2022 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

2022 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 343
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016447
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
343
31/12/2021
ვებგვერდი, 31/12/2021
010250050.35.157.016447
2022 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/12/2021 - 29/04/2022)

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №343

2021 წლის 31 დეკემბერი

ქ. თეთრიწყარო

 

2022 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს „2022 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „2021 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის  ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის   დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №314 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30.12.2020, სარეგ. კოდი: 010250050.35.157.016418).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე



დანართი 1
2022 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. პროგრამის რეგულირების სფერო
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს მათთვის მატერიალური დახმარების მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს.

2. დახმარების გაცემის აუცილებელი პირობაა, მოქალაქეს (გარდა იძულებით გადაადგილებული პირისა) 2022 წლის პირველი იანვრიდან ჰქონდეს უწყვეტი რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (რეგისტრაციის ფაქტის დადასტურება ხდება სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე).

3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გარკვეული ფენისათვის სოციალური დახმარებების გასაცემად საკითხების წინასწარი მომზადების, განხილვის, გადაწყვეტილებათა მომზადებისა და შესრულებისათვის ხელის შეწყობის მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არანაკლებ 5 (ხუთი) კაცის შემადგენლობით იქმნება სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ – კომისია), რომელიც წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედ კოლეგიურ ორგანოს.

4. კომისიის უფლებამოსილება, სტრუქტურა და კომისიის წევრთა უფლება-მოვალეობები, აგრეთვე კომისიის მუშაობის წესი რეგულირდება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით“, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.


თავი II
სოციალური დახმარების სახეები

მუხლი 2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების სახეები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების სახეებია:

 ა) ფულადი სოციალური დახმარება;

ბ) არაფულადი სოციალური დახმარება;


მუხლი 3. ფულადი სოციალური დახმარების სახეები
1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები, რომლებიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემას ექვემდებარება, შემდეგია:

ა) დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება;

ბ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;

გ) დიალიზის პროგრამაში ჩართულ პირთა ყოველთვიური დახმარება ტრანსპორტირების დაფინანსების მიზნით;

დ) უსახლკაროთა ქირით უზრუნველყოფა.

ე) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებული პირების სარიტუალო მომსახურება;

ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახის მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;

ზ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დახმარება;

თ) ხანდაზმულ (90 წლის და უფროსი ასაკის) პირთა ფულადი დახმარება;

ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქობე ბავშვთა დახმარება;

კ) დედით, ან მამით ობოლი ბავშვების დახმარება;

ლ) იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი დახმარება;

მ)  ოჯახის სოციალური დახმარებაბავშვის  შეეძინის შემთხვევაში;

ნ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ პირთა, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ ვეტერანების დახმარება;

ო) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა დახმარება (არასრულწლოვანი შვილის/ შვილების ყოლის შემთხვევაში);

პ) ძალადობის მსხვერპლთა, პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულ, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირთა და რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახების დახმარება;

2.  ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან მრავალშვილიანი ოჯახების, დედ-მამით ობოლი ბავშვების, დიალიზის პროგრამაში ჩართული პირთა ტრანსპორტირების დაფინანსების მიზნით დახმარებები და უსახლკაროთა ქირით უზრუნველყოფა ყოველთვიური ხასიათისაა და მთელი წლის განმავლობაში გაიცემა, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანაჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ ხდება.


მუხლი 4. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები:

ა) სამედიცინო მომსახურების, ასევე დიაგნოსტიკური კვლევების და პალიატიური მომსახურების დაფინანსება.

ბ) მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

გ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა;

დ) აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა (18 წლამდე) და 3 წლამდე ბავშვთა  სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსება.


თავი III
ყოველთვიური ფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 5. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის, დედ-მამით ობოლ ბავშვებს გაეწევათ სოციალური დახმარება ყოველთვიურად, 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

2. დახმარების დასანიშნად დედ-მამით ობოლი ბავშვის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) ცნობა მეურვედ დანიშვნის შესახებ;

ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ბენეფიციარის/ბენეფიციარების მშობლების გარდაცვალების მოწმობების ასლები;

ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;


მუხლი 6. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილი, გაეწევა ყოველთვიური ფულადი დახმარება, 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 20 (ოცი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების დასანიშნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მშობელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;


მუხლი 7. იალიზის  სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა დახმარება ტრანსპორტირების დაფინანსების მიზნით
1. დიალიზის  სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა ყოველთვიური დახმარება ტრანსპორტირების დაფინანსების მიზნით, განისაზღვროს 100 (ასი) ლარით.

2. დახმარების დასანიშნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა  პირმა, ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმაNIV–100/ა);

გ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტი;

 


მუხლი 8. უსახლკაროთა ქირით უზრუნველყოფა
1. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით, ქირის საფასური განისაზღვროს ყოველთვიურად არაუმეტეს 200  (ორასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად უსახლკაროდ რეგისტრირებულმა პირმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება ;

გ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) გამქირავებლის საბანკო რეკვიზიტი;

ე) განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (რომლითაც დასტურდება ქირავნობა).


მუხლი 9. პროგრამის მესამე თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარების  გაცემის წესი
ამ თავში მითითებული სოციალური დახმარებები დაინიშნება სოციალური დახმარების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით და გაიცემა ყოველთვიურად, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

 


თავი IV
 ერთჯერადი ფულადი დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 10. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების ან/და მათთან გათანაბრებული პირების სარიტუალო მომსახურება
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მეომრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მებრძოლთან და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

3. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი, ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს განყოფილებიდან, რომ გარდაცვლილი იყო ომის მონაწილე პენსიონერი;

ბ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

ე) პირის ოჯახის წევრებად ჩაითვლება: მეუღლე, მშობელი, შვილი, და-ძმა, ბებია-პაპა, კანონიერი მეურვე.


მუხლი 11. სოციალურად დაუცველი ოჯახის მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. აღნიშნული დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს;

2. სოციალურად დაუცველის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  სრულწლოვან წევრზე, ან მეურვეზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

3. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, ან მეურვემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, დევნილის მოწმობაც;

გ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე, ან მეურვეობის დამადასტურებელი საბუთი;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

4. გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრად ჩაითვლება სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში იმავე საიდენტიფიკაციო კოდით რეგისტრირებული პირი,  ან მეურვე.

 


მუხლი 12. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდით ( 822) რეგისტრირებული, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახების დახმარება:

2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდით - 822) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები მიიღებენ ფულად დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;


მუხლი 13. ხანდაზმულ (90 წლის და უფროსი ასაკისპირთა ფულადი დახმარება
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ხანდაზმული - 90 წლის და უფროსი ასაკის პირის ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო 100 წლის და უფროსი ასაკის პირთა ერთჯერადი დახმარება -1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  ხანდაზმული (90 წლის და უფროსი ასაკის) პირის, ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

 ა) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი – თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრია;

გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

დ) ნათესაური კავშირის/კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი/დოკუმენტები.

ე) პირის ოჯახის წევრად შეიძლება ჩაითვალოს: მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, კანონიერი წარმომადგენელი.


მუხლი 14. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დახმარება
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

ე) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი/დოკუმენტები.

 


მუხლი 15. დედით, ან მამით ობოლი ბავშვების დახმარება
1. დედით, ან მამით ობოლ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  18  წლამდე  ასაკის ბავშვებს  გაეწევათ ერთჯერადი სოციალური დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) მშობლის (დედის, ან მამის) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ბ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

დ) ნათესაური კავშირის/კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი/დოკუმენტები.

3. განმცხადებელი შეიძლება იყოს: მშობელი, სრულწლოვანი და ან ძმა, ბებია, პაპა ან კანონიერი წარმომადგენელი;


მუხლი 16. იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი დახმარება 
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დროებით საცხოვრებელი ადგილის (რეგისტრაციის) მქონე იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000- ს და არიან სოციალური დახმარების მიმღები,  ერთჯერადი სოციალური დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით;

2. დახმარების მისაღებად იძულებით გადაადგილებული ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) დამადასტურებელი მოწმობა;

გ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.


მუხლი 17. ოჯახების სოციალური დახმარება ბავშვის შეძენის შემთხვევაში
1.პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ იმ ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ მეოთხე და მომდევნო შვილი  და რომლებიც ვერ მიიღებენ ამ პროგრამის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ყოველთვიურ დახმარებას, ასევე მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის არ მქონე მშობლებს, ბავშვის შეძენისას.

2. დახმარება გაიცემა 2022 წელს დაბადებულ ბავშვებზე, 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

3. დახმარების გაცემის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ორივე მშობლის თეტრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია;

4. დახმარების მისაღებად ერთ-ერთმა მშობელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) ორივე მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;

გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;


მუხლი 18. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ პირთა და ვეტერანების დღის (17 ოქტომბერი) აღსანიშნავად მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ ვეტერანების დახმარება
1. დახმარება გაიცემა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ პირებზე, გარდა დიალიზზე მყოფი იმ პირებისა, რომლებიც ვერ მიიღებენ ამ პროგრამის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას და მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატულ შშმ ვეტერანებზე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდით - 822).   დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ,  200 (ორასი) ლარის ოდენობით;

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;

ე) ვეტერანის შემთხვევაში ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს განყოფილებიდან;

ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან დოკუმენტი მხარდამჭერ პირად ცნობის შესახებ.

3. განმცხადებელი შეიძლება იყოს მშობელი, მეუღლე, და/ძმა, ან მხარდამჭერი პირი.


მუხლი 19. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა დახმარება (არასრულწლოვანი შვილის/შვილების ყოლის შემთხვევაში)
1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  მარტოხელა მშობელს;

2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა;

3. დახმარების მისაღებად მარტოხელა მშობელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი(ცნობა);

გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;


მუხლი 20. ძალადობის მსხვერპლთა, პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსული, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირთა და რეინტეგრირებულ  (სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებული) ბავშვთა ოჯახების დახმარება
1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს, ასევე პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულ, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირს და  რეინტეგრირებულ  ბავშვთა ოჯახებს.

2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ძალადობის მსხვერპლმა - სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულმა პირმა - შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა; რეინტეგრირებული ბავშვის მშობელმა -  მეურვეობა-მზრუნველობის საბჭოს გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახში დაბრუნების თაობაზე და ბავშვის დაბადების მოწმობა.

გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;


მუხლი 21. პროგრამის მეოთხე თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესი
წინამდებარე პროგრამის მეოთხე თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარებებიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეზე დახმარება გაიცემა სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით (გარდა მე-10, მე-11 და მე-13 მუხლებისა), მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

 


თავი V
არაფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 22. სამედიცინო მომსახურების, ასევე დიაგნოსტიკური კვლევების და პალიატიური მომსახურების დაფინანსება
1.პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს:

ა) სამედიცინო მომსახურებისას, როდესაც პაციენტის თანაგადასახდელი თანხის ოდენობა არ აღემატება 3000 ლარს, მერიის მხრიდან დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვროს, არაუმეტეს სამედიცინო დაზღვევის (საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამა, ან კერძო დაზღვევა) მიერ დაფინანსებული თანხის პროცენტული ოდენობისა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურება არ ფინანსდება არცერთი მზღვევლის მიერ, დაფინანსება განხორციელდება წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით, კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.

ბ) სამედიცინო მომსახურებისას პაციენტთათვის, რომელთა მხრიდან თანაგადასახდელი თანხის ოდენობა არ აღემატება 100 (ასი) ლარს, მომსახურება არ დაფინანსდება.

გ) დიაგნოსტიკური კვლევების საჭიროებისას, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთათვის, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა და გააჩნიათ 0-დან 65 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი კალკულაციის 100%-ით, ხოლო დანარჩენი მოქალაქეებისათვის - 80%ით.

დ) მშობიარეთა თანადაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ე) პალიატიური მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი კალკულაციის შესაბამისად, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.

2. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად.

3. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. სამედიცინო დაწესებულებიდან საბოლოო ანგარიშსწორებისთვის საჭირო  სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად  განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 2 თვე. ვადის დარღვევის შემთხვევაში  თანხა არ ანაზღაურდება.

4. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV–100/ა)

გ) ანგარიშ-ფაქტურა (კალკულაცია);

დ) ინფორმაცია მზღვეველის მიერ დაფინანსებული თანხის ოდენობის შესახებ, ან ოფიციალური დოკუმენტი უარის თაობაზე.

5. სტაციონარში მოთავსებულ პაციენტთა დასაფინანსებლად დოკუმენტაციის მერიაში წარდგენის ვადად განისაზღვროს სამედიცინო დაწესებულების მიერ ცნობის (ფორმა  N IV– 100/ა) გაცემის თარიღიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღე.


მუხლი 23. მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, სოციალური სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში (0-დან 100 000 ქულის ჩათვლით) რიცხულ მოქალაქეებზე, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე  და საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მეომრებზე, ან/და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან  გათანაბრებულ პირებზე გაიცემა სოციალური დახმარება მედიკამენტების შესაძენად არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა.

2. ძვირადღირებული (არანაკლებ 200 -ლარიანი) არაუმეტეს ორი ინექციის დაფინანსება;

3. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV – 100/ა);

გ) შესაბამის სააფთიაქო/ სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა;

დ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე;

 ე) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, ხოლო ინექციის დაფინანსების შერმთხვევაში - საგარანტიო წერილის გაცემის გზით. ამ შემთხვევაში  საბოლოო ანგარიშსწორებისთვის საჭირო  სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად  განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 3 თვე.  ვადის დარღვევის შემთხვევაში  თანხა არ ანაზღაურდება.

 


მუხლი 24. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა
1. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დახმარება სუბსიდირების სახით გაიცემა მერიის მიერ შესაბამისი მიზნებისათვის დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელზე და ხმარდება ქ. თეთრიწყაროში რეგისტრირებულ ცხელი სადილის ადგილზე მომხმარებელ იმ ბენეფიციარებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 65 000-ს და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 1000-ს. აგრეთვე ლიმიტის (ადგილების) არსებობის შემთხვევაში, სარეიტინგო ქულის მიუხედავად, მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილებით. საჭიროების შემთხვევაში, ყალიბდება მომლოდინეთა რიგი და ბენეფიციარის დაკმაყოფილება განხორციელდება ოჯახის რეალური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ოჯახში მცირეწლოვან ბავშვთა და შშმ პირთა გათვალისწინებით.

2. 2022 წლის 1 იანვრიდან ბენეფიციართა რეესტრი ჩამოყალიბდება ბენეფიციარის სოციალური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულისა და განსაკუთრებული შემთხვევების არსებობისას, მერის წარმომადგენლის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც სამ თვეში ერთხელ დაექვემდებარება განახლებას. საჭიროების შემთხვევაში ჩამოყალიბდება მომლოდინეთა რიგი და ბენეფიციარის დაკმაყოფილება განხორციელდება ოჯახის რეალური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლები (არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი);

ბ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ – ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

 


მუხლი 25. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა ( 18 წლამდე) და 3 წლამდე ბავშვთა  სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსება
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა  (18 წლამდე) და 3 წლამდე ბავშვთა სარეაბილიტაციო თანხის დაფინანსება (ეტაპების მიხედვით), განისაზღვროს კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარით.

2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა (მშობელმა/მეურვემ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV – 100/ა);

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა;

დ) მოზარდის დაბადების მოწმობის, ან პირადობის მოწმობის ასლი.

ე) მეურვეობის საბუთი (თუ განმცხადებელი მეურვეა)

3. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად.

4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. სამედიცინო დაწესებულებიდან საბოლოო ანგარიშსწორებისთვის საჭირო  სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად  განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 6 თვე. ვადის დარღვევის შემთხვევაში  თანხა არ ანაზღაურდება.

 


მუხლი 26. პროგრამის მეხუთე თავით გათვალიწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესი
წინამდებარე პროგრამის მეხუთე თავში გათვალისწინებული სოციალური დახმარებები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე კალენდარული წლის განმავლობაში, სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, გაიცემა მხოლოდ ერთხელ (ხოლო 22-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებული დახმარებებიდან გაიცემა ერთ-ერთი).

თავი VI
სოციალური დახმარების გაცემის განსაკუთრებული პირობები და დასკვნითი დებულებები

მუხლი 27. სოციალური დახმარების გაცემის განსაკუთრებული პირობები
სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება (საგარანტიო წერილის გაცემის გზით), როდესაც პაციენტის მიერ გადასახდელი/თანაგადასახდელი თანხა აღემატება 3000 (სამი ათასი) ლარს, ასევე სხვა საჭიროებით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობისას, დახმარება შეიძლება განხორციელდეს კომისიის სარეკომენდაციო დასკვნის გათვალისწინებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის – საგარანტიო წერილის/ბრძანების საფუძველზე, არაუმეტეს 3000  (სამი ათასი) ლარისა, წინამდებარე პროგრამის სხვა მუხლებით სარგებლობის მიუხედავად.

 


მუხლი 28. დასკვნითი დებულებები
1. აღნიშნულ პროგრამას მერის წარდგინებით ამტკიცებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. პროგრამაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. თუ ამ პროგრამის ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად პროგრამის მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია.