კომენტარები

giorgimurusidze's picture
giorgimurusidze (giorgi murusidze )
სხვა
რეგ. თარ: 2025/05/01
ბოლო შემოს: 2026/01/26 23:33:56
კონტაქტი - ყველა კომენტარი

კაზუსი 2
სანდრომ განცხადებით მიმართა თბილისის მერიას და მოითხოვა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემა. 2018 წლის 1 მარტს ადმინისტრაციულმა ორგანომ მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით მიიღო გადაწყვეტილება სანდროს განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.
სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ შეამოწმა სანდროს სამშენებლო ობიექტი 10.09.2018 წ. და გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, კერძოდ აშენებული იყო ერთი სართული, რომელიც არ შეესაბამებოდა პროექტს. ზედამხედველობის ორგანომ მიიჩნია, რომ ხარვეზის გამოსწორება იყო შეუძლებელი და 15.09.2018 წ. მიიღო გადაწყვეტილება სანდროს დაჯარიმების შესახებ და ასევე, დაავალა მას აშენებული ერთი სართულის დემონტაჟი. გადაწყვეტილება სანდროს გაეცნო იმავე დღეს.
გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღეში ადმინისტრაციულმა ორგანომ სანდროს გაუგზავნა გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, სადაც განსაზღვრულია შენობის დემონტაჟის ნებაყოფლობით შესრულების 15 დღიანი ვადა. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულების ღონისძიებად მითითებულია - აღსრულება მესამე პირისათვის დავალებით. აქვე აღნიშნულია, რომ სზაკ-ის 168-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 170-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები 5000 ლარის ოდენობით დაეკისრება მას. სანდროს მიაჩნია, რომ დარღვეულია მისი უფლება და ზედამხედველობის ორგანოს ორივე გადაწყვეტილება არის უკანონო, რამდენადაც დარღვევა არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი, რომ მომხდარიყო მისი დემონტაჟი, ხოლო ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის მიცემული ვადა იყო შეუსაბამოდ მცირე. გარდა ამისა, მას არ მიეცა აღსრულების უზრუნველყოფის გადაწყვეტილების თაობაზე წარმოებაში მონაწილეობის უფლება. შესაბამისად, სანდრო ასაჩივრებს ორივე გადაწყვეტილებას.

1.​განსაზღვრეთ ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული ორივე გადაწყვეტილების სამართლებრივი ფორმა.
2.​შეამოწმეთ სანდროს საჩივრის დასაშვებობა (დასაშვებობის ყველა ელემენტი) და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები.
ამოხსნა
მოცემული კაზუსის მიხედვით ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული პირველი გადაწყევტილება დარღვეულია ვინაიდან აღნიშნულ კაზუსში ჩანს,რომ 2018 წლის 1 მარტს დააკმაყოფილა სანდროს განცხადება ადმინისტრაციულმა ორგანომ და შემდეგ 10.09.2018 წელს გამოვლინდა მნიშვნოლოვანი დარღვევები და ამ ხარვეზების გამოსწორება იყო შეუძლებელი შესაბამისად სანდროს მიმართ გამოიცა ჯარიმა და ასევე ერთი სართულის დემონტაჟი- ამ პირის მიმართ გამოიცა ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი.
ასევე ზედამხედველბის ორგანოს მიერ მიღებული მეორე გადაწყვეტილებაც არის დარღვეული რადგან,გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღეში ადმინისტრაციულმა ორგანომ სანდროს გაუგზავნა გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, სადაც განსაზღვრულია შენობის დემონტაჟის ნებაყოფლობით შესრულების 15 დღიანი ვადა და თუ სანდრო ნებაყოფლობით არ შეასრულებდა მოცემულ კაზუსში ჩანს,რომ აღსრულების ღონისძიებად მითითებულია - აღსრულება მესამე პირისათვის დავალებით.
შესაბამისად ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული ორივე გადაწყვეტილების დროს ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი. ასევე კოდესის მიხედვით სანდროს უნდა აღესრულებინა მოცემული მოთხოვნები ანუ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს პირი, რომელსაც ევალება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება.
კოდექსის მიხედვით სანდროს საჩივარი დასაშვებია მუხლი 182-2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებასა ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში.
კაზუსის მიხედვით სანდროს არ მიეცა აღსრულების უზრუნველყოფის გადაწყვეტილების თაობაზე წარმოებაში მონაწილეობის უფლება.
ვინაიდან ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის მიცემული ვადა იყო შეუსაბამოდ მცირე და ეს არ უნდა მომხდარიყო მასე 167-ე მუხლის მიხედვით. ---პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება, უნდა მიეცეს ვადა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობით შესრულებისათვის.
დარღვევა ასევე არის რომ სზაკ-ის 168-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 170-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები 5000 ლარის ოდენობით დაეკისრება მას,ვინაიდან 171-ე მუხლის 4. ჯარიმის საერთო თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს ფიზიკური პირისათვის და 5000 ლარს იურიდიული პირისათვის
ამრიგად,ვფიქრობ რომ მოცემული კაზუსის მიხედვით სანდროს მოთხოვნა უნდა ყოფილიყო დასაშვები რადგან მას თავდაპირველად მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით მიიღებული გადაწყვეტილება და განცხადება დაუკმაყოფილეს,შემდეგ კი მას არ მისცეს ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის შესაბამისი ვადა.ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება ეწინაღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ განსაზღვრულ წესებს.

giorgimurusidze's picture
giorgimurusidze (giorgi murusidze )
სხვა
რეგ. თარ: 2025/05/01
ბოლო შემოს: 2026/01/26 23:33:56
კონტაქტი - ყველა კომენტარი

7. რა შემთხვევაში ხდება ადმინისტრაციულ წარმოებაში გაშვებული ვადის აღდგენა?
გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.
8. როდის წარმოშობს ადმინისტრაციული დაპირება კანონიერ ნდობას?
ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი.

9. რა განსხვავებაა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას შორის?
ადმინისტრაციულ ხელსეკრულებასა და ინდ. აქტს განასხვავებს შემდეგი ნიშანი: ინდ.აქტი ადმინისტრაციული ორგანოს ცალმხრივი ნების გამოხატვის შედეგია, ხოლო ადმინისტრაციული ხელსეკრულება კი ორმხრივი ნების გამოვლენის აქტია
10. ვინ არიან საჯარო მმართველობის განმახორციელებელი სუბიექტები?

აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები;
მუნიციპალური ორგანოები;
საჯარო სამართლის იურიდიული პირები;
უფლებამოსილება დელეგირებული პირები.

11. როგორი აქტი ცხადდება ბათილად და როგორი - ძალადაკარგულად?
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აქტი ძალადაკარგულად ცხადდება თუ ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში; დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი;

12. რა არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის 4 ძირითადი ფუნქცია?
აწესებს ცვლის, წყვეტს და ადასტურებს
13. რას გულისხმობს კანონისმიერი დათქმის პრინციპი?
მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ზოგადი ნორმა რაღაცას კრძალავს თუ კანონშივე დათქმაა გაკეთებული ან სხვა ნორმაში ეს შესაძლებელსხდის ეს აკრძალული ქმედება განხორციელდეს გარკვეულ შემთხვევაში .ასეთი შემთხვევა კანონიერების ფარგლებში ჯდება.კანონიერი დათქმა არის კანონითვე დაშვებული გამონაკლისი . მაგ: საკუთრების უფლება არის შეუზღუდავი ., მაგრამ დათქმაა არის ის რომ ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში .
13. რა განსხვავებაა არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსა და უკანონო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შორის?
ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, ანუ არ არსებულად და შესაბამისად მისი შესრულების ვალდებულება არ წარმოიშობა, მხოლოდ ზაკ-ის მე-60 მუხლში განსაზღვრული ოთხი გარემოების არსებობისას. ინდ. აქტი უკანონოა, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს. კანონთან წინააღმდეგობა მაშინ გვაქვს, როდესაც ინდ. აქტი არ აკმაყოფილებს კანონიერების მოთხოვნებს, რომელთა შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ, კერძოდ თუ ინდ. აქტი არ აკმაყოფილებს კანონიერების ფორმალურ და მატერიალურ მხარეს. არარა აქტიც უკანონო აქტის ნაირსახეობა, თუმცა არაარა ინდ.აქტი სახეზეა უკანონობის ოთხ განსაკუთრებულ შემთხვევაში. აღნიშნული საფუძვლების არსებობა განაპირობებს სხვაგვარ იურიდიულ შედეგს, ვიდრე ეს გვაქვს სხვა უკანონო ინდივიდუალური აქტების შემთხვევაში.
14. რა განსხვავებაა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსა და რეალაქტს შორის?
რეალაქტი – ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ისეთი საჯაროსამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგების დადგომისაკენ. (მაგ: მოსახლეობის ინფორმირება, პატრულის მიერ განხორციელებული პატრულირება და ა.შ ინდ. სამართლებრივი აქტი განკუთვნილია პირთა განსაზღვრული წრისადმი, რაც განასხვავებს მას ნორმატიული აქტისგან.
15. რა არის საჯარო მმართველობის ძირითადი ფუნქციები?
1. კანონის აღსრულება 2. ძირითადი უფლების განხორციელება 3. წესრიგის დაცვის მომსახურების