კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"პროფესიული კავშირების შესახებ" საქართველოს კანონის 23–ე მუხლის მე–3 პუნქტი ამოსაღებია, შემდეგ გარემოებათა გამო: ზემოხსენებული პუნქტით დაუშვებელია დამსაქმებელთა ინიციატივით, შესაბამისი პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე, ძირითად სამუშაოზე დასაქმებული არჩევითი პროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის, წევრის, პროფორგანიზატორისა და პროფჯგუფორგის სამუშაოდან დათხოვნა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსი" 37–ე და 38–ე მუხლებით განსაზღვრულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი, აღნიშნული მუხლები არ ითვალისწინებს პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობას ძირითად სამუშაოზე დასაქმებული არჩევითი პროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის, წევრის, პროფორგანიზატორისა და პროფჯგუფორგის სამუშაოდან დათხოვნასთან დაკავშირებით. ამდენად,"პროფესიული კავშირების შესახებ" საქართველოს კანონის 23–ე მუხლის მე–3 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსის" 37–ე და 38–ე მუხლებს. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის "დ" და "ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონს "საქართველოს შრომის კოდექსს" უპირატესი იურიდიული ძალა აქვს "პროფესიული კავშირების შესახებ" საქართველოს კანონთან მიმართებაში. ამდენად,"პროფესიული კავშირების შესახებ" საქართველოს კანონის 23–ე მუხლის მე–3 პუნქტი ამოსაღებია.