2013-2018 წლების თამბაქოს კონტროლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

2013-2018 წლების თამბაქოს კონტროლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 304
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 340150000.10.003.017471
304
29/11/2013
ვებგვერდი, 02/12/2013
340150000.10.003.017471
2013-2018 წლების თამბაქოს კონტროლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №304

2013 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

2013 - 2018 წლების თამბაქოს კონტროლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხ­ლის შესაბამისად, დამტკიცდეს 2013‑2018 წლების თამბაქოს კონტროლის სამოქმედო გეგმა დანართის სახით. 
მუხლი 2
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მოამზადოს და საქართველოს მთავრობის სხდო­მა­ზე დასამტკიცებლად წარმოადგინოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინე­ბული 2014 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების სახელმწიფო პრო­გრამა.
მუხლი 3
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდეს უწყებებისათვის შესაბამისი ბიუჯეტით და ქვეყნის ძი­რითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტით განსაზღვრუ­ლი ასიგნებების ზღვრული მოცულობების ფარგლებში.
მუხლი 4
სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვა­ლი­სწინებულმა უწყებებმა უზრუნველყონ მათთვის 2014 წლის ბიუჯეტით გა­მოყოფილი ასიგნების ფარგლებში და სამოქმედო გეგმით გათვალის­წინებული ღონისძიებების განსახორციელებლად შესაბამისი სახელმწი­ფო პროექტების მომზადება და საქართველოს მთავრობის სხდომაზე და­სამტკიცებლად წარმოდგენა.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი