დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2022 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 31 დეკემბრის N343 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 357 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.157.016461 |
|
„2022 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 31 დეკემბრის №343 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს |
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნას ცვლილება „2022 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 31 დეკემბრის №343 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 31.12.2021, სარეგ. კოდი 010250050.35.157.016447) დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა დახმარება ტრანსპორტირების დაფინანსების მიზნით 1. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა ყოველთვიური დახმარება ტრანსპორტირების დაფინანსების მიზნით, განისაზღვროს 160 (ასსამოცი) ლარით. 2. დახმარების დასანიშნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა პირმა, ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი; ბ) სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV–100/ა); გ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტი;“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები