„საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №628 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №628 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 374
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260050.10.003.023585
374
18/07/2022
ვებგვერდი, 19/07/2022
010260050.10.003.023585
„საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №628 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №374

2022 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №628 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №628 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/12/2019, 010260050.10.003.021648) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

„დანართი №2

 

საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისია

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

6. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

7. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

9. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი.

10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი.

11. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.

12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.

13. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.

14. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.

15. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.

16. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი