Статья 13. Введение Закона в действие

Настоящий Закон ввести в действие по опубликовании.

 

Президент Грузии                                      Георгий Маргвелашвили

Кутаиси

2 мая 2014 года

№ 2391-IIс