კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

“ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N60 დადგენილებით დამტიცდა ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი. საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 58– ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის ან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–8 მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანება, რომელიც შინაარსობრივად იდენტურია და იგივე სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებს, რასაც არეგულირებს ზემოხსენებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N60 დადგენილება.