კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე"საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №248 დადგენილების სამართლებრივი საფუძველია, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც გაუქმდა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 50–ე მუხლის "დ" ქვეპუნქტის თანახმად.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. ამდენად, ძალადაკარგულად უნა გამოცხადდეს "სახელმწიფონ ქონების პრივატიზებისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №248 დადგენილება.