საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 628
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260050.10.003.021648
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
628
20/12/2019
ვებგვერდი, 24/12/2019
010260050.10.003.021648
საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (24/12/2019 - 18/07/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №628

2019 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ი“ და „ჰ3“ქვეპუნქტისა და 29-ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით:

1. დამტკიცდეს „2018-2021 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში საპილოტე რეგიონების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 აგვისტოს №1713 განკარგულებით განსაზღვრული საპილოტე რეგიონებისათვის, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ დანართ №1-ის შესაბამისად.

2. შეიქმნას საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისია დანართ №2-ით განსაზღვრული შემადგენლობით.

3. დამტკიცდეს საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის დებულება დანართ №3-ის შესაბამისად.

4. დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში პროგრამის პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის წესის შესახებ წინადადების მომზადება და მისი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამის მიზნებისათვის, შესაბამისი თანხების განკარგვა შესაძლებელია, განხორციელდეს „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ.
მუხლი 3
საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის სახელობითი შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს შესაბამის უწყებებს კანდიდატურების საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის წარდგენა.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია