კომენტარები

Shotobezhanishvili's picture
Shotobezhanishvili (შოთა)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2024/05/01
ბოლო შემოს: 2025/10/13 15:44:52
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული

საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები არის, პრაქტიკაში ყველაზე მეტად გავრცელებული დანაშაულები. ადრე თუ ყველაზე მეტად იყო გავრცელებული ქურდობა, დღეს დაემატა ასევე ოჯახში ძალადობა. ეს ორი დანაშაული არის ყველაზე მეტად გავრცელებული დანაშაული, სასამართლო პრაქტიკაში.
საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები იყოფა ორ ნაწილად:
1. დაუფლებითი დანაშაულები.
2. არადაუფლებითი დანაშაულები.
დაუფლებითი დანაშაულებია: ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, რადგან ამ შემთხვევაში ხდება კონკრეტული ნივთის დაუფლება.
არადაუფლებითი დანაშაულებია: ქონებირივი დაზიანება მოტყუებით. მაგ: მე ვიქირავე ტაქსი, ტაქსის მძღოლს ვუთხარი, რომ მე გადაგიხდი 200 ლარს და წამიყვანე დანიშნულების ადგილას და მე მას არ გადავუხადე თანხა. ეს არ არის დაუფლებითი დანაშაული, რადგან მე არ დავუფლებივარ არავის ქონებას. ეს არის ქონებირივი დაზიანება მოტყუებით, ანუ ტაქსის მძღოლის ქონება დავაზიანე. მაგ2: მე დავაზიანე სხვისი მანქანა, დავამტვირე ან ცეცხლი წავუკიდე, ესეც იქნება არადაუფლებითი დანაშაული.

დაუფლებითი დანაშაულები ხასიათდება შემდეგი 6 ნიშნით:
1. ფიზიკური პარამეტრები.
ნივთს უნდა ჰქონდეს ზომა, წონა. ხელშესახები უნდა იყოს ნივთი.
2. დახარჯულია ადამიანის შრომა.
აუცილებელია, რომ ადამიანის შრომა იყოს დახარჯული იმ კონკრეტულ ნივთზე, რომელსაც ვეუფლებით. მაგ: გიორგის ბოსტანში გადავალ და მოვჭრი ხეს და დავეუფლები. ეს იქნება დაუფლებითი რადგან ამ ხეზე დახარჯულია გიორგის შრომა. თუმცა ყოველთვის ასე არ არის. მაგ: ხელოვნური ტყე, არის ადამიანის მიერ გაშენებული. თუ მე დავეუფლები რაიმეს ამ ხელოვნური ტყიდან, ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება გარემოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულით, რადგან მართალია, ადამიანის შრომა არის დახარჯული მაგრამ, მაინც ეკოსისტემის ნაწილი არის ტყე და გარემოს ეკუთვნის და არა კონკრეტულ პირს.
3. ნივთი იმყოფება ვინმეს საკუთრებაში.
აუცილებელია, რომ ნივთი რომელსაც ვეუფლებით, იყოს კონკრეტული პირის საკუთრებაში/მფლობელობაში. თუ ნივთი არ იმყოფება კონკრეტული პირის საკუთრებაში/მფლობელობაში, ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება დაუფლებით დანაშაულად. მაგ: გიორგიმ გამოიატანა ძველი ავეჯი და დააწყო ეზოს გარეთ. ჩამოიარა კონკრეტულმა ადამიანმა და წაიღო. აქ არ არის სახეზე დაუფლებითი დანაშაული, რადგან ნივთი არ იმყოფებოდა არავის საკუთრებაში, გიორგიმ თავისივე ნებით გაიტანა ნივთები და დააწყო გარეთ.
აქ მნიშვნელოვანია ორი საკითხი, რას ნიშნავს დაკარგული ნივთი და დავიწყებული ნივთი.
დაკარგულია ისეთი ნივთი, რომელიც დაუცველ ადგილას არის ამოვარდნილი. დავიწყებულია ნივთი, რომელიც პიროვნებას დაავიწყდა დაცულ ადგილას, მაგალითად სამუშაო კაბინეტში.
მაგ: მე ვმუშაობ იუსტიციის სამინისტროში და სამუშაო კაბინეტში დამრჩა ოქროს ბეჭედი. დამლაგებელმა, ოთახის დალაგების დროს ნახა ბეჭედი და მიისაკუთრა. ეს იქნება ქურდობა, რადგან იუსტიციის სამინისტრო არის დაცული ადგილი, მასზე ზედამხედველობა ხორცილედება შესაბამისი დაცვის სამსახურის მიერ და თუ კი ნივთს იპოვის კონკრეტული პირი, აუცილებლად უნდა გადაეცეს მესაკუთრეს. ამიტომ, თუ კი დაცულ სივრცეში მოხდება დაუფელბა ნივთის, ქმედება კვალიფიცირდება ქურდობით.
მაგ2: მე ამომივარდა ქუჩაში ნივთი (საფულე) და კონკრეტულმა პირმა იპოვა და დაეუფლა. აქ არ იქნება ქურდობა, რადგან დაუცველ ტერიტორიაზე მოხდა ნივთის დაუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულია განაცხადოს დაკარგული ნივთის შესახებ, შესაბამის ორგანოში. თუ იდენტიფიცირება არის შესაძლებელი, მესაკუთრეს უნდა დაუბრუნოს პირმა, სამოქალქო კანონმდებლობის შესაბამისად და თუ იდენტიფიცირება არის შეუძლებელი, მაშინ პოლიციას უნდა მიმართოს და განცახდების გაკეთების დღიდან, 1 წლის განმავლობაში თუ არ გამოჩნდება მესაკუთრე, მაშინ მპოვნელი იძენს უფლებას ამ ნივთზე.
მითვისების დროს მართლზომიერად უნდა ფლომდე ნივთს, რომ მიითვისო. მაგ: მე ვარ მოლარე და მართლზომიერად მაქვს მინდობოლი პროდუქტი, თანხა და ა.შ. ამ დროს იქნება მითვისება, მაგრამ თუ ქუჩაში ვიპოვი ნივთს, ეს არ იქნება მითვისება,რადგან მართლზომიერად არ ვფლობ ნივთს.
4. ნივთის ამოღება ხორციელდება უკანონოდ
სიტყვა უკანონო ნიშნავს იმას, რომ არავითარი უფლებამოსილება დამნაშავეს არ აქვს ნივთთან დაკავშირებით. ანუ ხდება მესაკუთრისგან ყოველგვარი თანხმობის გარეშე, არამართლზომიერად ეუფლება პირი კონკრეტულ ნივთს.
5. ნივთის ამოღება ხორციელდება უსასყიდლოდ
მაგ: მე თუ შევედი მაღაზიაში, გამყიდველი არ არის მაღაზიაში, ავიღე პროდუქტები და იმ პროდუქტების ღირებულება დავტოვე სალაროსთან და წავედი, ქმედება არ დაკვალიფიცირდება ქურდობით, რადგან უსასყიდლოთ არ ყოფილა ნივთის დაუფლება. აუცილებელია, რომ ნივთის დაუფლება განხოცრიელდეს უსასყიდლოდ.
6. მისაკუთრების მიზანი
აუცილებელია, რომ დამნაშავეს ამოძრავებდეს მისაკუთრების განზრახვა და თუ არ გვაქვს მისაკუთრების მიზანი, ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება დაუფლებით დანაშაულად.
ადრე მოქმედი სიხლის სამართლის კოდექსში, გქვონდა ასეთი მუხლი ,,ავტომობილის დაუფლება, დროებითი გამოყენების მიზნით" (184-ე მუხლი) თუ მე ავტომობილს დავეუფლებოდი დროებით და შემდეგ 24 საათის განმავლბოაში დავაბრუნებდი, სასჯელი გამინახევრდებოდა. ახლა აღარ არის ეს მუხლი და პირი შეიძლება დაისაჯოს ავტომობლის დაზიანებისთვის, თუ რათქმაუნდა ექნება ადგილი მსგავს ფაქტს.

ქურდობა (177-ე მუხლი)
ქურდობა, ესეიგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
აუცილელებლია, რომ ნივთი იყოს სხვის საკუთრებაში და არანაირი შეხება არ ჰქონდეს დამნაშავეს ამ ნივთთან.
მაგ: ცოლ-ქმარი განქორწინდნენ, განქორწინების შემდეგ მათ უნდა გაიყონ ქონება. სანამ სამოქალაქო დავა დაიწყებოდა, იქამდე ქმარი მივიდა ცოლის სახლში და ქორწნების პერიდოში შეძენილი სარეცხი მანქანა აიღო და წაიღო. სასამართლომ ეს ქმედება დააკვალიფიცირა ქურდობით. რათქმაუნდა ეს არ არის ქურდობა, რადგან ეს სარეცხი მანქანა მასაც ეკუთვნოდა. სხვისი ნიშნავს იმას, რომ საერთოდ ამ ქონებასთან შემხებლობა არ უნდა გააჩნდეს დამნაშავეს. ეს ქმედება იქნება თვითნებობა. რადგან ამ კაცს ეგონა, რომ რადგან ქორწინების შემდეგ ჰქონდათ შეძენილი, შეეძლო წამოეღო ეს ნივთი. თვითნებობა არის როცა პირს ჰგონია, რომ სამოქალქო დავის გარეშე უფლება აქვს კონკრეტული ნივთი მიისაკუთროს.
ქურდობის დროს აუცილებელია, რომ ნივთი იყოს სხვის საკუთრებაში, ნივთი იყოს მოძრავი, ფარულად მოხდეს მისი დაუფლება და მისაკუთრების მიზანი მქონდეს. თუ ნივთის დაუფლება არის აშკარა, ქმედება დაკვალიფიცირდება ძარცვად. ქურდობა და დარძცვა ერთმანთისგან განსხვავდება იმით, რომ ქურდობა არის ფარული დაუფლება, ხოლო ძარცვა ეს არის აშკარა დაუფლება. ქურდობის დროს მნიშვნელოვანია, ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმი. ობიექტრი კრიტერიუმია, როცა ვერავინ ვერ მხედავს, ობიექტურად ფარულად ვიპარავ კონკრეტულ ნივთს, ხოლო სუბიექტური ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს აქვს შეცნობილი, რომ ვერავინ ვერ ამჩნევს. თუ მე შეცნობილი მაქვს რომ ვიღაც მიყურებს და მაინც ვიპარავ, ეს არის ძარცვა, მაგრამ თუ მიყურებს ვინმე და მე არ მაქვს შეცნობილი, ეს არის ქურდობა.

ქურდობა არის მატერიალური დანაშაული, ანუ უნდა დადგეს კონკრეტული შედეგი, უნდა დავეუფლო ადამიანის ქონებას. ყაჩაღობა ეს არის ფორმალური დანაშაული, ანუ თავდასხმის განხორციელებისთანავე არის დასრულებული.
არსებობს ორი პოზიცია, თუ როდის ითვლება ქურდობა დასრულებულად.
1. ნივთის დაუფელბისთანავე
2. განკარგვის შესაძლებლობის მომენტიდან
მაგ: თუ მე, ჩავუყავი ჯიბეში ხელი გიორგის და ამოვაცალე თანხა და ეს თანხა ჩემს ხელშია, ეს არის ქურდობა თუნდაც პოლიციამ იქვე დამაკავოს. მაგრამ არსებობს მეორე პოზიცია, ქურდობა არ არის დამთავრებული იმ შემთხვევაში, თუ განკარგვის შესაძლებლობა არ მაქვს. მაგალითად თუ მე გავიქეცი და შემდეგ დამაკავა პოლიციამ ეს არის უკვე დამთავრებული. ზოგიერთი ფქირობს რომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება დაუფლებისთანავე, მაგრამ ზოგიერთი ფიქრობს რომ ქურდობა დამთავრებულია განკარგვის შესაძლებლობისთნავე.
მაგ: იმ შემთხვევაში თუ მე შევედი კონკრეტული პირის სახლში და ავიღე ოქრო, ხელში მიჭირავს და ამ დროს შემოვიდა პოლიცია და დამაკავა. მუხედავად იმისა, რომ ხელში მაქვს ეს ნივთები, ქმედება მაინც იქნება ქურდობის მცდელობა, რადგან სახლიდან არ ვარ გასული. მაგრამ როგორც კი ბინას დავტოვებ ამ შემთხვევაში უკვე დამთავრებული იქნება ქურდობა.
არ აქვს მნიშვნელობა, მართლზომიერად არსებულ ქონებას ვიპარავ თუ არა. მაგ: გიორგის საკუთრებაში არის ბეჭედი და მოვპარე, ეს იქნება ქურდობა. მაგრამ თუ გიორგის ბეჭედი აქვს მოპარული და შემდეგ მე მოვპარავ, ესეც იქნება ქურდობა.

ქურდობის დამამძიმებელი გარემოება
ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოება არის, ქურდობა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. მნიშვნელოვან ზიანად ითვლება თუ ზიანის ღირებულება აღემატება 150 ლარს.
ასევე დამამძიმებელი გარემოება არის, დიდი ოდენობით ქურდობა. როცა ნივთის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს.
დამამძიმებელი გარემოებაა ასევე, ქურდობა არაერთგზის, როცა პირი წინათ სანასამართლევია ქურდობისთვის და ნასამართლობა არ აქვს გაქარწყლებული. მაგრამ ასევე, ქურდობა არაერთგზის იქნება,იმ შემთხვევაშიც როცა პირმა წინათ ჩაიდინა ქურდობა, გამოძალვა, თაღლითობა, ყაჩაღობა და ა.შ. ანუ მსგავსი ტიპის დანაშაულები.
დამამძიმებელი გარემობა იქნება ასევე, ბინაში შეღწევით ქურდობა, სადგომში ან საცავში (მაგ: სეიფი) შეღწევით ქურდობა.
თუ სახეზე გვექნება რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება, დამნაშავეს განაჩენში აესახება ყველა დამამძიმებელი გარემოება, მაგრამ სასჯელი უნდა დავუნიშნოთ ყველაზე მძიმე დანაშაულით.
ასევე ქურდობა შეიძლება იყოს ჩადენილი, წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ. იმ შემთხვევაში თუ ორი პირიდან ერთი არის შეურაცხადი, არ იქნება სახეზე ჯგუფური ქურდობა, რადგან შეურაცხად პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. იგივენაირად იქნება იმ შემთხვევაშივ თუ ერთი პირი არის არასრულწლოვანი.

2 სემინარი

ძარცვა (178-ე მხული)

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლი, ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ძარცვისათვის. ძარცვა ეს არის მატერიალური დანაშაული.
ძარცვის ობიექტური შემადგენლობის ნიშნები
ძარცვა, ესეიგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ძარცვა და ქურდობა, ერთმანეთისგან განსხვავდება დანაშაულის ჩადენის ხერხში. ქურდობა არის ფარული ხასიათის, ხოლო ძარცვა აშკარა ხასიათის. იმისათვის რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს ძარცვად, სახეზე უნდა გვქონდეს 4 ნიშანი.
1. ნივთი უნდა იყოს სხვისი
2. უნდა იყოს მოძრავი
3. უნდა მოხდეს აშკარა დაუფლება
4. მისაკუთრების მიზანი

ძარცვას აქვს ორი კრიტერიუმი:
1. ობიექტური კრიტერუმი
ნივთის დაუფლების დროს მიყურებს ვიღაც, ხილულია ჩემი ქმედება.
2. სუბიექტური კრიტერიუმი
შეცნობილი მაქვს რომ ვიღაც მიყურებს.

ქურდობა ძარცვაში შეიძლება გადაიზარდოს, იმ შემთხვევაში სანამ ქურდობა დასრულებულ სახეს მიიღებს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ქორდობა დასრულდა, მაგ: გიორგის ამოვაცალე ტელეფონი ფარულად. შემდეგ რამდენიმე საათის შეემდეგ შეამჩნია გიორგიმ ტელეფონი და დაბრუნება მომთხოვა და მე გავიქეცი. ეს არ იქნება ძარცვა რადგან ქურდობა იყო დასრულებული და დასრულებული ქურდობა, ძარცვაში ვეღარ გადაიზრდება.

ძარცვის დამამძიმებელი გარემოებები
ძარცვის დამამძიმებელი გარემოებები, იდენტურია ქურდობის დამამძიმებელი გარემოებებისა. ქურდობა დიდი ოდნებით არის 10 000 ლარს ზევით და ასევეა ძარცვის დროს, ძარცვა დიდი ოდენობით არის 10 00 ლარს ზევით. ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა, როდესაც გამოყენებულია ძალადობა ან ძალადობის მუქარა, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. არსებობს 2 სახის ძარცვა.
1. მარტივი ძარცვა
მივდივარ, გამყიდველს გამოტანილი აქვს ნივთი გასაყიდად, ავიღე და გავიქეცი
2. კვალიფიციური ძარცვა.
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ძრაცვა, რა დროსაც პირი იყენებს ძალადობას ან ძალადობის მუქარას, მაგრამ არ არის საშიში ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.
ძალადობის ხარისხი, განასხვავებს ძარცვას ყაჩაღობისგან, თუ მუქარა რომელსაც ვიყენებთ ნივთის დასაუფლებად, საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, სახეზეა ყაჩაღობა.
იურიდიულ ლიტერატურაში მითითებულია, რომ თუ ძარცვას მოყვა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულთა ერთობლიობით.

ყაჩაღობა (179-ე მუხლი)
სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი, ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხიმსგებლობას ყაჩაღობისათვის.

ყაჩაღობის ობიექტური შემადგენლობის ნიშნები
ყაჩაღობა, ესეიგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ამ ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს ყაჩაღობად, სახეზე უნდა იყოს შემდეგი ნიშნები.
1. სახეზე უნდა იყოს თავდასხმა
2. უნდა მოხდეს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება
3. მისაკუთრების მიზანი
4. ძალადობა ან ძალადობის მუქარა, რომელსაც დამნაშავე იყენებს, უნდა იყოს საშიში სოცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
ყაჩაღობა წარმოადგენს ფორმალურ დანაშაულს და დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან.

ძარცვისა და ყაჩაღობის გამიჯვნა
განსხვავება ამ ორ დანაშაულს შორის, არის ძალადობის ხარისხი. ძარცვა არის მატერიუალური დანაშაული, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დავეუფლო ნივთს, ხოლო თუ ვერ დავეუფლე ეს იქნება ძარცვის მცდელობა. ხოლო ყაჩაღობა ეს არის ფორმალური დანაშაული და მას არ აქვს მცდელობა.
ყაჩაღობა არის 2 ობიექტიანი დანაშაული.
1. საკუთრება.
2. სიცოცხლე და ჯანრმთელობა.

ყაჩაღობისა და ანგარებით მკვლელობის კვალიფიკაციის პრობლემები.
ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ უნდა დავაკვალიფიციროთ ქმედება, როდესაც სახეზე გვაქვს ყაჩაღობა და დამატებით მკვლელობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი მოსაზრება. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თუკი ნივთის დაუფლება ხორციელდება იმწუთიერად და შემდეგ კლავს დაზარაებულს, სახეზე გვაქვს ყაჩაღობა და ანგარებით მკვლელობა. მაგრამ თუ კი ნივთის დაუფლება ხდებაა გარკვეული დროის გსვლის შემდეგ, სახეზე გვექნება ანგარებით მკვლელობა. ასეთი მოსაზრება არასწორია, რადგან არ აქვს მნიშვნელობა როდის დავეუფლებით ნივთს, მთავარია თავდასხმის ფაქტი, აღიქვა თუ არა დაზარალებულმა თავდასხმა. თუ დაზარალებული აღიქვამს თავდასმხმის ფაქტს, სახეზე იქნება ყაჩაღობა, მაგრამ თუ ვერ აღიქვა და ისე მოკლა დამნაშავემ, მაშინ სახეზე იქნება ანგარებით მკვლელობა.
ყაჩაღობა და ანგარებით მკვლელობა გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ პირი იყენებს თავდასხმას და მისგან უარის მიღების შემთხვევაში კლავს ამ პირს. მაგრამ თუ კი თავდასხმის გარეშე პირდაპირ ვესვრი ადამიანს და მოვკლავ, რომ მივისაკუთრო კონკეტული ნივთი, ეს იქნება ანგარებით მკვლელობა.
მაგ: გიორგი მივიდა ირაკლისთან, შუბლზე იარაღი მიადო, მოსთხოვა ფული და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. სახეზე გვაქვს ყაჩაღობა. თუ დაზარალებულმა არ მისცა თანხა და დამნაშავემ მოკლა, სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ყაჩაღობა და ანგარებით მკვლელობა. მაგრამ თუ დამნაშავემ იცის, რომ დაზარალებულს ფული აქვს, არ მოთხოვს და პირდაპირ მოკლავს, სახეზე იქნება ანგარებით მკვლელობა.

ყაჩაღობის დამამძიმებელი გარემოებები
ყაჩაღობის დამამძიმებელი გარემოებები თითქმის გავს ქურდობისა და ძარცვის დამამძიმებელ გარემოებებს, თუმცა არის განსხვავებაც, ქურდობისა და ძარცვის დროს, დამამძიმებელ გარემოებად გვაქვს ქურდობა/ძარცვა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებული ჯგუფის მიერ, მაგრამ ყაჩაღობაში გვიწერია ,,ჯგუფურად''. ჯგუფურში იგულისხმება, წინასწარ შეთანხმებული, წინასწარ შეუთანხმებელი და ორგანიზებული ჯგუფი.

უვარგისი იარაღით თავდასხმა

უვარგისი იარაღით თავდასხმა შეიძლება მოხდეს: გადაჭრილი თოფით, თოფით რომელშიც ტყვიები არ არის, სათამაშო თოფით.
მაგ: ღამის პირველ საათზე მივდივარ ქუჩაში, დამნაშავემ მომადო შუბლზე უვარგისი/სათამაშო იარაღი და მომთხოვა ფული. როგორ დაკვალიფიცირდება ქმედება?
არსებობს რამდენიმე მოსაზრება, თუ როგორ უნდა დაკვალიფიცირდეს ეს ქმედება.
1. სახეზე უნდა იყოს ძარცვა, რომელიც საშიში არ არის, რადგან ეს ძალადობა და მუქარა ობიექტურად საშიში არ არის.
2. არ აქვს მნიშვნელობა იყო თუ არა საშიში. მთავარია, რომ დაზარალებულს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში. მან აღიქვა, რომ იარაღი იყო რეალური. აქედან გამომდინარე ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ყაჩაღობაად.

3 სემინარი

საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები (180-188 მუხლები)

თაღლითობა
თაღლითობა, ეს არის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით.
სახეზე უნდა იყოს:
1. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი
2. სხვისი ნივთის დაუფლება უნდა მოხდეს
3. ან ქონებრივი უფლების მიღება უნდა მოხდეს და აუცილებელია, რომ მოტყუების განზრახვა ჰქონდეს პირს.
დაღლითობა, ხორციელდება მოტყუების გზით. ანუ მოტყუება არის მთავარი, თაღლითობის კვალიფიკაციის დროს.
ნივთში იგულისხმება, როგორც მოძრავი, ისე უძრავი ნივთი(სახლი,მიწის ნაკვეთი) განსხვავებით ქურდობის, ძარცვის და ყაჩარობისა, ამ დანაშაულების დროს აუცილებელია რომ ნივთი იყოს მოძრავი.
დაღლითის დროს საუბარია, ქონებირივი უფლების მიღებაზე, ანუ შესაძლებელია მოხდეს ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება. მაგ: მე გადმომიფორმებენ კონკრეტულ ქონებას. მაგრამ ყველაფერს ამას უნდა ერთვოდეს მოტყუება და იმ შემთხვევაში თუ მოტყუება არ გვაქვს, სახეზე არ გვექნება დაღლითობა. აუცილებილია, რომ მოტყუება წინ უსწრებდეს ნივთის დაუფლებას. მაგ: მე გიორგის ვეუბნები რომ მომეცი 1000 დოლარი და შემდეგ მე დაგიბრუნებ ამ თანხას ერთ თვეში.
თაღლითობის დროს საგანი, არის ან ნივთი, ან ქონებრივი უფლება.
გვაქვს მოტყუების ორი სახი:
1. აქტიური მოტყუება
აქტიური მოტყუება გვაქვს მაშინ, როცა პირი, ყალბი დოკუმენტის საფუძველზე ჩადის თაღლითობას. ანუ ყალბი ინფორმაციის საფუძველზე ხდება დაღლითობის ჩადენა. მაგ: გიორგის ვეუბნები, რომ მომეცი 10 000 დოლარი და ერთ თვეში დაგიბრუნებ უკან და ყალბი დოკუმენტი მაქვს წარდგენილი, რომ ვითო მე მაქვს მაღალანაზღაურებადი სამსახური.
2. პასიური მოტყუება.
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამალვა. მაგ: მე გამოვართვი გიორგის 10 000 დოლარი, ირაკლის 15 000 და ა.შ და მაქვს ძალიან ბევრი ვალი და ამის შესახებ მათ არ ვატყობინებ, ანუ ვუმალავ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებს რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თანხას არ მომცემდნენ.
მაგ: მე ვიყიდე კონკრეტული ნივთი და ფული მივეცი გამყიდველს, მაგრამ შემეშალა და 200 ლარის ნაცვლად მივეცი 400 ლარი. მივიდა ეს პიროვნება სახლში, დათვალა და აღმოჩნდა რომ 200 ლარით მეტი მაქვს მიცემული და ის არაფერს აცხადებს, არ შემატყობინა. არ იქნება ამ შემთხვევაში პასიური დაღლითობა რადგან ნივთის დაუფლებამდე მას არ ჰქონია მოტყუების განზრახვა. ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს და არა სისხლის. მაგრამ ვითარება შეიცვლება თუ კი ადგილი ექნება ასეთ შემთხვევას. მაგ: მე ვიყიდე რაღაც ნივთი, მივეცი 200 ლარი გამყიდველს, შემდეგ მივეცი კიდევ 100 ლარი, შემდეგ კიდევ მივეცი. მიხვდა გამყიდველი რომ ზედმეტად ვაძლევ თანხას მაგრამ მაინც გამომართვა. ეს იქნება უკვე პასიური მოტყუება, რადგან აქ უკვე თანხის დაუფლებამდე გაუჩნდა მოტყუების განზრახვა, რადგან იცოდა რომ ზედმეტს ვაძლევდი და რეაგირება არ ჰქონია.

თუ კი ადგილი აქვს ყალბი დოკუმენტის გამოყენებას, ქმედება დაღლითობით კვალიფიცირდება და არა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით. მაგ. პირმა დაამზადა ყალბი დოკუმენტი და ამ დუკიმენტის საფუძველზე ჩავიდინე თაღლითობა, ქმედება დაკვალიფიცირდება მხოლოდ თაღლითობით, რადგან მოტყუება თაღლითბის შემადგენლობაში შედის და დამატებითი კვალიფიკაცია, ყალბი დოკეუმენტის გამოყნებით აღარ ხდება, რადგან თაღლითობა მოტყუების გარეშე წარმოუდგენელია. მაგრამ ვითარება შეიცლვება თუ კი ადგილი აქვს ასეთ შემთხვევას: პირმა დაამზადა თვითონ ყალბი დოკუმენტი და შემდეგ გამოიყენა და ჩაიდინა თაღლითობა. ამ შემთხვევაში ქმდება დაკვალიფიცრდება ორი მუხლით, 1. თაღლითობა(რადგან მოტყუებით განახორციელაბ ქმედება) და 2. ყალბი დოკუმენტის დამზადება, რადგან მან დაამზადა ყალბი დოკუმენტი, დამზადება თავისთავად სცლიდება თაღლითობის შემადგენლობას. დამზადება არის ცალკე დანაშაული და გამოყენება აღარ არის ცალკე რადგან თაღლითობაში შედის უკვე. ანუ, თუ პირი დაამზადებს ყალბ დოკუმენტს და შემდეგ თვითონ გამოიყენებს, სახეზე ორი მუხლი იქნება, დაღლითობა და ყალბი დოკუმენტის გამოყენება. მაგრამ თუ ყალბი დოკუმენტი სხვამ დაამზადა და თაღლითობა ჩაიდინა სხვამ, ამ დოკუმენტის გამოყენებით, ვინც თაღლითობა ჩაიდინა მისი ქმედება მხოლოდ თაღლითობით დაკვალიფიცირდება.

მაგ: პირმა დაამზადა ყალბი ფული და შემდეგ გამოიყენა. აქ ყალბი ფულის დამზადება, გასაღება, გამოყენება და ა.შ (212მუხლი) ის ფაქტობრივად მოტყუებას მოიცავს, აქ დამატებით კვალიფიკაცია აღარ ხორციელდება და მთლიანად გვაქვს 212-ე მუხლში მოცემული მოტყუება და დამატებითი კვალიფიკაცია აღარ განხორციელდება.

თაღლითობის გამიჯვნა კრედიტის უკანონო მიღებისგან
მსგავსებები:
1. თაღლითობის, ისვე როგორ კრედიტის უკანონი მიღების დროს, ადგილი აქვს მოტყუებას. მაგ: ბანკს ვატყუებ, ყალბ ცნობას წარვადგენ, რომ მაქვს მაღალანაზღაურებადი ხელფასი.
2. ისევე როგორ თაღლითობის, კრედიტის უკანონო მიღების დროს, მატერიაული დინტერესება ამოძრავებს დამნაშავეს, ანუ მატერიალური გამორჩენის მიზანი გაქვს.
განსხვავებები:
1. თაღლითობის დროს ზიანი ადგება სხვის საკუთრებას, მაგ: გუკას ვეუბნები, რომ მომეცი 10 00 დოლარი და დაგიბრუნებ ერთ თვეში და არ დავურბუნე. ხოლო კრედიტის მიღების შემთხვევაში, ფულად საკრედიტო სისტემას ადგება ზიანი.
2. თაღლითობის დროს, მოტყუებას აქვს ადგილი,კრედიტის უკანონოდ მიღების დროს შეიძლება მოტყუებას ადგილი არ ჰქონდეს, მაგ: ბანკმა მიზნობრივი კრედიტი გამომიყო, მაგ: კომერციული ფართის ასაშენელად და მე ავაშენე კერძო ბინა, ანუ მიზნობრივი კრედიტი, არამიზნობრივად გამოვიყენე.
3. თაღლითობის შემთხვევაში მისაკუთრების მიზანი მაქვს, ანუ თანხას არ ვუბრუნებ იმ ადამიანს ვისაც გამოვართვი, ხოლო კრედიტის უკანონო მიღების შემთხვევაში, მისაკუთრების მიზანი არ მაქვს, ბანკს ვუბრუნებ ისევ თანხას.
4. თაღლითობა შეიძლება ზეპირსიტყვიერად. მაგ: გიორგის ვეუბნები რომ მომეცი ფული 20 000 ლარი და დაგიბრუნებ 1 თვეში, მაგრამ კრედიტის მიღება ხორციელდება დუკუმენტის საფუძველზე.
5. თაღლითობა ეს არის მატერიალური დანაშაული, ანუ შედეგი უნდა დადგეს და თუ არ დადგა, ადგილი ექნება თაღლითობის მცდელობას, მაგრამ კრედიტის უკანონო მიღების შემთხვევაში, დამთავრებულია ბანკში ყალბი დუკუმენტის წარგდენის მომენტიდან.

თაღლითობის გამიჯვნა, სხვა მომიჟნავე დანაშაულებისგან
მე მივეცი გიორგის, ჩემი საკრედიტო ბარათი და ვუთხარი, რომ გამოიტანოს ბანკომატდან 100 ლარი. ამ ბართზე მაქვს 1500ლარი. გიორგიმ ეს თანხა გამოიტანა მთლიანად, 1500 ლარი. როგორ უნდა დაკვალიფიცირდეს ქმედება?
1. ქურდობა.
2. თაღლითობა
3. მითვისება
ქურდობის დროს ხდება ნივთის დაუფლება, მაგრამ აქ საკრედიტო ბარათიდან ხსნის თანხას, ასევე დაზარალებული ნებაყოფლობით არ გადასაცემს დამნაშავეს ნივთს. ამიტომ სახეზე არ იქნება ქურდობა.
თაღლითობის დროს ხდება პირის ნდობის, ბოროტად გამოყენება. ამ შემთხვევაში თითქოს ჰგავს ეს შემთხვევა თაღლითობას რადგან დაზარალებულს ეგონა, რომ 100ბლარს აიღებდა და ამ ნდომით ისარგებლა მან და მოხსნა მთლიანი თანხა.
მითვისების დროს მართლზომიერად უნდა ფლობდე ნივთს, მაგ, მე მივეცი გიორგის ტელეფონი, ვათხოვე. გიორგის არ ჰქონდა თავიდან მისაკუთრების მიზანი, გავიდა რამოდენიმე დღე და მას დასჭირდა თანხა და გაყიდა ტელეფონი. ეს არის მითვისება რადგან მოტყუების განზრახვა არ ჰქონდა ნივთის დაუფლების დროს.
ამ მაგალითშიც, სახეზე იქნება მითვისება რადგან, პირი მართლზომიერად ფლობდა ნივთს.

თაღლითობისს გამიჯვნა ქურდობისგან
მაგ: პირმმა თავი გაასაღა ხელოსნად, ონკანის გამკეთებლად და შევიდა ბინაში, მისი რეალური მიზანია დაეუფლოს იქ არსებულ ძვირფასეულობას. ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება ქურდობად, რადგან მან თავი გაასაღა ონკანის გამეკთებლად, ანუ მოტყუება გამოიყენა ქურდობის, ფარული დაუფლების ხერხად.
თაღლითობისა და მითვისების გამიჯვნა ზოგიერთ შემთხვევაში რთულია, ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია გვქონდა თუ არა მოტყუების განზრახვა,მითვისების დროს მართლზომიერად უნდა ვფლობდეთ ნივთს.
ძალიან საინტერესოა ისეთი შემთხვევა, როდესაც თვითონ თაღლითი ხდება თაღლითობის მსხვერპლი, როცა ვატყუებთ ადამიანს და ჩვენ თავად ვრჩებით მოტყუებული.
მაგ: მე მაქვს 1000 ლარად, ღირებული ბიჟუტერია, გიორგის ვატყებ, რომ არის 15000 ლარად ღირებული ბრილიანტის ბეჭედი. გიორგიმ დაამზადა ყალბი ფული და მომცა. ვერ მივხვდი რომ ყალბი იყო და მივეცი ბიჟუტერია, ანუ აქეთ დავრჩი მოტყუებული, როგორ უნდა დაკვალიფიცირდეს ჩემი და გიორგის მიერ განხორციელებული ქმედება? - ჩემი ქმედება არ უნდა დაკვალიფიცირდეს დამთავრებულ თაღლითობად, რადგან თაღლითობის დროს უნდა დავეუფლო ნივთს, ამ შემთხვევაში კი ნივთს არ დავუფლებივარ, ავიღე ყალბი ფული, რომელსაც ვერაფერში გამოვიყენებ. ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სუბიექტური განზრახვიდან გამომდინარე, მინდოდა რომ მომეტყუებინა. ჩემი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს, დიდი ოდენობით დაღლითობის მცდელობად. მაგრამ რაც შეეხება გიორგის, მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დამთავრებული თაღლითობით, რადგან ის დაეუფლება ნივთს.
თაღლითობის სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენების დროს.
ბანკში ერთერთმმა თანამშომელმა, გააკეთა განცახდება, რომ თუკი ბანკში შემოიტანდნენ მოქალაქები 6 თვის განმავლობაში გარკევულ თანხას, გაუორმაგდებოდათ თანხა. მაგრამ მას თავიდანვე ჰქონდა განზხარული რომ მიეთვისება ეს თანხა. სახეზეა თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. იმიტომ რომ ნითის დაუფლებამდე ადგილი ჰქონდა მოტყუებას. მაგრამ ვითარება შეიცვლება, თუკი მას მოტყუების განზრახვა თავიდან არ ჰქონდა, რეალურად მართლაც გააკეთა განცახდება თუმცა თანხის მითვისების განზრახვა არ ჰქონდა. თუმცა იმდენად ბევრმა მოქალაქემ შეიტანა თანხა, რომ შემდეგ გაუჩნდა სურვილი თანხის მისაკუთრების. აქ უკვე თაღლითობა აღარ იქნება, რადგან მოტყუება არ უსწრებდა ნივთის დაუფლებას, ამიტომ ქმედება დაკვალიფიცირდება ნივთის მითვისება სამსახურებორვი მდგომარეობის გამოყენებით. იმიტომ რომ ნივთის მითვისების შემთხვევაში მართლზომერად ფლობ ნივთს და შემდეგ ითვისებ და თაღლითობის შემთხევაში მოტყუება უსწრებს ნივთის დაუფლებას.

თაღლითობის გამიჯვნა სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან
მნიშვნელოვანია თავიდანვე რა განზრახვა გვქონდა. თავიდანვე გვქონდა თუ არა მოტყუების განზრახვა.
მაგ: როცა გიორგის გამოვართმევ თანხას და განზრახული მაქვს, რომ არ დავუბრუნო, ეს იქნება თაღლითობა. თუმცა თუ ასეთი განზრახვა არ მაქვს და გარკვეული გარემოებების გამო, ვერ ვუბრუნებ თანხას, ეს იქნება სამოქალაქო პასუხიმსგებლობა, ეს არის სესხის ხელშეკრულების დარღვევა.
მოტყუების განზრახვის დასადგენად საჭიროა: საქმეში არსებული მტკიცებულებები,მიყენებული ზიანის ოდენობა, დაზარალებულთა რაოდენობა, დამნაშავის მატერიალური მდგომარეობა და ა.შ.

აუცილებელი არის თუ არა თაღლითობის დროს პირი იყოს კელთისინდისიერი? მაგ: მე ვეუბნბეი გიორგის რომ დავაწყებინებ სამსახურს და ვეუბნები, რომ ამისათვის არის საჭირო 10 000 ლარის მოცემა. რეალურად ვატყუებ და არანაირი განზრახვა არ მაქვს, რომ სამსახური დავაწყებინო. გიორგის მოაქვს ჩემთან 10 000 ლარი და შემდეგ ვიმალები და არც თანხას ვუბრუნებ და არც სამსახურს ვაწყებინებ. არსებობს მოსაზრება, რომ ამ შემთხვევაში ჩემი ქმედება თაღლითობით არ უნდა დაკვალიფიცირდეს რადგან, თუკი ჩემ ქმედებას დავაკვალიფიცირებთ თაღლითობით, მაშინ გიორგის ქმედება იქნება ქრთამის მიცემის მცდელობა. თუჩემი ქმედება დაკვალიფიცირდება თაღლითობა მაშინ გიორგი გამოვა დაზარალებული და უნდა მოითხოვოს თანხის დაბრუნება, თუმცა რამდენად სამართლიანი იქნება, როცა მანაც დანაშაული ჩაიდინა, (ქრთამი მისცა).
არ აქვს მნიშვნელობა, თაღლითობის დროს კეთილსინდისიერი პირი მოატყუა თუ არაკეთილსინდისიერი. რადგან სახეზე იყო მოტყუება და არანაირი შესაძლებლობა არ მქონდა მისთვის სამსახური დამეწყებინებინა, სახეზე იქნება თაღლითობა. რაც შეეხება გიორგის, რომელმაც გადმომცა თანხა, მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ქრთამის მიცემის მცდელობით, რადგან რეალური ქრთამი ეს არ ყოფილა, რადგან ჩემი მხრიდან იყო მოტყუება.

ქონებრივი დაზიანება მოტყუებით (185-ე მუხლი)
ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
მაგ: მე გავაჩერე მრიცხველი და ვპარავ სახელმწიფოს ელექტრო ენერგიას, არ ვიხდი თანხას. ეს არის არადაუფლებითი დანაშაული, ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, რადგან მე სახელმწიფოს არ გადავუხადე ის თანხა რაც უნდა გადამხედა და დავაზიანე მისი ქონება.
როგორ უნდა გაიმიჯნოს თაღლითობა და ქონებრივი დაზიანება მოტყუებით.
მსგავსება:
ისევე როგორც თაღლითობის დროს, ქონებრივი დაზიანება მოტყების დროსაც, ადგილი აქვს მოტყუებას. მოტყუებით ხდება ორივე დანაშაულის ჩადენა.
განსხვავება:
თაღლითობა გახლავთ, დაუფლებითი დანაშაული, ეუფლები კონკრეტულ ნივთს, ხოლო ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, არ არის დაუფლებითი დანაშაული, არ ეუფლები არც ნივთს არც ქონებას.
თაღლითობის დროს, დაზარალებულის ქონება მცირდება და ქონებირივი დაზიანება მოტყუების გზით, ამ დროს დაზარალებულის ქონება კი არ მცირდება, არამედ ვერ იზრდება. არაპირდაპირ ზიანთან გვაქვს ამ დროს საქმე, ხოლო დაღლითობის დროს პირდაპირ ზიათან.

4 სემინარი

სსკ მუხლი 181- გამოძალვა
გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა,რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები.
დისპოზიციიდან როგორც ჩანს გამოძალვის შემადგენლობის არსებობისას აუცილებელია რომ სახეზე იყოს
1. სხვისი ნივთის გადაცემა (იგულისხმება როგორც მოძრავი, ისე უძრავი)
2. ქონებრივი უფლების გადაცემა(მაგ: მიწის ნაკვეთი)
3. ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა(მაგ: როდესაც ვეუბნები პირს, რომ ძალიან მინიმალურ ფასად მომაქირაოს კომერციული ფართი).
ანუ კანონმდებლობა ამ სამ საკითხზე მიუთითებს.

ამ ყველაფერს თან უნდა ერთვოდეს, დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ(109მუხლი) ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა,რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები.

გამოძალვის დროს აქცენტი კეთდება შემდეგ ხერხებზე:
1. ძალადობის გამოყენების მუქარა- შეიძლება იყოს ცემის, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა ან სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
2. ნივთის დაზიანების ან განადგურების მუქარა- დაზიანებაა, როცა პირვანდელი მდგომარეობა აღდგება,ხოლო განდგურების დროს პირვანდელი მდგომარება ვერ აღდგება. ეს შეიძლება იყოს როგორც იმწუთიერი მუქარა ისე სამომავლო.
3. სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარა - რაიმე ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც სახელს უტეხავს პირს. მაგ: თუ პირი ეწევა ამორალურ საქმიანობას.
4. ისეთი ცნობების გავრცელების მუქარა რომელმაც შეიძლება პირის უფლებები დააზიანოს. - მაგ: თუ ფულს არ მომიტან, გავავრცელებ რომ შენ ხარ შვილად აყვანილი.
აქედან ერთ-ერთიც საკამირისა, რომ დანაშაული დავაკვალიფიციროთ ამ მუხლით.
გამოძალვა არის ფორმალური დანაშაული.

ყაჩაღობისა და გამოძალვის გამიჯვნა
1. გამოძალვის დროს მუქარა არ არის იმწუთიერი ანუ სამომავლოდ ხოციელდება. მაგ:გიორგის ვეუბნევი რომ სამ დღეში ფულს თუ არ მომიტან მოგკლავ. გამოძალვაა რადგან დროს ვაძლევ.
2. მაგრამ გიორგის თუ ვეუბნევი, რომ თუ არ მომიტან და არ მომცემ ახლავე ფულს მოგკლავ, ეს არის ყაჩაღობა,რადგან იმწუთიერია და იმ მომენტში რეალიზდება.
თუ მუქარა არის საშიში და იმწუთიერი - ყაჩაღობა
თუ მუაქარა არ არის საშიში და იმწუთიერია - ძარცვა
თუ მუქარა არ არის საშიში და მიმართულია მომავლისკენ - გამოძალვა.

მითვისება და გაფლანგვა ( 182-ე მუხლი)
სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ ფლობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა.
მთავარი პირობაა, რომ ნივთი იმყოფებოდეს მართლზომიერ მფლობელობაში, თუ არ იმყოფება მართლზომიერ მფლობელობაში, მითვისება არ გვაქვს სახეზე.

მითვისების გამიჯვნა სხვა მომიჯნავე დანაშაულებისგან
1.მითვისება და გაფლანგვა
პირი ითვისებს კონკრეტულ ნივთს და მისი ქონება იზრდება ანუ მის ქონებას უერთებს ამ ნივთს. მაგ:ვარ მაღაზიის გამყიდველი ავიღე ტელეფონი და წავიღე სახლში, ანუ მითვისებაა რადგან ჩემი ქონება გაიზარდა.
ხოლო გაფლანგვაა როდესაც სხვას ვაძლევ ნივთს.მაგ როდესაც ეს ტელეფონი მაღაზიიდან სხვას ვაჩუქე ესაა გაფლანგვა,ანუ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნივთი გავფლანგე.
მითვისების დროს ნივთს უვადოდ ვითვისებ და ასევე აუცილებელია მითვისების დროს, რომ მართლზომიერად ვფლობდე ნივთს.
შეიძლება თუ არა მითვისება გადაიქცეს გაფლანგვაში?
მაგ:ავიღე ტელეფონი და წავიღე სახლში ანუ მივითვისე. შემდეგ ეს ტელეფონი ავიღე და გადავეცი გუკას. ეს არ არის გაფლანგვა.
რადგან მე როდესაც ტელეფონი წავიღე სახლში, უკვე უკანონოდ ვფლობ და არა მართლზომიერად. მაგრამ თუ ავიღე ტელეფონი და მაღაზიაში მივეცი, ამ შემთხვევაში უკვე იქნება გაფლანგვა.
მაგ: ვმუშაობ მოლარედ, ავიღე რაღაც თანხა ხელფასამდე და შემდეგ დავაბრუნე. ეს არ არის მითვისება,მითვისების დროს უვადოდ ვითვისებ,მაგრამ იმ შემთხვევაში როცა ავიღე კონკრეტული თანხა და რამოდენიმე კვირის შემდეგ დავაბრუნე ისევ სალაროში, ეს შეიძლება ჩაითვალოს დისციპლინურ გადაცდომად და არა მითვისებად.
არსებობს სხვაგვარი განმარტება, მითვისება გვაქვს იმ შემთხვევაში როდესაც ეს ნივთი ავიღე და სხვას გადავეცი, გაფლანგვა არის თანხის ან ქონების არამიზნობრივი ხარჯვა. მაგ:უყაირადო ხარჯვა. ფულის არამიზნობრივი გამოყენება.
მაგ:ვარ უნივერსიტეტის რექტორი,სამინისტრომ გამოყო ავეჯის შესაძენად თანხა და მე ეზო გავაკეთე,როცა მისი აუცილებლობა არ იყო.
2. მითვისება და ქურდობა
ეს ორი დანაშაული ჰგავს ერთმანეთს, რადგან ორივე შემთხვევაში სხვის ნივთს ვითვისებ.
მითვისების დროს მართლზომიერად ვფლობ ნივთს (სამართლებრივი წვდომა) და შემდეგ ვითვისებ. მითვისების დროს არამარტო ფიზიკური წვდომა გვაქვს ნივთზე, არამედ იურიდიულიც. ქურდობის დროს ადგილი არ აქვს მართლზომიერ ფლობას, ფარულად ვეუფლებით სხვის ქონებას, ქურდობის დროს პირს ტექნიკური წვდომა აქვს ნივთზე.

3. მითვისებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
მაგ: ვარ ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი და მაქვს ძალიან კარგი კაბინეტი. კიდევ ერთხელ გავარემონტე, შევიძინე ახალი ძვირადღირებული ავეჯი და ძველი ავეჯი წავიღე აგარაკზე. გარემონტებისა და ავეჯის შეძენის ნაწილში, გვაქვს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ხოლო აგარაკზე წაღების ნაწილი, იქნება მითვისება, რადგან მივითვისე სახელმწიფოს კუთვნილი ქონება. ეს ქმედება დაკვალიფიცირდება 2 მუხლით.
მითვისების დროს დამნაშავის ქონება იზრდება.
სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დროს ქონება იზოგება.

განსაკუთრებული, ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულებების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. (183-ე მუხლი)
ზოგადი და სპეციალური მუხლების კონკურენცია ,თუ ქმედება გათვალისწინებულია ზოგადი და სპეციალური მუხლებით მაშინ დანაშაულთა ერთობლიობა არ გვექნება სახეზე და ამ შემთხვევაში ყოველთვის სპეციალური მუხლით დაკვალიფიცირდება ქმედება.
მაგ:როდესაც მე ყაჩაღობით ვეუფლები განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობის მქონე ნივთს ქმედება კვალიფიცირდება 183-ე მუხლით,მაგრამ აქ უნდა გვახსოვდეს:
ყაჩაღობა არის ფორმალური დანაშაული
მაგ: თუ კი გიორგის ვემუქრები რომ თუ ძვირად ღირებულ ნახატს არ მომცემს მოვკლავ და პოლიციამ დამაკავა , ქმედება დაკვალიფიცირდება 183-ე მუხლის მცდელობით.
მაგ: პირმა მოიპარა ნახატი, რომელიც არის შეუფასებელი. ქმედება არ დაკვალიფიცირდება ქურდობად, კვალიფიკაცია მოხდება 183-ე მუხლით, რადგან დანაშაულის საგნიდან გამომდინარე კანონმდებელმა შექმნა სპეციალური მუხლი, რომელიც უფრო მომეტებულად სჯის დამნაშავეს. ეს არის ზოგადი და სპეციალური მუხლების კონკურენცია. თუ ქმედება გათვალისწინებულია ზოგადი და სპეციალური მუხლით, კვალიფიკაცია ამ შემთხვევაში ყოველთვის მოხდება სპეციალური მუხლით. განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობის მქონე ნივთის დაუფლება შეიძლება ქურდობით, ძარცვით, ყაჩაღობით, თაღლითობით და მითვისებით.
183-ე მუხლი, წარმოადგენს მატერიალურ დანაშაულს, აუცილებელია დადგეს შედეგი და თუ პირი ვერ დაეუფლება ნივთს და შედეგი არ დადგება, ქმედება დაკვალიფიცრდება 19, 183-ე მუხლით, ანუ განსაკუთრებული, ისტორიული კულტურული მნიშვნელობის მქონე ნივთის დაუფლების მცდელობად.
184-ე მუხლი, ამოღებულია. ( ავტომობილს დაუფლება დროებით გამოყენების მიზნით)

წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება. (186-ე მუხლი)
ადრე მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსსში საუბარი იყო მხოლოდ შეძენაზე და გასაღებაზე. დღეს მოქმედში საუბარია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენაზე,გასაღებაზე,ფლობაზე და სარგებლობაზე.
იმისათვის რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს 186-ე მუხლით,აუცილებელია წინასწარ იცოდეს დამნაშავემ, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას იძენს, ასაღებს და ა.შ. იმ შემთხვევაში თუ არიცის, ან ვარაუდობს, სახეზე არ გვექნება ეს დანაშაული.
ადრე მოქმედი კოდექსით, ფლობის დროს არ ისჯებოდნენ. ახლა კანონმდებლობამ გააფართოვა ეს მუხლი.

186-ე მუხლის გამიჯვნა სხვა მომიჯნავე დანაშაულებისგან
1. სსკ 186-ე მუხლი და თანამონაწილეობა
თანამონაწილეობა ხორციელდება დანაშაულის ჩადენამდე, 186-ე მუხლი ხორციელდება დანაშაულის ჩადენის შემდეგ.
მაგ: გუკას ვეუბნევი, რომ წადი მოპარე მესამე პირს და მე შენგან ვიყიდი. ეს არის თანამონაწილეობა. გუკა დაისჯება ქურდობისთვის, მე დავისჯები ქურდობაში თანამონაწილეობისათვის. ანუ მე ვარ წამქეზებელი,რადგან წინასწარ შეპირებულ ქმედებას აქვს ადგილი.
186-ე მუხლის ამსრულებელი არ შეიძლება იყოს ის ადამიანი ვინც ძირითადი დანაშაული ჩაიდინა.
186-ე მუხლის ამსრულებელი იქნება ის პირი ვინც არ ჩაიდინა ძირითადი დანაშაული მაგრამ შეიძინა.
2. სსკ 186-ე მუხლი და ფულის გათეთრება
ფულის გათეთრების დროს პირს ვეხმარები, რომ უკანონო ქონებას მისცეს კანონიერი სახე, ხოლო 186-ე მუხლის დროს პირადი მოტივი მამოძრავებს.
მაგ: გიორგიმ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის შედეგად გაასაღა დიდი ოდენობით ეს საშუალებები და მიიღო საკმაოდ დიდი შემოსავალი. ამის შემდეგ უნდა,რომ უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებას მისცეს კანონიერი სახე და მე მთხოვა დახმარება. მე თუ დავეხმარები, მე ვიქნები ფულის გამთეთრებელი.
186-ე მუხლის დროს ანგარების მოტივი მაქვს,(პირადი გამორჩენის მიზანი მაქვს)
მაგრამ ფულის გათეთრების დროს სხვას ვეხმარები.
3. სსკ 186-ე მუხლი და დანაშაულის დაფარვა.
186-ე მუხლის დროს ჩემი მიზანია ანგარება, დანაშაულის დაფარვის დროს მიზანი მაქვს, რომ დავფარო სხვისი დანაშაული.
მაგ:მივედი გიორგისთან და მივიტანე ნაქურდალი ნივთები და ვეუბნევი რომ შემინახე შენთან სახლში.
ანუ დანაშაულთა დაფარვის დროს პირის მიზანია დაფაროს კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული.
186-ე მუხლის დროს პირს პირადი მატერიალური გამორჩენა ამოძრავებს.

ნივთის დაზიანება ან განადგურება (187-ე მუხლი)
სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
ეს მუხლი უნდა გავყოთ 2 ნაწილად:
1. სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება
2. მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.- ეს ზიანი არის 150-ლარს ზევით.
თუ ამ ორი კრიტერიუმიდან ერთ-ერთი არ გვექნება, დანაშაული სახეზე არ არის.
მაგ: თუ ნივთის ღირებულება იყო 140 ლარი, სახეზე არ არის დანაშაული ,ამ შემთხვევაში არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
თუ 150-ლარს აღემატება იქნება 187-ე მუხლი.
ნივთის დაზიანება ან განადგურება შეიძლება ჩადენილ იყოს, როგორც პირდაპირი განზრახვით ასევე არაპირდაპირით.
მაგ: ორი ავტომობილია, ერთს წავუკიდე ცეცხლი ან ავაფეთქე ამდროს პირდაპირი განზრახვა მაქვს. მაგრამ თუ გვერდით დგას ავტომობილი და არ მსურს მეორე ავტომობილის დაზიანება მაგრამ გულგრილად ვეკიდები ამ ქმედებას და ცეცხლი გადავა, აქ უკვე არაპირდაპირი განზრახვა იქნება.

ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით (188-ე მუხლი)
187-ე მუხლსა და 188-ე მუხლს შორის განსხვავება არის ის, რომ 187-ე მუხლის შემთხვევაში საუბარია განზრახვაზე, ხოლო 188-ე მუხლის შემთხვევაში საუბარია გაუთრხილებლობაზე.
გაუფრთხილებლობის ორი სახე გვაქვს ამ შემთხვევაში:
1. თვითიმედოვნება
2. დაუდევრობა.
სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება შეიძლება ჩადენილი იყოს როგორც თვითიმედოვნებით, ასევე დაუდევრობით.
მაგ: ვიქირავე აგარაკი,ბუხარში ცეცხლი დავანთე დარწმუნებული ვიყავი, რომ არ გაჩნდებოდა ცეცხლი და წავედი,მაგრამ ნაპერწკალი გადმოვარდა და აგარაკი დაიწვა. ეს იქნება 188-ე მუხლი, კერძოდ თვითიმედოვნება.
მაგ:სანთელი დამრჩა ანთებული სამსახურში და არ მქონდა გათვალისწინებული რა შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ვალდებული ვიყავი გამეთვალისწინებინა. სანთელი გადმოვარდა და დაიწვა კონკრეტული ორგანიზაცია. ეს იქნება 188-ე მუხლი, კერძოდ დაუდევრობა.

5 სემინარი

დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ (190,192,193,194,197,198-ე მუხლები)

საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობამ გამოაცხადა მეწარმეთა თავისუფლება. ნებისმიერ პირს აქვს უფლება მისდევდეს სამეწარმეო საქმიანობას. ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხი: ნებისმიერ პირს აქვს უფლება განახორციელოს კანონით გაუთვალისწინებელი აუკრძალავი ნებისმერი საქმიანობა - ეს დებულება ვრცელდება მხოლოდ სამოქალაქო სამართალში. ანუ სამოქალაქო სამართალში, რაც კანონით არ არის აკრძალული, ის ნებადართულია. ხოლო სისხლის სამართალში აღნიშნული პრინციპი არ მოქმედებს, რადგან რაც არ არის აკრძალული სისხლის სამართლით, ის აკრძალული შეიძლება იყოს სხვა სამართლის დარგით.
მაგ: სისხლის სამართალი არ კრძალავს, როდესაც პირი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, მაგრამ აკრძალულია ადმინისტრაციულ სამართალში. ესეიგი სისხლის სამართალში, რაც არ არის კანონით აკრძალული არ ნიშნავს, რომ ნებადართულია. აკრძალული შეიძლება იყოს სამართლის სხვა დარგით.

კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეშლა (190-ე მუხლი)
დაუსაბუთებლად უარის თქმა საწარმოს რეგისტრაციაზე, ნებართვის ან ლიცენზიის გაცემაზე, ანდა მისი ეკონომიკური საქმიანობის უფლების ან თავისუფლების შეზღუდვა, საწარმოს საქმიანობაზე კონტროლის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელება, აგრეთვე მის საქმიანობაში ჩარევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საწარმოს რეგისტრაციას ანხორცილებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც უფლემაოსილია დაარეგისტრიოს საწარმო. როდესაც ყველა დოკუმენტაცია მეწარმეს აქვს მოწერსიგებული, არ არსებობს უარის თქმის საფუძველი და დაუსაბუთებლად ეუბნება უარს ეროვნული სააგენტო, საწარმოს რეგისტრაციაზე.
ნებართვა შეიძლება იყოს დროებით გაცემული(ერთჯერად ხასიათს ატარებს), ხოლო ლიცენზია გარკევული ვადით, ან უვადოდ გაიცემა.
ეკონომიკური საქმიანობის უფლების ან თავისუფლების შეზღუდვა.
მაგ: ეუბნებიან მეწარმე სუბიექტს, რომ ამოიღოს კონკრეტული ნორმა წესდებიდან. ანუ ეკნონომიკური საქმიანობის უფლებას უზღუდავენ.
სამეწარმეო საქმიანობაზე კონრტოლის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელება.
მაგ: როცა მეწარმე სუბექტს ემუქრებიან სანქიცებით.
მის საქმიანობაში უკანონო ჩარევა.
მაგ: როდესაც მეწარმე სუბიექტს აიძულებენ, რომ დანიშნოს თანამდებობაზე კონკრეტული პიროვნება.
ამ ყველაფრემა უნდა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი, თუ არ გამოიწვევს დანაშაული სახეზე არ გვექნება. სამეწარმეო საქმიანობაში მნიშვნელოვანი ზიანი განსაზღვრული არ არის, შეფასებითია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოსამართლე ადგენს დადგა თუ არა, მნიშვნელოვანი ზიანი.
ეს არის მატერიალური დანაშაული. ანუ აუცილებელია, რომ დადგეს შედეგი და შიძლეება პირმა ჩაიდინოს როგორც მოქმედებით(ოფიციალურად გასცემ პასუხს, რომ არ არეგისტირებ საწარმოს) ისე უმოქმედობით.(როცა უარს ეუბნები და საერთოდ არ განიხილავ განცხადებას)

უკანონო სამეწარმეო საქმიანობა (192-ე მუხლი)
სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე, ანდა სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ან რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
შეიძლება რეგისტრაცია ჰქონდეს გაკეთებული, ნებართვა და ლიცენზიაც ჰქონდეს, მაგრამ არღვევდეს სანებართვო და სალიცენზიო პირობებს. მაგ: ვადა გაუვიდა ლიცენზიას და არ აგრძელებს. ან ნებართვაში/ლინცეზიანში მითითებული არის ადგილი სადანც უნდა განხორციელდეს სამეწარემო საქმიანობა, მაგრამ პირი სხვა ადგილას ანხორცილებს.
თუ არ გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს, ან დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას, მაშინ სახეზე არ გვექნება ეს დანაშაული. დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, შეფასებითია, მოსამართლე ადგენს ისევე როგორც, მნიშვნელოვანი ზიანს. განსხვავებით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისგან, სადაც განსაზღვრულია მნიშვნელოვანი ზიანი.
არსებობს როგორც კანონიერი, ისე უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. თუ სახეზე იქნება კანონიერი სამეწარმეო საქმიანობა, არ გვექნება სახეზე დანაშაული.
უკანონო სამეწარმეო საქმიანობა არის მატერიალური დანაშაული, აქაც აუცილებელი არის, რომ დადეგს შედეგი.
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის დამამძიმებელ გარემოებად მითითებულია:
1. არაერთგზის
2. ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ.
ეს ორი დამამძიმებელი გარემოება, არის იდენტური. ეს არის საკნონმდებლო ხარვეზი.

ცრუ მეწარმეობა (193-ე მუხლი)
ცრუ მეწარმეობა, ესეიგი საწარმოს შექმნა სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, კრედიტორის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღების ანდა აკრძალული საქმიანობის დაფარვის მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია.
აქაც აუცილებელია, რომ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი, რომელიც შეფასებითია მოსამართლის მიერ.
ცრუ მეწარმეობის დროს პირი არეგისტრირებს საწარმოს, იღებს ნებართვას, მოწესრიგებული აქვს დოკუმენტები, მაგრამ მიზანი არ არის სამეწარმეო საქმიანობა.
მაგ: პირს სურს კრედიტის მიღება ბანკიდან და ბანკი არ აძლევს კრედიტს, თუ არ წარადგენს რამე დოკუმენტს, რომ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. პირმა დაარეგისტრირა, ყველანაირი საბუთი და დოკუმენტი მოაწესრიგა და კანონის შესაბამისად შექმნა საწარმო. მაგრამ მისი მიზანი არ არის სამეწარემო საქმიანობა და იმიტომ დაარეგისტრირა,რომ კრედიტი მიიღოს ბანკისგან.
ქონებრივი სარგებლის მიღება - შეიძლება კრედიტი არ აიღოს პირმა, მაგრამ სხვა პირს ესესხოს თანხა და უთხრას, რომ არის მეწარმე და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. სარგებელი მიიღო, რომ არ შეექმნა საწარმო, თანხას არ მისცემდა მეორე პირი.
აკრძალული საქმიანობის დაფარვა:
მაგ: პირი ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებს და მისი მიზანი ის კი არ არის, რომ სამეწარმეო საქმიანობას მიჰყვეს, არამედ დაფაროს აკრძალული საქმიანობა.

უკანონო შემოსავლის ლიცენზია-ფულის გათეთრება (194)
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესეიგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა.(ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია. გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლების დამალვა ან შენიღბვა.
ფულის გათეთრება , ანუ უკანონო შემოსავლის ლეგაზლიზაცია -უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისათვის, კანონიერი სახის მიცემა.
მაგ: ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის შედეგად, პირმა მიიღო დიდი ოდეონით შემოსავალი და შემდეგ უნდა, რომ არ თანხას კანონიერი სახე მისცეს.
მაგ: ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის შედეგად, მივიღე თანხა და ამ თანხით ვიყიდე აგარაკი. ეს აგარაკი გამოიყურება კანონიერად მაგრამ ძირი, არის უკანონო.
უკანონოა ქონება, რომელიც მიღებულია კანონის დარღვევით. ქონება დაუსაბუთებელია, თუ ქონების წარმომავლობის კანონიერად დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს. დაუსაბუთებელი ქონება არის გაფართოებული და დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა არ უნდა იყოს ფულის გათეთრება. ფულის გათეთრება უნდა იყოს მხოლოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებისათვის, კანონიერი სახის მიცემა.
არ შეიძლება ძირითადი დანაშაულის ამსრულებელი ამავდროულად იყოს ფულის გამთეთრებელი. ფულის გამთეთრებელი არის ის პირი, რომელმაც არ ჩაიდინა ძირითადი დანაშაული და რომელიც მეხმარება, რომ მივცე ქონებას კანონიერი სახე. მაგრამ თუ პირმა ჩაიდინა ძირითადი დანაშაული, ( ქურდობა, ნაკროტიკის გასაღება) და შემდეგ მიპოვებულ ქონებას მისცა კანონიერი სახე, ის დამატებით ფულის გათეთრებისათვის აღარ უნდა დაიჯაოს. რადგან ვერ დავსჯით ადამიანს ერთი დანაშაულისთვის, ორი მუხლით.
1. დიდი ოდენობა - შემოსავალი 30 000 ლარიდან 50 000 ლარამდე.
2. განსაკუთრებით დიდი ოდენობა - 50 000 ლარს ზევით.

ფალსიფიკაცია (197-ე მუხლი)
ფალსიფიკიაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით.
ძირითადი აქცენტი კეთდება სამ კრიტერიუმზე;
1. მოტყუება
2. თვისობრიობის შეცვლა
3. ანგარება.
მოტყუებას იყენებს მწარმოებელი ან გამსაღებელი, რომელსაც გააჩნია ანგარების მოტივი.

ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია (198-ე მუხლი)
ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა არ რეალიზაცია, ანდა ასეთ პროდუქტზე ეტიკეტის უკანონოდ გამოყენება.
197-ე და 198-ე მუხლებს შორის მსგავსება და განსხვავება
ორივე შემთხვევაში, საშიშია ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის. ფალსიფიკაციის დროს ხდება ნივთის თვისობრიობის შეცვლა, რაც შემადგნელობაზე აწერია, ის არ არის გამოყენებული. ხოლო 198ე მუხლის დროს, რაც ეტიკეტზეა მითითებული, ის არის პროდუქტში. მაგრამ შეიძლება ვადა იყოს გასული.

6 სემინარი

დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში, დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში, დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ.(სსკ 208-ე,212-ე,214-ე,216-ე, 218-ე,219-ე,220-ე, 220-ე პრიმა,221-ე მუხლები)

კრედიტის უკანონოდ მიღება (208-ე მუხლი)
ბანკისათვის ან სხვა კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება, კრედიტის მიღების, ან ოდენობის გაზრდის, ან შეღავათიანი კრედიტის მიღების მიზნით, აგრეთვე მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
კრედიტის უკანონო მიღება უნდა გავყოთ ორ ნაწილად:
1. როცა ხდება, ბანკისთვის ან სხვა კრედიტორისათვის ყალბი დოკუმენტების მიწოდება
2. მიზნობრივი კრედიტის არამიზნობრივად გამოყენება.
1. მაგ: მე დავამზადე ყალბი ცნობა, ვითომ მაქვს საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამსახური. რომ არ წარმედგინა ეს ცნობა ბანკისათვის, კრედიტს არ მომცემდნენ. ანუ ჩემს მიერ დამზადებული ყალბი ცნობა გამოივიყენე რათა კრედიტი მიმეღო. აქ საუბარია რამდენიმე საკითხზე;
* კრედიტის მიღება
* მისი ოდენობის გაზრდა
* შეღავათიანი კრედიტის მიღება. მაგ: დაბალ პროცენტში მივიღო კრედიტი.
2. მაგ: მე მივიღე მიზნობრივი კრედიტი იმისთვის, რომ ავაშენო კომერციული ფართი და ამ კრედიტით ავიშენე სახლი. ეს არის არამიზნობრივი გამოყენება. აუცილებელია, რომ მეორე შემთხვევაში არამიზნობრივმა გამოყენებამ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი, განსხვავებით პირველი ნაწილისგან. პირველ ნაწილში არ არის აუცილებელი დადგეს ზიანი. პირველი ნაწილი, წარმოადგენს ფორმალურ დანაშაულს, ანუ დამთავრებულია ბანკისათვის ყალბი ცნობის წარდეგნის მომეტიდან, ხოლო მეორე ნაწილი არის მატერიალური, რადგან აუცილებელია ქმედებამ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. თუ არ გამოიწვევს არ გვექნება სახეზე ეს დანაშაული. მნიშვნელოვანი ზიანი წარმოადგენს მოსამართლის შეფასების საგანს.
ამ მხულის დამაძმიმებელი გარემოება არის, სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არამიზნობრივად გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აქაც აუცილებელია, რომ დადგეს მნიშვნელოვანი ზიანი.

კრედიტის უკანონო მიღება და თაღლითობა
თუ თანხის მიღების დროს, როდესაც მე ბანკს ვაწვდი ყალბ ცნობას, რათა მივიღო კრედიტი, თუ ცნობის წარდგენის მომენტში მე მაქვს თანხის მისაკუთრების მიზანი, ეს არის თაღლითობა. მაგ: ბანკში წარვადგინე ყალბი ცნობა, რათა ბანკმა მომცეს კრედიტი და თავიდანვე ვიცი, რომ არც ერთი თვის განმავლობაში მე არ გადავიხდი. მაგრამ თუ იქამდე დამაკავეს, სანამ ბანკი მომცემდა კრედიტს და დადგინდა, რომ მე თავიდანვე მქონდა მოტყუების სურვილი, ამ შემთხვევაში იქნება თაღლითობის მცდელობა. იმ შემთხვეაში, თუ ბანკისათვის ცნობის წარდგენის მომენტში, მე მქონდა მოტყუების მიზანი, ეს არის თაღლითობა.
მსგავსებები:
1. თაღლითობის დროს, ისევე როგორც კრედიტის უკანონოდ მიღების დროს, სახეზე გვაქვს მოტყუება.
მაგ: დავითს ვეუბნები, რომ მომცეს 10 000 დოლარი და დავუბრუნებ ერთ თვეში, მაგრამ მე თავიდანვე ვიცი, რომ თანხას ვერ დავუბრუნებ. ეს არის თაღლითობა. კრედიტის უკანონო მიღების დროსაც მოტყუებას ვიყენებ და ყალბ ინფორმაციას ვაწვდი ბანკს.
2. მატერიალური დაინტერესება მამოძრავებს, ორივე დანაშაულის დროს.
მაგ: როდესაც მე ბანკს ვაძლევ ყალბ ცნობას, რათა მივიღო კრედიტი, მატერიალური დაინტერესება მამოძრავებს, როგორც თაღლითობის დროს, იმიტომ რომ მატერიალური გამორჩენა მივიღო.
განსახვევები:
1. თაღლითობის დროს, ზიანდება სხვისი საკუთრება.
მაგ: სანდროს რომ გამოვართვი 10 000 დოლარი და შემდეგ აღარ დავუბრუნე, მისი საკუთრება დაზიანდა.
კრედიტის უკანონო მიღების დროს, ზიანი ადგება ფულად საკრედიტო სისტემას.
2. თაღლითობა აუცილებლად მოტყუებას გულისხმობს, მოტყუების გარეშე თაღლითობა არარსებობს. კრედიტის უკნონო მიღების დროს, შეიძლება მოტყუებას ჰქონდეს ადგილი. მაგალითად პირველ ნაწილში, როდესაც ყალბ ცნობას აწვდი ბანკს, მაგრამ მიზნობრივი კრედიტის არამიზნობრივად გამოყენების დროს არ ატყუებ. რა მიზანიც გაქვს იმ მიზანს არ ასრულებ.
3. თაღლითობა შეიძლება ზეპირსიტყვიერადაც. მაგ: გიორგის ვეუბნები, რომ მომეცი 10 000 ლარი და დაგიბრუნებ ერთ თვეში უკან. ანუ სიტყვიერად მოვატყუე. კრედიტის უაკნონო მიღება ზეპირისიტყვიერად არ ხდება, წერილობით უნდა მიმართო, ოფიციალური განცახდებით.
4. კრედიტის უკანონო მიღების დროს, თანხის მისაკუთრების განზრახვა არ გაქვს, ბანკს უხდი ყოველთვიურად. ხოლო თაღლითობის დროს მისაკუთრების მიზანი გაქვს.
5. თაღლითობა არის მატერიალური დანაშაული, შედეგი თუ არ დადგა, გვექნება მცდელობა, ხოლო კრედიტის უკანონო მიღება დასრულებულია ყალბი ცნობის წარდგენის მომენტიდან.

ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება ( 212-ე მუხლი)
ყალბი საბანკო ბილეთის, ლითონის მონეტის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით ან გასაღება.
ამ დანაშაულის საგანი არის: ყალბი საბანკო ბილეთი, ლითონის მონეტა ან ფასიანი ქაღალდი, ან ნებისმიერი ვალუტა.
ხერხები: დამზადება, შეძენა, შენახვა, ოღონდ გასაღების მიზანი უნდა გვქონდეს.
ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ, აშკარა გაყალბება (როდესაც ყველა მიხვდება, რომ გაყალბებულია) და ფულის ისეთი გაყალბება, რომელიც ორიგინალს წააგავს. თუ ყალბი ფული დამზადებულია იმდაგვარად, რომ ის ორიგინალისგან თითქმის არ განსხვავდება და ძნელია ორიგინალისგან გამიჯვნა, ამ შემთხვევაში სახეზე იქნება ყალბი ფულის დამზდება, მაგრამ თუ კი ისე არის გაყალბებული, რომ ყველა მიხვდება, რომ აშკარად გაყალბებას აქვს ადგილი და გაასაღებ, მაშინ თაღლთობასთან გვაქვს საქმე, რადგან თუ ისე არის გაყლაბებული რომ ნებისმიერი ადამიანი მიხვდება და მაგ: ვიღაცამ არ დახედა, ვერ შეამჩნია ადგილი აქვს მოტყუებას.
შეძენა შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმით: ყიდვით, ჩუქების შედეგად. პოვნა.
მთავარი არის ის, რომ ყალბი ფულის დამზადების, შეძენის და შენახვის შემთხვევაში, მიზანი უნდა მქონდეს გასაღების და თუ არ გვაქვს გასაღების მიზანი, დანაშაული არ გვაქვს სახეზე.
ყალბი ფულის გასაღების შემთხვევაში, დიდი ოდენობა არის იგივე, რაც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შემთხვევაში, 10 000 ლარს ზევით.

საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა. (214-ე მუხლი)
საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით.
ადრე მოქმედით კოდექსით, ამ მუხლს ერქვა კონტრაბანდა.
ჩვენ უნდა გავყოთ ნივთები ორ ნაწილად:
1. თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ნივთები
2. თავისუფალი სამოქალქო ბრუნვიდან ამოღებული ნივთები.
თავისუფალ სამოქალქო ბრუნვაშია, ნებისმიერი ნივთი რომელზეც არ არის დაწესებული კონტორლი, მაგრამ არსებობს ნივთები, რომელიც ამოღებულია და მათზე ხორციელდება სპეციალური კონტროლი მაგ: მომწამლავი ნივთიერებები, შხამიანი, რადიოაქტიული ნივთიერებები, ცეცხლ სასროლი იარაღი, ნარკოტიკული საშუალებები და ა.შ, რომლის გატანა ან გადმოტანა ხორციდლება: 1. საბაჯო კონტროლის გვერდის ავლით, 2. მალულად, 3. მოტყუებით (ყალბი დოკუმენტი გამოიყენო)4. ყალბი ცნობების შეტანა დეკლარაციაში.
თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ნივთების დროს, საუბარია დიდ ოდენობაზე. დიდი ოდენობა არის, როდესაც 15 000 ლარს აღემატება ნივთის ღირებულება და განსაკუთრებით დიდი ოდენობა არის 25 000 ლარს ზევით. იმ შემთხვევაში თუ ნივთის ღირებულება არ აღემატება 15 000 ლარს, სისიხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამორიცხულია. ხოლო სამოქალქო ბრუნვიდან ამოღებული ნივთების დროს, რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა.
ასევე საუბარია, სამალავით გადატანილი ნივთებზე. სამალავის შემთხვევაში, როდესაც მალულად გადამაქვს ნივთები, აქ დიდ ოდენობად ითვლება 5 000 ლარს ზევით, ხოლო განსაკუთრებულ დიდ ოდენობად ითვლება 15 000 ლარს ზევით. აქაც უნდა გავყოთ ორ ნაწილად;
1. სამალავით გადატანილი ნივთების შემთხვევაში დიდ ოდენობა არის 5 000 ლარს ზევით, იმიტომ რომ როცა შენ მალულად გადაგაქვს, ამ შემთხვევაში უფრო მეტი საშიშოროების შემცველია ეს ქმედება.
2. სამალავის გარეშე დიდი ოდენობა არის 15 000 ლარს ზევით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა არის 25 000 ლარს ზევით.

საქართველოს ტერიტორიაზე მომოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესის დარღვევა. (216-ე მუხლი)
საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული, ეროვნული ვალუტის გამოყენების წესის დარღვევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
1995 წლის, 2 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს ერთადერთი საგადასახადო საშუალება, ეს არის ლარი.
როდესაც, მიმოქცევაში არსებული არის ლარი და პირი ნივთს ყიდულობს დოლარში, ან ევროში.
ადრე მოქმედი კანონმდებლობით, პირველი ქმედება ისჯებოდა ადმინისტრაციული წესით, მაგრამ თუ წლის განმავლობაში მეორედ ჩაიდენდა პირი იგივე ქმედებას, ისჯებოდა სისხლის სამართლის წესით. ამ მუხლის დროსაც, სახეზე უნდა იყოს მნიშნელოვანი ზიანი, რომელიც მოსამართლის შეფასების საგანია.

გადასახადისათვის თავის არიდება (218-ე მხული)
დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის განზრახ არიდება.
დიდი ოდენობა - 100 000 ლარს ზევით.
განსაკუთრებით დიდი ოდენობა - 150 000 ლარს ზევით, რომელიც დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.
იმისათვის, რომ ჩვენ დაგვეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, გადასახადის თავის არიდებისათვის აუცილებელია, რომ დიდ ოდენობას ავარიდოთ თავი. ხოლო თუ დიდი ოდენობა (100 000 ზევით) არ იქნება, მაშინ პირს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხსიმგებლობა.
გადასახადისათვის თავის არიდება, წარმოადგენს წმინდა უმოქმედობით ჩადენილ დანაშაულს. არსებობს უმოქმედობის ორი ფორმა:
1. წმინდა უმოქმედობა
წმინდა უმოქმედობით ჩადენილი დანაშაული, გულისხმობს , ისეთ დანაშაულს, რომლის ჩადენა ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ უმოქმედობით. მაგ: გასაცდელში მიტოვება
2. შერეული უმოქმებოდა.
შერეული არის - განზრახ მკვლელობა. რადგან მკვლელობა შეიძლება პირმა ჩაიდონოს მოქმედებით. მაგ: იარაღი ესროლოს და მოკლას, მაგრამ არესბობს მკვლელობა უმოქმედობიდაც. მაგ: დედამ ორი თვის ბავშვი დატოვოს სახლში საკვების გარეშე და ბავშვი ორ დღეში გარდაიცვალოს, ანუ ეს არის უმოქმედობით ჩადენილი მკვლელობა.მკვლელობა არის შერეული უმოქმედობა.
ამ მუხლს, გააჩნია შენიშვნა: თუ საგადასახადო შემოწმების საფუძველზე, საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 45 დღის განმავლობაში გადახდილი, გადავადებული, კორექტირებული ან შეჩერებული იქნება გადასახადის გადახა, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

მომხმარებლის მოტყუება (219-ე მუხლი)
მომხმარებლის მოტყუება ზომაში, წონაში, ან ანგარიშში, ანდა მისთვის მცდარი წარმოდგენის შექმა საქონლის სამომხარებლო თვისების ან ხარისხის შესახებ, აგრეთვე მისი სხვაგავრი მოტყუება მომსახურებისას, რამაც მომხმარებელი მნიშვნელოვნად დაზიანა.
არსებობს მოსაზრება, რომ ვინადიან თაღლითობა მოიცავს მოტყუებას და ასევე 219-ე მუხლიც, მოიცავს მოტყუებას, აღარ არის საჭირო ორი მუხლი, რადგან ერთი და იგივეა ორივე.
განსხვავება არის ის, რომ თაღლითობის დროს შეიძლება დაეუფელო, როგორც მოძრავ ისე უძრავ ნივთს. ხოლო მომხმარებლის მოტყუების შემთხვევაში, საუბარია პირის მოტყუება ზომაში, წონაში, ანგარიშში და ა.შ.
219-ე მუხლი იყოფა ორ ნაწილად:
1. როცა ხდება პირის მოტყუება ზომაში, წონაში, ან ანგარიშში, ან როცა მცდარ წარმოდგენას უქმნი ხარისხის შესახებ და ა.შ
2. აგრეთვე მისი სხვაგავრი მოტყუება, რამაც მომხმარებელი მნიშვნელოვნად დააზიანა. მაგ: როდესაც პროდუქტი, რომელსაც ყიდულობს მომხარებელი, მის ნაცვლად ვატანთ სხვა პროდუქტს. ამ ყველაფერმა უნდა გამოიწვიოს მომხარებლის მნიშვნელოვანი დაზიანება. მნიშვნელოვანი ზიანი წარმოადგენს მოსამართლის შეფასების საგანს.
ადმინისტრაცულ კანონმდებლობაში, გვაქვს ასეთი ჩანაწერი: ,,მომხმარებლის უფლებების შელახვა, რამაც ქონებრივი ზარალი გამოწივია''. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ორივე დანაშაული არის ერთი და იგივე და არ შეიძლება, რომ ერთი და იგივე ქმედება ისჯებოდეს ორი სამართლის დარგით.

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (220-ე მუხლი)
საწარმოში, ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მნიშვნელოვანი ზიანი, არის მოსამართლის შეფასების საგანი.
განსხვავება, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას შორის, არის ორ საკითხში:
1. სამსახურეობრვი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დროს, საჯარო სამსახურს ადგება ზიანი. მაგ: მოსამართლე, რომელმაც გამოუტანა უკანონო განაჩენი პირს. ხოლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დროს, დარღვეულია კერძო ინტერესი, ანუ ობიექტშია განსხვავება.
2. ასევე სუბიექტშიც არის განსხვავება. 332-ე მხულის დროს, სუბიექტი არის მოხელე, ან მასთან გათანაბრებული პირი (პროკურიოი, გამოძიებელი, მოსამართლე), ხოლო 220-ე მუხლის დროს საუბარია კერძო პირზე. მაგ: პირი, რომელიც ხელმძღვანელობის თანამდებობას იკავებს საწარმოში, ან სხვა კერძო ორგანიზაციაში.
ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ მითვისება და უფელაბმოსილების ბოროტად გამოყენება. მითვისების დროს, პირის ქონება იზრდება, ხოლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დროს იზოგება.

გულგრილობა ( 220-ე პრიმა მუხლი)
გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
აქაც საუბარია კერძო სუბიექტზე. რომლებიც მუშაობენ საწარმოში, კერძო ორგანიზაციებში, ასრულებს ხელმძღვანელობით თანამდებობას, ან მინიჭებული აქვს სპეციალური უფლებამოსილება და არ ასრულებს თავის მოვალეობას.
ეს დანაშაული არის გაუფრთხილებლობით ჩადენილი. შეიძლება იყოს თვითიმედოვნებით, ან დაუდევრობით. თუ განზრახ არ ასრულებს პირი, ეს იქნება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ეს განასხვავებს 220-ე პრიმა მხულს, 220-ე მუხლისგან.

კომერციული მოსყიდვა (221-ე მუხლი)
ჩვენ, სისხლის სამართლის კოდექსში გვაქვს ასევე ქრთამის აღების და ქრთამის მიღების მუხლი.
221-ე მუხლის დროს, ზიანდება კერძო ინტერესები, ქრთამის აღების დროს, სახელმწიფო ინტერესები. მაგ: ბანკში თუ აიღებს თანამშრომელი ფულს, ეს იქნება კომერციული მოსყიდვა, ხოლო თუ მოსამართლე აიღებს ქრთამს ეს იქნება ქრთამის აღება, რადგან მოსამართლე საჯარო მოხელეა.
კომერცულ მოსყიდვას აქვს ორი ძირითადი ნაწილი:
1. პირი, რომელიც სთავაზობს, იმ პირს, რომელიც მუშაობს საწარმოში, ან სხა ორგანიზაციაში, წარმომადგენოლობით, ხელმძღვანელობით თანამდებობაზე, ან სპეციალურ უფლებამოსიელბას ახორციელებს, ან ნებისმიერი პირი არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც მუშაობს საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში, ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების გადაცემა, დაპირება, შეთავაზება უკვე დასჯადია. მაგ: აკაკი მუშაობს, რომელიღაც ორაგინაზიაციაში და შევთავაზე, რომ დამაწყებინოს სამსახური და მე მივცემ 10 000 ლარს. კომერციული მოსყიდვა დამთავრებულია, შეთავაზების მომენტიდან. არ აქვს მნიშნელობა პირმა მიიღო თუ არა ეს თანხა.
2. კომერციული მოსყიდვის დროს ისჯება, როგორც შემთავაზებელი, ისე შეთავაზების მიმღები პირი.
სისხლის სამართლებრივი პასხუხისმგებლობისგან თავისუფლებდა ის პირი, რომელმაც შეთავაზება გააუკეთა, იმ შემთხვევაში თუ მაგ: მე შევთავაზე აკაკის და შემდეგ პოილიცია სანამ გაიგდება, იქამდე მივმართე სამართალდამცავ ორგანოებს და ვუთხარი, რომ ჩავიდინე ის ქმედება მე განვთავისუფლდები სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, მაგრამ ვინც შეთავაზება მიიღო, ის არ თავისუფლდება.
კომერციული მოსყიდვა არ გვექნება სახეზე, როცა კნონიერი საქმიანობისთვის ხდება თანხის მიცემა. მაგრამ ქრთამის აღების დროს, არ აქვს მნიშვნელობა კანონიერი საქმიანობისთვის იღებ თუ უკანონო, მაინც ქრთამის აღებისთვის ვისჯებით.

Shotobezhanishvili's picture
Shotobezhanishvili (შოთა)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2024/05/01
ბოლო შემოს: 2025/10/13 15:44:52
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1)განუსაზღვრელი კომპეტენციის პარლამენტს აქვს კანონის მიღების უფლება, ნებისმიერი სფერო და საკითხი შეიძლება მოწესრიგდეს და კანონს უპირატესი სამართლებრივი ძალა აქვს სხვა ნორმატიული აქტების მიმართ? 2) შუალედური არჩევნები ნიშნავს როდესაც საკანონმდებლო ან წარმომადგენლობითი ორგანოების ნაწილობრივი განახლება ხდება, ანუ უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე წევრების გამოკლების შემთხვევაში ხდება ახალი წევრებით ჩანაცვლება. 3)კანონპროექტის განმარტების ბარათი მოიცავს ზოგად დებულებებს, ფინანსურ დასაბუთებას, მიემართება საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებთან, მომზადების დროს მიღებული კონსულტანციები, ავტორი და ინიციატორი. 4)სახელშეკრულებო ფედერალიზმი ნიშნავს როდესაც უნიტარული სახელმწიფოები გაერთიანების გზით ფედერალურ წყობაზე გადადიან და იქმნება ერთიანი ფედერალური სახელმწიფო. 5)პასიურია საარჩევნო უფლება, რომელიც მოქალაქის უფლებაა კენჭი იყაროს ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად. 6)დეკონცენტრაცია ნიშნავს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გარკვეულ უფლებამოსილების მისდამი სტრუქტურულად დაქვემდებარებული ადგილობრივი ორგანოებისათვის გადაცემას. 7)უწყვეტობის პრინციპის თანახმად დაუშვებელია ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის უკან გამოწვევა-დათხოვნა, იგი არც თავის თავს ითხოვს და არც სხვას აქვს მისი დათხოვნის უფლება. 8)ექსტერიტორიული ავტონომია არის „მცირე“ ტერიტორიული ერთეული, სადაც უმცირესობა აღჭურვილია ავტონომიური უფლებებით და მოიცავს ამა თუ იმ ეთნიკურ ჯგუფის წევრებს, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ტერიტორიული წარმონაქმნის გარეშე საშუალებას იძლევა ისარგებლონ სოციალურ-კულტურული უფლებებით. 9)საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციები საერთო ნიშნით ფორმალური ხასიათისა დ ოთხივე კონსტიტუცია მოსკოვის მიერ ნაკარნახევი იყო, რადგან ყველა თავსმოხვეული ფსევდო-სამართლებრივი აქტები იყო. 10)გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის წარდგინებით იღებს პრეზიდენტი და დაუყოვნებლივ შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად - გადაწყვეტილება ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე.

Shotobezhanishvili's picture
Shotobezhanishvili (შოთა)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2024/05/01
ბოლო შემოს: 2025/10/13 15:44:52
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ხვიჩას და პაატას ერთობლივად ეკუთვნით უძრავი ქონება რომლის 20 წლის განმავლობაში ფლობის შემდეგ ხვიჩამ მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება პაატამ განუმარტა მას რომ ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავდა უფლებას რომ მოეთხოვა საზიარო უფლების გაუქმება სწორია თუ არა პაატას განმარტება.
არ არის,რადგან საზიარო იფლ გაუქმება არ ექვემდებარება ხანდაზმ....
აბესაძე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში უბნის ინსპექტორად.
სასამართლო დააკისრებს მკურნაობის ხარჯებს აბესაძეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სოლიდარულად.
თამარ შონიას გიორგი შავდიას და შოთა კოღუაშვილს საერთო საკუთრებაში 1/3...
თანამესაკუთრეები პასუხს აგებენ , როგორც სოლიდარული მოვალეები , რადგან ზიანი გამოწვეული იქნა საერთო საკუთრების საცხოვრებელი სახლის ავარიულობით .

სალუქვაძე სეირნობის დროს დაკბინა მიქელაძის ძაღლმა რის შედეგადაც იგი იძულებული შეიქნა ..
დიახ რადგან ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი იმის მიუხედავად ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, დაკარგული იყო თუ გაქცეული
ვინ აგებს პასუხს 12 წლის არასრულწლოვანის მიერ მიყენებული ზიანისთვის?
თვითონ არასრულწლოვანი თუ ქონება არ აქვს დამატებით პასუხ, ეკისრება მის წარმ.

2) ბადრი შავდიას ავტომანქანის მართვისას აუწია წნევამ და გონება დაკარგა იგი შეეჯახა მეორე ავტომობილს რომელიც მნიშვნელოვნად დაზიანდა დაზიანებული ავტომანქანის მესაკუთრემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბადრი შავდიას მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს,რადგან დროებით უგონო მდგომარეობაში, პირი პასუხს არ აგებს ზიანისთვის.
3) ა კვებას ბ-ს საქონელს საკუთარი საკვებით რადგან შეცდომით მიიჩნევს რომ ეს ბ-ს კუთვნილი საკვებია გვაქვს თუ არა ბ-ს უსაფუძვლო გამდიდრება შესრულების კონდიქციის საფუძველზე.
არა, სახეზე არ გვაქვს ბ-ს უსაფუძვლო გამდიდრება შესრულების კონდიქციის საფუძველზე რადგან მიუხედავად იმისა რომ ა-მ გაზარდა ბ-ს ქონება ქონების გაზრდა მოხდა გაუცნობიერებლად.
4) მეღვინე ა საკუთარი ვენახის შეწამვლის შემეგ შემთხვევით შეწამლავს მისი მეზობლის ბ-ს ვენახს ა თხოვს ბ-ს გაწეული ხარჯების ანაზღაურებას ბ უარს ამბობს გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე რადგან თავს მოხვეულა მიიჩნევს. ვენახის შეწამვლას იგი საერთოდ არ აპირებდა. აქვს თუ არა ა-ს ბ-სთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
ა ს მოთხოვნა ბ- მიმართ გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა რადგნ სახეზე არ გვაქვს უსაფუძვლო გამდიდრების მთავარი პირობა ბ არ გამდიდრებულა რადგან ბ არ გეგმავდა საკუთარი ვენახის შეწავლას.
5) ლევან შანავამ რომელიც ინდივიდუალური მეწარმეა ფოთში შეიძინა თევზი კეფალი სარეალიზაციოდ მაგრამ იმ პერიოდში ამ სახეობის თევზის ფასი არ იყო მაღალი რის გამოც მან შეინახა თევზი და საახალწლოდ გადაწყვიტა მისი გაყიდვა ლევან შანავამ ვერ შეძლო სამი თვის განმავლობაში თევზის სათანადო შენახვა რის გამოც დეკემბრის ბოლოსთვის თევზი სარეალიზაციოდ უვარგისი აღმოჩნდა მან სარჩელი აღძრა ფოთის იმ საწარმოს მიმართ რომელმაც მიჰყიდა თევზი და მოითხოვა თევზის გაფუჭებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება როგორ უნდა გადაწყდეს მოცემული დავა?
ლევან შანავას მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს,რადგან ზიანის დადგომა გამოიწვია მისმა ბრალეულობამ...
6) ბესელიამ ცხენი ერთი თვით ათხოვა ენძელაძეს. ცხოველმა ახალი გარემო იუცხოვა და მონათხოვრეს გაექცა.გაქცევიდან სამ დღეში ცხენმა სხეულის დაზიანება მიაყენა მიმავალ კვირიკაძეს.დაზარალებულმა ემძელაძეს მოსთხოვა ზიანის ანაზღ.კანონიერია თუ არა მისი მოთხოვნა?
დიახ,რადგან ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი,რომელიც მისმა ცხოველმა სხვას მიაყენა არ აქვს მნიშვნელობა ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იმყ,დაკარგული იყო თუ გაქცეული იყო.
7) ფოთში მცხოვრებმა პავლე პაპავას სახლს ღამის 4 სთზე ხანძარი გაუჩნდა, რომელიც მთლიანად დაიწვა.ოჯახის წევრები გადარჩნენ,გაირკვა,რომ ხანძარი გამოიწვია ელექტრ მაღალი ძაბვით მოწოდებამ. პავლემ სარჩელი აღძრა მოპასუხე ფოთის ელექტროგადამცემი საწარმოს მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღ.სასამართლომ არ დააკმაყოფილა,რადგან ფოთის ელექტროგადამცემი საწარმო არ წარმოადგენს ელექტროდენის მწარმოებელს.სწორია სასამართლოს გადაწყ?
არა,რადგან დელიქტური ვალდებულება შიძლება დაეკისროს ელექტროდენის მომწოდებელსაც...
8) ოთარ კენჭოშვილმა მტკვარში დაიჭირა თევზი რომელიც მეგობრის ოჯახში მიიტანა.მეგობარი მოიწამლა.იგი ორი კვირა საავადმყოფოში იწვა.გამოჯანმრთელების შემდეგ მან კენჭაძეს მოსთხოვა თევზით მოწამლით მიყენებული ზიანის ანაზღ.სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი ზიანის ანაზღ შესახებ, სწორია სასამართლო?
დიახ,რადგან გადაუმუშავებელი მეთევზეობის პროდუქტი...
9) არჩილ გონაშვილმა 2002წ სარჩელით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა,რომ ცხოვრობდა თბილისში ჭავჭ 24-ში სახცოვრებელ სახლში 199წ-დან.სახლს საზიარო უფლებით ფლობს სხვა თანამესაკუთრეებთან ერთად,მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება, სახლში მისი წილის ნატურით გამოყოფის გზით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.სწორია თუარა სასამართლო?
არ არის,რადგან საზიარო იფლ გაუქმება არ ექვემდებარება ხანდაზმ....
10) ზარნავამ მეზობელ ჩხაიძეს მატერიალურ ზიანთნ ერთად მორალური ზიანის ანაზღაურებაც მოსთხოვა იმ მოტივით,რომ ჩხაიძემ მას ფიზიკური მეურაცხყოფა მიაეყნა,რასაც ხელის მოტეხვის შედეგი მოჰყვა.ჰქონდა თუ არა ჩხაიძეს მოთხოვნის დაყენების უფლება?
ჰქონდა ვინაიდან სხეულის საზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებისათვის...
11) ადუაშვილს მანამდე მისთვისა უცხობმა ლიპარტელიანმა თავიდან მოხადა და მოსტაცა კარაკულის ქუდი.ადუაშვილი დაედევნა და ქუდის წართმევის დროს ხელი მოსტეხა, რომელიც ვეღარ განიკურნა და მოკვეთეს,დარჩა ინვალიდი,მან მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მკურნალობის ხარჯების ანაზღ და სარჩოს დანიშვნა.რა გადაწყ მიიღებს სასამართლო?
სასამართლო არ დააკმაყოფილებდა ლიპარტელიანის სარჩელს არც მკურნალობისა და არც სარჩოს დანიშნის საკითხში...
12) შპს „დიაგნოსტიკური ცენტრის“ ქირურგმა უხეში გაუფრთხილებლობით კვარაცხელიას ჯანმრთელობას მიადგა ზიანი.დაზარალებულმა დამატებითი მკურნალობისთვის დახარჯა1700ლ.კვარაცხ ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღ მოითხოვა დაწესებულებიდან,რაზეც უარი მიიღო.კანონიერია თუ არა ეს უარი?
არა რადგან სამედიც დაწესებულებაში,მკურნალობისას პირის ჯანმრთელობისათვის მიყენ ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით...
13) მრავალბინიან სახლში მეზობელს დარჩა წყლის ონკანი დაუკეტავი,მოულოდნელად მოსულმა წყლის ჭავლმა დატბორა ბინა და ქვედა სართულზე მცხოვრებს დაუზიანა გარემონტებული ბინა,წარმოიშობა თუ არა ზიანის ანაზღ ვალდებულება?
დიახ,ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა ხელშ,გარდა ზიანის მიყენების შემთხვევაში...
15) სულით ავადმყოფმა როყვამ მართლსაწ მოქმედ ქონებრივი ზიანია მიაყენა დარასელს...
არა,რადგან თუ პირს ეკისრება მეთვალყ ზიანის მიმყ სულით ავადმყოფზე...როცა შეუძლებელი იყო ამ ზიანის თავიდან აცილება.
16) მერაბ ფურცელაძემ ორი ჭიქა არაყი დალია...
არა,რადგან მოპასუხე თავისი ბრალის გარეშე აღმოჩნდა...
17) გოგიტიძე და სეთური ერთად ცხოვრობენ საერთო საკუთრების ოროთახიან ბინაში,გოგიტიძემ მოინდომა....
არა,რადგან საზიარო უფლებების ნატურით გაყოფით შეიძლება თუ უფლება დაიყოფა ერთგვაროვან...
18) დიდთოვლობის გამო დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, რომლის თანამესაკუთრეები, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით არიან გაბუნია, ჩხენკელი და ბერიძე.. მოცემული სადავო სახლის აღდგენაზე იზრუნა ბერიძემ, რომელიც იქ იმყოფებოდა, ვინაიდან იმედოვნებდა, რომ სხვა თანამესაკუთრეები თანაზიარ სახლში დაბრუნებისას აუნზღაურებდნენ მას დანახარჯს, მაგრამ მათგან გადახდაზე უარი მიიღო უსახსრობის გამო. ბერიძემ სასამართლო წესით მოითხოვა გაწეული ხარჯების ანაზღაურება. სწორია თუ არა მისი მოთხოვნა.
სწორია,რადგან თითოეული მონაწილე სხვა მნაწილეთა მიმართ ვალდებულია....
19) კიპაროიძემ თავისი ოროთახიანი ბინა 5 წლით მიაქირავა კურტანიძეს.დამქირავებლის სტუმარმა ზედგებიძემ, ბინიდან ბოთლი გადააგდო, რომელიც დაეცა სანიკიძის ავტომანქანას, რის შედეგადაც ავტომანქანას ჩაუტყდა წინა საქარე მინა, სანიკიძემ მოითხოვა კიპაროიძისგან ზიანის ანაზღაურება. შეუძლია თუ არა დაზარალებულმა მოითხოვოს ბინის მესაკუთრისაგან ზიანის ანაზღაურება.
არა,რადგან თუ ზიანი მიყენებულია შენობიდან საგნის გადაგდებით, პასუხს აგებს პირი ,რომელსაც დაკავებული აქვს სადგომი.

21) ა მიჰყიდის ბ-ს მოპედს,რომელსაც ბ თავის მხრივ გაუცვლის გ ს მის ძველ მანქანაში, გ მოპედს გამოუცვლის ძრავას, შემდეგ ა ს და ბ-ს და ბ-ს და გ-ს შორის დადებული ყველა გარიგება არანამდვილი აღმოჩნდება. ა-ს აინტერესებს შეუძლია თ არა დაიბრუნოს თავის მოპედი გ-ს გან.
ა-ს არ შეუძლია დაიბრუნოს თავის მოპედი გ-ს გან, რადგან მან მოთხოვნა უნდა წარუდგინოს თავის კონტრაჰენტს ბ-ს რათა თითოეულ მხარეს შეუნარჩუნდეს ის შესაგებელი, რომელიც აქვს მეორე მხარის წინააღმდეგ.
22) საშენი მასალით მოვაჭრე ა აწვდის ბეტონის კიბეს ბ-ს, თუმცა საკუთრებით გადასვლას პირობითად ფასის სრულად გადახდას დაუთქვმას. ბ ფასის გადახდამდე ჩააშენებს ამ კიბეს გ-ს ორსართულიან სახლში, რომელთანაც დადო შესაბამისი ხელშეკრულება. მოგვიანებით ბ გაკოტრდება და ა პირდაპირ გ-სგან ითხოვს კიბის საფასურის ანაზღაურებას. აქვს თუ არა ა-ს მოითხოვოს გ-სგან კიბის საფასურის ანაზღაურება ხელყოფის კონდიქციით?
ა-ს არ შეუძლია გ-სგან კიბის ღურებულების მოთხოვნა ხელყოფის კონდიქციით.

24) პავლე ჭიღვარიამ თავისი ხარკამეჩი ათხოვა მეზობელს სტეფანე....
არა,რადგან ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი...
25) არასრულწლოვანი მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებელი სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთ
10 წ-დან
26) ინგოროყვამ საცხოვრებელი სახლი მიაქირავა ტორჯოღლია, რომლის სტუმარმა ივანოვმა გაუფრთხილებლობით ცეცხლი გააჩინა სადგომში....
ხანძრის ჩაქრობით, მეზობილ ბინენსა და ნაგებობებში მისი თავიდან აცილების დროს სხვა პირისათვის მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს იმ პირმა,რომელსაც ბრალი მიუძღვის ხანძრის გაჩენაში
27) ცეცხლსასროლი იარღით ქონების დაუფლების მიზნით,ფიცხელაურს თავს დაესხა გიგაური, ფიცხელაურმა დანით მოიგერია გიგაური,მიაყენა ჭრილობები რის შედეგადად,გიგაური გახდა ინვალიდი...
არ უნდა აუნაზღაუროს ფიცხელაურმა გიგაურს,არც მკურნალობის არც სარჩო
28) ა-მ გადაწყვიტა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა. ამ მიზნით ა-მ წინასწარ ნასყიდობის ფასის ანგარიშში ჩაურიცხა ბ-ს გარკვეული თანხა, რომელიც იყო ავანსი (და არა ბე), ისე, რომ აღნიშნული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება მათ შორის არ დადებულა. გვაქვს თუ არა სახეზე ბ-ს უსაფუძვლო გამდიდრება?
უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რადგან სხვის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე ქონების გაზრდა ან დაზოგვა ქმნის უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილი ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას.
29) ბათუმში მცხოვრებმა კუხიანიძემ, შავაძემ და ქარსივაძემ თანაბარწილად შიძინეს ფორდი...
არა,რადგან თუ შეთანხმებით საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა გამორიცხულია განსაზღვრული ვადით მაშინ პატივსადები მიზეზების არსეობობისას გაუქმება მაინც შეიძლება იქნეს მოთხოვნილი
30) ა მოიხმარს ბ-ს კუთვნილ საღებავს საკუთარი ღობის შესაღებად. რომელი მსჯელობაა სწორი?
ა- გამდიდრდა ბ-ს კუთვნილი საღებავით ხელყოფის კონდიქციის საფუძველზე.

32) ხოფერი თავისი სახლის მესამე სართული 3ოთახანია ბინა გაქირავებული ჰქონდა...
სასამართლო დააკისრებდა მკურნალობის ხარჯებს და სარჩოს ჯაშშს.
33) რომელი მსხელობა არ შეესაბამება კანონს„უხარისხო პროდუქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ვრცელდება ზიანზე რომელიც წარმოიშვა“
ქონების დაზიანებით
34) გამყიდველი მიყიდის მყიდველს თავის ძველ ავტომანქანას 15000 ლარად. მყიდველი ორი თავის მერე მოყვენა ავარიაში, რის შედეგადაც მანქანადაზიანდება და მისი ღირებულება შემცირდება 5000 ლარით. ამასობაში აღმოჩნდება რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არანამდვილი იყოდაფარული დისენსუსის გამო . მყიდველი ითხოვს გამყიდველისგან მის მიერ გადახდილი 15000 ლარის უკან დაბრუნებას. გამყიდველი კი მაშინ არის მზად დააბრუნოს აღნიშნული თანხა, თუ დაიბრუნებს მანქანას და აუნაზღაურდება შემცირებული ღირებულება. როგორ უნდა გადწყდეს დავა?
10 000 ლარის ღირებულების მქონე ავტომანქანას და შეუძლია ნასყიდონის...

1) გზაზე საკუთარი ავტომანქანით მიმავალი ტაქსის მძღოლი პეტრე დაინახავს წინ მიმავალი ავტომანქანა როგორ დაეჯახება ხეს. პეტრე ტაქს გააჩერებს და დაზიანებული ავტომანქანიდან გადმოიყვანს გონდაკარგულ შალვას, მოათავსებს საკუთარ მანქანაში და წაიყვანს საავადმყოფოში. პეტრე საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გადაჭარბებული სიჩქარით მიდიოდა , რა დროსაც ვერ შეამჩნევს მორს და დააზიანებს მაქანის გვერდს. შალვას გამოკანმრთელების შემდეგ პეტრე მას მოსთხოვს ბენზინის ხარჯის ანაზღაურება,ასევე გასამრჯელოს მოცდენილი დროისათვის და დაზიანებული მანქანის ღირებულების ანაზღაურებას. აქვს თუ არა პეტრეს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი?
პეტრეს მოთხოვნა საფუძვლიანია. მან დავალების გარეშე შეასრულა შალვას საქმე და მას აქვს მოთხოვოს როგორც ბენზინის ხარჯი და ასევე დაზიანებული მანქანის ღირებულება და დახარჯული დროის ანაზღაურება.

2) კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა
გამომდინარეობს კანონიდან.

3) კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობაა
დავალების გარეშე სხის საქმების შესრულება.
4) რომელი პასუხია არასწორი:
უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ შესრულება არ შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს.

5) ა შემთხვევით მიიჩნევს რომ მისმა ძაღლმა დაკბინა მეზობელი ბ, უნაზღაურებს ა მკურნალობის ხარჯებს, შემდეგ აღმოჩნდება რომ ძაღლის მის მეზობელ გ ეკუთნოდა და თხოვს გხარჯის ანაძღაურებას, რომელი კონდიიქცით აქვს ა მოსთოხოვოს ვაგდტწბ
ა-ს შეუძლია მოთხოვოს გ- გაწეული ხარჯების ანაზღაურება რეგრესის კონდიქციით

6) საშენი მასალით მოვაჭრე ა აწვდის ბეტონის კიბეს ბ-ს, თუმცა საკუთრებით გადასვლას პირობითად ფასის სრულად გადახდას დაუთქვმას. ბ ფასის გადახდამდეჩააშენებს ამ კიბეს გ-ს ორსართულიან სახლში, რომელთანაც დადო შესაბამისი ხელშეკრულება. მოგვიანებით ბ გაკოტრდება და ა პირდაპირ გ-სგან ითხოვს კიბის საფასურის ანაზღაურებას. აქვს თუ არა ა-ს მოითხოვოს გ-სგან კიბის საფასურის ანაზღაურება ხელყოფის კონდიქციით?
ა-ს არ შეუძლია გ-სგან კიბის ღურებულების მოთხოვნა ხელყოფის კონდიქციით.

7) შეუძლია თუ არა თითოეულ მოწილეს ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლებების გაუქმება?
თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.

8) შეიძლება თუ არა მოწილეებმა გამორიცხონ საზიარო უფლების გაუქნების მოთხოვნის უფლება?
ბათილია შეთანხმება, რომლითაც საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლება გამოირიცხება.

9) ა წავიდა შვებულებაში. მისი წასვლიდან მესამე დღეს მეზობელმა ნ-მ ნახა როგორ ჩაედინება ა-ს ბინიდან კარის გავლით წყალი მასთან პირველ სართულზე. ნ-მ გამოიძახა სანტექნიკოსი და ზეინკალი, რათა ა-ს ბინაში წყლის მილის სავარაუდო დაზიანება აღმოეფხვრათ. ნ-მ თავისი სახსრებით იყიდა საჭირო მასალა და სანტექნიკოსსაც და ზეინკალსაც გადაუხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ა-ს შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ნ-მ მოთხოვა მას გაწეული ხარჯების ანაქღაურება, რაზეც მიიღო უარი იმ მოტივით, რომ ნ-მ გაწეული ხარჯებით შეასრულა თავისი საქმე. მოცემულ კაზუსთან მიმართებით რომელი მსჯელობაა მართებული?
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულება, რადგან დაზიანებული მილის შეკეთება იყო ა-ს საქმე, დაა იგი დავალების გარეშე შეასრულა მეზობელმა ნ-მ.

10) რისი ვალდებულება აქვს გესტორს?
პირველივე შეძლებისთანავე აცნობს მნეპატრონეს, რომ იკისრა საქმეთა შესრულება.

11) შეუძლია თუ არა საზიარო უფლების მოწილეს განკარგოს თავისი წილი?
მოწილეს აქვს უფლება განკარგოს საკუთარი წილი/

12) აქვს თუ არა შემსრულებელს უფლება მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება დომინუსისგან?
შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული.

13) დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების საფუძველზე, შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც:
საქმის გარემოებებიდან გამომდიბარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული.

14) თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის:
თანაბარი წილი.

15) მალხაზ მიქაძემ იცის რომ მისი მოხუცი მეზობელი თავის საცხოვრებელ ბინას უტოვებს ნათესავს, რომელიც მასთან ცხოვრობს. მაგრამ იგი მაინც უვლის მოხუც მეზობელს იმ იმედით, რომ შეიძლება მას აჩუქოს საცხოვრებელი ბინა. მოქაძემ როცა შეიტყო რომ მოხუცმა საცხოვრებელი ბინის ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა თავის ნათესავთან, სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე მეზობლის მიმართ და მოითხოვა მის მოსავლელლად გაწეული ხარჯების, 1500 ლარის ანაზღაურება. სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და მოპასუხეს დააკისრა 1500 ლარის გადახდა. სწორია სასამართლოს გადაწყვეტილება?
არა რადგან მალხაზ მიქაძემ თავიდანვე იცოდა რომ მოხუცი მეზობელი მას ბინას არ აჩუქებდა, ესეიგი მიზნის მიღწევა თავიდანვე შეუძლებელი იყო.

16) ხელფასის უწყისში შეტანილი იყო ორი მ ბერიძე, მაია და მარიანა. მოლარემ მაიას შეცდომით მისცა მარინას ხელფასი, რომელი, ბევრად აღემატებოდა მაიას ხელფასს. წარმოეშობა თუ არა მაიას ხელფასის დაბრუნების ვალდებულება?
დიახ ვალდებულობა წარმოიშობა უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე.

17) შესაძლებელია თუ არა კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველი იყოს ხელშეკრულება?
არა, რადგან კანონისმიერი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხოლოდ კანონი.

18) როდის აგებს პასუს შემსრულებელი გესტორი პასუხს?
თუ საქმეების შესრულება მიმართულია იმ სდაფრთხის თავიდან აცილებისაკენ, რომელიც ემუქრება მეპატრონეს, შემსრულებელი პასუს აგებს მხოლოდ განზრახვის ან უხეში გაუფრხილებლობისთვის

19) საერთო საკუთრება შეიძლება დაიყოს:
წილად და თანაზიარ საკუთრებად.

20) აქვს თუ არა თითოეულ მოწილეს უფლება განახორციელოს საზიარო საგნის შენახვისათვის საჭირო ღონისძიებები სხვა მოწილეთა თანხმობის გარეშე?
თითოეულ მოწილეს უფლება აქვს განახორციელოს საზიარო საგნის შენახვისათვის საჭირო ღონისძიებები სხვა მოწილეთა თანხმობის გარეშე.

21) როგორ უნდა დაიკმაყოფილოს მოწილემ მოთხოვნა სხვა მოწილის მიმართ რომელიც ემყარება საზიარო უფლებას?
თუ მოწილეს სხვა მოწილის მიმართ აქვს მოთხოვნა, რომელიც ემყარება საზიარო უფლებას, მაშინ ამ უფლების გაუქმებისას მას შეუძლია მოითხოვოს თავისი მოთხოვნის დაფარვა საზიარო ქონების იმ ნაწილიდან, რომელიც მოვალეს ერგება.

22) გრიგოლ კილაძე განქორწინდა კესო კავსაძესთან. განქორწინების შემდეგ, მათი სამი შვილი აღსაზრდელად დარჩა დედასთან. განქორწინებიდან მეოთხე წელს, კესო ავტოკატასტროფაში მოყვა და მზიმედ დაშავდა. ყოფილმა მეუღლემ, მთელი მისი მკურნალობის ხარჯების გასწია, რადგან ეგონა, რომ იგი ვალდებული იყო. მაგრამ შემდეგ მან შეიტყო, რომ იგი არ იყო ვალდებული მოევლო შრომიუუნარო ყოფილი მეუღლისთვის, ამი გამო გრიგოლ კილაძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში კესო კავსაძის მიმართ და მოითხოვა ყოფილი მეუღლის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი, რადგან გრიგოლ კილაძის მოქმედება ზნეობრივ მოვალეობას შეესაბამებოდა. სწორია სასამართლოს გადაწყვეტილება?
დიახ რადგან მოსარჩელის მოქმედება ზნეობრივ მოვალეობას შეესაბამება.

23) კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა არ არის:
დავალებითი სხვისი საქმეების შესრულება.

29. ჯალაღონიას ხუსკივაძეს და ჩანჩიბაძეს ეკუთვნით უძრავი ქონება, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული აქვთ წილების მითითების გარეშე. ჯალაღონია და ხუსკივაძე დედა და შვილი არიან. მესაკუთრეებს გაქირავებული აქვთ უძრავი ქონება ათას ლარად. მათ შორის წარმოიშვა დავა საზიარო ქონების ნაყოფზე, რადგან ჩანჩიბაძის მითითებით ნაყოფი უნდა გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად, რადგან ჯალაღონია და ხუსკივაძე ერთი ოჯახის წევრები არიან. როგორ უნდა გაიყოს ნაყოფი?
ჯალაღონიას ხუსკივაძეს და ჩანჩიბაძეს ეკუთვნით თავისი წილის თანაზომიერი ნაყოფის წილი.

30. დიდთოვლობის გამო დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, რომლის თანამესაკუთრეები, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით არიან გაბუნია, ჩხენკელი და ბერიძე.. მოცემული სადავო სახლის აღდგენაზე იზრუნა ბერიძემ, რომელიც იქ იმყოფებოდა, ვინაიდან იმედოვნებდა, რომ სხვა თანამესაკუთრეები თანაზიარ სახლში დაბრუნებისას აუნზღაურებდნენ მას დანახარჯს, მაგრამ მათგან გადახდაზე უარი მიიღო უსახსრობის გამო. ბერიძემ სასამართლო წესით მოითხოვა გაწეული ხარჯების ანაზღაურება. სწორია თუ არა მისი მოთხოვნა.
სწორია,რადგან თითოეული მონაწილე სხვა მნაწილეთა მიმართ ვალდებულია....
31. შესრულების კონდიქციისას:
პირი, რაიმეს გადაცემით უსაფუძვლოდ ამდიდრებს ვითომ-კრედიტორს
32. რისი გადაცემის ვალდებულება აქვს გესტორს დომინუსისთვის?
ყველაფრის, რაც შესრულების შედეგად მიიღო
33. ანდღულაძეს ქონდა კირვალიძის ვალი 150 ლარი, რომელიც მხარეს 2003 წლის 23 თებერვალს უნდა შეესრულებინა. კირვალიძეს 2007 წლის ნოემბერში გაახსენდა თავისი მოტხოვნა და ამის შესახებ გააფრთხილა ანდღულაძე. კეთილგანწობილმა ანდღულაძემ რამდენიმე დღის შემდეგ გადაუხადა კირვალიძეს თანხა. ცოტა ხნის შემდეგ ანდღულაძემ შეიტყო, რომ კირვალიძე ყველგან ყვებოდა, თითქოს ის „საშინელი მოვალე“ იყო და გაბრაზდა. ამას დაემატა ისიც, რომ ნაცნობმა ადვოკატმა ანდღულაძეს აუხსნა იმის თაობაზე, რომ კირვალიძის მოთხოვნა ხანდაზმული (სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია) იყო და მას უფლება ქონდა არ გადაეხადა ვალი. ანდღულაძემ მოითხოვა კირვალიძისაგან გადახდილი ვალის უკან დაბრუნება, რადგან კირვალიძეს არ ქონდა უფლება მიეღო მისგან ხანდაზმული ვალი და იგი ამით უსაფუძვლოდ გამდიდრდა. აქვს თუ არა ანდღულაძეს მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება? ანდღულაძის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. ასეთი შესაგებელი კი ანდღულაძემ წარადგინა მას შემდეგ, რაც ადვოკატისაგან მისთვის ცნობილი გახდა კირვალიძის ვალის ხანდაზმულობის თაობაზე.
34. ჭედიამ სარჩელით მიმართა სასამართლოს ლოსაბერიძის მიმართ და მოითხოვა ავტომანქანაზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით. სწორია თუ არა ჭედიას მოთხოვნა:
არ არის სწორი, რადგან ავტომანქანაზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით შეუძლებელია, ჭედიას უნდა მოეთხოვა საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის გაყიდვის გზით.

36.ქინძმარაშვილმა შეასრულა ქიქილაძის.
არა რადგან დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება- წესების გამოყენება დაუშვებელია თუ პირი ვარაუდობდა რომ ის მისი საქმე იყო.

37. შოთა დროებით
მოცემულ შემთხვევაში მოთა ფსიქიკური

38. როგორ მართავენ საზიარო საგნს მოწილეები
ერთობლივად

39.როგორ მიიღება გადაწყვეტილება საზიარო საგნის თავისებურებათა შესატყვისი მართვის და სარგებლობის შესახებ.
ხმათა უმრავლესობით.

40. ჯოხაძემ გარკვეული ფულადი თანხა გადარიცხა ძმისშვილის სახელზე, ვინაიდან მისი მიზანი იყო ავადმყოფი ძმის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდგომაც ოჯახისათის აუცილებელი საცხოვრებელი პირობების შექმნა თუ დაკრძალვისათვის საჭირო ხარჯებში დახმარების გაწევა. ძმის გარდაცვალების შემდგომ ჯოხაძემ შეიტყო, რომ მის ძმის საკმაოდ მაღალი ხელფასი ქონდა და მისი ძმის ოჯახი მისგან დახმარებას არ საჭიროებდა. ჯოხაძემ მოითხოვა გადარიცხული ფულის უკან დაბრუნება.
ჯოხაძე ნათესაური კავშირის გამო ახორციელებს ზნეობრივ მოვალეობას, რაც გამორიცხავს მიღებულის უკან დაბრუნებას.

40) თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება უქმდება:
მხოლოდ საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით.

41. გადაცემული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია თუ:
მიზნის მიღწევა თავიდანვე შეუძლებელი იყო და გადამცემმა ეს იცოდა.

42.რომელი მსჯელობაა სწორი?
თითოეულ მოწილეს ეკუთნის თავისი წილის თანაზომიერი წილის ნაყოფი .

43. ა-მიუტანს გაფუჭებულ საათს ხელოსანს , საათის ღირებულება იყო 100 ლარი ...
ა-მ ხელოსანს უნდა მოსთხოვს საათის ღირებულების 300 ლარის ანაზღ,რადგან მას არ გადაუცია საკუთრების უფლება საათზე...
44.ბინის პრივატიზაციის დროს ბინაში ჩაწერილი იყვნენ სოსო და ეკატერინე .მათ ჰქონდათ ბინაზე თანასაკუთრების უფლება თანაბარი წილის სახით ,თუმცა ბინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო სოსოს სახელზე ,აქვს თუ არა სოსოს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ბინის განკარგვის უფლება .
საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისწორის პრეზუმფცია ამდენად სოსო უფლებამოსილია განკარგოს უძრავი ქონება რაც რეესტრში მის სახელზეა დარეგისტრირებული.

45.რა შემთხვევაში აგებს მიყენებული ზიანისათვის პასუხს გესტორი?
თუ საქმეების შესრულება მიმართულია, იმ საფრთხის თავიდან აცილებისაკენ,რომელიც ემუქრება მეპატრონეს, შემსრულებელი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობისათვის.

46.

47) კიწმარიშვილმა შეასრულა ქიქილაძის საქმე იმ ვარაუდით ,რომ ის თავის საქმეს აკეთებდა , მოგვიანებით ცნობილი გახდა რა ამის შესახებ კიწმარიშვილმა (გესტორი) ქიქილაძისაგან მოითხხოვა გაწეული ხარჯების დაბრუნება, რადგან დავალების გარეშე შეასრულა სხვა პირის დომინუსის საქმე , სწორია თუ არა შემსრულებლის მოთხოვნა ამ საფუძვლით?
არა , რადგან დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესები არ გამოიყენება , თუ პირი ამ დროს ვარაუდობდა რომ ეს მისი საქმე იყო.

48) როგორ უნდა შეასრულოს პირმა (გესტორმა) სხვა პირის დომინუსის )საქმეები?
კეთილსინდისიერად

46. კიპაროიძემ თავისი ოროთახიანი ბინა 5 წლით მიაქირავა კურტანიძეს.დამქირავებლის სტუმარმა ზედგებიძემ, ბინიდან ბოთლი გადააგდო, რომელიც დაეცა სანიკიძის ავტომანქანას, რის შედეგადაც ავტომანქანას ჩაუტყდა წინა საქარე მინა, სანიკიძემ მოითხოვა კიპაროიძისგან ზიანის ანაზღაურება. შეუძლია თუ არა დაზარალებულმა მოითხოვოს ბინის მესაკუთრისაგან ზიანის ანაზღაურება.
არა,რადგან თუ ზიანი მიყენებულია შენობიდან საგნის გადაგდებით, პასუხს აგებს პირი ,რომელსაც დაკავებული აქვს სადგომი.

48. სააზიარო უფლების მოწილეებმამარტიაშვილმა და კაპანაძემ ხმათა უბრალო უმრავლესობით მიიღეს გადაწყვეტილება საზიარო საგნის, სატვირთო მანქანის გასხვისების შესახებ. წინააღმდეგი იყო კუხიანიძე, რომლის წილის შეადგენდა საზიარო უფლების 55% კანონიერია თუ არა საზიარო უფლების მოწილეთა , უმრავლესობის გადაწყვეტილება?
არა , რადგან საზიარო საგნის განკარგვა ხდება მოწილეთა ერთობლივი გადაწყვეტილებით

49) რომელი მსჯეობაა სწორი?
პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე

50) საზიარო საგნის მართვის წესის გადასვლა უფლებამონაცვლეზე
თუ მოწილეებმა განსაზღვრეს საზიარო საგნის მართვისა და სარგებლობის წესი, მაშინ ეს წესი გამოიყენება უფლებამონაცვლის მიმართაც.

კაზუსი 1:
მოსარჩელე გელა ცხოვრობს ქალაქ თბილისსში ნომერ 141 ბინაში ხოლო ამ ბინის ზევით მდებარე 142 ბინის მესაკუტრე ვანო 2016 წლის აპრილის თვეში მოპასუხის საცხოვრებელი ბინიდან მოპასუხის ბინასი ჩავიდა წყალი და მისი ბინის შესასვლელში სააბაზოსა და საპირფარეშოში იატაკის ნაწილი კედლები და ჭერი დააზიანა წყლის ჩაშვება დაზიანებულმა ონკანმა გამოიწვია ონკანი 6-8 დღის განმავლობასი იყო დაზიანებული მოსარჩელის ბინაში სარემონტო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებამ 1960 ლარს მიაღწია მოსარჩელემ სარჩელში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთით და დამატებით აღნიშნა რომ მას მოპასუხის და ...

ვინ-გელა
ვისგან- ვანოსგან
რას- ბინაში წყლის ჩასვლით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას
რის საფუძველზე: 172,408,409 მუხლების საფუძველზე
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. დაზარალებული პირი უფლებამოსილია სასამართოში მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება იმ ბინის მესაკუთრისგან, რომლისაგანაც ჩამოვიდა წყალი. ასეთი მოთხოვნის დაყენება პირს შეუძლია, შემდეგი პირობების არსებობისას:

ა) უნდა არსებობდეს კონკრეტული ზიანი- დაზარალებულმა პირმა უნდა წარადგინოს ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულება- ექსპერტიზის დასკვნა.

ბ) ზიანი უნდა გამომდინარეობდეს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად. – თუ სახეზეა მეზობლის ბინიდან ჩასული წყლის ფაქტი, წყლის ჩამშვებმა მეზობლემა უნდა დაამტკიცოს, რომ წყლის ჩაშვება არ მომხდარა მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად.
გ) უნდა არსებობდეს ზიანის მიმყენებლის ბრალი- ბრალის არ არსებობის საკითხის მტკიცების ტვირთიც წყლის ჩამშვებ მეზობელზეა, სწორედ მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ბინიდან წყლის ჩაშვებაში მას ბრალი არ მიუძღვის.
დ) ზიანსა და პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავიშრი- დაზარებულმა პირმა უნდა წარადგინოს მტკიცებულება, რომ ზიანი დამდგარია მეზობლის ბინიდნა წყლის ჩამოსვლის შედეგად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-მუხლი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ რომ მოსარჩელე გელას აქვს მოსთხოვოს მოპასუხე ვანოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

კაზუსი 2:
ა-მ დააბიჯა ფეხი ბ-ს რის შემდეგადაც ბ-ს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.ბ ითხოვს ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.ბ-ს ჰქონდა დიაბეტი და ა-ს მტკიცებით ამ დაავადების თანმდები შედეგია განგრენა,რასაც მოჰყვა ფეხის ამპუტაცია,და რაც ისედაც დაემართებოდა ფეხის დაჭერის გარეშე,ამიტომ მას არ უნდა დაეკისროს ზიანი იმისთვის,რაც ბ-ს ისედაც ელოდა.შეაფასეთ მხარეთა მოთხოვნები?203
ვინ- ბ
ვისგან- ა- სგან
რას-ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
რის საფუძველზე- სახეზეა დელიქტური ვალდებულებები
ბ-ს შესაძლოა ჰქონდეს ა-ს მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, სსკ 992 მუხლის თანახმად,რომლის მიხედვითაც პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. კაზუსში საქმე არ გვაქვს სახელშეკრულებო ურთიერთობებთან, რადგან ა-სა და ბ-ს შორის არ არსებობდა ხელშეკრულება. თუმცა 317-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი,შედეგი – ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. კაზუსიდან ჩანს,რომ ბ-ს ნამდვილად მიადგა ზიანი , რაგდან ფეხი დაუზიანა და ეს იყო გამოწვეული ა-ს ქმედებით.ასევე, სახეზე გვაქვს მიზეზობრიობაც,რადგან სწორედ ა-ს ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია ზიანი. ამ ფაქტეზე დაყრდნობით შეგიძლია ვთქვათ, რომ ბ-ს შეუძლია მოითხოვოს სხეულის დაზიანების ხარჯი ა-სგან.მას ასევე 413 მუხლით შუძლია არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც,რადგან სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

კაზუსი 3:
17 წ ა მიქრის დაღმართზე ველოსიპედით,უყურადღებობობის გამო ავარდება ტროტუარზე და შეეჯახება ბ-ს ,რომელიც წაიქცევა და ფეხს მოიტეხს,ბ-ს უიღბლობა ამით არ მთავრდება,მას შემდეგ რაც ბ-ს მეუღლე,რომელიც ისედაც ქრონიკული დეპრესიისაგან იტანჯება,ქმრის დაზიანევბის შესახებ შეიტყობს და ჩავარდება ღრმა დეპრესიაში,დესჩემდება უმიზეზო სიცილისა და ტირილის შემოტევები, ასევე მარცხენა ხელის კანკალი და მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა მხოლოდ ხანგრძლივი მკურნალობითაა შესაძლებელი.ბ სთხოვს ა-ს სხეულის დაზიანების ხარჯს და ასევე მისი მეუღლის მკურნალობის ხარჯს. შეეფასეთ ქმედების მიზეზ შედეგობრიობა,მართლწინააღმდეგობა,ბრალი და ზიანის ანაზღაურების ფარგლები.

ბ-ს შეიძლება ჰქონდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ა-სგან 992-ე მუხლის საფუძველზე. თავიდანვე უნდა ითქვას რომ აქ საქმე არ გვაქვს სახელშეკრულებო ურთიერთობებთან, რადგან ა-სა და ბ-ს შორის არ არსებობდა ხელშეკრულება. მაგრამ 317-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს დელიქტთან- დარღვევასთან რომელიც დაკავშირებულია არა ხელშკერულების დარღვევასთან, არამედ ზიანის მიყენებასთან. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მსგავსი ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას, კერძოდ პირი , რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს აიზნს, ვალდბეულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი – ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. თავიდან ვარკვევთ დადგა თუ არა ზიანი. ბ-ს ნამდვილად მიადგა ზიანი , რაგდან მოტეხა ხელ-ფეხი და ეს იყო გამოწვეული ა-ს ქმედებით. მისი ბრალი იკვეთება. რაც შეეხება მიზეზობრივ კავშირს, სახეზე გვაქვს ესეც, რადგან რადგან სწორედ პირის ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია ზიანი. სწორედ მოცმეულ ფაქტეზე დაყრდნობით შეგიძლია გამოვიტანოთ დასკვნა რომ ბ-ს შეუძლია მოითხოვოს სხეულის დაზიანების ხარჯი ა-სგან. თუმცა რაც შეეხება მისი მეუღლის მკურნალობიოს ხარჯებს, აქ ვფიქრობ ეს ხარჯები არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ჩვენ ვიცით რომ ზიანის მიყენებისათვის პირს დაეკისრება სამოქალაქოსამრთლებრივი პასუხისმგებლობა თუ სახეზეა ზიანი, ქმედების მართლწინააღმდეგობა, ამ ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი, და ბრალის კუმულაციურად არსებობდა. ამ შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირი არ იკვეთება. შესაბამისად, ამ ნაწილში მოპასუხეს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა. აქ მთაავრი არის ის რომ მეუღლის ჯანმრთელობის დზიანება არ გამოუწვევია ა-ს უშუალო მოქმედებას., ჩვენ კი ვიცით რომ ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი რომელიც მისი გამომწვევი ქმედბეის უშუალო და პირდაპირი შედეგია. ამიტომ , დასკვნის სახით რორმ ვთქვათ, ა-ს დაეკისრება ზიანის ანაზღაურბეის ვალდბეულება თუმცა მხოლოდ ბ-სთვის მიყენებული ზიანისათვის. აქ ასევე გასათვალსიწინებელია ის რომ მოპასუხე არის 17 წლის . მიუხედავად იმისა რომ არარულწლოვანია მას ეკისრება პასუხისმგებლობა - ათ წელზე მეტი ასაკის, მაგრამ არასრულწლოვანი, პირი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის,რომელიც მან სხვას მიაყენა. თუმცა აქ უნდა ითქვას რომ თუ პირს არა აქვს საკმარისი ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, დამატებით პასუხისმგებლობა ეკისრებათ მის წარმომადგენლებსაც.

კაზუსი 4:
ა,რომელსაც გაუფუჭდა ბაბუის ნაჩუქარი საათი,მიუტანს ამ საათს ხელოსანს ბ-ს. ბ გააკეთებს თუმცა დაბრუნებამდე ორი დღით ადრე ათხოვებს მასს ძმისშვილს გ-ს ერთი დღით,რომელიც გადაწყვეტს საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთოს და მიყიდის ამ საათს (რომლის რეალური ღირებულებაა 100 ლარი) 300 ლარად თენგიზს.
ა-ს აინტერესებს აქვს თუ აარა გ-ს გან 300 ლარის მოთხოვნის უფლება.

ა-ს შეიძლება ჰქონდეს გ-ს მიმართ 300ლარის მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ანუ პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.კაზუსიდან გამომდინარე სახეზე ნამდვილად გვაქვს განკარგვა,რადგან გ-მ,რომელიც სრ იყო ნივთის მესაკუთრე გარიგება დადო თენგიზთან. ამასთან 982(1)მიხ განკარგვა უნდა მოხდეს მესაკუთრის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფით,შესაბამისად განკარგვა მაშინ იქნებოდა ნამდვილი თუ თენგიზი კეთილსინდისიერად მიიღებდა ნივთს.თენგიზი კი კეთილსინდისიერი შემძენია,რადგან მან არ იცოდა,რომ გ არ იყო გამსხვისებელი.შესაბამისად 982(1) და 985(1) მიხ პირს უნდა დაუბრუნდეს მოგება,რომელმაც გადააჭარბა ფასს. შესაბამისად ამ მუხლით გ-მ უნდა დაუბრუნოს ა-ს 300ლარი.

კაზუსი 5:
კეთილი ტაქსისტი
ვინ - შ
ვისგან- მ-სგან
რას - გაწეული ხარჯების ანაზღაურებას
რის საფუძველზე - სსკ -969 , 973 , 970

შ-ს შესაძლოა მ-ს მიმართ ჰქონდეს გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 969 -ე ,973-ე და 970 -ე მუხლის 2 ნაწილის შესაბამისად.
პირი (შემსრულებელი), რომელიც დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე ასრულებს სხვა პირის (მეპატრონის) საქმეებს, ვალდებულია შეასრულოს ისინი კეთილსინდისიერად , 696 მუხლის მიხედვით საქმის შემსრულებელი უნდა მოქმედებდეს სხვისთვის , ანუ ის უნდა აცნობიერებდეს , იცოდეს და სურდეს იმოქმედოსს სხვა პირის ინტერესებში , ავტომანქანაში დაზარალებული პირის დახმარება , ექცევა დაზარალებული პირის უფლებებსა და ინტერესების სფეროში. მ-ს მანქანიდან გადმოყვანით დაწყებული და მისი საავადმყოფოში მიყვანით დამთავრებული საქმიანობა სრულად ექცეოდა მის ინტერესებში. დავალებისგარეშე სხვისი საქმეების შესრულების შემდეგ წინაპირობას წარმოადგენს სწორედ ამ დავალებისა ან სსხვა რაიმე სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა , მ-სა და შ-ს შორის დავალების ხელშეკრულება არ დადებულა .
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 973-ე მუხლის მიხედვით შ-მ შეიძლება მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება , ამ მუხლის მიხედვით შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული. ხარჯების ქვეშ იგულისხმება დავალებულის მიერ დავალების შესასრულებლად ნებაყოფლობით გაღებული ქონებრივი მსხვერპლი, რაც კაზუსიდან ჩანს რომ შ-მ მ-ს დასახმარებლად ნამდვილად გაიღო, და ეს წარმოადგენდა გადაყვანისას დახარჯული ბენზინი რაც მ-მ შ-ს უნდა აუნაზღაუროს. რაც შეეხება დახარჯული დროის ანაზღაურებას , გამომდინარე იქედან რომ შ - იყო ტაქსისტი და მისი მუშაობა დამოკიდებულია დროზე , ბენზინზე - მან გადაყვანისას დახარჯა დრო შესაბამისად უნდა მოხდეს დახარჯული დროის აზაზღაურებაც შესაბამისი ტარიფების მიხედვით.
რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების მოვალეობას სსკ-ის 970 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თუ საქმეების შესრულება მიმართულია იმ საფრთხის თავიდან აცილებისაკენ, რომელიც ემუქრება მეპატრონეს, შემსრულებელი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისათვის.

6: მერაბი რომელიც ბოლო დროს მძიმე დეპრესიაშია..
მერაბი, რომელიც ბოლო დროს მძიმე დეპრესიაშია, ერთ დილითაც სამსახურში წასვლამდე, მიიყენებს ორ ცეცხლსასროლ ჭრილობას გულმკერდის არეში. მიუხედავად იმისა, რომ მიყენებული ჭრილობები სასიკვდილო არ არის, მკერდიდან ძლიერი სისხლდენა შესაბამისი დახმარების აღმოჩენის გარეშე მერაბს მალევე მოუღებს ბოლოს. საბედნიეროდ მეზობელი შერმადინი პირველივე გასროლისთანავე მიაშურებს მერაბის ბინისაკენ, შეამტვრევს კარებს და გაიხევს შარვალს. შემდეგ ის გონდაკარგულ მერაბს საკუთარი პერანგით შეუხვევს ჭრილობებს და გამოიძახებს სასწრაფოს, რომელსაც თან გაჰყვება. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ასევე შერმადინი დაიყოლიებს ექიმ უშანგის ოპერაციის გაკეთებაზე, რომლის გარეშეც მერაბის გადარჩენა შეუძლებელია. თუმცა მერაბის გადარჩენა არც ოპერაციის მეშვეობით მოხერხდება. მერაბი არ იყო დაზღვეული, ამიტომაც უშანგიმ ვერც ჰონორარი მიიღო და წამლების ხარჯების დაფარვაც საკუთარი ჯიბიდან მოუხდა. ის ითხოვს მათ ანაზღაურებას. შერმადინი თავის მხრივ ითხოვს მერაბის თანამშრომლისა და ერთადერთი ანდერძისმიერი მემკვიდრის გიზოსგან გახეული შარვლის, პერანგისა და ასევე დაკარგული დროის ანაზღაურებას. შეაფასეთ შერმადინის და უშანგის მოთხოვნათა სამართლებრივი საფუძველი და გადაწყვიტეთ დავა.
ვინ- უშანგი და შერმადინი
ვისგან-მერაბის თანამშრომლისა და ერთადერთი ანდერძისმიერი მემკვიდრის გიზოსგან.
რას- უშანგი - ჰონორარს და წამლების ხარჯებს, შერმადინი - გახეული შარვლის, პერანგისა და ასევე დაკარგული დროის ანაზღაურებას.
რის საფუძველზე- სახეზე გვაქვს სხვისი საქმეთა დავალების გარეშე შესრულება.
განვიხილოთ შერმადინის მოთხოვნები:
შერმად შესაძლოა მემკვიდრეებისაგან ჰქონდეს გახეული შარვლის, პერანგისა და ასევე დაკარგული დროის ანაზღაურებას მოთხოვნის უფლება 970(2), 973 მიხ.რადგან მან შეასრულა სხვისი საქმე დავალების გარეშე. თუმცაღა უნდა აუნაზღაურდეს მხოლოდ გახეული შარვლისა და პერანგის ზიანი 973 მიხ,ხოლო დრო ვერ აუნაზღაურდება,რადგან მისთვის ეს ჩვეულებრივი დღის ნაწილი იყო და ამით მას დრო არ მოუკვლია თავისი სამსახურისათვის.

უშანგის მოთხოვნები:
უ-ს შესაძლოა ჰქონდეს გ-ს და მემკვიდრეების მიმართ ჰონორარისა და წამლების ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა 411 მუხ,რადგან მან ვერ მიიღო კუთვნილი შემოსავალი. თუმცაღა უნდა აღინიშნოს,რომ ექიმსა და შერმადინს შორის არანამდვილი ხელშ იყო სახეზე.

კაზუსი 7 :
ბეებიის ვაზა
ა-ს შეიძლება ჰქონდეს ბ-საგან კუთვნილი ვაზის დაბრუნების ვინდიკაციური მოთხოვნა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.ამისათვის აუცილებელია რომ ა იყოს ნივთის მესაკუთრ ე, ხოლო ბ ნივთის მფლობელი მფლობელობის უფლების გარეშე .თავდაპირველად ნივთის მესაკუთრე იყო ა თუმცა მას შესაძლებელია დაეკარგა ეს საკუთრება ბ-სათვის გადაცემის გზით .
ა-ს შეიძლება ჰქონდეს ბ-საგან შესრულების კონდიქციით ნივთის გამოთხოვის უფლება. ამისათვის აუცილებელია ბ-ს მოეპოვებინა რაიმე , ა-ს შესრულებით , სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. რაიმეს მოპოვება მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, ბ-მ გადაცემის შედეგად მოიპოვა მფლობელობა ვაზაზე .
მოცემულ შემთხვევაში მფლობელობისაგან გადაცემა მოხდა ჩუქების ხელშეკრულების შესრულების მიზნით .ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენდა სამართლებრივ საფუძველს ბ-ს მიერ მიღებულის შენარჩუნებისათვის და ის იყო არანამდვილი - ა იმყოფებოდა ცნობიერების ( დროებითი ) დაკარგვის მდგომარეობაში, შესაბამისად მისი ნების გამოხატვა ბათილი იყო სსკ-ის 58-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ბათილად შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს.

კაზუსი 8: ძრავაგამოცლილი მოპედი
ა-ს შეიძლება ჰქონდეს მოთხოვნა გ-ს მიმართ მოპედის დაბრუნებასტან დაკავშირებით სსკ-ის 982-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამიისად.პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.ამისათვის აუცილებელია , რომ გ-ს მოეპოვებინა რაიმე ხელყოფით ა-ს ხარჯზე . საკითხავია ბ-სა და გ-ს შორის არსებული შესრულების ურთიერთობა გამორიცხავს თუ არა გ-ს მიერ მოპედზე მფლობელობის ხელყოფით მოპოვებას . სსკ-იის 984 -ე მუხლის 2 ნნაწილის არ ითვალისწინებს ხელმყოფისთვის ნივთზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.ხელმყოფი პირის მიერ გამოყენებული სიკეთის მიმართ გაწეული ხარჯები არ ამცირებს მისი გამდიდრების ოდენობას.თითოეულმა მხარემ უნდა წარუდგინოს შესაგებელი უშუალოდ თავის კონტრაჰენტს და არა მესამე პირს .სსკ-ის 980-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად თუ მიმღებმა გასწია ხარჯები ან მას წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი იმასთან დაკავშირებით, რომ საგანი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა, მაშინ იგი მოვალეა დააბრუნოს საგანი ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების პირობით. ეს წესი არ გამოიყენება, როცა გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად.
თითოეულმა მხარემ უნდა ატაროს მხოლლოდ მისი კონტრაჰენტის გაკოტრების რისკი.რაც იმას ნიშნავს რომ თუ ა შეეცდებოდა უკან მოეთხოვა მოპედი გსგან მაშინ ის ატარებდა გს გადახდისუუნარობის რისკს ,რომელიც მან არ უნდა ატაროს რადგან გ მას არ აურჩევია თავის კონტრაჰენტად.

Shotobezhanishvili's picture
Shotobezhanishvili (შოთა)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2024/05/01
ბოლო შემოს: 2025/10/13 15:44:52
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1)მთავრობის რა სახის პასუხისმგებლობას ადგენდა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია? ინდივიდუალურს.
2)სახელმწიფო თავდაცვის რა ფორმებს განასხვავებენ? ინდივიდუალური და კოლექტიური.
3)რა სახის არაპირდაპირ არჩევნებს იცნობთ? ირიბი და მრავალსაფეხურიანი.

Shotobezhanishvili's picture
Shotobezhanishvili (შოთა)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2024/05/01
ბოლო შემოს: 2025/10/13 15:44:52
კონტაქტი - ყველა კომენტარი

33)რა სახის არჩევნებს იცნობთ არჩევის წესის მიხედვით? პირდაპირი და არაპირდაპირი
34)საკონსტიტუციო სამართლის რომელი წყაროა ძირითადი? სამართლებრივი აქტი.

Shotobezhanishvili's picture
Shotobezhanishvili (შოთა)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2024/05/01
ბოლო შემოს: 2025/10/13 15:44:52
კონტაქტი - ყველა კომენტარი

76)რომელია საკონსტიტუციო სამართლის წყაროების სახეები? ძირითადი და დამხმარე

Shotobezhanishvili's picture
Shotobezhanishvili (შოთა)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2024/05/01
ბოლო შემოს: 2025/10/13 15:44:52
კონტაქტი - ყველა კომენტარი

116)კონსტიტუციის რა სახეებს იცნობთ პოლიტიკური რეჟიმების მიხედვით? დემოკრატიული და არადემოკრატიული

Shotobezhanishvili's picture
Shotobezhanishvili (შოთა)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2024/05/01
ბოლო შემოს: 2025/10/13 15:44:52
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1) გზაზე საკუთარი ავტომანქანით მიმავალი ტაქსის მძღოლი პეტრე დაინახავს წინ მიმავალი ავტომანქანა როგორ დაეჯახება ხეს. პეტრე ტაქს გააჩერებს და დაზიანებული ავტომანქანიდან გადმოიყვანს გონდაკარგულ შალვას, მოათავსებს საკუთარ მანქანაში და წაიყვანს საავადმყოფოში. პეტრე საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გადაჭარბებული სიჩქარით მიდიოდა , რა დროსაც ვერ შეამჩნევს მორს და დააზიანებს მაქანის გვერდს. შალვას გამოკანმრთელების შემდეგ პეტრე მას მოსთხოვს ბენზინის ხარჯის ანაზღაურება,ასევე გასამრჯელოს მოცდენილი დროისათვის და დაზიანებული მანქანის ღირებულების ანაზღაურებას. აქვს თუ არა პეტრეს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი?
პეტრეს მოთხოვნა საფუძვლიანია. მან დავალების გარეშე შეასრულა შალვას საქმე და მას აქვს მოთხოვოს როგორც ბენზინის ხარჯი და ასევე დაზიანებული მანქანის ღირებულება და დახარჯული დროის ანაზღაურება.

2) კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა
გამომდინარეობს კანონიდან.

3) კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობაა
დავალების გარეშე სხის საქმების შესრულება.

4) მეღვინე ა საკუთარი ვენახის შეწამვლის შემდეგ შემთხვევით შეწამლავს მისი მეზობლის ბ-ს ვენახს. ა თხოვს ბ-ს გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. ბ უარს ამბობს გაწეული ხარჯების ა-სთვის ანაზღაურებაზე, რადგან თავს მოხვეულად მიიჩნევს ვენახის შეწამვლას, რასაც იგი საერთოდ არ აპირებდა. აქვს თუ არა ა-ს ბ-სთვის გაწეული ხარჯების მოთხოვნის უფლება?
ა ს მოთხოვნა ბ- მიმართ გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა რადგნ სახეზე არ გვაქვს უსაფუძვლო გამდიდრების მთავარი პირობა ბ არ გამდიდრებულა რადგან ბ არ გეგმავდა საკუთარი ვენახის შეწავლას.
5) რომელი პასუხია არასწორი:
უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ შესრულება არ შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს.

6) ა შემთხვევით მიიჩნევს რომ მისმა ძაღლმა დაკბინა მეზობელი ბ, უნაზღაურებს ა მკურნალობის ხარჯებს, შემდეგ აღმოჩნდება რომ ძაღლის მის მეზობელ გ ეკუთნოდა და თხოვს გხარჯის ანაძღაურებას, რომელი კონდიიქცით აქვს ა მოსთოხოვოს ვაგდტწბ
ა-ს შეუძლია მოთხოვოს გ- გაწეული ხარჯების ანაზღაურება დანახარჯების კონდიქციით

7) საშენი მასალით მოვაჭრე ა აწვდის ბეტონის კიბეს ბ-ს, თუმცა საკუთრებით გადასვლას პირობითად ფასის სრულად გადახდას დაუთქვმას. ბ ფასის გადახდამდეჩააშენებს ამ კიბეს გ-ს ორსართულიან სახლში, რომელთანაც დადო შესაბამისი ხელშეკრულება. მოგვიანებით ბ გაკოტრდება და ა პირდაპირ გ-სგან ითხოვს კიბის საფასურის ანაზღაურებას. აქვს თუ არა ა-ს მოითხოვოს გ-სგან კიბის საფასურის ანაზღაურება ხელყოფის კონდიქციით?
ა-ს არ შეუძლია გ-სგან კიბის ღურებულების მოთხოვნა ხელყოფის კონდიქციით.

8) გამყიდველი მიყიდის მყიდველს თავის ძველ ავტომანქანას 15000 ლარად. მყიდველი ორი თავის მერე მოყვენა ავარიაში, რის შედეგადაც მანქანადაზიანდება და მისი ღირებულება შემცირდება 5000 ლარით. ამასობაში აღმოჩნდება რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არანამდვილი იყოდაფარული დისენსუსის გამო . მყიდველი ითხოვს გამყიდველისგან მის მიერ გადახდილი 15000 ლარის უკან დაბრუნებას. გამყიდველი კი მაშინ არის მზად დააბრუნოს აღნიშნული თანხა, თუ დაიბრუნებს მანქანას და აუნაზღაურდება შემცირებული ღირებულება. როგორ უნდა გადწყდეს დავა?
თუ ორმხრივი ხელშეკრულების მხარეებმა ხელშეკრულებიოს ბათილობის გამო უკან უნდა დააბრუნონ ის, რაც მათ ამ ხელშეკრულებით მიიღეს, მაგრამ ერთ ერთ მხარეს არ შეუძლია დაბრუნება სამოქალაქო კოდექსის 979 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე. მყიდველი აბრუნებს ავტომანქანას და შეუძლია იმ ნასყიდობის ფასის მთხოვნა, რაც გადაიხადა.
** ორმხრივი ხელშეკრულების მხარეებმა ხელშეკრულების ბათილობის გამო უკან. უნდა დააბრუნონ ის, რაც მათ ამ ხელშეკრულებით მიიღეს.

9) შეუძლია თუ არა თითოეულ მოწილეს ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლებების გაუქმება?
თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.

10) შეიძლება თუ არა მოწილეებმა გამორიცხონ საზიარო უფლების გაუქნების მოთხოვნის უფლება?
ბათილია შეთანხმება, რომლითაც საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლება გამოირიცხება.

11) ა წავიდა შვებულებაში. მისი წასვლიდან მესამე დღეს მეზობელმა ნ-მ ნახა როგორ ჩაედინება ა-ს ბინიდან კარის გავლით წყალი მასთან პირველ სართულზე. ნ-მ გამოიძახა სანტექნიკოსი და ზეინკალი, რათა ა-ს ბინაში წყლის მილის სავარაუდო დაზიანება აღმოეფხვრათ. ნ-მ თავისი სახსრებით იყიდა საჭირო მასალა და სანტექნიკოსსაც და ზეინკალსაც გადაუხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ა-ს შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ნ-მ მოთხოვა მას გაწეული ხარჯების ანაქღაურება, რაზეც მიიღო უარი იმ მოტივით, რომ ნ-მ გაწეული ხარჯებით შეასრულა თავისი საქმე. მოცემულ კაზუსთან მიმართებით რომელი მსჯელობაა მართებული?
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულება, რადგან დაზიანებული მილის შეკეთება იყო ა-ს საქმე, თუმცა ნ სრულად ვერ მოთხოვს გაწეული ხარჯების ანაზღაურებას რადგან მისი ბინაც შეაკეთა. ქამ შემთხვევაში ხარჯები უნდა გაიყოს.

12) რისი ვალდებულება აქვს გესტორს?
პირველივე შეძლებისთანავე აცნობს მნეპატრონეს, რომ იკისრა საქმეთა შესრულება.

13) შეუძლია თუ არა საზიარო უფლების მოწილეს განკარგოს თავისი წილი?
მოწილეს აქვს უფლება განკარგოს საკუთარი წილი/

14) ა მოიხმარს ბ-ს კუთვნილ საღებავს საკუთარი ღობის შესაღებად. რომელი მსჯელობაა სწორი?
ა გამდიდრდა ბ-ს კუთვნილი საღებავით ხელყოფის კონდიქციის საფუძველზე.

15) აქვს თუ არა შემსრულებელს უფლება მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება დომინუსისგან?
შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული.

16) დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების საფუძველზე, შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც:
საქმის გარემოებებიდან გამომდიბარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული.

17) თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის:
თანაბარი წილი.

18) მალხაზ მიქაძემ იცის რომ მისი მოხუცი მეზობელი თავის საცხოვრებელ ბინას უტოვებს ნათესავს, რომელიც მასთან ცხოვრობს. მაგრამ იგი მაინც უვლის მოხუც მეზობელს იმ იმედით, რომ შეიძლება მას აჩუქოს საცხოვრებელი ბინა. მოქაძემ როცა შეიტყო რომ მოხუცმა საცხოვრებელი ბინის ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა თავის ნათესავთან, სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე მეზობლის მიმართ და მოითხოვა მის მოსავლელლად გაწეული ხარჯების, 1500 ლარის ანაზღაურება. სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და მოპასუხეს დააკისრა 1500 ლარის გადახდა. სწორია სასამართლოს გადაწყვეტილება?
არა რადგან მალხაზ მიქაძემ თავიდანვე იცოდა რომ მოხუცი მეზობელი მას ბინას არ აჩუქებდა, ესეიგი მიზნის მიღწევა თავიდანვე შეუძლებელი იყო.

19) ხელფასის უწყისში შეტანილი იყო ორი მ ბერიძე, მაია და მარიანა. მოლარემ მაიას შეცდომით მისცა მარინას ხელფასი, რომელი, ბევრად აღემატებოდა მაიას ხელფასს. წარმოეშობა თუ არა მაიას ხელფასის დაბრუნების ვალდებულება?
დიახ ვალდებულობა წარმოიშობა უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე.

20) შესაძლებელია თუ არა კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველი იყოს ხელშეკრულება?
არა, რადგან კანონისმიერი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხოლოდ კანონი.

21) არჩილ გონაშვილმა 2002 წელს, სარჩელით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა რომ ცხოვრებს ქ. თბილისში,ჭავჭავაძის გამზირზე 24 ნომერში მდებარე საცოხვრებელ სახლში 1990 წლიდან. საცხოვრებელ სახლს საზიარო უფლებით , ფლობს სხა თანამესაკუთრეებთან ერთად, მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება, საცხოვრებელ სახლში მისი წილის ნატირას გამოყოფის გზით. სასამართლომ არ დააკმაყოფილა გონაშვილის სარჩელი, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება?
არ არის კანონიერი, ვინაიდან საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა, არ ექვემდებარება ხანდაზმულობას.

22) როდის აგებს პასუს შემსრულებელი გესტორი პასუხს?
თუ საქმეების შესრულება მიმართულია იმ სდაფრთხის თავიდან აცილებისაკენ, რომელიც ემუქრება მეპატრონეს, შემსრულებელი პასუს აგებს მხოლოდ განზრახვის ან უხეში გაუფრხილებლობისთვის

23) საერთო საკუთრება შეიძლება დაიყოს:
წილად და თანაზიარ საკუთრებად.

24) აქვს თუ არა თითოეულ მოწილეს უფლება განახორციელოს საზიარო საგნის შენახვისათვის საჭირო ღონისძიებები სხვა მოწილეთა თანხმობის გარეშე?
თითოეულ მოწილეს უფლება აქვს განახორციელოს საზიარო საგნის შენახვისათვის საჭირო ღონისძიებები სხვა მოწილეთა თანხმობის გარეშე.

25) როგორ უნდა დაიკმაყოფილოს მოწილემ მოთხოვნა სხვა მოწილის მიმართ რომელიც ემყარება საზიარო უფლებას?
თუ მოწილეს სხვა მოწილის მიმართ აქვს მოთხოვნა, რომელიც ემყარება საზიარო უფლებას, მაშინ ამ უფლების გაუქმებისას მას შეუძლია მოითხოვოს თავისი მოთხოვნის დაფარვა საზიარო ქონების იმ ნაწილიდან, რომელიც მოვალეს ერგება.

26) გრიგოლ კილაძე განქორწინდა კესო კავსაძესთან. განქორწინების შემდეგ, მათი სამი შვილი აღსაზრდელად დარჩა დედასთან. განქორწინებიდან მეოთხე წელს, კესო ავტოკატასტროფაში მოყვა და მზიმედ დაშავდა. ყოფილმა მეუღლემ, მთელი მისი მკურნალობის ხარჯების გასწია, რადგან ეგონა, რომ იგი ვალდებული იყო. მაგრამ შემდეგ მან შეიტყო, რომ იგი არ იყო ვალდებული მოევლო შრომიუუნარო ყოფილი მეუღლისთვის, ამი გამო გრიგოლ კილაძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში კესო კავსაძის მიმართ და მოითხოვა ყოფილი მეუღლის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი, რადგან გრიგოლ კილაძის მოქმედება ზნეობრივ მოვალეობას შეესაბამებოდა. სწორია სასამართლოს გადაწყვეტილება?
დიახ რადგან მოსარჩელის მოქმედება ზნეობრივ მოვალეობას შეესაბამება.

27) კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა არ არის:
დავალებითი სხვისი საქმეების შესრულება.

28) ა-მ გადაწყვიტა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა. ამ მიზნით ა-მ წინასწარ ნასყიდობის ფასის ანგარიშში ჩაურიცხა ბ-ს გარკვეული თანხა, რომელიც იყო ავანსი (და არა ბე), ისე, რომ აღნიშნული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება მათ შორის არ დადებულა. გვაქვს თუ არა სახეზე ბ-ს უსაფუძვლო გამდიდრება?
უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რადგან სხვის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე ქონების გაზრდა ან დაზოგვა ქმნის უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილი ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას.

29. ჯალაღონიას ხუსკივაძეს და ჩანჩიბაძეს ეკუთვნით უძრავი ქონება, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული აქვთ წილების მითითების გარეშე. ჯალაღონია და ხუსკივაძე დედა და შვილი არიან. მესაკუთრეებს გაქირავებული აქვთ უძრავი ქონება ათას ლარად. მათ შორის წარმოიშვა დავა საზიარო ქონების ნაყოფზე, რადგან ჩანჩიბაძის მითითებით ნაყოფი უნდა გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად, რადგან ჯალაღონია და ხუსკივაძე ერთი ოჯახის წევრები არიან. როგორ უნდა გაიყოს ნაყოფი?
****ჯალაღონიას ხუსკივაძეს და ჩანჩიბაძეს ეკუთვნით თავისი წილის თანაზომიერი ნაყოფის წილი.

30. დიდთოვლობის გამო დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, რომლის თანამესაკუთრეები, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით არიან გაბუნია, ჩხენკელი და ბერიძე.. მოცემული სადავო სახლის აღდგენაზე იზრუნა ბერიძემ, რომელიც იქ იმყოფებოდა, ვინაიდან იმედოვნებდა, რომ სხვა თანამესაკუთრეები თანაზიარ სახლში დაბრუნებისას აუნზღაურებდნენ მას დანახარჯს, მაგრამ მათგან გადახდაზე უარი მიიღო უსახსრობის გამო. ბერიძემ სასამართლო წესით მოითხოვა გაწეული ხარჯების ანაზღაურება. სწორია თუ არა მისი მოთხოვნა.
არ არის სწორი რადგან კანონი ბერიძეს ავალდებულებდა წინასწარი შეტყობინებით ხარჯების გაწევას.
31. შესრულების კონდიქციისას:
პირი, რაიმეს გადაცემით უსაფუძვლოდ ამდიდრებს ვითომ-კრედიტორს
32. რისი გადაცემის ვალდებულება აქვს გესტორს დომინუსისთვის?
ყველაფრის, რაც შესრულების შედეგად მიიღო
33. ანდღულაძეს ქონდა კირვალიძის ვალი 150 ლარი, რომელიც მხარეს 2003 წლის 23 თებერვალს უნდა შეესრულებინა. კირვალიძეს 2007 წლის ნოემბერში გაახსენდა თავისი მოტხოვნა და ამის შესახებ გააფრთხილა ანდღულაძე. კეთილგანწობილმა ანდღულაძემ რამდენიმე დღის შემდეგ გადაუხადა კირვალიძეს თანხა. ცოტა ხნის შემდეგ ანდღულაძემ შეიტყო, რომ კირვალიძე ყველგან ყვებოდა, თითქოს ის „საშინელი მოვალე“ იყო და გაბრაზდა. ამას დაემატა ისიც, რომ ნაცნობმა ადვოკატმა ანდღულაძეს აუხსნა იმის თაობაზე, რომ კირვალიძის მოთხოვნა ხანდაზმული (სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია) იყო და მას უფლება ქონდა არ გადაეხადა ვალი. ანდღულაძემ მოითხოვა კირვალიძისაგან გადახდილი ვალის უკან დაბრუნება, რადგან კირვალიძეს არ ქონდა უფლება მიეღო მისგან ხანდაზმული ვალი და იგი ამით უსაფუძვლოდ გამდიდრდა. აქვს თუ არა ანდღულაძეს მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება? ანდღულაძის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. ასეთი შესაგებელი კი ანდღულაძემ წარადგინა მას შემდეგ, რაც ადვოკატისაგან მისთვის ცნობილი გახდა კირვალიძის ვალის ხანდაზმულობის თაობაზე.
34. ჭედიამ სარჩელით მიმართა სასამართლოს ლოსაბერიძის მიმართ და მოითხოვა ავტომანქანაზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით. სწორია თუ არა ჭედიას მოთხოვნა:
არ არის სწორი, რადგან ავტომანქანაზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით შეუძლებელია, ჭედიას უნდა მოეთხოვა საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის გაყიდვის გზით.
35. აკვებავს ბ ს საქონელს საკუთარი საკვებით რადგან შეცდომით მიიჩნევს რომ ეს ბს კუთვნილი საკვებია,გვაქვს თუ არა სახეზე ბ-ს უსაფუძვლო გამდიდრება შესრულების კონდიქციის საფუძველზე .
არა , სახეზე არ გვაქვს ბ-ს უსაფუძვლო გამდიდრება შესრულების კონდიქციის საფუძველზე რადგან მიუხედავად იმისა რომ ა-მ გაზარდა ბ-ს ქონება ქონების გაზრდა მოხდა გაუცნობიერებლად.

36.ქინძმარაშვილმა შეასრულა ქიქილაძის.
არა რადგან დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება- წესების გამოყენება დაუშვებელია თუ პირი ვარაუდობდა რომ ის მისი საქმე იყო.

37. შოთა დროებით
მოცემულ შემთხვევაში მოთა ფსიქიკური

38. როგორ მართავენ საზიარო საგნს მოწილეები
ერთობლივად

39.როგორ მიიღება გადაწყვეტილება
ხმათა უმრავლესობით.

40. ჯოხაძემ გარკვეული ფულადი თანხა გადარიცხა ძმისშვილის სახელზე, ვინაიდან მისი მიზანი იყო ავადმყოფი ძმის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდგომაც ოჯახისათის აუცილებელი საცხოვრებელი პირობების შექმნა თუ დაკრძალვისათვის საჭირო ხარჯებში დახმარების გაწევა. ძმის გარდაცვალების შემდგომ ჯოხაძემ შეიტყო, რომ მის ძმის საკმაოდ მაღალი ხელფასი ქონდა და მისი ძმის ოჯახი მისგან დახმარებას არ საჭიროებდა. ჯოხაძემ მოითხოვა გადარიცხული ფულის უკან დაბრუნება.
ჯოხაძეს უფლება აქვს მოითხოვოს მისი ძმის ოჯახისათვის აუცილებელი საცხოვრებელი პირობების შექმნისათვის გაწეული ხარჯები, რადგან ამის ვალდებულება მას არ ქონდა და ამით გამდიდრდა მისი ძმის შვილი. რაც შეეხება მკურნალობის და დაკრძალვის ხარჯებს, ჯოხაძე ნათესაური კავშირის გამო ახორციელებს ზნეობრივ მოვალეობას, რაც გამორიცხავს მიღებულის უკან დაბრუნებას.

40) თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება უქმდება:
მხოლოდ საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით.

41. გადაცემული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია თუ:
მიზნის მიღწევა თავიდანვე შეუძლებელი იყო და გადამცემმა ეს იცოდა.

42.რომელი მსჯელობაა სწორი?
თითოეულ მოწილეს ეკუთნის თავისი წილის თანაზომიერი წილის ნაყოფი .

43. ა-მიუტანს გაფუჭებულ საათს ხელოსანს , საათის ღირებულება იყო 100 ლარი ...
ა-მ ხელოსანს უნდა მოსთხოვოს საათის ღირებულების მისთვის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით,წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ იგი მოითხოვს 300 ლარის ანაზღაურებას ა გამოვა უსაფუძვლოდ გამდიდრებული რადგან საათი ღირდა 100 ლარი და ხელოსანმა საკუთარი მოხერხებულობის წყალობით გაყიდა 300 ლარად.

44.ბინის პრივატიზაციის დროს ბინაში ჩაწერილი იყვნენ სოსო და ეკატერინე .მათ ჰქონდათ ბინაზე თანასაკუთრების უფლება თანაბარი წილის სახით ,თუმცა ბინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო სოსოს სახელზე ,აქვს თუ არა სოსოს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ბინის განკარგვის უფლება .
საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისწორის პრეზუმფცია ამდენად სოსო უფლებამოსილია განკარგოს უძრავი ქონება რაც რეესტრში მის სახელზეა დარეგისტრირებული.

45.რა შემთხვევაში აგებს მიყენებული ზიანისათვის პასუხს გესტორი?
თუ საქმეების შესრულება მიმართულია, იმ საფრთხის თავიდან აცილებისაკენ,რომელიც ემუქრება მეპატრონეს, შემსრულებელი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობისათვის.

46. ა მიჰყიდის ბ-ს მოპედს,რომელსაც ბ თავის მხრივ გაუცვლის გ ს მის ძველ მანქანაში, გ მოპედს გამოუცვლის ძრავას, შემდეგ ა ს და ბ-ს და ბ-ს და გ-ს შორის დადებული ყველა გარიგება არანამდვილი აღმოჩნდება. ა-ს აინტერესებს შეუძლია თ არა დაიბრუნოს თავის მოპედი გ-ს გან.
ა-ს არ შეუძლია დაიბრუნოს თავის მოპედი გ-ს გან, რადგან მან მოთხოვნა უნდა წარუდგინოს თავის კონტრაჰენტს ბ-ს რათა თითოეულ მხარეს შეუნარჩუნდეს ის შესაგებელი, რომელიც აქვს მეორე მხარის წინააღმდეგ.

46. კიპაროიძემ თავისი ოროთახიანი ბინა 5 წლით მიაქირავა კურტანიძეს.დამქირავებლის სტუმარმა ზედგებიძემ, ბინიდან ბოთლი გადააგდო, რომელიც დაეცა სანიკიძის ავტომანქანას, რის შედეგადაც ავტომანქანას ჩაუტყდა წინა საქარე მინა, სანიკიძემ მოითხოვა კიპაროიძისგან ზიანის ანაზღაურება. შეუძლია თუ არა დაზარალებულმა მოითხოვოს ბინის მესაკუთრისაგან ზიანის ანაზღაურება.

47. ზარნავამ მეზობელ ჩხაიძეს მატერიალურ ზიანთნ ერთად მორალური ზიანის ანაზღაურებაც მოსთხოვა იმ მოტივით რომ ჩხაიძემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა,რასაც დაზრალებულისათვის ხელის მოტეხვის შედეგი მოჰყვა, ჰქონდა თუ არა ზარნავას მოთხოვნის დაყენების უფლება?

48. სააზიარო უფლების მოწილეებმამარტიაშვილმა და კაპანაძემ ხმათა უბრალო უმრავლესობით მიიღეს გადაწყვეტილება საზიარო საგნის, სატვირთო მანქანის გასხვისების შესახებ. წინააღმდეგი იყო კუხიანიძე, რომლის წილის შეადგენდა საზიარო უფლების 55% კანონიერია თუ არა საზიარო უფლების მოწილეთა , უმრავლესობის გადაწყვეტილება?

თემები
1.ზოგადი დებულებანი კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობების თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდა ხელშეკრულებისა, ვალდებულებები შეიძლება წარმოიშვას, ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.კანონის მითითებული ნორმიდან გამომდინარე ცხადია, რომ ვალდებულებითი სამართალი, როგორც სამოქალაქო სამართლის ყველაზე დიდი ნაწილი, სამოქალაქო სამართლებრივი ნორმების ერთობლიობაა, რომელიც აწესრიგებს ქონების გადაცემიდან, სამუშაოს შესრულებიდან, მომსახურების გაწევისა და სხვა ხელშეკრულებიდან, ასევე ზიანის ანაზღაურებიდან, უსაფუძვლო გამდიდრებისა და კანონის სხვა საფუძვლებიდან წარმოშობილ ურთიერთობებს.

2.საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფისას ან საზიარო საგნის გაყიდვისას.
საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას იმ შემთხვევაში თუ ორი აუცილებელი წინაპირობა არსებობს კუმულაციურად,1 საზიარო საგანი უნდა დაიყოს ერთგვაროვნად ფუნცქიის გაკარგვის გარეშე 2 დაყოფის შედეგად არ უნდა მოხდეს საგნის ღირებულების შემცირება.საზიარო საგნები არ არის ყოველთვის გაყოფადი მათი თვისებებიდან გამომდინარე ან გაყოფა შეიძლება აკრძალული იყოს კანონით, ამ შემთხვევაში ხდება საგნის რეალიზაცია და ამონაგების განაწილება. მიწის ნაკვეთის დროს საზიარო საგნის გაყიდვისას გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები თუ დაუშვებელია საზიარო უფლების გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციუნზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის, თუ საზიარო საგანი არ გაიყიდა თითოეულ მოწილეს შეუძლია მოითხოვოს განმეორებითი აუქციონი, თუ კვლავ არ გაიყიდა მათ უნდა გაიღონ ხარჯები.
3. ვინდიკაციური და კონდიქციური სარჩელების კონკურენცია.
ვინდიკაციური სარჩელი ეხება ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული ნივთის ნატურით დაბრუნებას.კონდიქციის ობიქტია შეიძლება იყოს გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული ნივთები, მათ შორის ფული, ასევე ქონებრივი უფლებები.
თუ ნივთმა ინდივიდუალობა დაკარგა, ვინდიკაციის ნაცვლად პირს შეუძლია კონდიქციური სარჩელის წარდგენა.ინდივიდუალური ნივთები არ შეიძლება იყოს უსაფუძვლო გამდიდრების საგანი.კონდიქციის და ვინდიკაციის კონკურენციის დროს ნებისმიერ შემთხვევაში ვინდიკაციური მოთხოვნა უნდა განიხილებოდეს უპირატესი მნიშვნელობის მოთხოვნად.

4. კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა, როგორც ვალდებულების წარმოშობის საფუძველი.
არასახელშეკრულებო ვალდებულება წარმოიშობა კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და მოვალის სურვილისაგან დამოუკიდებლად.სსკ-ის 317-ე მუხლი, ვალდებულების წარმოშობის არასახელშეკრულებო საფუძვლებიდან დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას, ხელშეკრულების
მომზადებასა და კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს ასახელებს,
რაშიც თავის მხრივ, მოიაზრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების
შესრულება, საზიარო უფლებებიდან წარმოშობილი კანონისმიერი
ვალდებულებითი ურთიერთობები და ა.შ.

Shotobezhanishvili's picture
Shotobezhanishvili (შოთა)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2024/05/01
ბოლო შემოს: 2025/10/13 15:44:52
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1)არ არის,რადგან საზიარო უფლება გაუქმებას არ ექვემდებარება ხანდაზმ
2)სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს,რადგან დროებით უგონო მდგომარეობაში, პირი პასუხს არ აგებს ზიანისთვის. 3)არა, სახეზე არ გვაქვს ბ-ს უსაფუძვლო გამდიდრება შესრულების კონდიქციის საფუძველზე რადგან მიუხედავად იმისა რომ ა-მ გაზარდა ბ-ს ქონება ქონების გაზრდა მოხდა გაუცნობიერებლად. 4)ა ს მოთხოვნა ბ- მიმართ გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა რადგნ სახეზე არ გვაქვს უსაფუძვლო გამდიდრების მთავარი პირობა ბ არ გამდიდრებულა რადგან ბ არ გეგმავდა საკუთარი ვენახის შეწავლას. 5)ლევან შანავას მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს,რადგან ზიანის დადგომა გამოიწვია მისმა ბრალეულობამ... 6)დიახ,რადგან ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი,რომელიც მისმა ცხოველმა სხვას მიაყენა არ აქვს მნიშვნელობა ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იმყ,დაკარგული იყო თუ გაქცეული იყო. 7)არა,რადგან დელიქტური ვალდებულება შიძლება დაეკისროს ელექტროდენის მომწოდებელსაც... 8)დიახ,რადგან გადაუმუშავებელი მეთევზეობის პროდუქტი... 9)ჰქონდა ვინაიდან სხეულის საზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებისათვის... 10)სასამართლო არ დააკმაყოფილებდა ლიპარტელიანის სარჩელს არც მკურნალობისა და არც სარჩოს დანიშნის საკითხში... 11)არა რადგან სამედიც დაწესებულებაში,მკურნალობისას პირის ჯანმრთელობისათვის მიყენ ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით... 12)დიახ,ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა ხელშ,გარდა ზიანის მიყენების შემთხვევაში... 13)ა-მ ხელოსანს უნდა მოსთხოვს საათის ღირებულების 300 ლარის ანაზღ,რადგან მას არ გადაუცია საკუთრების უფლება საათზე... 14) არა,რადგან თუ პირს ეკისრება მეთვალყ ზიანის მიმყ სულით ავადმყოფზე...როცა შეუძლებელი იყო ამ ზიანის თავიდან აცილება. 15)არა,რადგან მოპასუხე თავისი ბრალის გარეშე აღმოჩნდა... 16)არა,რადგან საზიარო უფლებების ნატურით გაყოფით შეიძლება თუ უფლება დაიყოფა ერთგვაროვან... 17)სწორია,რადგან თითოეული მონაწილე სხვა მნაწილეთა მიმართ ვალდებულია.... 18)არა,რადგან თუ ზიანი მიყენებულია შენობიდან საგნის გადაგდებით, პასუხს აგებს პირი ,რომელსაც დაკავებული აქვს სადგომი. 19)პეტრეს მოთხოვნა საფუძვლიანია. მან დავალების გარეშე შეასრულა შალვას საქმე და მას აქვს მოთხოვოს როგორც ბენზინის ხარჯი და ასევე დაზიანებული მანქანის ღირებულება და დახარჯული დროის ანაზღაურება. 20)ა-ს არ შეუძლია დაიბრუნოს თავის მოპედი გ-ს გან, რადგან მან მოთხოვნა უნდა წარუდგინოს თავის კონტრაჰენტს ბ-ს რათა თითოეულ მხარეს შეუნარჩუნდეს ის შესაგებელი, რომელიც აქვს მეორე მხარის წინააღმდეგ. 21)ა-ს არ შეუძლია გ-სგან კიბის ღურებულების მოთხოვნა ხელყოფის კონდიქციით. 22)არა,რადგან ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი.. 23)უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რადგან სხვის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე ქონების გაზრდა ან დაზოგვა ქმნის უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილი ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას. 24)ა- გამდიდრდა ბ-ს კუთვნილი საღებავით ხელყოფის კონდიქციის საფუძველზე. 25)ა-ს შეუძლია მოთხოვოს გ- გაწეული ხარჯების ანაზღაურება რეგრესის კონდიქციით 26)სასამართლო დააკისრებდა მკურნალობის ხარჯებს და სარჩოს ჯაშშს. 27)ქონების დაზიანებით 28)10 000 ლარის ღირებულების მქონე ავტომანქანას და შეუძლია ნასყიდონის... 29) შესრულების კონდიქციისას:
პირი, რაიმეს გადაცემით უსაფუძვლოდ ამდიდრებს ვითომ-კრედიტორს 30)აბესაძეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სოლიდარულად. 31)თანამესაკუთრეები პასუხს აგებენ , როგორც სოლიდარული მოვალეები , რადგან ზიანი გამოწვეული იქნა საერთო საკუთრების საცხოვრებელი სახლის ავარიულობით . 32)დიახ რადგან ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი იმის მიუხედავად ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, დაკარგული იყო თუ გაქცეული 33)თვითონ არასრულწლოვანი თუ ქონება არ აქვს დამატებით პასუხ, ეკისრება მის წარმ. 34)ბათილია შეთანხმება, რომლითაც საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლება გამოირიცხება. 35)შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული. 36)საქმის გარემოებებიდან გამომდიბარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული. 3748) როდის აგებს პასუს შემსრულებელი გესტორი პასუხს?
თუ საქმეების შესრულება მიმართულია იმ სდაფრთხის თავიდან აცილებისაკენ, რომელიც ემუქრება მეპატრონეს, შემსრულებელი პასუს აგებს მხოლოდ განზრახვის ან უხეში გაუფრხილებლობისთვის 38) საერთო საკუთრება შეიძლება დაიყოს:
წილად და თანაზიარ საკუთრებად. 39)თუ მოწილეს სხვა მოწილის მიმართ აქვს მოთხოვნა, რომელიც ემყარება საზიარო უფლებას, მაშინ ამ უფლების გაუქმებისას მას შეუძლია მოითხოვოს თავისი მოთხოვნის დაფარვა საზიარო ქონების იმ ნაწილიდან, რომელიც მოვალეს ერგება 40) რისი გადაცემის ვალდებულება აქვს გესტორს დომინუსისთვის?
ყველაფრის, რაც შესრულების შედეგად მიიღო 41)არ არის სწორი, რადგან ავტომანქანაზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით შეუძლებელია, ჭედიას უნდა მოეთხოვა საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის გაყიდვის გზით. 42)მოცემულ შემთხვევაში შოთა ფსიქიკური 43)ჯოხაძე ნათესაური კავშირის გამო ახორციელებს ზნეობრივ მოვალეობას, რაც გამორიცხავს მიღებულის უკან დაბრუნებას. 44)არა , რადგან საზიარო საგნის განკარგვა ხდება მოწილეთა ერთობლივი გადაწყვეტილებით.