On Economic Freedom

Initial version (14/07/2011 - 05/09/2018)

საქართველოს ორგანული კანონი

ეკონომიკური თავისუფლების  შესახებ

საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით საქართველოს მოქალაქენი ადგენენ დღევანდელი და მომავალი თაობების ეკონომიკური უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიებს. ეკონომიკური უფლებები და თავისუფლებები არის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ნაწილი, რომელთა შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში.

სახელმწიფო უზრუნველყოფს ეკონომიკურ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს საზოგადოების განვითარებას, ხალხის კეთილდღეობისა და ეკონომიკის გრძელვადიან, სტაბილურ ზრდას.

თავისუფლება არის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპი, რომელიც გამოიხატება მთავრობის მცირე ზომაში , პასუხისმგებლობიან მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და დაბალ გადასახადებში.

    მუხლი 1 . საქართველოს მოქალაქე თა მონაწილეობა საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების დადგენაში

1. ამ კანონის ამოქმედების თარიღიდან:

ა) საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება,  გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა, გარდა აქციზისა, შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას;

ბ) საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება აგრეთვე გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის ცვლილება.

2. ამ კანონის ამოქმედების თარიღისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია:

ა) საშემოსავლო გადასახადი;

ბ) მოგების გადასახადი;

გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ);

დ) იმპორტის გადასახადი;

ე) აქციზი.

3. ქონების გადასახადის განაკვეთები დგინდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესის მიხედვით.

4 . ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმი ტარდება რეფერენდუმის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

5. დაუშვებელია, რეფერენდუმის საგანი იყოს გადასახადის პროგრესულობის პრინციპი ან მეთოდოლოგია/საგადასახადო რეჟიმი.

6. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოითხოვოს გადასახადების დროებით გაზრდა − არა უმეტეს 3 წლის ვადით. ამ შემთხვევაში რეფერენდუმი არ ტარდება.

    მუხლი 2 . მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დადგენა

1. ეკონომიკის გრძელვადიანი და სტაბილური ზრდის საშუალებით კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ყოველი შემდგომი თაობისათვის სამართავად შემცირებული ფინანსური ვალდებულებების მქონე ქვეყნის გადაცემის ხელშეწყობის მიზნით დგინდე ბა მაკროეკონომიკური პარამეტრების შემდეგი მაქსიმალური ზღვრები:

) ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არა უმეტეს 30% ;

) ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 3% ;

) სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არა უმეტეს 6 0% .

2. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ზღვარს ან/და ზღვრებს, საქართველოს მთავრობა ვალდებულია შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდგომი ორი წლის ბიუჯეტების პარამეტრები, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს მოცემულ პერიოდში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრებში დაბრუნების გეგმას.

3. საქართველოს პარლამენტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ზღვრის ან/და ზღვრების შეუსაბამო ბიუჯეტის დამტკიცება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე წლის ბიუჯეტი ამ ზღვრის/ზღვრების შესაბამისი იყო, გარდა საგანგებო ან საომარი მდგომარეობისა ან/და ეკონომიკური რეცესიისა.

4. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები უნდა დაიგეგმოს პროგრამულ საფუძველზე, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.

    მუხლი 3. ბიუჯეტის უნივერსალობის პრინციპი

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში გადახდილი გადასახადების განკარგვა ხდება ბიუჯეტის უნივერსალობის პრინციპით, რომელიც გულისხმობს შემდეგს:

ა) სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ყველა შემოსულობ მიმართული უნდა იქნ ბიუჯეტის გადასახდელების დასაფინანსებლად, მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსავლები მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად , გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირია;

ბ) არ შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგინდეს, რომ ბიუჯეტის კონკრეტული შემოსულობა მიმართულ იქნეს ბიუჯეტის კონკრეტული გადასახდელის დასაფინანსებლად . ეს შეზღუდვა არ ეხება ისეთ დაფინანსებას, რომელსაც ახორციელებს დონორი და რომელიც ითვალისწინებს დაფინანსების განსხვავებულ პრინციპს.

    მუხლი 4. კაპიტალის მოძრაობის თავისუფლება

1. დაუშვებელია რეზიდენტი ან/და არარეზიდენტი პირების თავისუფლების შეზღუდვა ვალუტის კონვერტაციასთან, ნებისმიერი სახის ანგარიშის გახსნასთან ან ამ ანგარიშზე ფულადი სახსრების მოძრაობასთან დაკავშირებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ნებისმიერ პირს აქვს ფულ ადი სახსრების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანის შეზღუდი უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. საქართველოში კაპიტალის მოძრაობა თავისუფალია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან იმ შემთხვევისა, როდესაც კაპიტალის მოძრაობა დაკავშირებულია სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან.

    მუხლი 5. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 31 დეკემბრიდან .

საქართველოს პრეზიდენტი                             მ . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 1 ივლისი.

№4979-რს

ORGANIC LAW OF GEORGIA

ON ECONOMIC FREEDOM

 

Under the Constitution of Georgia and this Law, the citizens of Georgia shall establish guarantees of economic rights and freedoms for the present and the next generations. Economic rights and freedoms arehuman rights and freedoms that can only be limited according to the rules and within the limits established by the Constitution and laws of Georgia.

The state guarantees economic rights and freedoms that are to become the basis of the development of society, the welfare of the people and the long-term, stable growth of the economy.

Freedom is a basic principle of economic policy that is expressed in reduced government, responsible macroeconomic policy and low taxes.

 

Article 1 - Participation of citizens of Georgia in establishing national taxes

1. From the date this Law enters into force:

a) the introduction of a new type of national tax, except for excise tax, or the introduction of an increase in the upper margin of the rate according to the type of national tax, except for excise tax, shall be permissible only through a referendum. Only the Government of Georgia shall have the right to initiate the calling of a referendum.

b) the introduction or modification of a tax that is an alternative to an existing tax or replaces it without increasing the tax burden shall not be considered as the introduction of a new type of national tax or as an increase in the upper margin of the rate. The modification of the rate of tax according to the tax type within the existing marginal rate shall not be considered as the introduction of a new type of national tax or as an increase in the upper margin of the rate either.

2. As of the date of entry into force of this Law the national taxes provided for by the Tax Code of Georgia are:

a) income tax;

b) profit tax;

c) value added tax (VAT);

d) import tax;

e) excise tax.

3. Property tax rates shall be determined according the rules laid down by the Tax Code of Georgia.

4. A referendum on the issue referred to in paragraph 1 of this Article shall be conducted in compliance with the Organic Law of Georgia on Referendums

5 . The tax progressivity principle or methodology/tax regime may not be the subject of a referendum.

6. The Government of Georgia has the right to demand a temporary increase in taxes, but for not longer than three years. In such a case a referendum shall not be held.

 

Article 2 - Determination of maximum limits of macroeconomic parameters

1. In order to ensure welfare through stable and long-term economic growth and to ensure passing the country with reduced financial obligations to the next generations, the following maximum limits of macroeconomic parameters shall be established:

a) the ratio of total volume of consolidated budget expenditures and increase in non-financial assets to gross domestic product shall not be more than 30%;

b) the ratio of the consolidated budget deficit to gross domestic product shall not be more than 3%;

c) the ratio of state debt to gross domestic product shall not be more than 60%.

2. If the budget approved by the Parliament of Georgia does not comply with the limit(s) specified in sub-paragraphs (a) and/or (b) of paragraph 1 of this Article, the Government of Georgia shall develop and present to the Parliament of Georgia for approval the budget parameters for the following two years, which shall include a plan to return to the limits determined by paragraph 1 of this Article.

3. The Parliament of Georgia may adopt a budget that does not correspond to the limits(s) specified in sub-paragraphs (a) and/or (b) of paragraph 1 of this Article only if the budget of the current year was adhering to said limit(s), except for a state of emergency or war and/or economic recession.

4. The State Budget, and the budgets of the Autonomous Republics and of local bodies of self-government, shall be planned on a software basis, according to the aims and tasks.

 

Article 3 - Budget Universality Principle

The management of taxes paid in the state and local budgets shall be conducted according to the Budget Universality Principle, which means that:

a) all revenues of state and local budgets shall be directed towards the financing of budget expenditures, and revenues of budgetary organisations shall be directed towards financing total expenditures in the relevant budget, except when the organisation concerned is a legal person under public law.

b) Georgian legislation may not require that specific budget revenues be directed to finance specific budget expenditures. This restriction shall not apply to funding that is conducted by a donor and involves a different principle of funding.

 

Article 4 - Free movement of capital

1. It shall be inadmissible to restrict the freedom of a resident and/or a non-resident with respect to converting currency, or to opening any kind of account or flow of funds on that account, except for the cases specified by Georgian legislation.

2. Any person has an unrestricted right to export financial resources beyond the borders of Georgia, except in the cases specified by Georgian legislation.

3. Capital movement in Georgia shall be free, except in the cases provided for by the international treaties and agreements of Georgia, or in cases where capital movement is related to criminal liability.

 

Article 5 - Final Provision

This Law shall enter into force on 31 December 2013

 

 

President of Georgia                                                                                                                                                    M. Saakashvili

Tbilisi

1 July 2011

No 4979-ES