კომენტარები

gioorga's picture
gioorga (giorgi)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2024/02/23
ბოლო შემოს: 2024/07/09 12:34:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა
ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა, სამართალსუბიექტურობის დადგენა
ნოტარიუსი, მისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, ასრულებს სხვადასხვა სახის სანოტარო
მოქმედებებს. იმის მიხედვით თუ რა სახის სანოტარო მოქმედებასთან გვაქვს საქმე, სანოტარო დამოწმება თუ
დადასტურება, საჯარო თუ კერძო, ნოტარიუსი ადგენს სანოტარო მოქმედებაში მონაწილე პირთა ვინაობას, ამოწმებს
მათ უფლებამოსილებასა და ქმედუნარიანობას.
ნოტარიუსმა უნდა იცოდეს, რომ ფიზიკური პირის პირადობის დადგენისათვის გასათვალისწინებელია ასაკი,
მოქალაქეობა და ზოგჯერ სამსახურებრივი მდგომარეობა. საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქის პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა ან დროებითი მოწმობა,
რომელიც გაიცემა სამშობლოში დაბრუნებულ პირებზე. ცალკეულ შემთხვევებში სანოტარო მოქმედების მონაწილის
პირადობის დადგენა დასაშვებია სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ერთიანი ნიმუშის ეროვნული ან
საერთაშორისო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის
მიერ. ნოტარიუსის მიერ სამხედრო მოსამსახურის ვინაობის დადგენა უნდა მოხდეს სამხედრო ნაწილისა და სამხედრო
დაწესებულებების სარდლობის მიერ გაცემული სამხედრო ბილეთის საფუძველზეც. საქართველოში მცხოვრები
უცხოელი მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ვინაობა ნოტარიუსმა უნდა დაადგინოს ბინადრობის მოწმობით.
ბინადრობის მოწმობის შევსებას, გაცემას, შეცვლას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს
ტერიტორიული სამსახური. საქართველოში მცხოვრები უცხოელი მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ვინაობა
შეიძლება დადგინდეს ერო- ვნული პასპორტის მიხედვითაც. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის შევსებას,
შეცვლასა და მის გაცემას ახორციელებს საქართველოს იუსტი ციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი — სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახური. სხვა
სახელმწიფოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქისათვის პირადობის მოწმობის გაცემას ახორციელებს საქართველოს
დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის შევსებას, შეცვლასა და მის გაცემას ახორციელებს საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო
რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახური. სხვა სახელმწიფოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქისათვის
პირადობის მოწმობის გაცემას ახორციელებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო
დაწესებულება. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა გაიცემა 14 წლის ასაკს მიღწეულ პირზე. შესაბამისად,
14 წლამდე არასრულწლოვანის პირადობას ნოტარიუსი დაადგენს დაბადების მონ- მობით. შესასრულებელი სანოტარო
მოქმედების ხასიათიდან გამომდინარე სასურველია, რომ 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანის პირადობის დადგენას
ესწრებოდნენ მისი კანონიერი წარმომადგენლები (მშობლები, მეურვე, მზრუნველი

gioorga's picture
gioorga (giorgi)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2024/02/23
ბოლო შემოს: 2024/07/09 12:34:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საჯარო და კერძო აქტში შესწორების
შეტანის წესი
2) საჯარო და კერძო აქტში შესწორების შეტანის წესი რსებობს სანოტარო აქტის ორი ფორმა საჯარო და
კერძო. სანოტარო აქტში შესწორება (ამოღება, ცვლილება, დამატება) შეიტანება შემდეგი წესით:
ა) სიტყვა (ასო-ნიშნის, წინადადება, ციფრი), რომელიც ამოღებულ უნდა იქნეს, შემოიხაზება იმგვარად,
რომ შესაძლებელი იყოს შემოხაზული სიტყვის (ასო-ნიშნის, წინადადების, ციფრის) წაკითხვა. ამგვარად
მონიშნული სიტყვის (ასო-ნიშნის, წინადადების, ციფრის) გვერდით დაისმება ციფრი. ეს ციფრი უნდა
დაისვას აგრეთვე დოკუმენტის ტექსტის ბოლოს, მაგრამ მხარეთა ხელმოწერამდე. ციფრის გვერდით უნდა
მიეთითოს: ა ხოლო შემდეგ უნდა განმეორდეს მონიშნული სიტყვა (ასო-ნიშანი, წინადადება, ციფრი);
ბ) სიტყვა (ასო-ნიშანი, წინადადება, ციფრი), რომელიც უნდა შესწორდეს, შემოიხაზება და გვერდით
დაისმება ციფრი. ეს ციფრი უნდა დაისვას აგრეთვე დოკუმენტის ტექსტის ბოლოს, ციფრის გვერდით
უნდა მიეთითოს: შემდეგ უნდა გამეორდეს მონიშნული სიტყვა (ასო, წინადადება, ციფრი), ხოლო შემდეგ
უნდა მიეთითოს: უნდა იყოს და უნდა დაიწეროს ის სიტყვა (ასო-ნიშანი, წინადადება, ციფრი), რომლითაც
იცვლება ამოღებული სიტყვა (ასო-ნიშანი, წინადადება, ციფრი);
გ) გამოტოვებული სიტყვის (ასო-ნიშნის, წინადადების, ციფრის) ადგილზე უნდა დაისვას ციფრი. ეს ციფრი
უნდა დაისვას აგრეთვე დოკუმენტის ტექსტის ბოლოს, მაგრამ მხარეთა ხელმოწერამდე. ციფრის გვერდით
უნდა მიეთითოს: და უნდა დაიწეროს ის სიტყვა (ასო-ნიშანი, წინადადება, ციფრი), რომელიც უნდა ჩაისვას
ციფრით აღნიშნულ ადგილზე;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ა,ბ,გ ქვეპუნქტებში მითითებული წესით შედგენილი შესწორებების
ბოლოს ხელს აწერს მხარე და ნოტარიუსი. ხელმოწერათა შემდეგ უნდა დაისვას ნოტარიუსის ბეჭედი.
2. შესწორებები იმ სანოტარო აქტში, რომელიც უკვე ხელმოწერილია მხარეთა მიერ, შეიტანება:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით იმ განსხვავებით, რომ სანოტარო აქტის ტექსტის
ბოლოს ცვლილებების შესახებ არსებული მითითებების შემდეგ სავალდებულოა მხარეებისა და
ნოტარიუსის განმეორებითი ხელმოწერები და ნოტარიუსის ბეჭდის დასმა;
ბ) დამოუკიდებელი საჯარო აქტის შედგენითა და დამოწმებით.
3. ნოტარიუსი უფლებამოსილია სანოტარო მოქმედების მონაწილის, დაინტერესებული პირის
მოთხოვნით, ან საკუთარი ინიციატივით, სანოტარო აქტის ტექსტში შეასწოროს სანოტარო აქტის
შედგენისას დაშვებული აშკარა მექანიკური შეცდომები. აშკარა მექანიკურ შეცდომად ჩაითვლება
სანოტარო აქტის ტექსტში დაშვებული კალმისმიერი, ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის
ხარვეზები, რომელთა მექანიკური ხასიათი თვალნათლივ დასტურდება ამავე სანოტარო აქტის სხვა
ნაწილებიდან და/ან თანდართული დოკუმენტებიდან და რომელთა გასწორებაც არ იწვევს სანოტარო აქტის
შინაარსის არსებით შეცვლას. აშკარა მექანიკური შეცდომების გასწორებისას, სანოტარო აქტის ტექსტის
ბოლოს ცვლილებების შესახებ ამ მუხლით გათვალისწინებული მითითების შემდეგ მხარეების
განმეორებითი ხელმოწერები სავალდებულო არ არის. შესწორებულ ვარიანტზე დაისმება ნოტარიუსის
ხელმოწერა და ბეჭედი.
4. ნოტარიუსი უფლებამოსილია სანოტარო აქტის ასლში დოკუმენტის დედნის ტექსტი გადმოსცეს
საბოლოოდ გასწორებული სახით დედანში შეტანილ ცვლილებებზე მითითებების გარეშე.
5. კერძო აქტში დაშვებული შეცდომა სწორდება:
ა) დამოუკიდებელი კერძო აქტის შედგენითა და ამ აქტზე მხარის (მხარეების) ხელმოწერის
(ხელმოწერების) ნამდვილობის დამოწმებით, ან
ბ) იმავე აქტზე მხარის (მხარეების) შესაბამისი შინაარსის მინაწერითა და მინაწერზე მხარის (მხარეების)
ხელმოწერის (ხელმოწერების) ნამდვილობის დამოწმებით.
6. კერძო აქტის დამადასტურებელ წარწერაში (ნოტარიუსის ფორმულიარში) დაშვებულ შეცდომებს
ნოტარიუსი ასწორებს საკუთარი ინიციატივით, ან დაინტერესებული პირის თხოვნით. შესწორებისას
გამოიყენება ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით დადგენილი წესები იმ განსხვავებით,
რომ შესწორების დამადასტურებელ წარწერაზე დაისმება მხოლოდ ნოტარიუსის ბეჭედი და ხელმოწერა.

gioorga's picture
gioorga (giorgi)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2024/02/23
ბოლო შემოს: 2024/07/09 12:34:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

უცხოელი მოქალაქისთვის მინდობილობის
დამოწმება
ონლაინ რეჟიმში მინდობილობა/რწმუნებულების დამოწმების პროცესს უნდა ესწრებოდეს ორი პირი:
ხელმომწერი - პირი, რომელიც მარწმუნებლის (მინდობილობის გამცემის) ნაცვლად, მისი თხოვნით ხელს
აწერს სანოტარო აქტს. ეს პირი უნდა ესწრებოდეს სანოტარო მოქმედების შესრულებას.
ხელმომწერი შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნათესავი, მაგრამ ამავდროულად არ
შეიძლება იყოს სანოტარო აქტის მონაწილე.მოწმე- პირი, რომელიც მოწმის სტატუსით ესწრება სანოტარო
მოქმედების შესრულებას და ასევე ხელს აწერს სანოტარო აქტს. მოწმე უნდა იყოს სრულწლოვანი და
ქმედუნარიანი, წერა-კითხვის მცოდნე პირი. მას არ უნდა ჰქონდეს შეზღუდული სამოქალაქო
ქმედუნარიანობა და სანოტარო მოქმედებით არ უნდა იღებდეს სარგებელს პირდაპირი ან არაპირდაპირი
სახით.
მოწმე არ შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილე რომელიმე მხარის და/ან ნოტარიუსის ნათესავი
აღმავალი და დამავალი ხაზით მესამე რიგის ჩათვლით, ასევე სანოტარო მოქმედების მონაწილე
იურიდიული პირის დაქირავებული პირი.

gioorga's picture
gioorga (giorgi)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2024/02/23
ბოლო შემოს: 2024/07/09 12:34:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სანოტარო ბიუროს სხდომის ოქმის
დამოწმებანოტარიუსი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ან კრების
(სხდომის) მონაწილეთა თხოვნით დაესწროს სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების, ამხანაგობების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა და სხვა ორგანიზაციული
წარმონაქმნების დამფუძნებელ, აგრეთვე მმართველ ორგანოთა კრებებს (სხდომებს) და შეადგინოს ოქმი კრების
(სხდომის) მიმდინარეობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, აგრეთვე კრების (სხდომის) ჩაშლის შესახებ.
ოქმი უნდა შედგეს სანოტარო აქტის ფორმით და მას უნდა ჰქონდეს საჯარო აქტისათვის დადგენილი სავალდებულო
რეკვიზიტები. გარდა აღნიშნულისა, ნოტარიუსი ვალდებულია ოქმში მიუთითოს კრების (სხდომის) ჩატარების
ადგილი და დრო, დაწყების და დასრულების თარიღი, კრების (სხდომის) თავმჯდომარის საიდენტიფიკაციო
მონაცემები, კრების საერთო მიმდინარეობა და მიღებული გადაწყვეტილებები, ოქმის გაცემის თარიღი. ნოტარიუსი
უფლებამოსილია წინასწარი ჩანაწერი კრების (სხდომის) ჩატარების შესახებ (კრების/სხდომის შინაარსისა და
გადაწყვეტილებების მითითების გარეშე) სანოტარო რეესტრში შეასრულოს კრების/სხდომის ჩატარების დღესვე, ხოლო
დოკუმენტი შეიძლება გაიცეს კრების/სხდომის ჩატარების დღის შემდგომ დღეებში ნებისმიერ დროს.
ნოტარიუსს ეკრძალება უარი განაცხადოს კრებაზე (სხდომაზე) მომხდარი ფაქტებისა და განცხადებების ოქმში შეტანაზე
ნებისმიერი მოტივით. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ კრებაზე გაკეთებული განცხადებები აშკარად ეწინააღმდეგება
ფაქტობრივ გარემოებებს (მაგალითად, კრებაზე გამოცხადებული და ფაქტობრივ დამსწრეთა რაოდენობა, კენჭისყრისას
დაფიქსირებულ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა და სხვა მსგავსი), რომელთა აღქმა ნოტარიუსს შეუძლია
სპეციალური შემოწმების და/ან დოკუმენტების შესწავლის გარეშე, ნოტარიუსი ვალდებულია ამის შესახებ თავისი
შენიშვნები შეიტანოს კრების ოქმში და მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი უშუალო აღქმის შედეგია. ეს შენიშვნები
შეტანილ უნდა იქნეს კრების ოქმის ბოლოს, კრების თავმჯდომარისა და ნოტარიუსის ხელმოწერამდე.
ოქმს ხელს აწერს ნოტარიუსი და კრების (სხდომის) თავმჯდომარე. თუ კრებამ დაამტკიცა წესდება, ან ცვლილებები
წესდებაში, ეს დოკუმენტი დანართის სახით დაერთვის კრების ოქმს და მას ხელს აწერს კრების თავმჯდომარე და
ნოტარიუსი. სხვა დანართები ოქმს დაერთვის, თუ ამას მოითხოვს კრების თავმჯდომარე ან კრების (სხდომის)
მონაწილე სხვა პირი, ან თავად ნოტარიუსი. ოქმს უნდა დაერთოს ნოტარიუსისათვის წარდგენილი ყველა დოკუმენტი
იმ სახით, რა სახითაც იგი წარედგინა ნოტარიუსს (დამოწმებული, ან დაუმოწმებელი ასლები, დედნები).
იმ შემთხვევაში, თუ კრების თავმჯდომარე ნებისმიერი მოტივით უარს აცხადებს, ხელი მოაწეროს კრების (სხდომის)
ოქმს, ან სხვადასხვა მიზეზის (დაპატიმრება, გარდაცვალება, ავადმყოფობა და სხვა) გამო მას არ შეუძლია ოქმზე
ხელმოწერა, ნოტარიუსი ამის შესახებ აკეთებს აღნიშვნას ოქმსა და სანოტარო რეესტრში და ოქმს გასცემს მხოლოდ
თავისი ხელმოწერით. ამგვარად გაცემულ ოქმს აქვს იურიდიული ძალა.
ნოტარიუსი არ არის ვალდებული შეამოწმოს სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებაზე დამსწრე
აქციონერთა უფლებამოსილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გადაწყვეტილებას კანონმდებლობით დადგენილი წესით
ერთპიროვნულად იღებს უფლებამოსილი აქციონერი (აქციათა სამოცდათხუთმეტ პროცენტზე მეტის მფლობელი). იმ
შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს
უფლებამოსილი აქციონერი (აქციათა სამოცდათხუთმეტ პროცენტზე მეტის მფლობელი), სანოტარო აქტი აქციონერის
გადაწყვეტილების შესახებ დგება ამ მუხლით დადგენილი წესით შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით
(კრების თავმჯდომარის არარსებობა და სხვა).
იმ შემთხვევაში, თუ კრება გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში (შესვენებები, კრების სხდომის გადადება და
სხვა), მოთხოვნის შემთხვევაში, ნოტარიუსი უფლებამოსილია დასრულებული სხდომების შესახებ გასცეს მოწმობა
(შუალედური ოქმი), ხოლო კრების ერთიანი ოქმი გაიცემა კრების დასრულების შემდეგ.
თუ კრება არ შედგა ქვორუმის არარსებობის გამო, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ნოტარიუსი გასცემს მოწმობას
კრების ჩაშლის ფაქტის დადასტურების შესახებ. მოწმობა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა ნოტარიუსს
წარედგინა კრების ჩაშლის დღეს და ამის შესახებ შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა სანოტარო რეესტრში. ამ შემთხვევაში
მოწმობა შეიძლება გაიცეს იმავე ან მომდევნო დღეებში.
ნოტარიუსი უფლებამოსილია დაესწროს სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების მმართველი ორგანოების
კრებებს (სხდომებს), რომლებიც ტარდება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით და შეადგინოს
კრების ოქმი იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა კრებაში გადამწყვეტი ხმის
უფლებით მონაწილე ყველა პირის და ნოტარიუსის ერთდროული პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას
(ტელეკონფერენცია) და კრებაში მონაწილეთა პიროვნება ნოტარიუსისათვის ცნობილია ან შესაძლებელია მათი
იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
ნოტარიუსი ვალდებულია ოქმში მიუთითოთოს, რომ სხდომა ჩატარებულია კომუნიკაციის ელექტრონული
საშუალებების გამოყენებით. ოქმს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე და მოწმე, რომელიც სრულად უნდა დაესწროს
სხდომას. მოწმის დასწრება სავალდებულო არ არის, თუ ხორციელდება სანოტარო მოქმედების ჩაწერა ვიდეოფაილის
სახით.
იმ შემთხვევაში, როცა ნოტარიუსთან წარდგენილ იქნება სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების მმართველი ორგანოების კრების (სხდომის) ოქმი, ნოტარიუსი ადასტურებს ხელმომწერი
პირების ხელმოწერის ნამდვილობას ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.

gioorga's picture
gioorga (giorgi)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2024/02/23
ბოლო შემოს: 2024/07/09 12:34:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

დისტანციური დამოწმება
მართვის მოწმობა პირადობა, პასპორტი და ბაზა ერთობლივად .
ონლაინ სანოტარო სერვისით სარგებლობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს
ან საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე პირს.
მინდობილობა/რწმუნებულების ონლაინ რეჟიმში დასამოწმებლად გჭირდებათ: კომპიუტერი, ინტერნეტი,
ვებკამერა, ყურსასმენი.
სანოტარო აქტის ონლაიში დამოწმებას ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი
ნოტარიუსი კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე notary.ge, ბმულებში: „სანოტარო ბიუროები“ და
„ნოტარიუსების რუკა“ მითითებულია ყველა ნოტარიუსის საკონტაქტო ინფორმაცია
ონლაინ რეჟიმში მინდობილობა/რწმუნებულების დამოწმების პროცესს უნდა ესწრებოდეს ორი პირი:
ხელმომწერი - პირი, რომელიც მარწმუნებლის (მინდობილობის გამცემის) ნაცვლად, მისი თხოვნით ხელს
აწერს სანოტარო აქტს. ეს პირი უნდა ესწრებოდეს სანოტარო მოქმედების შესრულებას.
ხელმომწერი შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნათესავი, მაგრამ ამავდროულად არ
შეიძლება იყოს სანოტარო აქტის მონაწილე.
მოწმე- პირი, რომელიც მოწმის სტატუსით ესწრება სანოტარო მოქმედების შესრულებას და ასევე ხელს
აწერს სანოტარო აქტს. მოწმე უნდა იყოს სრულწლოვანი და ქმედუნარიანი, წერა-კითხვის მცოდნე პირი.
მას არ უნდა ჰქონდეს შეზღუდული სამოქალაქო ქმედუნარიანობა და სანოტარო მოქმედებით არ უნდა
იღებდეს სარგებელს პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით.
მოწმე არ შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილე რომელიმე მხარის და/ან ნოტარიუსის ნათესავი
აღმავალი და დამავალი ხაზით მესამე რიგის ჩათვლით, ასევე სანოტარო მოქმედების მონაწილე
იურიდიული პირის დაქირავებული პირი.
ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების შესახებ განცხადების წარდგენა შეს
აძლებელია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლება
მოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და
პირადობის დადასტურება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონუ
ლ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით ან თუ განცხადება წარმოდგენილია შესაბამის
ვებგვერდზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, რომლ
ის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შეუძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მეშვეობით, აუცილებელია პირადობ
ის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის ატვირთვა.
მოთხოვნა ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების თაობაზე უფლებამოსი
ლი ორგანოს მიერ განიხილება არაუმეტეს ერთი სამუშაო დღის ვადაში. თუ წარმოდგენილი დოკუმენტი აკ
მაყოფილებს ამ დადგენილებით გათვალისწინებულ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის საჭირო
ფორმალურ საფუძვლებს, აღნიშნულის თაობაზე განმცხადებლის მიერ არჩეული ელექტრონული კომუნიკა
ციის საშუალებით ეცნობება განმცხადებელს. შეტყობინებაში აღინიშნება მომსახურების საფასურის გადახ
დის წესი, ვადა და ოდენობა. საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო იღებს გა
დაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელ
ს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ონლაინ რეჟიმში განაცხადის გასაკეთებლად დაგჭირდებათ ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი, ხოლო
თუ განცხადების შევსების ფორმად აირჩევთ კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას, დაგჭირდებათ ე
ლექტრონული პირადობის წამკითხველი.

gioorga's picture
gioorga (giorgi)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2024/02/23
ბოლო შემოს: 2024/07/09 12:34:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

პირის ვინაობის დადგენა
ნოტარიუსი ადასტურებს ფიზიკური პირის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან შესაბამისი მოწმობის
გაცემით. ფოტოსურათზე გამოსახული პირის არასრულწლოვანთან იგივეობის დადასტურებისას გამოიყენება ამ
ინსტრუქციის მე-19 მუხლით დადგენილი წესი.
მოწმობაში აუცილებლად უნდა მიეთითოს: ფოტოსურათზე გამოსახული პირის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი
და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი, იმ დოკუმენტის რეკვიზიტები, რომლის საფუძველზეც დადგინდა
ფოტოსურათზე გამოსახული პირის პირადობა. მოწმობის ზედა მარცხენა კუთხეში უნდა განთავსდეს ფოტოსურათი და
მას უნდა დაესვას ნოტარიუსის ბეჭედი ისე, რომ ბეჭდის ნაწილი აისახოს ფოტოსურათის ქვედა მარჯვენა მხარეს,
ხოლო ნაწილი იმ ფურცელზე, რომელზედაც განთავსებულია ფოტოსურათი.
ნოტარიუსი ადგენს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ძირითად დოკ
უმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა ან სამშობლოში დაბრუნების დროებითი მ
ოწმობა. დასაშვებია სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობის დადგენა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწ
მობის ერთიანი ნიმუშის ეროვნული ან საერთაშორისო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შეს
აბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პირადობის დამა
დასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული პასპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთ
ში სამოქმედოდ, ბინადრობის მოწმობა ან სამშობლოში დაბრუნების დროებითი მოწმობა.
დასაშვებია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის იდენტიფიცირება და პირადობის დადა
სტურება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან შესაბამისი პირის პირადობის (ბინადრო
ბის) მოწმობის მონაცემების გამოყენებით.
თუ ნოტარიუსს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურ
ებელი დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვს იწვევს, ნოტარიუსი ვალდებულია უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულე
ბაზე. იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსი პირადად იცნობს სანოტარო აქტის მონაწილეს, პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის. ნოტარიუსისათვის ცნობილად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე პირი, რ
ომლის პირადობაც მას უკვე დადგენილი აქვს სხვა სანოტარო მოქმედების შესრულებისას.
14 წლამდე არასრულწლოვნის პირადობას, რომელსაც არა აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნოტარიუ
სი ადგენს დაბადების მოწმობით, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის, მშვილებლის, მეურვის, მ
ზრუნველის) თანდასწრებით, რომელიც ადასტურებს არასრულწლოვნის პირადობას.
ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო აქტში მიუთითოს სანოტარო მოქმედების მონაწილეთა სახელი, გვარი, დაბადები
ს თარიღი, გაცხადებული საცხოვრებელი ადგილი, პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, თუ მას არ გ
ააჩნია პირადი ნომერი, მიეთითება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი).
ნოტარიუსი ვალდებულია დარწმუნდეს სანოტარო აქტის მონაწილის ქმედობაუნარიანობაში და თავისი რწმენის შესახე
ბ მიუთითოს დამადასტურებელ წარწერაში. ნოტარიუსი ვალდებულია არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება, თუ ეჭვი
ეპარება მასში მონაწილე პირის ქმედობაუნარიანობაში.

gioorga's picture
gioorga (giorgi)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2024/02/23
ბოლო შემოს: 2024/07/09 12:34:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1. საკონსტიტ სასამართლ თავმჯდომარის მოადგილეს ირჩევს?
პლენუმი(10მუხ)
2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს
არა აქვს უფლება, გაამჟღავნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსი ან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაკავებული პოზიცია.
3. მოპასუხე უფლებამოსილია
საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ ცნოს სარჩელი.
4. საკონსტიტ სასამართლო სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედებას აჩერებს?
არცერთი(25-5)
სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
5. კოლეგიის სხდომას უძღვება?
საკონ სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე(11-3)
6. საკონსტ სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე არჩეულად ითვლება
თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5-მა წევრმა.(10-5)
7. საკონსტ სასამართლოს აქტის გამოქვეყნებად ითვლება
მისი სრული ტექსტის საკონსტ სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება 25-6
8. საკონს სასამართლოს მიერ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ?
არ შეიძლება ისეთი სამართლებრივი აქტის მიღება რომელიც შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც არაკნსტიტუციურად იქნა ცნობილი 25-4
9. მხარეებს უფლება აქვთ?
საქმის განხილვის ნებ სტადიაზე თავიანთი ინტერესების დაცვა მიანდონ ადვოკატს ან უმაღ იურიდ განათლების მქონე სხვა პირს 30-1
(მხარეებს უფლება აქვთ საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე თავიანთი უფლებამოსილების განხორციელება მიანდონ ნდობით აღჭურვილ პირს – წარმომადგენელს.)
10. საქართველოს პრეზიდენტი
სამ წევრს ნიშნავს 6-1
11. საკონსტიტუციო სასამართლო დასანიშნ კანდიდატს
არც ერთი 73 (საკონსტიტუციო სასამართლოში დასანიშნ კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს პლენუმზე ასახელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. კენჭისყრის შედეგად დანიშნულად ჩაითვლება ის სამი კანდიდატი, რომელიც პლენუმის დამსწრე წევრთა ხმათა ორ მესამედს მიიღებს.)
უზენაესი სასამართლოს პლენუმზე ასახელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
12. დასაშვებია თუ არა საკონს სასამართლოს მოსამართლის დაკავება
არცერთი 15-1
გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
13. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა, აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა
იწვევს საკონსტ სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ორგანული კანონით გათვალისწ შემთხვევისა 29-2
14. საქართ საკონსტ სასამართლო
ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს
15. საკონსტ სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოს აქვს
საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს 10-3
16. თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს:
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
17. საკონ სასამართლოს თავმჯდომ
ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია
18. საკონსტიტუციო სასამარტთ წესვრ
არა აქვს უფლება საქმის განხილვის დაწყებამდე, აგრეთვე..... 21-12
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს არა აქვს უფლება, საქმის განხილვის დაწყებამდე, აგრეთვე სასამართლოს გარეშე გამოთქვას მოსაზრებები ან გაუწიოს ვინმეს კონსულტაცია განსახილველი კანონების ან სხვა აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ.
19. პოლიტიკური პარტიის შექმნის საქმიანობის და ამ პოლიტ პარტიის წარდგინებით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის კონსტიტუციურობის შესახებ სარჩელის საკონს სასამართ შეტანის უფლ აქვთ?
საქართ პრეზ, პარლამ წევრ არანაკლებ 1/5 ან საქართვ მთავრობას 35-1
20. საკონსტ სასამ გადაწყვეტილება
საბოლოოა და მისი შეუსრულებლობა ისჯება
21. მოსამართლე შეიძლება იყოს
საქ მოქალაქე,რომელსაც აქვს მუშაობის არანაკლებ 10 წ გამოცდიება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია. 7-1
22. საკონსტ სასამართლოს პლენუმის საოქმო ჩანაწერი, რომელიც განსხვავდება საკონსტ სასამართლოს პრაქტიკისაგან, მიღებულად ჩაითვლება
თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
23. საკონსტ სასამართლოს პლენუმის განჩინება რომელიც განსხვავდება საკონსტ სასამართლოს პრაქტიკისაგან, მიღებულად ჩაითვლება
24. თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
25. საკონსტ სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება რომელიც განსხვავდება საკონსტ სასამართლოს პრაქტიკისაგან, მიღებულად ჩაითვლება
თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
26. საკონსტ სასამართლოს პლენუმის დასკვნა, რომელიც განსხვავდება საკონსტ სასამართლოს პრაქტიკისაგან, მიღებულად ჩაითვლება
თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 211-2
27. კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად უარის თქმისას პლენუმს გამოაქვს
დასაბუთ განჩინება 312-8
28. სასამართლოში სახელმწ ორგანოთა შორის კომპეტენციის ფარგლების შესახებ კონსიტ სარჩელის შეტანის ულფება აქვს საქართველოს პრეზიდენტს
თუ იგი მიიჩნევს, რომ დარღვეულია მისი კომპეტენცია ან დაირღვა სახელმწიფო ორგანოთა კონსტიტ უფლებამოსილებების ფარგლები. 34-1
29. საკონსტ სასამართლოს მოსამართლედ
დანიშნულად ჩაითვლება ის სამი კანდიდატი რომელიც პლენუმის დამსწრე წევრთა ხმების 2/3 მიიღებს. 73-2
30. საკონსტ სასამართლოს ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუც თაობაზე კონსტიტ სარჩელის შეტანის უფლება აქვს სახალხო დამცველს თუ:
მას მიაჩნია, რომ დარღვეულია საქ კონსტიტ მეორე თავით აღიარებული ადამიანის უფლებ 39-1
31. თუ საკონსტიტ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, კონსტ სარჩელი
არ დაკმაყოფილდება 21-6
32. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტ სასამართლოს წევრს
უფლება აქვს გადაწტყ მიღებისას ჰქონდეს განსხ ან თანმხვედრი აზრი რომელიც დგება წერილბით 47-1
33. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტ სასამართლოს წევრს
შეკითხვები დაუსვას მოწმეებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს. 276-4
34. საკონ სასამართლოში შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელსა და კონსტიტუციურ წარდგინებაში არაარსებით ფორმალური უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში კონსტიტ სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება რეგისტრაციაში ტარდება
არცერთი 312-1
რეგისტრაციაში ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობით და მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს ეძლევა 15 დღე უზუსტობის გამოსასწორებლად.
35. საკონსტ სასამართლოს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება
თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარი დაუჭირა საკონსტ სასამართლოს არანაკლებ 5 მა წევრმა 10-5
36. საკონსტ სასამართლოში საქმის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს წვრი მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით. ჩაცმულობის ფორმას ადგენს
არცერთი 52
ჩაცმულობის ფორმას ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი
37. საკონსტ სასამართლო სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედებას აჩერებს
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით. 25-5
38. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ
არცერთი 39-1
საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;
საქართველოს სახალხო დამცველს, თუ მას მიაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი.
39. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს
35 წლიდან 7-1
40. საკონსტ სასამართლოს უფლება არა აქვს
იმსჯელოს მთლიანად კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას. 26-1
41. თუ მოსარჩ/წარდგინების ავტორი ითხოვს რამდენიმე საკითხის გადაწყვეტას, რომელთა ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ხოლო ნაწილი ხელისუფლ სხვა ორგანთა კომპეტენც მიეკუთვნ:
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს მხოლოდ ამ კანონით(ორგანული კანონით) მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებს. 313-2
42. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა:
დაუშვებელია შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამისი არჩევნების თვემდე 15 თვის განმავლობაში არ არის მიღებული.19-3
43. არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა, გვიანდელ ვადას.
44. საკონს სასამართლოს თავმჯდომარეს
5 წლის ვადით ირჩევს პლენუმი
45. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება საქართველოს მოქალაქეებს აქვთ
თუ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი
46. კონსტიტუციური წარდგინების სააპლიკაციო ფორმას ამტკიცებს:
პლენუმი 31-1
47. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია საქმე არსებითად განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება
თუ მის სხდომას ესწრება არანაკლებ 6 წევრი, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა 44-1
48. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს
არც ერთი პასუხი არ არის სწორი 10-3
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს მისი, როგორც სასამართლოს თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში.

49. სასამართლო სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედებას აჩერებს თუ
საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს
50. სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი
თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
51. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი გამოქვეყნების შემდეგ
დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს თუ ამ აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი
52. მოსარჩელეს უფლება აქვს
შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე
53. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელსა და კონსტიტუციურ წარდგინებაში არაარსებით, ფორმალური უზუსტობების.......რეგისტრაციაში ტარდება
არცერთი 322 -1
(წარდგინება რეგისტრაციაში ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობით და მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს ეძლევა 15 დღე უზუსტობის გამოსასწორებლად.)
54. საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა შრის უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუც სარჩელის შეტანის უფლება აქვს პრეზიდენტს
არცერთი
55. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება ფორმდება
პლენუმის/კოლეგიის საოქმო ჩანაწერით
56. რეგისტრირებული კონსტ წარდგინება დაუყოვნებლივ გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს
თავმჯდომარეს
57. თუ რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმავე შინაარსისაა ან სამართლებრივად არსებითად უკავშირდება იმ საკითხს, რომელსაც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიისთვის ადრე გადაცემული კონსტიტუციური სარჩელი
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ეს სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანების მიზნით განსახილველად იმავე კოლეგიას გადასცეს.
58. საკონსტიტუციო სასამართლო
ვალდებულია მიუჩინოს თარჯიმანი პროცესის იმ მონაწილეს, რომელიც ვერ ფლობს სამართალწარმოების ენას.
59. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა
არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას
60. არჩევნების ან რეფერენდუმის ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ
არცერთი
(საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5 საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს სახალხო დამცველს.)
61. საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა შორის უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს:
საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედს, თუ იგი მიიჩნევს რომ.....
62. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების შემტანი საერთო სასამართლო
არ არის უფლებამოსილი, უარი თქვას კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე და მოითხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა.
63. თავმჯდომარის მოადგილე არჩეულად ჩაითვლება
თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5-მა წევრმა.

თემები

1. საკონსტიტ კონტროლის ანგლო საქსური მოდელი
თავიდან უნდა ითქვას რომ საკონსტიტუციო კონტროლის 3 მოდელი არსებობს მათ შორის არის ანგლო საქსური, ევროპული და საპარლამენტი. ეს
ანგლოსაქსური მოდელი მეტად მნიშვნელოვანია. მას მეორენაირად,
ამერიკულსაც ეძახიან. მისი მნიშვნელოვნება იმაშ გამოიხატება რომ ამ მოდელის დროს სახეზე გვაქვს საკონსტიტუციო კონტროლს საერთო იურისდიქციის სასამართლოები,
რომლებიც საკონსტიტუციო კონტროლს ახორციელებენ. ამასთან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც რომ
ამ მოდელში სახელმწიფოები საკონსტიტუციო კონტროლს ყველა სასამართლო ინსტანცია
ახორციელებს თუმცა, აქ არის საბოლოო გადაწყვეტი;ების მიმღები უზენაესი სასამართლო.(აშშ, მექსიკა,
ხოლო დანარჩენ სახელმწიფოებში, საკონსტიტუციო კონტროლი
მხოლოდ უზენაესი სასამართლოს პრეროგატივაა (ავსტრალია, ინდოეთი,
ანგლოსაქსური საკონსტიტუციო კონტროლის მოდელის ქვეყნებში საკონსტიტუციო კონტროლს ანხორციელებენ საერთო იურისდიქციის სასამართლოები. აღნიშნული მოდელის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ საკონსტიტუციო კონტროლის განხორცილება შეუძლია საერთო იურისდიქციის სასამართლოს ყველა რგოლს.
მათვე შეუძლიათ განიხილონ შეჩერებული აქტის კონსტიტუციურობა. აღსანიშნავია ისიც, რომ შეჩერებულ აქტთან დაკავშირებით საბოლო გადაწყვეტილებას იღებს უზენაესი სასამართლო, აღნიშნული მოდელის თვალსაჩინო მაგალითს წაროადგენს ამერიკის შეერთებული შტატები.
აღნიშნულ მოდელს გააჩნია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშანი, კერძოდ იგი არასდროს არ ახორცილებს წინასწარ ანუ პრევენციულ საკონსტიტუციო კონტროლს, არამდეს მისი კონტროლი ყოველთვის ატარებს შემდგომს კონტროლის სახეს.
დიფუზიური საკონსტიტუციო მართლმსაჯულების მიხედვით, უზენაესი/უმაღლესი სასამართლო, როგორც სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი საკასაციო/უმაღლესი სასამართლო, ასევე განიხილავს და წყვეტს კონსტიტუციურსამართლებრივ დავასაც. ამ მოდელის პროტოტიპია ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი სასამართლო, შესაბამისად, მას იურიდიულ ლიტერატურაში ამერიკულ ან ანგლო-საქსურ მოდელსაც უწოდებენ. იგი ჩამოყალიბდა აშშ-ში საკონსტიტუციო კონტროლის დოქტრინის საფუძველზე.
დიფუზიური მოდელის მიხედვით, საერთო იურისდიქციის ნებისმიერ სასამართლოს შეუძლია, ცნოს კანონი არაკონსტიტუციურად, ხოლო თუ საქმე უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება და იგი კანონს ასევე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ აღიარებს, მაშინ უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უკვე სავალდებულოა ყველა სხვა სასამართლოსთვის.
2. საკონ კონტ ევროპული მოდელი
ევროპული საკონსტიტუციო კონტროლის მოდელის ქვეყნებში საკონსტიტუციო კონტროლს ახორცილებენ სპეციალიზებული საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოები,ანუ ის ორგანოები რომლებიც შექმნილნი არიან მხოლოდ საკონსტიტუციო კონტროლის განსახორციელებლად. აღნიშნული საკონსტიტუციო მოდელის თვალსაჩინო მაგალითს წარმოაგენს ესპანეთი, იტალია და მათ შორის საქართველოც.ევროპული, ანუ ე.წ. ავსტრიული მოდელი, რომელიც როგორც ევროპის უმეტეს სახელმწიფოში ასევე, აზიაში, ამერიკისა და აფრიკის კონტინენტებზეც ფუნქციონირებს. ამ მოდელმა თავისი საფუძველი ჰპოვა ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებშიც. აღნიშნული მოდელის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია ის,რომ საკონსტიტუციო კონტროლს ამ სახელმწიფოებში საკონსტიტუციო კონტროლის
სპეციალიზებული ორგანოები ახორციელებენ.
ამ სახელმწიფოებში საკონსტიტუციო კონტროლის
სპეციალიზებული ორგანოები ახორციელებენ, ანუ, ორგანოები,
რომლებიც შექმნილი არიან მხოლოდ საკონსტიტუციო კონტროლის
განსახორციელებლად. ეს ორგანოებია: საკონსტიტუციო სასამართლოები
და კვაზისასამართლო ორგანოები, როგორებიცაა საკონსტიტუციო
საბჭო, საკონსტიტუციო კომიტეტი ან საკონსტიტუციო-რელიგიური
საბჭო. ამ ორგანოთა კატეგორიას განეკუთვნება, ასევე ზოგიერთი
სახელმწიფოს უზენაესი სასამართლოს სტრუქტურაში შექმნილი
სპეციალური საკონსტიტუციო პალატები ან კოლეგიები;
კონცენტრირებული მოდელის მიხედვით, საკონსტიტუციო მართლმსაჯულებას
კონცენტრირებულად ახორციელებს ამისთვის სპეციალურად შექმნილი ორგანო.
აღნიშნული ორგანოს ფუნქციაა სპეციალური, საერთო სასამართლოებისგან
განსხვავებული სამართალწარმოება, რომელსაც ის ახორციელებს დამოუკიდებლად საკონსტიტუციო სამართალწარმოების გზით.საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ევროპულ მოდელს მე-19 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი.

3. საკონსტიტუციო კონტროლის სახეები
საკონსტიტუციო მართლმსაჯულება ხორციელდება საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესით, იგი ატარებს რეპრესიულ და სავალდებულო ხასიათს. საკონსტიტუციო მართლმსაჯულება შესაძლებელია, იყოს კონკრეტული ან აბსტრაქტული,
როგორც მატერიალური, ისე ფორმალური.
როდესაც საკონსტიტუციო მართლმსაჯულება ხორციელდება საერთო სასამართლოების მიერ ჩვეულებრივი პროცედურის გამოყენებით, სახეზეა დეცენტრალიზებული კონტროლი, ხოლო, როცა სპეციალიზებული სასამართლო შესაბამისი
სპეციალური პროცედურების საშუალებით ახორციელებს საკონსტიტუციო
მართლმსაჯულებას - ცენტრალიზებული კონტროლი.
1) დროში განხორციელების მიხედვით საკონსტიტუციო კონტროლი
შეიძლება იყოს წინასწარი (პრევენციული) ან შემდგომი (რეპრესიული).
წინასწარია კონტროლი, როდესაც სამართლებრივი აქტის
კონსტიტუციურობის შემოწმება ხდება მის ძალაში შესვლამდე, ხოლო
შემდგომ კონტროლს ადგილი აქვს, როდესაც საკითხი ამა თუ იმ აქტის
კონსტიტუციურობის თაობაზე განიხილება ამ აქტის ძალაში შესვლის
შემდეგ.
2) განხორციელების ადგილის მიხედვით საკონსტიტუციო
კონტროლი შეიძლება იყოს შინაგანი ან გარეგანი
შინაგან კონტროლს ახორციელებს თავად აქტის გამომცემი
ორგანო, ხოლო გარეგანი კონტროლი ხორციელდება არა აქტის მიმღები
ორგანოს მიერ.
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლო თერთმეტი სხვადასხვა უფლებამოსილებით არის
აღჭურვილი. ყოველი უფლებამოსილების რეალიზაციის პროცესში
ადგილი აქვს გარეგან კონტროლს, რადგან ამ უფლებამოსილებების
ფარგლებში სასამართლო ამოწმებს სხვადასხვა ორგანოს თუ
თანამდებობის პირის მიერ მიღებული აქტის ან ქმედების
კონსტიტუციურობას.
3) ფორმის მიხედვით საკონსტიტუციო კონტროლი შეიძლება იყოს
კონკრეტული ან აბსტრაქტული.
ნორმათა აბსტრაქტული კონტროლის ფარგლებში, განიხილება ის საქმეები, რომლებიც ობიექტური გარემოებების გამო,კანონის არაკონსტიტუციურობაზე იქნა წამოწყებული, დამოუკიდებლად იმისა, არსებობს თუ არა კონკრეტული საქმისწარმოება სასამართლოში.
კონკრეტულ ნორმათა
კონტროლი წარმოიშობა შესაბამისი სამართლებრივი დავის ფარგლებში და
სასამართლო ამ შემთხვევაში, საქმეში გამოყენებული ნორმის კონსტიტუციურობაზე
მსჯელობს კონკრეტულ საქმესთან მიმართებით.
4) განხორციელების აუცილებლობის თვალსაზრისით
საკონსტიტუციო კონტროლი შეიძლება იყოს სავალდებულო ან
ფაკულტატიური. ფაკულტატიურ კონტროლს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მისი
ჩატარება რომელიმე სუბიექტის ნებაზეა დამოკიდებული, ანუ ამგვარი
კონტროლი განხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუ შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე სუბიექტი მოითხოვს ამა თუ იმ აქტის
კონსტიტუციურობის შემოწმებას.
5) სამართლებრივი შედეგების მიხედვით საკონსტიტუციო
კონტროლი შეიძლება იყოს საკონსულტაციო ან დამდგენი
პირველ შემთხვევაში საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელი
ორგანოს გადაწყვეტილებას სავალდებულო ხასიათი არა აქვს. იგი არა
იურიდიული, არამედ მორალური ხასიათის მატარებელია.
6) შინაარსის მიხედვით საკონსტიტუციო კონტროლი შეიძლება
იყოს ფორმალური ან მატერიალური.
ფორმალურია კონტროლი,
როდესაც მოწმდება ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღებისათვის
კონსტიტუციური ნორმებით დადგენილი პროცედურული წესების დაცვა,
ხოლო მატერიალურია კონტროლი, როდესაც ადგილი აქვს ამა თუ იმ
აქტის, ან მისი ცალკეული დებულების კონსტიტუციასთან
შესაბამისობის დადგენის მიზნით შინაარსობრივ შემოწმებას.
საკონსტიტუციო კონტროლის არასპეციალიზებული ორგანოებია: პრეზიდენტი,საერთო სასამართ და პარლამეტი. სპეციალიზებული კი 1) საკონსტიტუციო სასამართლოები; 2) კვაზისასამართლო ორგანოები, საბჭო, საკონსტიტუციო კომიტეტი, საკონსტიტუციო-რელიგიური საბჭო); 3) ზოგიერთი სახელმწიფოს უზენაეს სასამართლოში დაფუძნებული სპეციალური საკონსტიტუციო პალატები.

4. კონსტიტუციური სარჩელი და საერთო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება
კონსტიტუციური სარჩელით რომ დავიწყოთ საუბარი, საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების ინიცირების
ძირითადი საფუძველია ინდივიდუალური კონსტიტუციური სარჩელები, რომელთა
ნაწილიც ხშირად აშკარად დაუსაბუთებელია; ისინი მიზნად არ ისახავს დარღვეულ
უფლებათა აღდგენას, ან/და დარღვევის პრევენციას.
თუ მოსარჩელე/წარდგინების ავტორი ითხოვს რამდენიმე საკითხის გადაწყვეტას,
რომელთა ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ხოლო ნაწილი
ხელისუფლების სხვა ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება, საკონსტიტუციო
სასამართლო განიხილავს მხოლოდ ამ კანონით მისი კომპეტენციისთვის
მიკუთვნებულ საკითხებს. საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი წყდება განმწესრიგებელ
სხდომაზე, რომელიც, როგორც წესი, ტარდება ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმის
განმხილველი კოლეგია/პლენუმი მივა დასკვნამდე, რომ საქმის არსებითად
განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებების გამორკვევისათვის
აუცილებელია ზეპირი მოსმენა, იღებს საოქმო ჩანაწერს განმწესრიგებელი სხდომის
ზეპირი მოსმენით ჩატარების შესახებ. აღნიშნული საოქმო ჩანაწერის შესახებ
მიეთითება სხდომის ოქმში.
აქ მნიშვნელოვანია ვისაუბროთ სარჩელის დასაბუთებულობაზეც, რადგანაც
კონსტიტუციურ სარჩელში
ან კონსტიტუციურ წარდგინებაში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის
მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ან წარდგინების ავტორის აზრით
ადასტურებენ სარჩელის ან წარდგინების საფუძვლიანობას.დასაბუთება მოიცავს ორ ასპექტს. ერთი მხრივ, დასაბუთება შინაარსობრივად უნდა
შეეხებოდეს სადავო ნორმას
და
მეორე მხრივ, მასში გამოკვეთილი უნდა იყოს აშკარა და
ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ
დებულებებს შორის, რომლებთან მიმართებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო
ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისთვის,
საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმაში ის პრობლემა უნდა ამოიკითხოს,
რომელზეც მოსარჩელე მხარე აპელირებს.სადავო ნორმის შინაარსის
განმარტებისას, საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, ეყრდნობა თავად
ნორმას ‒ თუ რამდენად ცხადად იკითხება მოსარჩელის მიერ მითითებული შინაარსი
ნორმის ტექსტიდან ‒ ხოლო მეორე მხრივ, სამართალშემფარდებლის
ავტორიტეტულ განმარტებას. როგორც წესი, სამართალშემფარდებელის
ავტორიტეტულ განმარტებად მიიჩნევა საერთო სასამართლოთა მიერ სადავო
ნორმის განმარტებისა და გამოყენების პრაქტიკა.მოსარჩელემ სადავო უნდა გახადოს არა აღმჭურველი, არამედ მზღუდავი ხასიათის
ნორმა. აღმჭურველი ნორმა პირს ანიჭებს უფლებას, შესაძლებლობას, ხოლო
შემზღუდველი ნორმის შედეგი გახლავთ ადამიანის თავისუფალი მოქმედების
ფარგლების შემცირება უფლებათა განხორციელებისას.
მნიშვნელოვანია თვითონ სუბიექტის ნაწილიც, რადგანაც
კონსტიტუციური სარჩელი ან წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ
არსებითად განსახილველად არ მიიღება თუ იგი შეტანილი არ არის უფლებამოსილი
პირის ან ორგანოს მიერ. საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ
პირებს მეორე თავით აღიარებულ უფლებებთან მიმართებით სარჩელის წარდგენის
უფლება აქვთ თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ
დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი
უფლებანი და თავისუფლებანი. აღნიშნული გულისხმობს, რომ უპირველეს ყოვლისა
უშუალოდ მისი უფლება უნდა იყოს დარღვეული , ან იგი უნდა
ასაბუთებდეს, რომ პერსპექტიულად არსებობს კონსტიტუციით გარანტირებული
მისი უფლების დარღვევის რეალური საფრთხე. დაუშვებელია სხვისი უფლებების
დაცვის მიზნით მიმართო საკონსტიტუციო სასამართლოს.

ამის შემდეგ რომ გადავიდეთ კონსტიტუციურ წარდინებაზეც: თავიდან უნდა ითქვას რომ კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ან კონსტიტუციურ წარდგინებაში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ან წარდგინების ავტორის აზრით ადასტურებენ სარჩელის ან წარდგინების საფუძვლიანობას. კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის მომენტიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის განხილვის ვადას არა უმეტეს 2 თვით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს
თავმჯდომარე. საერთო სასამართლოს მიერ შეტანილი კონსტიტუციური წარდგინება ხელმოწერილი უნდა იყოს საქმის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლის ან საქმის განმხილველი სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის წევრთა მიერ. სამართალწარმოება საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების შეტანითაც შეიძლება აღიძრას.თუმცა ამ შემთხვევაში, კანონმდებლობა კონსტიტუციური წარდგინების განხილვის განსხვავებულ პროცედურას ადგენს. კერძოდ იმას, რომ კონსტიტუციურ წარდგინებებს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს წარდგინების ავტორთა და მათ წარმომადგენელთა გარეშე., კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას მისი შეხედულებისამებრ, განმარტებების მოსასმენად მიიწვიოს კონსტიტუციური წარდგინების ავტორები, ასევე თანამდებობის პირები.
კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ:
ა) იგი ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) იგი შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ;
გ) მასში მითითებული არცერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ,
ე) მასში მითითებული არცერთი სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) არასაპატიო მიზეზით დარღვეულია მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.

5. საქართ საკონსტ სასამართლოს გადაწყვეტილება
პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლო აქტია, რომელიც
კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის საფუძველზე
საბოლოოდ წყვეტს შესაბამისი სარჩელის
დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების საკითხს. ამასთან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ.​
ეს გადაწყვეტილება მიიღება კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე და ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საერთო სასამართლოს წარდგინებაზე. გადაწყვეტილების თავისებურება იმაშ მდგომარეობს რომ შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, დასაბუთებული უნდა იყოს. გადაწყვეტილებას ან დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლო საფუძვლად უდებს მხოლოდ იმ მტკიცებებს, რომლებიც განხილულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ან წარედგინა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევაში.
ცალცალკეც რომ განვიხილოთ, შესავალ ნაწილში აღინიშნება: თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს
დასახელება გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი და საქმის განხილვის მონაწილენი და დავის
საგანი.
რაც შეეხება შემდეგ ნაწილს, აღწერილობით ნაწილში წარმოდგენილია: მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის პოზიცია, მოწმის, სპეციალისტის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები.
სამოტივაციო ნაწილში კი უკვე აღინიშნება:
დადგენილი გარემოებები
მტკიცებულებები, მოტივები, რომლებითაც საკონსტიტუციო სასამართლო უარყოფს
საწინააღმდეგო მოსაზრებას. ამასთანავე
სამოტივაციო ნაწილი, შინაარსობრივი თვალსაზრისით, გადაწყვეტილების ყველაზე
მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგანაც აქ ხდება გადაწყვეტილების დასაბუთება და
საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი არგუმენტების თავმოყრა.
გადაწყვეტილების ტექსტს ბოლოს ასრულებს სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც შედგება
1. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას კონსტიტუციური სარჩელის
მთლიანად დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილები
შესახებ
2. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას საერთო სასამართლოს ან
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული
ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის ან
კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დაუდასტურებლობის შესახებ
და უმნიშვნელოვანესს: გადაწყვეტილების სამართლებრივ შედეგებს.
სარეზოლუციო ნაწილის დიდ მნიშვნელობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ მასში
ჩამოყალიბებულია საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო პოზიცია
კონსტიტუციურ სარჩელთან (წარდგინებასთან) დაკავშირებით და გადაწყვეტილების
სამართლებრივი შედეგები. ასევე უნდა დავამატოთ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი შეუსრულებლობა ისჯება კანონით.
6. საქართველოს საკ სასამართლოს მოსამართლის სტატუსი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თანამდებობაზე განწესდება
10 წლის ვადით. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილების 10-
წლიანი ვადის ამოწურვისთანავე შეუწყდება უფლებამოსილება. უნდა აღინიშნოს,
რომ მოცემული ნორმა 2016 წლამდე განსხვავებულ რედაქციას ითვალისწინებდა.
კერძოდ, ნორმა ადგენდა, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის
უფლებამოსილების ვადა მთავრდებოდა იმ დროს, როდესაც იგი მონაწილეობდა
საქმის განხილვაში, უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდებოდა საქმის საბოლოო
გადაწყვეტამდე.
2016 წელს ჩამოყალიბებული ახალი რედაქცია საკონსტიტუციო სასამართლოში
იქნა გასაჩივრებული იმ მოტივით, რომ სადავო ნორმა შეიცავდა საკონსტიტუციო
სამართალწარმოების შეფერხების რეალურ და მნიშვნელოვან რისკებს, რადგან
არსებობდა შესაძლებლობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის
უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების
მხრიდან ვერ მოხერხებულიყო მისი დროული ჩანაცვლება. შესაბამისად,
მოსარჩელეთა მოსაზრებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ წევრს
უფლებამოსილება უნდა გაგრძელებოდა ახალი წევრის არჩევამდე. მოსარჩელე ასევე მიიჩნევდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, რომელიც
სათათბირო ოთახშია გასული, უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, დაესრულებინა
მიმდინარე საქმეები, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში 9
წევრის განსაზღვრა გულისხმობდა კონკრეტულ საქმესთან მიმართებით 9-
წევრიანი პლენუმის მიერ საქმის განხილვას, რაც სასამართლოში მოსამართლეთა
გადაჭარბებული რაოდენობით მიღებას გამორიცხავდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციით
გათვალისწინებული უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა წარმოადგენს
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების დაცვის ინსტიტუციურ გარანტიას.
აუცილებელია, უზრუნველყოფილი იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის
მიერ უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა 10-
წლიანი ვადის ფარგლებში. აღნიშნული გარანტია კრძალავს პირის
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ განწესებას უფრო ნაკლები ვადით,
ამ ვადაში უფლებამოსილების განხორციელებისთვის ხელშეშლას და
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე.
ამავე დროს, სასამართლოს განმარტებით, უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის
მკაცრი დაცვის შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას ზოგადად,
საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის
გამართულ ფუნქციონირებას. კერძოდ, შესაძლებელია, საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ,
შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ვერ მოხერხდეს მისი დროული
ჩანაცვლება. აღნიშნული პროცესის დაყოვნება ხშირად განპირობებულია
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების თანამდებობაზე განწესების წესის
სპეციფიკით. ამ პროცესში მონაწილე ორი ორგანო – საქართველოს პარლამენტი და
საქართველოს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას იღებენ კოლეგიურად,
კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების
კვორუმით და შესაძლოა, არსებობდეს შემთხვევები, როდესაც საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრის კანდიდატურაზე შეთანხმებამ დიდი დრო მოითხოვოს და
ვერ განხორციელდეს შესაბამის ვადებში. ასეთ პირობებში არსებობს რისკი, რომ
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი დროულად ვერ ჩანაცვლდეს და
მოსამართლეთა სათანადო რაოდენობის არარსებობის გამო, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ განახორციელოს მასზე კონსტიტუციით დაკისრებული
უფლებამოსილება და ვიდრე არ მოხდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების
მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ჩანაცვლება, საფრთხე ექმნება
სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის არსებობას, რაც, თავის
მხრივ, ეჭვქვეშ აყენებს პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის
პირველი პუნქტით გარანტირებული უფლებით სარგებლობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადა
ორგანული კანონის მე-18 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც
ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების
შეწყვეტას 10-წლიანი ვადის ამოწურვისთანავე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისმა
სახელმწიფო ორგანომ კანონით დადგენილ ვადაში არ აირჩია/დანიშნა ახალი
წევრი და ეს სათანადო კვორუმის არარსებობის გამო შეუძლებელს ხდის
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უფლებამოსილების
განხორციელებას.
აქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლით განსაზღვრულია როგორც საერთო
იურისდიქციის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის სტატუსი და
სამართლებრივი დაცვის გარანტიები. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,
მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის
პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, საცხოვრებელი ან სამუშაო
ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა საკონსტიტუციო სასამართლოს
თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ მისცემს თანხმობას, თავისუფლებაშეზღუდული
მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარს
დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრი.საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში
მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების შესახებ თანხმობის მიცემის შემთხვევაში,
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება შეჩერდება
სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
თუ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიმართ გამამართლებელი განაჩენი
გამოვიდა ან მარეაბილიტირებელ საფუძველზე საქმე შეწყდა, საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრის უფლებამოსილება აღდგება შესაბამისი გადაწყვეტილების
მიღების შემდეგ.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ
სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო და
პედაგოგიური მოღვაწეობისა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ასევე არ შეიძლება იყოს
პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ფიცს დადებს, იმ
დღიდან ის უნდა გადადგეს სხვა თანამდებობიდან ან შეწყვიტოს კანონით
აკრძალული საქმიანობა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა ან წელიწადში 3 თვის
განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ასრულებდა თავის მოვალეობას.
უფლებამოსილება ასევე შეუწყდება, თუ მან დაიკავა საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა კანონით
აკრძალულ საქმიანობას. შეწყვეტის საფუძველია ასევე, თუ მოსამართლემ დაარღვია სათათბირო ოთახის საიდუმლოება ან ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი. მოსამართლის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ასევე, თუ მან დაკარგა
საქართველოს მოქალაქეობა, სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა
ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო
ასევე, როდესაც მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში
შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
მოსამართლის სტატუსი შეუწყდება ასევე გარდაცვალების შემთხვევაში ან თუ
სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა
გარდაცვლილად.
ბუნებრივია, მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია ასევე
პირადი განცხადება თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე.
აბსტრაქტული ნორმათა კონტროლი
უპირველესია ის აღინიშნოს რომ თვითონ საკონსტიტუციო მართლმსაჯულება ხორციელდება საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესით, შესაბამისად მას აქვს რეპრესიული და სავალდებულო ხასიათს. ეს კონტროლი შეიძლება განხორციელდეს კონკრეტულად ან აბსტრაქტულად. აბსტრაქტულზე რომ ვთქვათ, ამ დროს განიხილება ის საქმეები, რომლებიც კონკრეტული გარემოებების გამო,კანონის არაკონსტიტუციურობაზე იქნა წამოწყებული. იმისთვის რომ დაიწყო აბსტაქტული ნორმათა კონტროლი საჭიროა სახეზე იყოს კონკრეტული პირების მიერ წარდგენილი სარჩელი რომელთა შორის არის: პრეზიდენტი,
პარლამენტის წევრთა 1/5
და მთავრობა. ამას აბსტრაქტული ეწოდება რადგანაც ამ დროს ეს სამართალწარმოება არ უკავშირდება ნორმის გამოყენებიდან გამომდინარე დავას კონკრეტულ დავას და შესაბამისად არ მოსარჩელის ინტერესების დაცვას.თვითონ ეს აბსტრაქტული კონტროლი იმითიც არის მნიშვნელოვანი რომ მას გააჩნია დაცვითი ფუნქცია. ეს გამოიხატება მართლწესრიგის უზრუნველყოფაში.რაც შეეხება ამასთანავე აბსტრაქტულ ნორმათა კონტროლს აქვს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სიცხადის უზრუნველყოფის ფუნქცია.რადგანაც ამის საშუალებით უფრო გასარკვევი ხდება კონსტიტუციურსამართლებრივ საკითხი. აქ ისიც უნდა აღინიშნოს რომ სამართალწარმოების წარმართვა ძირითადად მოსარჩელეზეა დამოკიდებული, რადგანაც მის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საქმის
შეწყვეტას. თუმცაღა საკონსტიტუციო სასამართლოს მაინც აქვს ამის გაგრძელების უფლებამოსილება, რათა მოახდინოს
ძირითადი უფლებების
უზრუნველყოფა.
აბსტრაქტული ნორმათკონტროლის დროს მოპასუხედ გვევლინება ის ორგანო, რომლის
ნორმატიული აქტიცაა გასაჩივრებული. ამ დროს დავის საგანი ორნაწილიანია რაც მოიცავს:
1. სადავო ნორმა
2.კონსტიტუციის ნორმა, რომელთან მიმართებაშიც მოწმდება სადავო ნორმის
კონსტიტუციურობა.
მოსარჩელეებს შეუძლიათ რომ გაასაჩივრონ ნებისმიერი ის აქტი რომელიც ძალაშია შესული.
რომელიც მოქმედებს. ამასთანავე საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არ აქვს, იმსჯელოს მთლიანად კანონის
ან სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან
წარდგინების ავტორი ითხოვს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის მხოლოდ
რომელიმე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.
უნდა აღინიშნოს ისიც რომ აბსტრაქტული ნორმათკონტროლისას სადავო ნორმა შეიძლება, შემოწმდეს როგორც როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კუთხით.
ფორმალური კონტროლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს
ნორმატიული აქტების მიღების, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების
მხოლოდ იმ წესების დაცვას, რაც დადგენილია კონსტიტუციით. საკონსტიტუციო სასამართლო მატერიალური კონტროლის ფარგლებში ამოწმებს
სადავო ნორმის შინაარსის კონსტიტუციურობას. ამ დროს მხედველობაში მიიღება
ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა, არამედ მასში გამოხატული
ნამდვილი აზრი და მისი გამოყენების პრაქტიკა, ასევე იმ კონსტიტუციური ნორმის
არსი, რომლის მიმართაც ის არის გასაჩივრებული.

7. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილენი საქართველოში
პირველ რიგში უნდა ითქვას, ის რომ ფართო ზოგადად, მონაწილე შეიძლება უწოდოთ, როგორც მოსარჩელეს და მოპასუხეს, ასევე, სამართალწარმოების პროცესში მონაწილე ნებისმიერ სხვა სუბიექტს, აქ შეიძლება ადვოკატიც მოვიაზროთ.
კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს მონაწილეებს და მათ უფლება-მოვალეობებს. მათ შორის არიან:
1) მხარეები -მოპასუხე და მოსარჩელე რომელიც შეიძლება იყოს პირი და ორგან
2) წარმომადგენლები-ანუ პირები რომლებსაც მოსარჩელეებმა და მოპასუხეებმა გადასცეს თავისი უფლებამოსილება. ამ შემთხვევაში გვაქვს სავალდებულო დანიშვნის წესიც, რადგანაც წარმომადგენლის დანიშვნა მაშინაა სავალდებულო, თუ კონსტიტუციური სარჩელის შემტანი პირების რაოდენობა ორზე მეტია, ასევე თუ კონსტიტუციური სარჩელის ან წარდგინების ავტორი პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
3) შემდეგი არიან, მხარეთა ინტერესების დამცველები- ანუ ადვოკატები, მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი იურიდიული განათლება და მათი დანიშვნის უფლება აქვს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს.
კონსტიტუციურ წარდგინების მონაწილეებზე თავისებურება გვაქვს, რადგანაც, წარდგინებებს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს წარდგინების ავტორთა და მათ წარმომადგენელთა გარეშე. თუმცაღა, სასამართლო უფლებამოსილია მოიწვიოს ავტორები, ან მოისმინოს მათი განმარტებები.
თითოეულ მონაწილეს ვალდებულება აქვს რომ მოიქცეს კეთილსინდისიერად და სასამართლოს მიაწოდოს მართებული ცნობები.
ზემოთ ჩამოთვლილი მონაწილეები შეიძლება დაიყოს, როგორც სავალდებულო ისე ფაკულტატურად.
სავალდებულო არიან რომელთა გარეშე საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა არ შეიძლება. აქ შედიან მოსარჩელეები და მოპასუხეები. ასევე პროცესის სავალდებულო მონაწილეები არიან მხარეთა წარმომადგენლებიც.
ფაკულტატიურს რაც შეეხება,ესენი არიან წარმომადგენლები ადვოკატები, მოწმეები, ექსპერტები,თარჯიმნები. ფაკულტატიური შეიძლება უწოდოთ კონსტიტუციური წარდგინებების ავტორებსაც. რადგანაც საქმის არსებითად განხილვაში მათი უშუალო მონაწილეობის აუცილებლობას, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.სამართალწარმოების ფაკულტატური მონაწილეები არიან ასევე, თანამდებობის პირებიც, რომელთა მიმართაც საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს კონსტიტუციის დარღვევის საკითხს.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერ შემთხვევაში მოპასუხეები ზუსტად არ არიან ჩამოთვლილნი, ესენი შეიძლება იყვნენ:
სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის თაობაზე დავის შემთხვევაში- აქ მოპასუხეა ის სახელმწიფო ორგანო, რომლის ნორმატიულმა აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების დარღვევა.
ასევე, საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების კონსტიტუციურობის საკითხის დადგენისას, რომელიც არ ექვემდებარება რატიფიცირებას, აქ მოპასუხეა საერთაშორისო ხელშეკრულების თუ შეთანხმების დამდები პირი.
მონაწილეები ასევე შეიძლება იყვნენ:
კონსტიტუციური წარდგინების ავტორები.
თანამდებობის პირი, რომლის მიმართაც საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს კონსტიტუციის დარღვევის საკითხს.
მოწმე. რადგანაც ეს არის პირი, რომლისთვისაც ცნობილია საქმესთან დაკავშირებული რაიმე გარემოება. მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია საქმეზე მტკიცებულებების მოსაპოვებლად და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.
ასევე, ექსპერტი, სპეციალისტი.ესენი საკონსტიტუციო სამართალწარმოების ხშირი მონაწილეები არიან. მოწვევა სასამართლოს შეუძლია მხარეთა მოთხოვნის საფუძველზეც. სპეციალისტის ან ექსპერტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო მოისმენს საქმეში მონაწილეთა აზრს სპეციალისტთა ან ექსპერტთა დაუსწრებლად საქმის განხილვის შესაძლებლობის თაობაზე და ადგილზე მოთათბირებით წყვეტს საკითხს განხილვის გაგრძელების ან საქმის განხილვის გადადების შესახებ.
8. საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

კონსტიტუციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წევრთა
არანაკლებ ერთი მეხუთედის ან შესაბამისი პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ
პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხს.პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის
კონსტიტუციურობის შემოწმება უკავშირდება შესაბამისი პირის სუბიექტურ სამართლებრივ პოზიციებს. საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წევრის მიერ
საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების კონსტიტუციური გარანტიის
განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისაგან
დაცვას.საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, დემოკრატია არა მხოლოდ
სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, არამედ ამომრჩევლის ნების
სრულყოფილ აღსრულებასაც, რაც დემოკრატიის ბუნებრივი გაგრძელებაა.დემოკრატიის პრინციპი პოლიტიკური ოპოზიციის უფლებების დაცვას გულისხმობს.
უმცირესობის წევრების უფლებამოსილების არცნობა ან შეწყვეტა თავისთავად
აზიანებს არა მხოლოდ მათ, არამედ მთლიანობაში ოპოზიციის ინტერესებს.
საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვა იძლევა უმცირესობის დაცვის
შესაძლებლობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის კონტექსტში, ძირითად მიზნად მიაჩნია მაღალი რანგის საჯარო
მოხელეთა ხელისუფლებისაგან ჩამოცილება ხელისუფლების სიჯანსაღის დაცვისა
და მისდამი ხალხის ნდობის შენარჩუნებისათვის, ხოლო დეპუტატის უფლებებისა
და ინტერესების დაცვას მეორეხარისხოვნად თვლის.
9. საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირება
დასაწყისში უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შედგება პლენუმისა და ორი კოლეგიისაგან.
რაც შეეხება თვითონ თითოეული მათგანის შემადგენლობას: პლენუმში შედის ცხრავე წევრი, ხოლო კოლეგიის შემადგენლობაში ოთხი წევრი.
კოლეგიის სხდომებს უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. ამ კოლეგიის შემადგენლობას კი თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პლენუმი.
სასამართლოს ფორმირების წესები მოწესრიგებულია კონსტიტუციით და რამოდენი საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით.
განსხვავებულია მოსამართლეთა დანიშვნის წესი სხვადასხვა ქვეყნაში, მაგალითად
ავსტრიაში, კონსტიტუციის თანახმად, მოსამართლეებს
თანამდებობაზე ნიშნავს პრეზიდენტი, თუმცა კანდიდატებს წარადგენს
ფედერალური მთავრობა და პარლამენტის პალატები.
ჩვენთან რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისგან შედგება.
უნდა ითქვას, რომ საქართველოში საკონსტიტუციო
სასამართლოს ფორმირებაში ხელისუფლების სხვადასხვა შტო მონაწილეობს. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ, ის რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლიდან 3-ს ნიშნავს პრეზიდენტი, 3-ს
სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი,
ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო.
ამ უფლებამოსილებების მინიჭებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ახალი მოსამართლის არჩევის წესიც, რადგანაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე
არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა უნდა დაინიშნოს საკონსტიტუციო
სასამართლოს ახალი წევრი, რომლის უფლებამოსილებაც იწყება მისი
წინამორბედის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე.
იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება, ამ ფაქტიდან არაუგვიანეს 20 დღისა
განწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი, რომლის
უფლებამოსილებაც იწყება მის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
10. საკონსტიტუციო სამართალწარმოების სტადიები საქართველოში
ზოგადად, საკონსტიტუციო სამართალწარმოება კავშირში მყოფი
რამდენიმე სტადიისგან შედგება. ყველა სტადია, დროის
კონკრეტულ მონაკვეთში, საკონსტიტუციო სასამართლოსა და
სამართალწარმოების მონაწილეების გარკვეული ქმედებების
ერთობლიობას წარმოადგენს. თითოეული სტადიის ფარგლებში
განხორციელებული ქმედებების მიზანი კონკრეტული სამართლებრივი
მდგომარეობების გადაწყვეტაა.
აქ უნდა გამოიყოს სამართალწარმოების
შემდეგი სტადიები:
1) საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა;
2) კონსტიტუციური სარჩელის და წარდგინების წინასწარი ფორმალური შემოწმება და რეგისტრაცია;
3) კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტა;
4) კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მომზადება;
5) სასამართლო განხილვა.
აქ უნდა დავამატოთ რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ არის
უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით დაიწყოს სამართალწარმოება.
სამართალწარმოების დაწყება მხოლოდ კანონით განსაზღვრული
სუბიექტების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის
შემთხვევაშია შესაძლებელი. მიმართვის ორ ფორმა
არსებობს ესაა სარჩელით და წარდგინებით.

შემდეგ ეტაპზეც რომ ვთქვათ ეს არის კონსტიტუციური სარჩელის და წარდგინების რეგისტრაცია, რეგისტრაციამდე კი, საკონსტიტუციო სასამართლოს
უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ხდება კონსტიტუციური
სარჩელის ან წარდგინების და მათზე თანდართული საბუთების
ფორმალური მხარის შემოწმება.
რეგისტრაცია
მნიშვნელოვანი იურიდიული ფაქტია, რადგან სწორედ რეგისტრაციის
მომენტიდან იწყება კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების განხილვის
ვადის ათვლა.კანონმდებლობა ითვალისწინებს სამ შემთხვევას, რაც შეიძლება
მოჰყვეს საქმის მასალების ფორმალური მხარის შემოწმებას.
პირველი არის კონსტიტუციური სარჩელის
რეგისტრაცია. რეგისტრაცია უპირობოდ ხდება, როდესაც საქმის
მასალების ფორმალური მხარის შემოწმებისას არ გამოვლინდება რაიმე
სახის უზუსტობა.
მეორე არის ეპირობითი რეგისტრაცია. ანუ თუ საქმის მასალების შემოწმებისას, მათში
არაარსებითი, ფორმალური უზუსტობა აღმოჩნდა, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ
საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობით.
მესამე შემთხვევაა რეგისტრაციაზე უარი, რასაც ადგილი აქვს
საქმის მასალებში არსებითი, ფორმალური უზუსტობების აღმოჩენისას.
კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებული კონსტიტუციური
სარჩელი და წარდგინება, განურჩევლად იმისა გარკვეული პირობით
არის იგი რეგისტრირებული თუ უპირობოდ, უნდა
გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელმაც
სარჩელი თუ წარდგინება სამი დღის განმავლობაში უნდა გადასცეს
კოლეგიის თავმჯდომარეს ან მოსამართლეს.

შემდეგი ეტაპია უკვე კონსტიტუციური სარჩელის ან წარდგინების რეგისტრირების
მომენტიდან იწყება სამართალწარმოების ახალი სტადია.
სამართალწარმოების ეს ეტაპი მნიშვნელოვანია იმით, რომ სწორედ ამ
დროს ხდება კონსტიტუციური სარჩელის თუ წარდგინების არსებითად
განსახილველად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღება.კონსტიტუციური სარჩელის და
წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის
გადაწყვეტისას საკონსტიტუციო სასამართლო სადავო აქტის ან მისი
ნაწილის მოქმედების დროებით შეჩერების უფლებამოსილებით
სარგებლობს. თუმცა ამგვარად მას მხოლოდ განსაკუთრებულ
შემთხვევაში შეუძლია იმოქმედოს.

კონსტიტუციური სარჩელის და წარდგინების არსებითად
განსახილველად მიღებით იწყება სამართალწარმოების ახალი სტადია,
რომლის არსი კონსტიტუციური სარჩელის და წარდგინების არსებითად
განსახილველად მომზადებაა. კონსტიტუციური სარჩელის და წარდგინების არსებითად
განსახილველად მომზადებაში მთავარი როლი მომხსენებელ
მოსამართლეს აკისრია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პლენუმის განსჯად
საქმეზე მომხსენებელ მოსამართლეს ნიშნავს საკონსტიტუციო
სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო კოლეგიის განსჯად საქმეზე –
კოლეგიის თავმჯდომარე.

შემდეგ არის საკონსტიტუციო სამართალწარმოების ძირითადი სტადია
სასამართლო განხილვაა. ამ სტადიაზე საკონსტიტუციო სასამართლო
უშუალოდ კონსტიტუციურ სარჩელსა თუ წარდგინებაში დასმულ
საკითხებზე მსჯელობს და იღებს მათზე საბოლოო გადაწყვეტილებას.
რეალურად სწორედ ამ სტადიაზე
ხორციელდება კონსტიტუციური მართლმსაჯულება. სასამართლო განხილვაზეც რომ აღვნშინოთ
ტარდება ზეპირი
მოსმენით, თუმცა შესაძლებელია მისი ზეპირი მოსმენის გარეშე
ჩატარებაც. სასამართლოს სხდომის წარმართვაში მთავარ როლს სხდომის
თავმჯდომარე ასრულებს. პლენუმის სხდომაზე თავმჯდომარეობს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის
შემსრულებელი, ხოლო კოლეგიის სხდომაზე კოლეგიის თავმჯდომარე
ან მისი მოვალეობის შემსრულებელი. კანონმდებლობა სწორედ მათ
აკისრებთ სხდომის წამყვანის ფუნქციის შესრულებას.
სასამართლო განხილვა მთელი რიგი პროცესუალური
მოქმედებების ერთობლიობაა.

11. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით მიღებული აქტების კონსტიტუციურობა
საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს, თუ
რამდენად შეესაბამება კონსტიტუციის მოთხოვნებს სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ძირითადი უფლებების ესა თუ ის შეზღუდვა, აქედან გამომდინარე,
ოპტიმალური იქნება, რომ კომპეტენციას ვუწოდოთ „ძირითადი უფლებების
შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლი“.
უმჯობესია, აქცენტირება
მოხდეს არა მოსარჩელე სუბიექტების ნაწილზე, არამედ სარჩელის მიზანმიმართულებაზე, რასაც კარგად გამოხატავს ტერმინი „ძირითადი უფლების დამცავი
კონსტიტუციური სარჩელი“.ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლი პრევენციულადაც
ზემოქმედებს სახელმწიფო ორგანოებზე, რათა მათ წინასწარ შეამოწმონ მისაღები
გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობა.ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლს აქვს ორმაგი
ფუნქცია - სუბიექტური და ობიექტური,ერთი მხრივ, ისინი სუბიექტური უფლებებია,
ხოლო მეორე მხრივ - კონსტიტუციის ობიექტური ფასეულობები.
ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლის მთავარი ფუნქცია სუბიექტური უფლებების დაცვაა, ხოლო საკონსტიტუციო სამართლის განვითარება კი - მეორადი.
საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების უფლების მქონე
სუბექტების წრე მოიცავს:
1) ფიზიკურ პირებს;
2) იურიდიულ პირებს;
3) სახალხო დამცველს
მოსარჩელეთა წრეს მიეკუთვნებიან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები,
არამედ სხვა ფიზიკური პირებიც, რომელთა უფლებები პოტენციურად შეიძლება
შეზღუდოს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებამ.
ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ ძირითადი უფლების დამცავი
კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება წარმოეშობა, თუ მას მიაჩნია, რომ მისი
უფლებები: 1) დარღვეულია, ანუ ის მსხვერპლია ან 2) შესაძლებელია, უშუალოდ
დაირღვეს, ანუ ის პოტენციური მსხვერპლია.მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ ის მსხვერპლი ან პოტენციური მსხვერპლია.
საკონსტიტუციო
სასამართლო პრაქტიკაში დავის საგნად მიუთითებს ნორმატიული აქტის ან მისი
ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით
გათვალისწინებულ უფლებასთან ან უფლებებთან მიმართებით. დავის საგანი, ორნაწილიანია: 1) სადავო ნორმა და 2) ძირითადი
უფლების (სავარაუდო) დარღვევა.
კონსტიტუციურ სარჩელში უნდა
მიეთითოს სადავო ნორმა, ასევე კონსტიტუციის ის ნორმები, რომლებიც,
მოსარჩელის აზრით, ირღვევა და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებანი.საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს იურიდიული ძალის მქონე, ანუ მოქმედი
ნორმის კონსტიტუციურობას. თუ ნორმა ჯერ არ ამოქმედებულა, ის ვერ ხელჰყოფს
ძირითად უფლებას. ამდენად, არ განიხილება პრევენციული კონსტიტუციური
სარჩელები ნორმატიული აქტების პროექტებთან დაკავშირებით.მოსარჩელე ვერ დააყენებს სადავო ნორმის კონსტიტუციის ნებისმიერ დანაწესთან
შესაბამისობის საკითხს. შესაძლებელია აპელირება მხოლოდ იმ უფლების
დარღვევაზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით.
ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლის მასშტაბი არ
არის უშუალოდ რომელიმე საერთაშორისო სამართლებრივი აქტი. საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ კომპეტენციის ფარგლებში,
კონსტიტუცია არ იძლეოდა სადავო ნორმის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან
შესაბამისობის დადგენის შესაძლებლობას.„ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური
მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.“
. თანაზომიერების პრინციპი ეფუძნება იმ იდეს, რომ
სახელმწიფოს მოქმედება არ უნდა იყოს შეუზღუდავი და დაუსაბუთებელი.ის იცავს
ინდივიდს სახელმწიფოს თვითნებობისგან.თანაზომიერების პრინციპი არ უშვებს სახელმწიფოს მხრიდან გადამეტებული
ზომების გამოყენებას. განსაზღვრულობის პრინციპი მოითხოვს სამართლის ნორმების ისე ჩამოყალიბებას,
რომ მათმა ადრესატებმა აღიქვან სამართლებრივი მდგომარეობის არსი და
შესაბამისად იმოქმედონ.ა
განსაზღვრულობის პრინციპი მოითხოვს სამართლებრივი მდგომარეობის ნათლად
და გასაგებად ჩამოყალიბებას არა მხოლოდ ცალკეული პირებისთვის, არამედ
სამართალშემფარდებელი ორგანოებისთვისაც.ძირითადი უფლების დამცავი კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს
სადავო ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას
საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების
მომენტიდან.

gioorga's picture
gioorga (giorgi)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2024/02/23
ბოლო შემოს: 2024/07/09 12:34:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

პრევენცია - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება

პრევენცია - ორი ნაწილისაგან შედგება. 1. ზოგადი, ანუ გენერალური პრევენცია. 2. სპეციალური, ანუ კერძო პრევენცია.

1.ზოგადი ანუ გენერალური პრევენცია, ნიშნავს რომ სასჯელმა ზემოქმედება უნდა მოახდინოს საზოგადოებაზე, ანუ საზოგადოებისკენ არის მიმართული. 2. სპეციალური, ანუ კერძო პრევენციაა , მიმართულია კონკრეტულად მსჯავრდებულისკენ, ანუ ვისაც დაენიშნა სასჯელი, რათა მომავალში მან აღარ ჩაიდინოს დანაშაული.

ზოგადი, ანუ გენერალური პრევენცია, კიდევ იყოფა ორ ნაწილად. 1. პოზიტიური გენერალური პრევენცია 2. ნეგატიური გენერალური პრევენცია. პოზიტიური გენერალური პრევენცია , გულისხმობს იმას რმ საზოგადოების ნაწილი დანაშაულს იმიტომ არ ჩადის, რომ მის შინაგან ბუნებას ეწინააღმდეგება, მას სასჯელი კი არ აკავებს, მას მორალი აკავებს, თუმცა ყველა ადმიანზე მაგას ვერ ვიტყვით და არსებობს ნეგატიური გენერალური პრევენცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანთა გარკევულ კატეგორიას სასჯელისადმი პატივისცემა კი არ აქვთ, არამედ კანონის ეშინიათ, რომ არა სასჯელი დანაშაულს ჩაიდენდნენ. შესაბამისად ნეგატიური გენერალური პრევენცია, მიმართულია საზოგადოების იმ ნაწილისკენ, რომლებიც მიდრეკილნი არიან დანაშაულის ჩადენისკენ.

სპეციალური ანუ კერძო პრევენციაც იყოფა ორ ნაწილად. 1.პოზიტიური სპეციალური პრევენცია 2. ნეგატიური სპეციალური პრევენცია. პოზიტიური სპეციალური პრევენცია, გულისხმობს მსჯავრდებულის გამოსწორებას და კანონმორჩილ მოქალაქედ ქცევას, ხოლო ნეგატიური სპეცალური პრევენცია ნიშნავს, მსჯავრდებულის დაშინებას. თუ მან ერთხელ ვერ გაიგო, შემდეგ უნდა დააშინო. ასევ არის საზოგადოებისგან იზოლაცია, ანუ ახდენ მსჯავრდებულის იზოლაციაას საზოგადოებისგან. რადგან მან კიდევ არ მიაყეოს ზიანი სხვა პირებს.

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა

ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას,რომლის სახეს განსაზღვრავს დანაშაულის პრევენციის,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო,დანაშაულის პრევენციის,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო. პირმა სად უნდა იმუშაოს,განსაზღვრავს პრობაციის ბიურო. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება 40დან 800 საათამდე. დღე-ღამეში 8 საათზე მეტი არ შეიძლება. ამ დროს არანაირი ანაზღაურება არ არსებობს.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ ენიშნება:1-ლი და მე-2 ჯგუფის ინვალიდებს,ორსულ ქალს,ქალს,რომელსაც ჰყავს 7-წლამდე შვილი,საპენსიო ასაკის შვილს,გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს. კანონიერების პრინციპი ბლოკავს სამართლიანობის პრინციპპს თუ სხვა ალტერნატივა არ არის.

სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები

სისხლის სამართლის კოდექსი ამომწურავად არ განმარტავს დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, თუმცა მოსამართლე ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს დამამძმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, ოირობითად დანაშაულის მოტივს, მიზანს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას,(იყო თუ არა წარსულში ნასამართლევი)შეურიგდა თუ არა დაზარალებულს. ასევე კოდექსში ჩამოთვლილია დამამძიმებელი გარემოებები, შემამსუბუქებელი არაა და მოსამართლე ინდივიდუალურად განსაზღვრავს თუ რა ჩაითვალოს შემამსუბუქებელ გარემოებად. თავიდან არც შემამსუბუქებელი და არც დამამძიმებელი იყო ჩამოთვლილი და მოსამართლე თვითონ საზღვრავდა, შემდეგ შევიდა ცვლილება და დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვალა: რასის, პოლიტიკური შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები

სასჯელისგან პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლება

სასჯელისგან პირობით ვადაზე ადრე ანთავისუფლებს ერთ შემთხვევაში, მოსამართლე მეორე შემთხვევაში ადგილობრივი საბჭო. არასაპატიმრო სასჯელის დროს ანთავისუფლებს მოსამართლე, ხოლო საპატიმრო სასჯელის დროს საბჭო, რასაც თავისი ვადები გააჩნია. ნაკლებად მძიმე დანაშაულის დროს, გასული უნდა იყოს სასჯელის ნახევარი, მძიმე დანაშაულის დროს 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დროს 3/4. განთავისუფლების დროს განიხილება მსჯავრის ხასიათი, მძიმე თუ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა პირმა, წარსულში იყო თუ არა ნასამართლევი, შეურიგდა თუ არა დაზარალებულს , აანაზღაურა თუ არა ზიანი.

ასევე ვადაზე ადრე განსავისუფლების ნაცვლად შეიძება მოხდეს, სასჯელის შეცვლა, უფრო მსუბუქი სასჯელით. მაგ: შინაპატიმრობით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით.

დაუმთავრებელი დანაშაულის დროს თანამონაწილეობა

დაუმთავრებელი დანაშაულის 2 დასჯადი სტადია არსებობს. 1. დანაშაულის მომზადება 2. დანაშაულის მცდელობა.

დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაულის ბოლომდე ვერ ქინა მიყვანილი. 2. უვადო თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაინიშნოს მომზადებისათვის ან მცდელობისათვის.

დანაშაულში თანამონაწილეობისათვის და დანაშაულის ამსრულებლობისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხდეველობაში მიიღება ფაქტობრივი მონაწილეობის მნიშვნელობა დანაშაულის მიზნის მისაღწევად. თანამონაწილეობის სამი სახე გვაქვს. 1. ორგანიზატორი. 2. წამქეზებელი. 3.დამხმარე.

თანამონაწილეობის დროს ერთ-ერთი პრობლემური საკითხი არის ქმედების ნიშნის და პერსონლაური ნიშნის გარკვევა.

ქმედების ნიშანი- გულისხმობს ისეთ ნიშანს, როელიც ახასიათებს დანაშაულს. მაგ:ორსული ქალის მკვლელობა.

პერსონალური ნიშანის - არის ორი სახის. 1. პიროვნებისათვის დამახასიათებლი 2. ბრალისთვის დამახასიათებელი.

პირობითი მსჯავრი

გამოსაცდელი ვადა
1.არასაპატიო სასჯელის გამოყენებისას 1-3 წლამდე
2.თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას 1-6 წლამდე
3.დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს 2-6 წლამდე
4.უვადო თავისუფლების აღკვეთისგან გათავისუფლების დროს 2-7 წლამდე

ვადის ათვლა
ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს 3 მოსაზრება
1)გამოსაცდელი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს განაჩენის
გამოცხადებისთანავე -ზოგჯერ არის ხოლმე,რომ გამოსაცდელი ვადა არის
1 წელი და საქმე იგზავნება 1 წლის შემდეგ,როგორც კი გაიგზავნა საქმე მანაც
დაასრულა გამოსაცდელი ვადა „მაგრამ ეს არის მოსამართლის პრობლემა
და არა მსჯავრდებულის.საქმე უნდა გადაწყდეს პირის სასარგებლოდ და
არა საზიანოდ.ამ შემთხვევაში პირს კიდევ დაემატება 1 წელი ანუ
გაუხანგრძლივდება კიდევ 1 წელი.თუმცა განაჩენის გამოტანისთანავე
უფრო სწორეა რადგან ის არ კარგავს დროს და ვადის ათვლა იწყება
გამოცხადებისთანავე.
2)გამოსაცდელი ვადის ათვლა იწყება პრობაციის ბიუროში განაჩენის
გადაგზავნის მომენტიდან -არის ხოლმე შემთხვევები როცა
მოსამართლეები აგვიანებენ გადაგზავნას და ამ პერიოდში ადამიანს
ეკარგება ეს დრო ანუ გამოდის რომ მას თუ აქვს 1 წელი გამოსაცდელი
ვადა შეიძლება დაემატოს და გამოუვიდეს წელიწადი და 6თვე .
3)გამოსაცდელი ვადის ათვლა იწყება პირობითი მსჯავრდებულის მიმართ
კონტროლის დაწყების მომენტიდან -აქაც ანალოგიურია პირი იმ ვადას
კარგავს და შეიძლება გაუხანგრძლივდეს გამოსაცდელი ვადა .
მაგალითად
ადამიანი თუ იქამდე ჩაიდენს დანაშაულს და პირობითი მსჯავრი თუ
არარის გამოყენებული მაშინ გამოდის რომ ვერც დანაშაულთა
ერთობლიობა ვერ იქნება.

შინაპატიმრობა

შინაპატიმრობა ადრემოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში იყო გათვალისწინებული,როგორც აღკვეთის ღონისძიება. შემდეგ გაუქმდა როგორც აღკვეთის ღონისძიება და 2015 წლიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში იქნა პირველად შემოტანილი როგორც სასჯელის სახე და 2018წლიდან შინაპატიმრობა გვხვდება სისხლის სამართლის კოდექსში. სისხლის სამართლის კოდექსში ადრე გვქონდა სასჯელის სახედ თავისუფლების შეზღუდვა,რომელიც გაუქმდა და ჩაანაცვლა შინაპატიმრობამ. შინაპატიმრობა არის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში მსჯავრდებულისათვის თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრება.

შინაპატიმრობის ფორმები:
1. მკაცრი-პირი 24 საათის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს სახლში. მას არ აქვს გარეთ გასვლის უფლება. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეუძლია დატოვოს სახლი.მაგ: ახლობლოს გარდაცვალების დროს,გადაუდებელი საედიცინო დახმარების საჭიროებისას. მკაცრი ფორმის დროს მსჯავრდებულის მუშაობისა და სწავლის უფლება არ აქვს.
2. ნაკლებად მკაცრი-მსჯავრდებულს უფლება აქვს ისწავლოს ან იმუშაოს,მაგრამ როგორც კი დაასრულებს სწავლის ან სამუშაო საათებს,აუცილებელია დაბრუნდეს სახლში.
3. მსუბუქი-მსჯავრდებული მხოლოდ განსაზღვრულ პერიოდში უნდა იყოს სახლში.მაგ: საღამოს 8-დან დილის 10 საათამდე,როგორც წესი,შინაპატიმრობის მსუბუქი ფორმის დროს პირს ღამის საათებში აქვს ვალდებულება,რომ იყვნენ სახლში,რადგან ღამის საათებში დანაშაულის ჩადენის რისკი მატულობს. ღამის საათები კოდექსით არ არის განსაზღვრული და მათი განსაძღვრა მოსამართლეზეა დამოკიდებული.
საქართველოში გავრცელებულია შინაპატიმრობის მსუბუქი ფორმმა,თუმცა ზოგიერთი ფიქრობს,რომ მივეკუთვნებით ნაკლებად მკაცრ ფორმას,მაგრამ ეს ასე არ არის იმიტომ,რომ მაგ:პირს,რომელმაც ლექცია დაამთავრდა 4 საათზე 8 საათამდე შეუძლია სადაც უნდა იქ წავიდეს. შინაპატიმრობა ენიშნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ პირებს. შინაპატიმრობა აღსრულდება ელეტქრონული მონიტორინგის გამოყენებით,რომელიც მაგრდება მარცხენა ქვედა კიდურზე. თუ ეს შეუძლებელია,მაშინ შესაძლებელია ხელის კიდრუზეც დამაგრდეს. ეს მოწყობილობა შეერთებულია პრობაციის ბიუროსთან და თუ პირი არ იმყოფება სახლში განსაზღვრულ დროს,მაშინ ავტომატური სიგალი ჩაირთვება პრობაციის ბიუროში.თუ პირმა თავი აარიდა შინაპატიმრობას,მაშინ მას შეეცვლება სასჯელი თავისუფლების აღკვეთით. არსებობს ისეთი ადგილები,სდაც სიხშირის გამო ვერ როციელდება ელექტრონული მონიტორინგი. ასეთ დროს ხდება პრობაციის ბიუროს თანამშრომლის მოულოდნელი ვიზიტი. მაგ: ღამის 3 საათზეც კი შეიძლება დაადგეს თავზე,ამას ახორციელებენ თვეში არანაკლებ 6 ჯერ.

შინაპატიმრობის დადებითი მხარეები:

1.სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება პატიმრის შენახვა,შინაპატიმრობისას კი ეს არ ევალება.
2. პატიმრობის დროს პირს ნასამართლობის სტატუსი აქვს,შინაპატიმრობის დროს არა
3. შინაპატიმრობისას პირს საზოგადოებასთან,ოჯახთან აქვს კავშირი.
4. შინაპატიმრობისას რესოციალიზაცია უფრო მარტივია,ვინაიდან პატიმრობისას უფრო აქვთ კავშირი კრიმინალური მენტალიტეტის ხალხთან.
5. შინაპატიმრობისას პირი მუშაობს,სწავლობს.
შინაპატიმრობის უარყოფითი მხარეები:

1. ელექტორნული სამაჯური შეიძლება შემბოჭველი რმოჩნდეს,შეიძლება პირი აღარ გავიდეს საზოგადოებაში, რადგან სამაჯური ხალხისთვის შესამჩნევია.
2. შემზღუდველია ასევე განსაზღვრული დრო,რომელზეც სახლში უნდა იყო.
3. როცა პრობაციის ბიუროს წარმომადგენელი მოდის ღამის 3 საათზე შესამოწმებლად და შენ გძინავს, ეს პირის პირად ცხოვრებაში შეჭრაა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, შინაპატიმრობა თავისუფლების რკვეთის საუკეთესო ალტერნატივაა.
შინაპატიმრობა ენიშნება:
1. ნასამართლობის არმქონე პირს 6 თვიდან 2 წლამდე ვადით(სრულწლოვანი)
2. 6 თვიდან 1 წლამდე ვადით(არასრულწლოვანი).

პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება ქმედედითი მონანიების გამო

დანაშაული ჩადენილია პირველად - არსებობს ორი მოსაზრება
პირველი -ნიშნავს,რომ პირს თავის ცხოვრებაში დანაშაულის არასდროს ჩაუდენია
მეორე - პირველად დანაშაულის ჩადენაში ასევე იგულისხმება,როდესაც პირს ადრე ჰქონდა ჩადენილი დანაშაული თუმცა სანამართლობა აქვს გაქარწყლებული.ნასამართლობის გაქარწყლებას არ უნდა დაეკარგოს აზრი თუ ადრე ჩადენილ დანაშაულს არ გაითვალისწინებენ.
მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 3 წლით თავისუფლების აღკვეთას
მაქსიმალური სასჯელი უნდა იყოს 3 წლამდე.ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებრივისთვის სასარგებლო შრომით.თუ მუხლი არ ითვალისწინებს თავისულების აღკვეთას,მაშინ პირი მით უფრო უნდა გაათავისუფლო,რადგან 3 წელზე ნაკლებია ან საერთოდ არ ითვლისწინებს.
დანაშაულის ჩამდენი პირი ნებაყოფლობი ცხადდება ბრალის აღიარებით
ნებაყოფლობითი გამოცხადებაში იგულისხმება,როდესაც პირს არაფერი უშლის ხელს.როდესაც პირი ეუბნება,ურჩევს,რომ მივიდეს და აღიაროს თავისი დანაშაული,ეს არ იქნება დაძალება და იქნება ნებაყოფლობითი.როდესაც ეუბნები თუ არ მიხვალ პოლიციაში მაშინ საჩივარს შევიტან ეს იქნება იძულებითი.
ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას
პირმა ხელი უნდა შეუწყოს დანაშაულის გახნას,როდესაც პირი თანამშორმლობს გამოძიებასთან და აწვდის ინფორმაციას კონკრეტული დანაშაულის შესახებ.მაგალითად: სად არის ცივი იარაღი გადანახული
უნდა აანაზღაურაოს ზიანი
თუ ზიანი არ არის პირი ვერ აანაზღაურებს,ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში ზიანს აანაზღაურებს.
ხუთი ნიშნიდან თუ რომელი არ გვაქვს სახეზე,ამ შემთხვევაში პირს ვერ გავათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან .