კომენტარები

gioorga's picture
gioorga (giorgi)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2024/02/23
ბოლო შემოს: 2024/07/09 12:34:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

აღსრულება საგამოცდო ტესტები:

1. საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშია აღმასრულებელი უფლებამოსილი ყადაღადადებული მოძრავი ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან
ა. თუ მესამე პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს და კრედიტორი განაცხადებს თანხმობას
ბ. თუ მესამე პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს აღმასრულებელი არ არის უფლებამოსილი ამორიცხოს ყადაღადადებული ქონება აღწერისა და დაყადაღების აქტიდან
გ. თუ მესამე პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს კრედიტორი და სააღსრულებო ბიუროს უფროსი წარმოადგენენ თანხმობას

2. ........... აღმასრულებლის მიერ მოვალის ქონებრივი მდგომარეობის გამოკვლევა ნიშნავს
ა. მფლობელობაში არსებული ქონების აღნუსხვა
ბ. მოვალესთან და მესამე პირებთან მოვალის ქონების თაობაზე ინფორმაციის მოძიებას
გ. მოვალის სახელზე მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონების შესახებ ინფოს მოძიებას
დ. მოვალის სახელზე მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში რეგისტრირებული ქონების მოძიებას

3. რა შემთხვევაშია შესაძლებელი სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა სააღსრულებლო ფურცლის გარეშე
ა. სააღსრულებო ფურცლის გარეშე დაუშვებელია სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა
ბ. იძულებითი აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში
გ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე
დ. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე 20 მუხლის 4 პუნქტი

4. შესაძლებელია თუ არა მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადება
ა. დიახ მოვალის მოთხოვნაზე შეიძლება ყადაღის დადება
ბ. არა კანონი არ ითვალისწინებს მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესაძლებლობას
გ. არა კანონი ყადაღის დადებას არ ითვალისწინებს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე
დ. დიახ მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადებ შეიძლება თუ კანონმდებლობა არ ზღუდავს მათ გადაცემას ან მათზე ყადაღის დადებას

5. რა პირობების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი აღმასრულებელი ყადაღადადებული მოძრავი ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან
ა. თუ მესამე პირი პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საუთრების უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს და კრედიტორი განაცხადებს თანხმობას
ბ. თუ მესამე პირი პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საუთრების უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს აღმასრულებელი არ არის უფლებამოსილი ამორიცხოს ქონება
გ. თუ მესამე პირი პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საუთრების უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს კრედიტორი და სააღსრულებო ბიუროს უფროსი განაცხადებენ თანხმობას

6. აღმასრულებლის მიერ მოვალის ქონებრივი მდგომარეობის გამოკვლევა ნიშნავს
ა. მოვალის მფლობელობაში არსებული ქონების აღნუსვას
ბ. მოვალესთან და მესამე პირებთან მოვალის ქონებაზე თაობაზე ინფორმაციის მოძიებას
გ. მოვალის სახელზე მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონების შესახებ ინფოს მოძიებას
დ. მოვალის სახელზე მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში რეგისტრირებული ქონების მოძიებას

7. თუ აღსრულების ადგილზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარების გამო ამ მოქმედების გაგრძელება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს
ა. მოვალის განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო არუმეტეს 6 თვის ვადით გადადებს ამ ღონისძიებას
8. თუ უძრავი ქონების რეალიზაცია ხორციელდება არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ ქონების შემძენზე გადასვლის შედეგად უქმდება ამ ქონებაზე რეგისტრირებული უფლებები
ა. საკუთრების გადასვლის მიუხედავად ამ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება
ბ. საკუთრების გადასვლის მიუხედავად უცვლელი რჩება ამ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მხოლოდ აღნაგობის უფლება
გ. არც ერთი პასუხი არ არის სწორი
9. ....... საფუძველზე მოგირავნისათვის მოძრავი ნივთის გადაცემა გულისხმობს
ა. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ძებნის გამოცხადებას
ბ. მოვალისათვის ნივთის ჩამორთმევას და გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნისათვის მის გადაცემას
გ. ნივთის დაყადაღებას და მოგირავნისათვის მის გადაცემას
დ. აუქციონზე ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით მოგირავნის დაკმაყოფილებას

10. თუ სხვისი მფლობელობიდან ანდა სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე მოვალე ან მისი წარმომადგენელი ესწრება უძრავი ქონებიდან გამოსახლებას და არ ცვლის უძრავ ქონებას
ა. აღმასრულებელი მოვალის ნივთებს გადსცემს კრედიტორს რომელიც უზრუნველყოფს ნივთების მოვალისათვის გადაცემას
ბ. აღმასრულებელი უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებისათვის ნივთების ჩაბარებას
გ. აღმასრულებელი უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს მოვალის ნივთების გატანა და ასეთ დროს აღსრულების ეროვნული ბიურო პასუხს არ აგებს ამ ნივთების დაზიანებისათვის ან დაკარგვისათვის ზუსტად ვერ მოვისმინე 99 ეგარის

11. განმეორებით საჯარო აუქციონზე გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა კანონით დადგენილი დროის ვადაში 10 დღის ვადაში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა განკარგულება ჩატარებული აუქციონის გაუქმების შესახებ რის შედეგადაც დანიშნა განმეორებითი აუქციონი შეაფასეთ მოქმედება
ა. სწორია ვინაიდან თუ გამარჯვებული პირის მიერ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ფასს .......
ბ. უფლებამოსილია ჩაატაროს განმეორებითი აუქციონი ან დაუბრუნოს მოვალეს ეს ნივთი
გ. არასწორია ვინაიდან თუ აუქციონში გამარჯვებული პირი სააღსრულებლო კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ქონების ფასს აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას ჩატარებული აუქციონის შედეგების გაუქმების თაობაზე და მისი გამოცემიდან 1 თვის ვადაში ხელახალ აუქციონს ატარებს რომელიც არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად 76 მუხლი
12. თუ სხვისი მფლობელობიდან ანდა გამოთხოვიდან ქონების გამოთხოვის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო მოვალეს აგრეთვე სააღსრულებლო წარმოებისას უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუზველზე განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების მფლობელს აბარებს წერილობით განცხადებას
გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებისთვის 10 კალენდარული დღის ვადაში 10 კალენდარული დღის ვადაში შესრულების თაობაზე

13. საფასურის წინასწარ გადახდისგან თავისუფლდება
ა. პირი რომელიც წარმოადგენს დევნილის მოწმობას
ბ. პირი რომელიც წარმოადგენს ლტოლვილის მოწმობას
გ. პირი რომელიც წარმოადგენს ზღვარზე მეტი
დ. კრედიტორი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე სავარაუდოდ

14. რა სამართლებრივი შედეგი დგება იმ შემთხვევაში თუ გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების საერთო ხანდაზმულობის ვადა
სააღსრულებლო წარმოება წყდება 34-ე მუხლი

15. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი უნდა გადაიხადოს
ა. აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

16. უძრავ ქონებაზე აღსრულებას ექვემდებარება
მიწა მიწის ნაკვეთი შენობა ნაგებობები და საჯარო რეესტრში შეტანილ უძრავ ქონებაზე საერთო საკუთრების წილი
61-ე მუხლი 4 პუნქტი

17. გადახდის ბრძანება საჩივრდება
ა. პროცედურული დარღვევების შემთხვევაში სასამართლოში

18. თუ სხვისი მფლობელობიდან ან და სარგებლობიდან გამოთხოვის დროს მოვალე ან მისი წარმომადგენელი არ ესწრება გამოსახლებას და არ ცვლის უძრავ ქონებას
აღმასრულებელი უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს მოვალის ქონების გატანა და ასეთ დროს აღსრულების ეროვნული ბიურო არ აგებს პასუხს ქონების დაკარგვის დაზიანების ან განადგურებისთვის

19. თუ მოვალის ყადაღადადებუ მოძრავ ქონებაზე რომლის იძულებით რეალიზაციასაც ითხოვს კრედიტორი რეგისტრირებულია გირავნობის მოწმობა სხვა მოგირავიის სასარგებლოდ
აღსრულების ეროვნული ბიურო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ატყობინებს მოგირავნეს გირავნობის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებით სააღსრულებლო წარმოების დაწყების შესახებ და განუსაზღვრავს მას მოთხოვნის წარმოდგენის ვადას 50-ე მუხლი

20. აღმასრულებელი ყადაღადადებული ფული
დაუყოვნებლივ შეაქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე

21. შესაძლებელია თუ არა მოვალის მიერ შესასრულებელი ვალდებულების განწილვადება და თუ სესაძლებელია როგორ
შესაძლებელია აღსრულების ეროვნულ ბიუროში ადმინისტრაციულ საქმეებზე ბიუროს ინიციატივით ხოლო სხვა საქმეებზე კრედიტორის თანხმობით

22. რა ვადაში იხილავს აებ-ი კერძო აღმასრულებლის განაცხადს სააუქციონო მომსახურების თაობაზე
მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში

23. აღსრულების პოლიციის სამმართველო არის
აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეული

24. რა შემთხვევასი ადგენს აღსრულების ეროვნული ბიურო გაანგარიშებას
მრავალი კრედიტორის არსებობისას თუ მოვალისათვის გადახდევინებული თანხა არ არის საკმარისი ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აღსრულების ეროვნული ბიურო ადგენს კრედიტორთა შორის თანხის განაწილების გაანგარიშებას და თანხას გადასცემს მის შესანახად 82 პრიმა მუხლი

25. აღმასრულებელმა ტექნიკური ინვერტარიზაციის ინფორმაციის საფუძველზე ყადაღა დაადო მოვალის ქონებას მესამე პირმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს განუცხადა რომ ეს ქონება მის საკუთრებას წარმოადგენს როგორ უნდა იმოქმედოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ
მესამე პირის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სარწმუნოდ მიჩნევის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო არ განახორციელებს ანდა გააუქმებს ამ ქონების მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებას

26. ვინ არის უფლებამოსილი აები-ს თავმჯდომარესთან გაასაჩივროს აღმასრულებლის ქმედება
სააღსრულებო წარმოების მხარე ან დაინტერესებული პირი რომელზეც პირდაპირ ან უშუალოდ გავლენა მოახდინა აღმასრულებლის ქმედებამ

27. როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია ან როცა სპეციალურად თავს არიდებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას აღმასრულებელი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის მეშვეობით პირთა ძებნისა და მოყვანის შესახებ რომელ კატეგორიის საქმეებზე?
ყველა კატეგორიის საქმეებზე

28. აქვს თუ არა უფლება აპლიკანტს უკან გამოითხოვოს განაცხადი
დიახ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში

29. 6 თვის ვადით გადავადება შესაძლებელია

30. გამოსახლება იწვევს

სააღსრულებლო მოქმედების ერთჯერად გადადებას როდესაც კრედიტორი არ ესწრება

31. აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებულ წარმოებას ანხორციელებს
ფულადი თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით

32. საფასურის წინასწარ გადისგან თავისუფლდება
საჯარო სამართლის იურიდიული პირები ეროვნული ბანკი და დაზღვევის სამსახური
33. ყადაღას არ ექვემდებარება
იმ სოციალურ მონაცემთა ერთიანობაზე რეგისტრირებული პირის ქონება რომლის მთავრობის დადგენილებაზე ნაკლებია 45-ე მუხლი

34. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირი განაცხადებს ამ ქონებაზე თავისუფლებას
აღნიშნული მაინც შეიტანება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში და კეთდება შენიშვნა

35. სააღსრულებლო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში დუბლიკატს გასცემს
ის სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო რომელმაც გასცა თავდაპირველი ეგზემპლარი

36. რა ვადაში უგზავნის მოვალეს წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე
სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა
შენიშვნა: 5 სამუშაო დღე თუ იყო პასუხებში ეგ არ არის სწორი 5 დღეა სწორი

37. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ სააღსრულებო მოქმედება განხორციელდა 30 დღეზე
მოქმედება საჩივრდება ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში

38. რა ხდება იმ შემთხვევაში გადაწყვეტილების განმარტებისთვის მხარე ან დაინტერესებული აღსრულების ეროვნული ბიურო მიმართავს
არც ერთი პასუხი არ არის სწორი

39. ვინ აწერს ხელს ოქმს
ოქმს ხელს აწერს აღმასრულებელი და სააღსრულებო მოქმედების დამსწრე პირი

40. რა სამართლებრივი შედეგი აქვს მოვალის მიერ 7 დღის ვადაში
იგი იხდის მხოლოდ კრედიტორის მიერ გადახდილ წინასწარ საფასურს

41. გამოსახლების კატეგორიის საქმესთან დაკავშირებით წარმოდგენილი არის საბაზრო ღირებულების დაკსვნა თუმცა აებ-მა ეჭვი შეიტანა დასკვნაში ქონდა თუ არა უფლება ეჭვის შეტანის?
აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედება კანონიერია ვინაიდან ასეთ უფლებამოსილებას ითვალისწინებს სააღსრულებო კანონი

gioorga's picture
gioorga (giorgi)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2024/02/23
ბოლო შემოს: 2024/07/09 12:34:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ირიბი ჩვენების მტკიცებულებითი მნიშვნელობა სისხლის სამართლის პროცესში
ირიბი ჩვენების, სხვა მტკიცებულებებისგან განსხვავებული წესით მოწესრიგებას, ქართულ კანონმდებლობაში არ აქვს ხანგრძლივი ისტორია და ის უკავშირდება სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედებას. კანონში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ფაქტობრივ ინფორმაციას, ვინაიდან ირიბ ჩვენებას იძლევა პირი, რომლისთვისაც აღნიშნული ინფორმაცია სხვა პირის მეშვეობით გახდა ცნობილი. ანუ მოწმეს საკუთარი თვალით არ დაუნახავს ან სხვაგვარად უშუალოდ არ აღუქვამს (არ მოუსმენია, განუცდია, გაუსინჯავს და ა.შ.) ის გარემოება, რომლის თაობაზეც იძლევა ჩვენებას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი და შესაბამისად, რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიწოდებული ირიბი ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. შესაბამისად, სისხლის სამართალწარმოებაში ირიბი ჩვენების გამოყენებისათვის საპროცესო კოდექსი ადგენს ორ წინაპირობას: 1. მოწმემ სახელდებით უნდა მიუთითოს პირველწყარო, რომ შესაძლებელი იყოს საჭიროების შემთხვევაში მისი დაკითხვა; 2. აღნიშნული ინფორმაცია უნდა დასტურდებოდეს საქმეში არსებული ნებისმიერი სხვა მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება . ირიბი ჩვენების სხვა მტკიცებულებით დადასტურების ვალდებულება წარმოადგენს ირიბი ჩვენების დასაშვებობის სავალდებულო წინაპირობას მხოლოდ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე. შესაბამისად, გამოძიების სტადიაზე ირიბი ჩვენების გამოყენება აღკვეთის ღონისძიების, ჩხრეკა-ამოღების, ქონებაზე ყადაღის დადების და საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა საპროცესო/საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე სასამართლოს ნებართვის გამოთხოვისას, საგამოძიებო ვერსიების შემოწმების, ახალი მტკიცებულებების მოძიების და სხვა მიზნებისათვის დაიშვება მაშინაც, თუ ირიბ ჩვენებაში მოცემული ინფორმაცია არ დასტურდება საქმეზე შეკრებილი არც ერთი სხვა მტკიცებულებით. ამასთან, საპროცესო კოდექსი ადგენს წყაროს დასახელების ვალდებულებას, მაგრამ არ ადგენს ირიბი ჩვენების სარწმუნოობის გადამოწმებისათვის დასახელებული პირველწყაროს დაკითხვის/ გამოკვლევის ვალდებულებას. პირველწყაროს მოწვევა პროცესში შესაძლებელია მნიშვნელოვან (ობიექტურ და სუბიექტურ) სირთულეებთან იყოს დაკავშირებული: გარდაცვალება, დაუდგენელია ადგილსამყოფელი, უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე და სამართალწარმოებაში მონაწილეობაზე, აღარ ახსოვს და ა.შ. შესაბამისად, თუ მოწმე მიუთითებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მისთვის ცნობილი გახდა აწ გარდაცვლილი მოქალაქისაგან, აღნიშნული ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულება იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს ობიექტურად არ ექნებათ შესაძლებლობა გადაამოწმონ პირველწყაროს სანდოობა . ირიბი ჩვენების გამოყენება, იკრძალება გამამტყუნებელი განაჩენის და ბრალის დადგენილების დასაბუთებისათვის. ირიბი ჩვენების გამოყენება დაიშვება მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების და საგამოძიებო ვერსიების შემოწმების, დამატებითი მტკიცებულების მოძიების, მოწმის ჩვენების იმპიჩმენტის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების, ქონებაზე ყადაღის დადების, სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსების, ჩხრეკა-ამოღების და სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელებისათვის .

დათვალიერების, როგორც ნივთიერ მტკიცებულებათა შეკრების უმთავრესი საშუალების ჩატარების თავისებურებანი

გამოძიების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცალკეულ საგნებს ან მატერიალურ ობიექტებს, რომლებიც სწორედ მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროს წარმოადგენენ. სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების პროცესი ოთხი ელემენტისაგან შედგება, რომელიც ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ესენია: 1. მტკიცებულებათა შეკრება, 2. საპროცესო დამაგრება, 3. შემოწმება, 4. შეფასება. მტკიცებულებათა შეკრება ეს არის კომპლექსური ცნება, რომელიც მოიცავს მოქმედებებს, რომლებიც მიმართულია მტკიცებულებათა მოსაძებნად, აღმოსაჩენად და ამოსაღებად . ნივთიერი მტკიცებულება, როგორც წესი, მატერიალური სამყაროს ნებისმიერი ობიექტია, რომლისთვისაც დამახასიათებელია მტკიცებულებითი ინფორმასიის ნიშან-თვისებები და რომელიც მოპოვებული და დართულია სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ნივთიერი მტკიცებულებებია, მაგალითად: ფეხის კვალი, თითის ანაბეჭდი, სიგარეტის ნამწვი, ადამიანის სისხლის კვალი, დოკუმენტები, სხვა და სხვა ნივთიერებები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები და სხვა. გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს, რომ შედარებითი კვლევის ნიმუში, შენაცვლებადი ნივთიერი მტკიცებულებაა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება. ამასთანავე, ნივთიერი მტკიცებულება უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს. დათვალიერების დროს უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები. ნივთიერი მტკიცებულებები მჭიდროდ არის დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმესთან, რადგან მათზე აღბეჭდილია მტკიცებულებითი კვალი. ისინი წარმოადგენენ: 1. დანაშაულის ჩადენის იარაღსა და საშუალებას; 2. დანაშაულის ჩადენის საგანს; 3. შეინარჩუნეს დანაშაულის სხვა და სხვა კვალი; 4. წარმოიქმნენ დანაშაულის ჩადენის შედეგად; 5. წარმოადგენენ დამნაშავე პირის იდენტიფიცირების და მისი აღმოჩენის, ბრალდების დადასტურების ან უარყოფის საშუალებას . ნივთიერი მტკიცებულებების წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში. სწორედ ამ ინფორმაციის მეშვეობით დგინდება, თუ რა კავშირი აქვს ამა თუ იმ მტკიცებულებას მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან. მაგალითად, თუ სისხლის სამართლის საქმეში, მთავარი ნივთიერი მტკიცებულება არის სისხლიანი იარაღი, რომელზეც დატოვებულია დამნაშავის თითის ანაბეჭდები და უცნობია აღნიშნული იარაღის წარმომავლობა ანუ სად და ვის მიერ იქნა აღმოჩენილი, დაცვის მხარეს შეუძლია ამტკიცოს, რომ აღნიშნული დანა არ იყო გამოყენებული მკვლელობის ჩადენის დროს. ნივთიერ მტკიცებულებათა შეკრების პირველი ეტაპია მოძებნა, რაც გულისხმობს ინფორმაციის მიღებას მათი ადგილსამყოფელის და ადგილმდებარეობის თაობაზე. ეს შესაძლებელია მოხდეს როგორც საპროცესო მოქმედების,ასევე ანონიმური ზარის საფუძველზეც. აღმოჩენას რაც შეეხება, იგი წარმოადგენს მტკიცების სუბიექტის მიერ კონკრეტული საგნის, ობიექტის, კვალის უშუალო აღქმას. ხოლო ნივთიერი მტკიცებულებების ამოღება გულისხმობს მტკიცების სუბიექტის მიერ მის მიღებას ანუ დაუფლებას. ძირითად შემთხვევებში იგი თან სდევს აღმოჩენას. მოძებნისაგან განსხვავებით, ნივთიერ მტკიცებულებატა ამოღება, მირება ყოველთვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა განხორციელდეს. მტკიცებულებათა შეკრების საშუალებები პირობითად შესაძლოა სამ ჯგუფად დაიყოს : 1. საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები ,2. საგნებისა და დოკუმენტების გამოთხოვა, 3. პროცესის მონაწილეთა მიერ მათი წარდგენა. ნივთიერ მტკიცებულებათა შეკრების ძირითად საშუალებას ამათგან საგამოძიებო მოქმედებები წარმოადგენენ. ესენია დათვალიერება, ჩხრეკა და ამოღება, საგამოძიებო ექსპერიმენტი და სხვა. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მხარეებს აქვთ თანაბარი უფლებამოვალეობანი. საგამოძიებო მოქმედებას დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით ან სასამართლოს განჩინებით ატარებს გამომძიებელი, რომელიც არ შეიძლება იყოს ის პირი, რომელიც მოცემულ საქმეზე წარმოადგენს გამომძიებელს. გარდა ამისა, შესაძლებელია საგამოძიებო მოქმედება ჩატარედეს გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანაშაულის კვალისა და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, ფისქაციის და ამოღების მეცნიერულ ტექნიკური საშუალებები. თუ იგი განსაკუთრებულ ცოდნას მოითხოვს, მხარე მას ატარებს ექსპერტის მონაწილეობით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125 მუხლის მიხედვით დათვალიერება წარმოადგენს დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებას , რომლის მიზანია დანაშაულის კვალის და ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენა ან მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების გარკვევა. დათვალიერება მოიცავს შემთხვევის ადგილის, საცავის, სადგომის, სათავსოს, გვამის, საგნის, დოკუმენტის ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტების დათვალიერებას. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, აუცილებელია სასამართლო განჩინება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარე დათვალიერებას გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ატარებს ან მესაკუთრე წერილობით გამოხატავს თანხმობას . შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგამოძიებო მოქმედებას წარმოადგენს, რომელიც შემდგომში განსაზღვრავს დანაშაულის გახსნის წარმატებას და კონკრეტული პირის ბრალეულობის დადგენას . შემთხვევის ადგილად მიიჩნევა ადგილი, ტერიტორია, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი ფართი, სამსახურებრივი სადგომი ან სხვა დახურული თუ ღია ტერიტორია. დათვალიერების წარმოების უფლება აქვს გამომძიებელს და პროკურორს, რომლებმაც შეიძლება დამატებით მოიწვიონ ექსპერტი, დამცველი, დაზარალებული და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილე . ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს სწორედ საგამოძიებო მოქმედების დროულად და სრულყოფილად ჩატარება წარმოადგენს. დათვალიერების ხარისხიანად ჩატარება ხელს უწყობს უტყუარ მტკიცებულებათა მოპოვებას, რომელიც შესაძლოა გამოძიების სწორად წარმართვის წინაპირობა გახდეს. გასათვალისწინებელია, რომ დროთა განმავლობაში ადგილზე არსებული მტკიცებულებები შესაძლოა დაზიანდეს ან სრულად გაქრეს, რომლის გამოსწორება ხშირად შეუძლებელია . ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგამოძიებო მოქმედებად ასევე მიიჩნევა გვამის და ზოგადად, დოკუმენტების დათვალიერება. პირველის შემთხვევაში, გვამის გარეგნულ დათვალიერებას ახდენს მხარე და სასამართლო-სამედიცინო დარგის ექსპერტი. რაც შეეხება დოკუმენტის დავალიერებას, აქ იგულისხმება სხვადასხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დანაშაულის ჩადენის ადგილზე იქნება აღმოჩენილი. აღნიშნული დოკუმენტებს შეიძლება წარმოადგენდეს, საბანკო ამონაწერები, მინდობილობები, ხელშეკრულებები, რომელთაც დათვალირების ძირითად მიზანს მათი ავთენტურობის დადგენა, არსებულ საქმესთან კავშირი, დანაშაულის კვალის გამოვლენა წარმოადგენს . აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ნივთი შენახულ იქნას პირველად მდგომარეობაში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მასალები, საქმის გამოძიების სწორად წარმართვის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს.

ჩხრეკისა და ამოღების,როგორც მტკიცებულებათა შეკრების საშუალებებ ის ჩატარების თავისებურებანი
ჩხრეკის საგანი სხვა არაფერია, თუ არა ის, რაც საძიებოა და რის დასაძებნად და აღმოსაჩენადაც წარმოებს ეს საგამოძიებო მოქმედება. ჩხრეკის ობიექტი კი არის ის, სადაც ან რაშიც უნდა ვეძიოთ გამოსაძიებელ საქმეზე მნიშვნელობის მქონე საგანი. ამ შემთხვევაში საძიებო საგანში იგულისხმება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ყოველგვარი ფასეულობა, დანაშაულის ჩადენის იარაღები, დოკუმენტები, კანონით აკრძალული სხვადასხვა სახის საგანი (ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები, ნარკოტიკული ნივთიერებები და სხვ.), ძებნაში მყოფი პირები, ადამიანის გვამი და სხვ. გასაჩხრეკი ობიექტების თავისებურებათა გათვალისწინებით, ჩხრეკის საგნების საძიებო ობიექტები შეიძლება იყოს საცხოვრებელი ბინა და სამსახურებრივი სამუშაო ოთახი თავისი დამხმარე სათავსოებით.თ ჩხრეკის ცალკე სახეებად უნდა მივიჩნიოთ2 : საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა დამხმარე სათავსებით; დაცული ადგილმდებარეობის ჩხრეკა; სამსახურებრივ ადგილზე სამუშაო ოთახის ჩხრეკა თავისი დამხმარე სათავსებით; პირადი ჩხრეკა.აქედან გამომდინარე შეგვიძლია განვმარტ₾ტ რომ ჩხრეკა არის პიროვნების ან დაწესებულების, ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის და გაერთიანებების ადმინისტრაციის ნების საწინააღმდეგოდ მიმართული ისეთი იძულებითი სახის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მიმდინარეობს მათი საცხოვრებელი ბინის, შენობის, სამსახურებრივი სამუშაო ოთახის ან მდებარე დამხმარე სათავსების, ადგილმდებარეობის, პიროვნების და მისი კუთვნილი საგნებისა და ობიექტების (ხელბარგის, ტანსაცმლის, ტრანსპორტის და სხვ.) გამოკვლევა გამოსაძიებლ საქმეზე მნიშვნელობის მქონე დოკუმენტების, დანაშაულის ჩადენის იარაღების და კვალის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთებისა და ფასეულობის, გადამალული გვამის, ძებნაში მყოფი პირის და ჭეშმარიტების დადგენისათვის საჭირო სხვა საგნებისა და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენისა და ამოღების მიზნით.ჩხრეკის ანალოგიურად, ამოღებაც პიროვნების ან საწარმოო დაწესებულების, ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და გაერთიანების ადმინისტრაციის ნების საწინააღმდეგოდ მიმართული იძულებითი სახის საგამოძიებო მოქმედებაა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ჩხრეკის ჩატარების დროს, უმეტეს შემთხვევაში, უცნობი და გაურკვეველია, თუ ჩხრეკის შედეგად გამოძიებისათვის მნიშვნელობის მქონე რა კონკრეტული სახის საგანი ან დოკუმენტი იქნება აღმოჩენილი. ამოღების დროს კი წინასწარი მონაცემებით უკვე გარკვეულია.ისევე, როგორც ჩხრეკის, ამოღების ჩატარების დროსაც საჭიროა გვქონდეს მოსამართლის, ან სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება
ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად, მიწვეულია მხარის ან, მხარის შუამდგომლობით, სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში.ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად, მიწვეულია მხარის ან, მხარის შუამდგომლობით, სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში.პირის ექსპერტად მოსაწვევად არარის სავალდებულო რომ იგი მუშაობდეს რომელიმე საექსპერტო დაწესებულებაში ექსპერტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი რომელსაც გააჩნია სპეციალური ცოდნა და გამოცდილება.სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებყლ შემთხვევებში მხარეებმა ცალკეული მოქმედებები მხოლოდ ექსპერტის მონაწილეობით უნდა ჩაატარონ.ექსპერტს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ანიჭებს მოწმის სამართლებრივ სტატუსს შესაბამისად მას ეკისრება მისი უველა მოვალეობა .ექსპერტი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში გამოძახების შემთხვევაში იგი უნდა იყოს მიუკერძოებელი.ქსპერტს უფლება აქვს: ა) გაეცნოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო მასალას, ამოიწეროს საჭირო ცნობა და გადაიღოს ასლი; ბ) მოითხოვოს დამატებითი მასალის წარდგენა; გამოკვლევის პროცესში აიღოს მასრის, ტყვიისა და სხვა ობიექტის საცდელი ნიმუში; ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს მოსთხოვოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია; გ) უარი თქვას დასკვნის მიცემასა და ექსპერტიზის გაგრძელებაზე, თუ დასმული საკითხები სცილდება მისი ცოდნის ფარგლებს, ან თუ მისთვის წარდგენილი მასალა საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად; დ) ექსპერტიზის ჩატარების . თუ საექსპერტო კვლევის ობიექტი მეორე მხარესთან ინახება, იგი ვალდებულია, გადასცეს ობიექტი ექსპერტიზის ინიციატორი მხარის ექსპერტს. ექსპერტიზის ინიციატორი მხარე უფლებამოსილია, ჩაატაროს ექსპერტიზა. თუ მხარე ნებაყოფლობით ვერ იღებს მას, იგი უფლებამოსილია, საექსპერტო კვლევის ობიექტის ექსპერტისთვის გადაცემის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, გამოძიების ადგილის მიხედვით. შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს არაუგვიანეს 48 საათისაინიციატორის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას;

მტკიცებულებათა კლასიფიკაცია-მტკიცებულებათა კლასიფიკაცია თავისი შინაარსის წარმომავლობისა და მნიშვნელობის მიხედვით პირობითად შეიძლება მოვახდინოდ შემდწგ ნაირად.· გამამტყუნებელი და გამამართლებელი მტკიცებულებები · პიროვნული და ნივთიერი მტკიცებულებები · პირველადი და წარმოებული მტკიცებულებები · პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულებები. გამამტყუნებელი და გამამართლებელი მტკიცებულებები-გამამტყუნებელ და გამამართლებელ მტკიცებულებებს სხვაგვარად შეიძლება ვუწოდოთ ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებები. მოცემულ კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს შეჯიბრებითი და თანასწორი სისხლის სამართლის პროცესი. სისხლის სამართლის პროცესში მხარეები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოიპოვებენ მტკიცებულებებს. აღსანიშნავია,რომ გამოძიების ეტაპზე გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. დაცვის მხარე უფლებამოსილია გამოძიების ეტაპზე მოიპოვოს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც სასარგებლოა ბრალდებულის დაცვის პოზიციების გასამყარებლად, რომლებიც ამართლებენ ბრალდებულს ჩადენილ დანაშაულში ან ამსუბუქებენ მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ბრალდების მხარისგან განსხვავებით, დაცვის მხარეს კანონით არ ეკისრება ობიექტურობის ვალდებულება გამოძიების ეტაპზე მტკიცებულების მოპოვებისას. აქედან გამომდინარე, გამამტყუნებელ მტკიცებულებად მიიჩნევა ყველა ის მონაცემი და ინფორმაცია, რომელზეც ბრალდების მხარე ამყარებს პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და რომელიც ამხელს პირს დანაშაულის ჩადენაში ,სასჯელის დანიშვნისას უმძიმებს მას სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ან სხვაგვარად ამძიმებს ბრალდებულის პროცესუალურ მდგომარეობას. ამის საწინააღმდეგოდ, გამამართლებელია ყველა ის მონაცემი ან ინფორმაცია, რომელიც ამართლებს პირს ჩადენილ დანაშაულში და რომელსაც იყენებს დაცვის მხარე ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდების გასაქარწყლებლად ან ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად.პიროვნული და ნივთიერი მტკიცებულებები - მტკიცებულებები შესაძლოა დაიყოს ინფორმაციის წყაროს მიხედვით, ანუ თუ საიდან მომდინარეობენ ისინი. პიროვნულ მტკიცებულებებს წარმოადგენენ ცნობები და მონაცემები სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ,რომლებიც მიიღება სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე პირთაგან. ხოლო ნივთიერ მტკიცებულებებს მიეკუთვნება ის მონაცმები, რომლებიც მიიღება საგნის თვისებების, ნიშნების და მასზე დატოვებული კვალის აღქმით.პიროვნულ მტკიცებულებებს მიეკუთვნება მოწმის ზეპირი ჩვენება, მისი დაკითხვის ოქმი, ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა, ასევე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების დროს შედგენილი ოქმები, სადაც დაფიქსირებული ინფორმაცია სხვადასხვა ფაქტებისა და გარემოებების თაობაზე გადმოცემულია პროცესის მონაწილე პირებისაგან. ნივთიერ მტკიცებულებებს კი წარმოადგენს დამნაშავის მიერ დატოვებული კვალი, დანაშაულის იარაღი და ა.შ პირველად მტკიცებულებად ჩაითვლება ისეთი მტკიცებულება,რომელიც მიღებულია პირველი წყაროდან, ხოლო მეორე წყაროდან მიღებული ყველა ინფორმაცია და მონაცემი მიეკუთვნებიან წარმოებულ მტკიცებულებებს. მაგალითად, დანაშაულის თვითმხილველი მოწმის მიერ მიცემული ჩვენება პირველადი მტკიცებულებაა, ხოლო წარმოებული მტკიცებულებაა მოწმის ჩვენებ, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერი გავრცელებულ ცნობებს. ამ ტიპის მტკიცებულებას „ირიბი ჩვენება“ ეწოდება. 12 ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას უპირველესად უნდა მოხდეს პირველადი მტკიცებულებების გამოკვლევა,რადგან ისინი პირდაპირ კავშირში არიან მომხდარ ფაქტთან და იძლევიან უმნიშვნელოვანეს ცნობებს საქმესთან დაკავშირებით. ასევე სასამართლოში პირველადი მტკიცებულების წარდგენისას მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ დანაშაულის თვითმხილველ მოწმეს დაუსვან კითხვები და გამოავლინონ ის უზუსტობები,რაც ეჭვქვეშ დააყენებს მოცემული მტკიცებულების სანდოობას. ირიბი ჩვენებისას მოწმე პირადად არ შესწრებია დანაშაულს და იგი იმეორებს იმ ინფორმაციას, რაც სხვა პირებისგან მოისმინა. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია სასამართლოში წარმოებული მტკიცებულებების გამოყენება, როდესაც საქმეში მოიპოვება მასთან დაკავშირებული პირველადი მტკიცებულებები.პირდაპირი მტკიცებულებების საშუალებით ხდება საქმეში მთავარი ფაქტების დამტკიცება. მაგალითად, სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეოკარდრი პირდაპირი მტკიცებულებაა, თუ მასში ჩანს, როგორ უხსნის ცეცხლს ბრალდებული დანაშაულის მსხვერპლს. არაპირდაპირი მტკიცებულება უშუალოდ პირდაპირ კავშირში არ არის მტკიცების საგანთან, მაგრამ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შესაძლებელია მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება მთავარი ფაქტების შესახებ. 13 ასეთ მტკიცებულებეს შეგვიძლია მივაკუთვნოთ აუდიოჩანაწერი, სადაც ბრალდებული მსხვერპლს მოკვლით ემუქრებოდა რამდენიმე დღით ადრე. ეს ფაქტობრივი გარემოება მართალია, პირდაპირ არ ამტკიცებს, რომ პირი მოკლა ბრალდებულმა, მაგრამ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, შესაძლოა გამოვიყენოთ ბრალდებულის მკვლელობაში სამხელად.

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა არის ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო ორგანოების სპეციალური სამსახურების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ღია თუ ფარული მეთოდით ჩატარებული ღონისძიებების სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების, საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ემყარება ნონიერების, კონსპირაციის,ურიდიული პირის უფლებების დაცვისა და პატივისცემის,ღია და ფარული მეთოდების შეხამების პრინციპებს..კრძალულია იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელება, რომელიც:
ა) საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, ქონებას;
ბ) საფრთხეს უქმნის იურიდიული პირის უფლებებს; ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი განხორციელება გათვალისწინებულია კანონით და ის აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოებს უფლება აქვთ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის საფუძველზე და კანონით დადგენილი წესით, საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ცალკეულ საკითხებზე გამოსცენ უწყებრივი ნორმატიული აქტები.ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება არის ამ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ამოცანათა შესრულებას. 2. ამ ამოცანათა შესასრულებლად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით გამოიყენება:
ა) პირის გამოკითხვა;ბ) ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი;საკონტროლო შესყიდვა;კონტროლირებადი მიწოდება;
საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა, ცალკეულ პირთა მოქალაქეობა, ეროვნება, სქესი, თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, საზოგადოებრივ გაერთიანებათა წევრობა, რელიგიური აღმსარებლობა და პოლიტიკური მრწამსი ხელს არ უშლის იმას, რომ მათ მიმართ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი − პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება ფარული საგამოძიებო მოქმედება,არული საგამოძიებო მოქმედებები ვრცელდება მხოლოდ განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე და ასევე, გარკვეული კატეგორიის დანაშაულებზე, რომელიც საზოგადოებრივად განსაკუთრებით საშიშ ქმედებას წარმოადგენს.ფარული საგამოძიებო მოქმედებების გავრცელების აუცილებლობა თითოეულ მუხლთან მიმართებაში უნდა იყოს დასაბუთებული. ფარული საგამოძიებო მოქმედებები წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვას და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენება.

წინა სასამართლოს სხდომის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მოწმეების გაბისონიას და გაბრიჭიძის..
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 პრიმა 3 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით. განჩინებას პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე. კაზუსიდან დგინდება რომ გამოძიების პროცესში, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება ვიდეო და აუდიოჩაწერის სახით. სსსკ -ის 143 პირმა1 მუხლის 1-ლი ნაწილის ე) ქვეპუნქტის მიხედვით კი ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეა ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება; კაზუსიდან ასევე დგინდება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გათალისწინებული ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, რაც დარღვევაა, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143-ე მე-2 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიებისას. ხოლო 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით არ არის აღნიშნული 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესახებ დანაშაული არ წარმოადგენს არც განზრახ მძიმე და არც განსაკუთრებით მძინე დანაშაულს და ასევე არც 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ჩამონათვალშია მოცემული. შესაბამისად ამ დანაშაულზე ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელება არასწორად უნდა შეფასდეს. კაზუსიდან ასევე დგინდება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, არ ეხებოდა პირის დანაშაულებრივ საქმიანობას მაგრამ შეიცავდა პირის მაკომპრომენტირებელ ცნობებს პირადი ცხოვრების შესახებ და ასეთი ინფორმაცია დაერთო საქმეს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედების ჩამტარებელმა არ უნდა გაამჟღავნოს ცნობები პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია. შესაბამისად, პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კონკრეტულ პირებს და ასეთი ინფორმაციის საქმეზე დართვა, რომელიც საერთოდ არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას უკანონოა.

მირებული ოპერატიული ინფორმავიის საფუძველზ,პრკურორმა დიპლომატიური წამომადგებლის-122 მუხლის სამივე ნაწილია დარღვეულია წარმომადგენელის ხელმძღვანელის თანხმობიტ ან თხოვნით ანუ მან შედეგი მოლიწონა ეს იმაზე მეტყველებს რომ თანხმობა არმიუცია და მაინც ჩაატარეს ჩხრეკა ასევე ჩხრეკა ამოღებისთვის ხელმძღვანელის თანხმობა უნდა გამოითხოვოს საგარეო მინისტრმა და ამ ჩხრეკას სავალდებულოა ესწრებოდეს საგარეო საქმეთა წარმომადგენელი.

ბრასლდებლი პატარაია დაააკავეს-მე-18 მუხლის 1 ნაწილი,174 მ მე-5 ნაწილი, 38 მ 11 ე ნაწ.

ბასილაია-76 მუხლის ყველა ნაწილი,228 მუხლის მე-2 ნაწილი,242მ მე-3 ნაწილი(აქ თან ვამატებტ რომ ამ მუხლის საფუძველზე სასამართლო არარის უფლებამოსილი გამოიკვლიოს მტკიცებულებები ამის უფლება აქვს მხოლოდ მხარეებს და სასამართლოს უარი არის კანონიერი რადგან კანონმდებლობას აღნიშნული საკითხისათვის ნამდვილად არ განსაზღვრავს დროს.

Salome213's picture
Salome213 (salome kalandia)
სხვა
რეგ. თარ: 2024/12/20
ბოლო შემოს: 2025/02/06 17:28:12
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ნათია ძვირფასი ზარდახშის მესაკუთრეა, რომელიც თავისი დიდი ბებიისგან მემკვიდრეობით ერგო. ის არის მოოქროვილი და ამშვენებს ძვირფასი ქვები. პანდემიის ფონზე ნათია დაკარგავს სამსახურს და დარჩება შემოსავლის გარეშე. იმისათვის, რომ უზრუნველყოს მისი არასრულწლოვანი შვილის რჩენა, ის დაიწყებს სახლიდან ნივთების რეალიზაციას. მიუხედავად ემოციური დაძაბულობისა, ის ასევე გადაწყვეტს ძვირფასი ზარდახშის რეალიზაციას. ზარდახშის ყიდვის სურვილს გამოთქვამს მაია. ნათიასა და მაიას შორის ძვირფასი ზარდახშის ნასყიდობის ხელშეკრულება. ნათიამ ნასყიდობის საფასურად მიუთითა 500 ლარი. ზარდახშის გადაცემისას ნათიამ აღმოაჩინა, რომ 5000 ლარის ნაცვლად ჰქონდა მითითებული 500 ლარი და მოსთხოვა მაიას 5000 ლარის გადახდა. მაია უარს ამბობს ამ თანხის გადახდაზე,ხოლო ნათია ითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
აქვს თუ არა ნათიას ნასყიდობის ხელშეკრულებ ის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება?
პასუხი:
ნათიას შესაძლოა ჰქონდეს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 72-ე მუხლისა და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.ამისათვის აუცილებელია ნათიას მიერ ნამდვილი შეცილების განხორციელება,რომელიც წინაპირობად ითვალისწინებს შეცილების საფუძვლის,შეცილების გაცხადების და შეცილების ვადის დაცვას.შესაძლოა სახეზე იყოს არსებითი შეცდომა გარიგების შინაარსში სსკ-ის 73-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის მიხედვით. კაზუსიდან დგინდება,რომ ნათია ძვირფასი ზარდახშის მესაკუთრეა,რომელიც არის მოოქროვილი და ამშვენებს ძვირფასი ქვები,ამასთანავე ის ამ ნივთების რეალიზაციას ახორციელებდა იმისათვის,რომ არასრულწლოვანი შვილი ერჩინა.იქედან გამომდინარე,რომ ნასყიდობოს საგანი წარმოადგენდა ძვირფასს ნივთს,რომლის ღირებულებაც წარმოადგენდა 5000ლარს,ძნელი წარმოსადგენია,რომ მისი მესაკუთრე მას გაყიდდა 500 ლარად.ამიტომაც საგულისხმოა,რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში საფასურის განსაზღვრისას უბრალოდ მოხდა ტექნიკური შეცდომა.შესაბამისად სახეზეა არსებითი შეცდომა გარიგების შინაარსში. შემდეგი ელემენტია ის ,რომ შეცილება გაცხადებული უნდა იყოს ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.შეცილება წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას,რომელიც ნამდვილია იმ მომენტიდან,როცა ის მეორე მხარეს მიუვა,ანუ როცა მას აქვს მისი გაცნობის ობიექტური შესაძლებლობა.კაზუსიდან დგინდება,რომ ნათია როგორც კი აღმოაჩენს თუ არა შეცილების საფუძველს-რომ 5000ლარის ნაცვლად ჰქონდა მითითებული 500 ლარი,მაშინვე მოითხოვს შესაბამისი თანხის გადახდას მაიასაგან.შესაბამისად სახეზეა შეცილების გაცხადების ფაქტი. ამასთანავე დაცული უნდა იყოს შეცილების ვადა. სსკ-ის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე-შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდა 1 თვის ვადაში.კაზუსიდან დგინდება,რომ ნათიამ როგორც კი აღმოაჩინა შეცილების საფუძველი და კონტრაჰენტისგან მიიღო უარი,მაშინვე ითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.შესაბამისად შეცილების ვადა დაცულია.მოთხოვნა წარმოიშვა.ნათიას აქვს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 72-ე მუხლისა და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
კაზუსი 2
ლევანი მართავს კორპორატიულ წვეულებას. სტუმრების გამასპინძლების მიზნით მან გადაწყვიტა ცქრიალა თეთრი ღვინის შეკვეთა კომპანია "ბადაგონისათვის" 200 ბოთლის ოდენობით. ამ მიზნით მან მოამზადა შეკვეთის წერილი, ჩადო კონვერტში და დატოვა სახლში თავის სამუშაო მაგიდაზე. ნინო არის დამლაგებელი. ეს უკანასკნელი გადაწყვეტს ასიამოვნოს ლევანს და არ მოაცდინოს წერილის გაგზავნით. სწორედ ამიტომ მაგიდაზე დადებული წერილი ნინოს მიერ იქნა გაგზავნილი ადრესატისთვის. ამ წერილის საპასუხოდ კომპანია "ბადაგონმა" გამოაგზავნა შეკვეთილი ღვინო და თან დაურთო ქვითარი გადასახდელი ღვინოს ღირებულების მითითებით. ლევანს აღარ სურდა კომპანია "ბადაგონისაგან" ღვინის შეძენა, არამედ მან მოიძია ახალი კომპანია "მანავის მწვანე", რომლისგანაც უფრო ხელსაყრელ ფასად მოახდენდა ღვინის შეძენას. ლევანი უარს ამბობს ღვინის ღირებულების გადახდაზე.
აქვს თუ არა კომპანია "ბადაგონს" ლევანისაგან ღვინის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება?
პასუხი :
კომპანია "ბადაგონს" შესაძლოა ჰქონდეს გიორგისგან ლევანისაგან ღვინის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. ამისათვის აუცილებელია კომპანია "ბადაგონ"-სა და ლევანს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი.ნასყიდობის ხელშეკრულება წინაპირობად ითვალისიწნებს ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენას ოფერტისა და აქცეპტის სახით. სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ოფერტი წარმოადგენს მბოჭავი ხასიათის ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია პირთა განსაზღვრული წრისადმი და იმგვარად არის ფორმულირებული, რომ მხოლოდ თანხმობა ან უარყოფა კმაროდეს სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის. კაზუსიდან დგინდება, რომ ლევანმა გამოავლინა ნება, რაც გამოიხატა წერილის შედგენაში, რომელშიც დეტალურად იყო განსაზღვრული ადრესატი-კომპანია "ბადაგონი", ასევე შინაარსიც, კერძოდ მან შეუკვეთა 200 ბოთლი ღვინო. მაგრამ კაზუსიდან დგინდება, რომ წერილი გააგზავნა არა ლევანმა, არამედ მისმა დამლაგებელმა ნინომ. აქედან გამომდინარე ნინო შესაძლოა წარმოადგენდეს ლევანის წარმომადგენელს სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამისათვის აუცილებელია წარმომადგენლობა იყოს დასაშვები, მოხდეს ნინოს მიერ საკუთარი ნების გამოვლენა, ასევე ლევანის სახელით მოქმედება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა იყოს მოცემული. სსკ-ის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმომადგენლობა დაუშვებელია, როცა საკითხი ეხება მკაცრად პირადი ხასიათის ურთიერთობებს ან კანონი კრძალავს გარიგებას დადებას წარმომადგენლის მეშვეობით. კაზუსის მიხედვით, საკითხი ეხება დამლაგებლის მიერ ღვინის შეძენას, რომელიც შეიძლება დაიდოს ნებისმიერი მესამე პირის მიერ, ასევე კანონით არ იკრძალება გარიგების დადება წარმომადგენლის მეშვეობით. შესაბამისად, წარმომადგენლობა დასაშვებია. ამასთან, აუცილებელია წარმომადგენლის მიერ საკუთარი ნების გამოვლენა. ზოგადად, წარმომადგენლობა უნდა იქნეს გასნხვავებული შიკრიკის ინსტიტუტისგან, რა დროსაც შიკრიკი ავლენს არა საკუთარ ნებას, არამედ გადააქვს სხვა პირის ნება. ჩვენს შემთხვევაში, დამლაგებლის მიერ წერილის გაგზავნის დროს ნების გამოვლენა გამოვლინდა სწორედ მის მიერ არჩევანის გაკეთებაში, კერძოდ, გაეგზვნა მითითებული წერილი. შემდეგი ელემენტია წარმოდგენილი პირის სახელით მოქმედება. კომპანია "ბადაგონი"-სათვის ერთმნიშვნელოვნად იყო შესაცნობი, რომ გარიგებას დებდა ლევანი. შესაბამისად, სახეზე არის წრმოდგენილი პირის სახელით მოქმედება. თუმცა აქ გასათვალისწინებელია,რომ სახეზე არ გვაქვს წარმომადგენლობითი უფლებამომოსილება სსკის 107-ე მუხლის მნიშვნელობით,ვინაიდან აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ დამლაგებლის ფუნქციები.მისი უფლებამოსილებიდან და ფუნქციების გათვალისწინებით მას ვერ ექნებოდა მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.შესაბამისად, ნინო არ წარმოადგენს ლევანის წარმომადგენელს. სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კი,თუ კი სახეზეა წარმომადგენლობა,ასეთი გარიგებით წარმოშობილი უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა წარმოდგენილ პირს.შესაბამისად, თუ კი ნინო წარმოადგენდა ლევანის წარმომადგენელს,იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა ლევანს ვალდებულებები.მოთხოვნა არ წარმოიშვა.კომპანია "ბადაგონ"-ს არ აქვს ლევანისაგან ღვინის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

კაზუსი 3
თორნიკემ „ტოიოტას” ცენტრში 80.000 ლარად ახალი „ტოიოტა-ლენდკრუიზერი” იყიდა. მანქანის ყიდვიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ავტობანზე მანქანის ელექტროგაყვანილობა მწყობრიდან გამოვიდა და ევაკუატორის გამოძახება გახდა საჭირო ავტოტექმომსახურების ცენტრში მის გადასაყვანად. იმავე საღამოს, ბარში მეგობრებთან ერთად ყოფნისას, თორნიკე სიცილ-სიცილით ჰყვებოდა, როგორ გაამწარა მანქანამ, რომ მისი შეკეთება 1.000 ლარი დაუჯდებოდა და შეკეთება კი არა, 1.000 ლარს თუ ვინმე მისცემდა, საერთოდ მიჰყიდიდა ამ მანქანას. თორნიკეს ერთ-ერთი მეგობარი ლაშა ამ შეთავაზებით აღფრთოვანდა, ვინაიდან „ლენდკრუიზერის” ქონა მისი დიდი ხნის ნატვრა იყო და იმწამსვე დასთანხმდა. თორნიკემ დასტურად ლუდის კათხა მიუჯახუნა და უთხრა: დილიდანვე მოდი და ადვოკატის წამოყვანა არ დაგავიწყდეს, რომ მიღება-ჩაბარების აქტი გავაფორმოთო. მეორე დილით ლაშამ ჯერ ნაცნობ ადვოკატთან შეიარა და მიღება-ჩაბარების აქტის მომზადება და თორნიკესთან წაყოლა სთხოვა, რაზეც ადვოკატი 500-ლარიანი ანაზღაურების სანაცვლოდ დასთანხმდა, შემდგომ კი თავად თორნიკეს მიაკითხეს ფულის მისაცემად და მანქანის წამოსაღებად. თორნიკემ ლაშასა და ადვოკატის დანახვის და ამ ამბის მოსმენის შემდეგ სიცილი ვერ შეიკავა და გაკვირვებულმა უთხრა ლაშას: ხომ არ გადაირიე, ხუმრობა არ გესმისო. ლაშა დაჟინებით ითხოვს მანქანის გადაცემას ან, მინიმუმ, ადვოკატის ხარჯის ანაზღაურებას 500 ლარის ოდენობით.
რის მოთხოვნის უფლება აქვს ლაშას თორნიკეს მიმართ?
პასუხი:
შესაძლოა ლაშას ჰქონდეს ავტომობილის გადაცემის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილი საფუძველზე.
ამისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ნამდვილი ნასყიდობის ხელმეკრულების არსებობა, რომელიც თავის მხრივ წინაპირობად ითვალისწინებს ნამდვილი ოფერტის და ნამდვილი აქცეპტის არსებობას. ოფერტი გულისხმობს ხელშეკრულების დადების შესახებ შეთავაზებას, რომელიც ერთი ან რამდენიმე პირისადმი და ოფერტი შეზღუდული საკუთარი შეთავაზებით და აქცეპტის შემთხვევაში ვალდებულია დადოს ხელშეკრულება. ოფერტად შეიძლება შეფასდეს თორნიკეს შეთავაზება, რომ თუ ვინმე მისცემდა 1000 ლარს, მიჰყიდდა ავტომობილს. ვინაიდან შეთავაზება მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, ის წარმოადგენს არა ოფერტს, არამედ მოწვევას ოფერტზე. თუმცა ლაშას მიერ თორნიკეს წინადადებაზე დათანხმება შეიძლება შეფასდეს ოფერტად, ამისათვის აუცილებელია ოფერტი შეიცავდეს ხელშეკრულების ყველა არსებით პირობას და იმ ფორმით იყოს ფორმულირებული, რომ მხოლოდ დათანხმება ან უარყოფა კმაროდეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის წარმომობისთვის. ვინაიდან ლამას შეთავაზება შეიცავს მითითებას მანქანის მოდელზე, ფასზე, მივმართება კონკრეტულ სუბიექტს, ის წარმოადგენს ოფერტს. აქცეპტად შეიძლება შეფასდეს თორნიკეს განცხადება, რომ მეორე დღეს მისთვის გაევლო და თან ადვოკატიც წამროეყვანა. ხელშეკრულებსი დადების მიზნით. სახეზეა - თორნიკეს მიერ ლაშას შეთავაზებაზე დათანხმების ფაქტი, შესაბამისად, სახეზეა აქცეპტი. სახეზე გვაქვს მხარეთა მორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი.
თუმცა მოთხოვნის წარმოშობა არსებითად შეიძლება დაბრკოლდეს სსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.ამისათვის აუცილებელია ნების გამოვლენა მოხდეს არასერიოზულად, იმ ვარაუდით რომ არასერიოზულობა გამოცნობილი იქნებოდა. თორნიკემ სიცილიტ მიმართა,რომ მან იხუმრა,შესაბამისად, სახეზეა მის მიერ ნების არასერიოზულად გამოვლენის ფაქტი. თორნიკეს მიერ სიცილით ნების გამოვლენა,ავტომობილის ნასყიდობის ფასსა და რეალურ საბაზრო ღირებულებას შორის აშკარა დისპროპორცია, შეტავაზების ადგილი და თორნიკეს მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი წარმოშობს ვარაუდის საფუძველს ნების გამოვლენის არასერიოზულობის შესახებ. სესაბამისად,მხარეტა შორის დადებული გარიგება ბათილია.
ლაშას არ აქვს ნივთის გადაცემის მოთხოვნის უფლება 477-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე.

კაზუსი 4
აქ ან გიორგი იქნება ან ლევანი - სახელზე ვამბობ
17 წლის გიორგი დიდი ხანია ინახავს მისთვის მშობლების მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენების მიზნით გადაცემულ თანხას საოცნებო მობილური ტელეფონის შესაძენად. 2000 ლარის შეგროვების შემდეგ ის გაემართა შპს "აქტაოქეიში" მობილური ტელეფონის შესაძენად. შეიძინა ნივთი და გახარებული დაბრუნდა სახლში. როცა მისმა მშობლებმა გაიგეს მის მიერ დადებული გარიგების თაობაზე, ძალიან გაბრაზდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ გიორგის არაფერში სჭირდებოდა ამ ღირებულების მობილური ტელეფონის ფლობა. ამასთან, ისინი შიშობდნენ, რომ გიორგი აღარ დაუთმობდა დროს სწავლას. სწორედ ამ მიზეზებით მშობლებმა მოითხოვეს გიორგის მიერ დადებული გარიგების ბათილად ცნობა.
აქვთ თუ არა გიორგის მშობლებს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება?
პასუხი:
გიორგის მშობლებს შესაძლოა ჰქონდეთ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63- ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.
ამისათვის მოითხოვება არასრულწლოვნის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ორმხრივი გარიგების დადების, კანონიერი წარმომადგენლის მიერ გარიგების შემდგომი მოწონების არარსებობის ფაქტები, ასევე გარიგების არასარგებლიანი ხასიათი არასრულწლოვნისთვის.სსკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 18 წლამდე მყოფი სუბიექტი ითვლება არასრულწლოვნად.
კაზუსიდან დგინდება, რომ გიორგი არის 17 წლის.შესაბამისად,იგი არასრულწლოვანია.ამასთან, აუცილებელია სახეზე იყოს ორმხრივი გარიგების დადების ფაქტი. ორმხრივია გარიგება, როცა გარიგებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის მოითხოვება არანაკლებ ორი პირის მიერ ურთიერთმფარავი ნების გამოვლენის ფაქტი.კაზუსიდან დგინდება,რომ გიორგიმ ,,ალტაოქეისთან" დადო ნასყიდობის ხელშეკრულება,რომლის ნამდვილობისათვის აუცილებელია ორი პირის მიერ ნების გამოვლენა. შესაბამისად, გიორგის მიერ დადებულია ორმხრივი გარიგება.
ამასთან, გიორგიმ გარიგება დადო კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე. კაზუსიდან დგინდება, რომ მშობლები წინააღმდეგები არიან ამ გარიგების და ითხოვენ მის ბათილობას.შესაბამისად,მოწონების ფაქტი არ გვაქვს სახეზე.
ამასთან, აუცილებელია გარიგება არ იყოს სარგებლიანი არასრულწლოვნისთვის. სარგებელში იგულისხმება არა ფინანსურური, არამედ უფლებრივი სარგებელი, როცა მხარეს წარმოეშობა მხოლოდ უფლებები, საპასუხო ვალდებულებების კისრების გარეშე. ნასყიდობის ხელშეკრულებით გიორგის წარმოეშობა საპასუხო ვალდებულება, კერძოდ, ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, გარიგება არ არის სარგებლის მომტანი გიორგისთვის.თუმცა გიორგის მიერ დადებული გარიგება შეიძლება იქნეს მიჩნეული ნამდვილად სსკ-ის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ამისათვის აუცილებელია არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა, თავისუფალი განკარგვის მიზნით.
კაზუსიდან დგინდება, რომ მშობლები გიორგის თავისუფალი განკარგვის მიზნით გადასცემდნენ თანხას.შესაბამისად ემანსიპაციის ეს ფორმა სახეზეა. მოთხოვნა არ წარმოიშვა. გიორგის მშობლებს არ აქვთ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63- ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.
კაზუსი 5
ანი მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მენეჯერულ პოზიციაზე. ერთ-ერთ ნაცნობს მან მართვის მოწმობის აღებაში დახმარების მიზნით გამოართვა თანხა 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა გოგისთვის, რომელიც ამ ინფორმაციის მის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცადა. კერძოდ, ანის გაუმხილა, რომ იცოდა ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების თაობაზე და თუ წყნეთში მდებარე აგარაკს არ მიჰყიდდა, ამის თაობაზე აცნობებდა სამუშაოს ხელმძღვანელობას და საგამოძიებო ორგანოებს. ანის ძალიან უყვარს წყნეთის აგარაკი, ვინაიდან ეს მისი მშობლებისაგან დატოვებული ქონებაა და მის მშობლებთან ასოცირდება. ანი დაკარგავს მოსვენებას, ძალიან შეშფოთდება, მაგრამ სამუშაო ადგილისა და პასუხისგებაში მიცემის შიშით 2010 წლის 1 იანვარს დადებს გოგისთან უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას. უძრავი ქონება აღირიცხება გოგის საკუთრებად. 2012 წლის 1 იანვარს საგამოძიებო ორგანოსათვის ცნობილი გახდება ანის მიერ განხორციელებული ქმედების შესახებ და ის მიეცემა პასუხისგებაში და სასჯელის სახით განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. 2014 წლის 1 დეკემბერს ანი მიმართავს გოგის და მოითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
აქვს თუ არა ანის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება?

პასუხი:
ანის შესაძლოა ჰქონდეს ნასყიდობის ხელშეკრულეის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 85 მუხლისა და 59-ე მუხლის მე-2 ნააწილის საფუძველზე.ამისათვის საჭიროა სახეზე იყოს ანის იძულების, ანის მიერ შეცილების გაცხადების და შეცილების ვადის დაცვის ფაქტები.შესაძლოა სახეზე იყოს იძულება სსკ-ის 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობით,რომლის მიხედვითაც-გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება,რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს,რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.კაზუსიდან დგინდება,რომ გოგიმ შეიტყო ანის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ და ამ ინფორმაციის მის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცადა.კერძოდ,თუ ანი მას არ მიჰყიდდა აგარაკს,მაშინ გოგი მისი ქმედების შესახებ შეატყობინებდა სამუშაო ხელმძღვანელობასა და საგამოძიებო ორგანოებს.შესაბამისად,ანის პიროვნებას ემუქრებოდა რეალური საფრთხე,კერძოდ ვინაიდან მან მართლაც ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ის დაკარგავდა სამუშაო ადგილს და უფრო მეტიც ის მიეცემოდა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.აქედან გამომდინარე ანის იძულების ფაქტი სახეზეა.ამასთან აუცილებელია სახეზე იყოს შეცილების გაცხადება.შეცილება გაცხადებული უნდა იყოს ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.შეცილება წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას,რომელიც ნამდვილია იმ მომენტიდან,როცა ის მეორე მხარეს მიუვა და აქვს მისი გაცნობის ობიექტური შესაძლებლობა.კაზუსიდან დგინდება,რომ ანი პირდაპირ მიმართავს გოგის და მოითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.შესაბამისად შეცილების გაცხადება სახეზეა.ამასთანავე დაცული უნდა იყოს შეცილების ვადაც.სსკ-ის 89-ე მუხლის მიხედვით-იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს1 წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან.იძულების დასრულების მომენტად ითვლება,როცა საგამოძიებო ორგანოსთვის ცნობილი გახდა ანის მიერ განხორციელებული ქმედების შესახებ.კაზუსიდან დგინდება,რომ საგამოძიებო ორგანოსთვის ანის ქმედების შესახებ ცნობილი გახდა 2012 წელს,ხოლო ანიმ გოგის მიმართა ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნით 2014 წელს,რაც აშკარად აღემატება 1 წლიან ვადას.შესაბამისად მოთხოვნა არ წარმოიშვა. ანის არ აქვს ნასყიდობის ხელშეკრულეის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 85 მუხლისა და 59-ე მუხლის მე-2 ნააწილის საფუძველზე.
კაზუსი 6
გიორგისა და ლევანი დიდი ხნის მეგობრები არიან. ერთ დღეს წვეულებაზე ყოფნისას ქალაქში არსებულ მშენებლობებზე მსჯელობის დროს შეზარხოშებული გიორგი ლევანს ეტყვის ღიმილით, რომ იმდენად დაიღალა ქალაქში ცხოვრებით, რომ თუ ვინმე გამოთქვამს მისი უძრავი ქონების შეძენის სურვილს, შეუძლია 10000 დოლარად მიჰყიდოს ქონება და სოფელში გადავიდეს საცხოვრებლად. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 800000 ლარს. ლევანს იქვე დააინტერესებს ეს შეთავაზება და თავად გამოთქვამს ქონების შეძენის სურვილს. გიორგი ამის საპასუხოდ სიცილით თავს დაუქნევს მას. ლევანი გახარებულია, მეორე დღეს შეივლის სოფელში გადავიდეს საცხოვრებლად. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 800000 ლარს. ლევანს იქვე დააინტერესებს ეს შეთავაზება და თავად გამოთქვამს ქონების შეძენის სურვილს. გიორგი ამის საპასუხოდ სიცილით თავს დაუქნევს მას. ლევანი გახარებულია, მეორე დღეს შეივლის ერთ-ერთ საადვოკატო ბიუროში ხელშეკრულების შაბლონის შესადგენად და ადვოკატს გადაუხდის 500 ლარს მომსახურების გაწევის სანაცვლოდ. გიორგი სიცილს ვერ შეიკავებს ლევანისა და ადვოკატის დანახვაზე, მისი აზრით, ეს იყო ხუმრობა, რომლის გამოცნობაც მარტივად იყო შესაძლებელი. ლევანი ითხოვს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. აქვს თუ არა ლევანს საადვოკატო მომსახურებაზე გადახდილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება?

პასუხი:
ლევანს შესაძლოა ჰქონდეს საადვოკატო მომსახურებაზე გადახდილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.ამისათვის საჭიროა,რომ არსებობდეს ზიანი,ნების მიმღები ენდობოდეს ნების გამომვლენის მიერ ნების გამოვლენის სერიოზულობას,ასევე არ უნდა იცოდეს და არც შეიძლება სცოდნოდეს არასერიოზულობის შესახებ.კაზუსიდან დგინდება, რომ ლევანმა გაწია ხარჯები,კერძოდ იმ გარიგების დადების მიზნით,რომელიც არ შედგა, ადვოკატს გადაუხადა 500 ლარი ხელშეკრულების შაბლონის შესადგენად. შესაბამისად ზიანი სახეზეა.აგრეთვე, გიორგი ლევანთან საუბრისას იყო შეზარხოშებული,ამასთან გიორგის უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას რეალურად წარმოადგენდა 800000ლარი,მან კი საუბრისას ახსენა,რომ უძრავ ქონებას გაყიდდა 10000 დოლარად,რაც აშკარად მკვეთრად ჩამოუვარდება საბაზრო ღირებულებას,ამასთან როდესაც ლევანი გამოთქვამს სურვილს მის შეძენაზე გიორგი მას ღიმილით უქნევს თავს.შესაბამისად, ლევანს უნდა სცოდნოდა არასერიოზულობის შესახებ,ვინაიდან აბსურდულია უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაზე აშკარად დაბალ ფასად გაყიდვა,მითუმეტეს შეზარხოშებულ მდგომარეობაში.შესაბამისად,შესაძლოა სახეზე იყოს ნების გამოვლენის არასერიოზული ხასიათი სსკ-ის 57-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.კერძოდ,ბათილია ნების გამოვლენა,რომელიც გაკეთებულია არასერიოზულად(ხუმრობით) იმ ვარაუდით,რომ არასერიოზულობა გამოცნობილი იქნებოდა.კაზუსიდან დგინდება,რომ გიორგი ლევანის გამოთქმულ სურვილზე სიცილით უქნევს თავს და მისი აზრით ეს იყო ხუმრობა,რომლის გამოცნობაც მარტივად იყო შესაძლებელი.შესაბამისად,ნების გამოვლენა ბათილია. ლევანს არ აქვს საადვოკატო მომსახურებაზე გადახდილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
კაზუსი 7
გიორგი გადაწყვეტს საგურამოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებას. ამ მიზნით ის განათავსებს უძრავი ქონების გაყიდვის პორტალზე განაცხადს, სადაც მიუთითებს ქონების მახასიათებლებს და ფასს 500000 ლარის ოდენობით. ნინოს, რომელსაც სურს ქალაქგარეთ სახლის შეძენა, დაინტერესდება გიორგის შეთავაზებით, დაურეკავს მას. ქონების დათვალიერების შემდეგ გადაწყვეტს ქონების შეძენას, თუმცა საშემოსავლო გადასახადის შემცირების მიზნით გიორგი და ნინო შეთანხმდებიან, რომ ქონების ღირებულებად ნაცვლად 500000 ლარისა მიუთითონ 100000 ლარი. გიორგი და ნინო დადებენ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას კანონით დადგენილი ფორმის დაცვით და მოხდება რეესტრში საკუთრების უფლების ნინოს სახელზე რეგისტრაცია. საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ ითხოვს გიორგი ნინოსაგან 500000 ლარის გადაცემას, თუმცა ნინო უარს ამბობს ამ მოცემულობით თანხის გადაცემაზე და თანახმაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გადასცეს გიორგის.
აქვს თუ არა გიორგის 500000 ლარის გადაცემის მოთხოვნის უფლება?

პასუხი:

გიორგის შესაძლოა ჰქონდეს 500000 ლარის გადაცემის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ეს მეორე და 81-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ამისათვის აუცილებელია, გიორგისა და ნინოს შორის დადებულ იქნეს ნასყიდობის ხელშეკრულება და ასევე გარიგება დადებულ უნდა იქნეს მოტყუებით. ნასყიდობის ხელშეკრულება, ეს არის ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა. კაზუსიდან დგინდება რომ გიორგისა და ნინოს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. თუმცა ასევე კაზუსიდან ირკვევა რომ უძრავი ქონების ღირებულება იყო 500000 ლარის ოდენობის, რის შესახებაც აქსეპორმა ნინომ იცოდა. თუმცა გიორგისა და ნინოს შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში 100000 ლარი არის მითითებული. ნასყიდობის ორივე მხარე ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ რომ საშემოსავლოს გადახდის შემცირების მიზნით ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულ იქნება არა 500000 ლარი არამედ 100000 ლარი. თუმცა ვიცით რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულ უნდა იქნეს წერილობითი ფორმითა და არა ზეპირი. თუმცა რომ არა ზეპირი გარიგების ეს პირობა გიორგი ნინოსთან არ დადებდა ნასყიდობის ხელშეკრულებას. მათ დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება, ნინო თანახმაა გიორგის გადაუხადოს ხელშეკრულებაში მითითებული თანხა და ზეპირი შეთანხმეფით გათვალისწინებულ 400000 ლარის გადახდაზე უარს აცხადებს. თუმცა რომ არა ზეპირი შენთანხმება გიორგი ნინოსთან არ დადებდა ნასყიდობის ხელშეკრულებას. გიორგი ნინოსთან დადებული გარიგებით იქნა მოტყუებული. მაშასადამე გიორგის ნინოსგან აქვს 500000 ლარის გადახდის მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მიხლის მეორე და 81-ე მიხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

კაზუსი 8

გიორგი დაავალებს ნინოს დაბადების დღისთვის ტორტის შეძენას. ნინო ერთ-ერთ საკონდიტროში შეიძენს ტორტს. მხარეები მოგვიანებით თანხის გადახდაზე შეთანხმდებიან. ერთი კვირის შემდეგ ნინო შეივლის საკონდიტროში. კონდიტერი მოსთხოვს მას ტორტის ღირებულების გადახდას. ნინოს განმარტებით, ტორტის შეიძინა არა საკუთარი, არამედ გიორგის ინტერესებისთვის, შესაბამისად, მოთხოვნაც გიორგის მიმართ უნდა იქნეს წარდგენილი. კონდიტერის მოსაზრებით, მისთვის უცნობია გიორგის პიროვნება და ვინაიდან ტორტი მან შეიძინა, თავად წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს. აქვს თუ არა კონდიტერს ნინოსგან ტორტის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება?
პასუხი:
კონდიტერეს შესაძლოა ჰქონდეს ნინოსგან ტორტის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. ამისათვის მოითხოვებანინოსა და კონდიტერს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება.ანუ ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა უნდა იყოს სახეზე. კაზუსიდან დგინდება,რომ ნინო და კონდიტერი შეთანხმდნენ თანხის მოგვიანებით გადახდაზე.შესაბამისად, ოფერტი და აქცეპტი სახეზე გვაქვს.აქედან გამომდინარე,მათ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. თუმცა კაზუსიდან დგინდება,რომ ნინოს მიერ ტორტის შეძენის ძირითად მიზანს წარმოადგენდა გიორგის თხოვნის შესრულება. შესაბამისად, შესაძლოა ნინო წარმოადგენდეს გიორგის წარმომადგენელს სსკ-ის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად. ამისათვის საჭიროა სახეზე იყოს 4 ელემენტი : წარმომადგენლობის დასაშვებობა, წარმომადგენლის მიერ საკუთარი ნების გამოვლენა, წარმოდგენილი პირის სახელით მოქმედება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არსებობა.
სსკ-ის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმომადგენლობა არ არის დასაშვები, თუ გარიგების ხასიათიდან გამომდინარე ის უნდა დადოს უშუალოდ პირმა ან კანონი კრძალავს გარიგების დადებას წარმომადგენლის მეშვეობით. კაზუსიდან დგინდება,რომ საკითხი ეხება ტორტის ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელიც არ არის მკაცრად პირადი ხასიათის ურთიერთობა, აგრეთვე კანონი არ ადგენს გარიგების წარმომადგენლის მეშვეობით დადების აკრძალვის დანაწესს. შესაბამისად, დასაშვებია გარიგების დადება წარმომადგენლის მეშვეობით. შემდეგ ელემენტს წარმოადგენს წარმომადგენლის მიერ საკუთარი ნების გამოვლენა. კაზუსიდან დგინდება, რომ ტორტი თავისი გემოვნებით,უშუალოდ შეარჩია ნინომ. შესაბამისად, სახეზეა ნინოს მიერ ნების გამოვლენის ფაქტი. კაზუსიდან არ დგინდება, რომ კონდიტერისთვის ცნობილი იყო, რომ ნინოა გარიგებას დებდა არა საკუთარი, არამედ სხვისი ინტერესებისთვის. შესაბამისად, არ არის სახეზე წარმომადგენლის სახელით მოქმედების ფაქტი. თუმცა,სსკ-ის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მეორე მხარისათვის სულ ერთია, ვისთან დადებს გარიგებას. კაზუსიდან დგინდება, რომ ნათია კონდიტერს შეუთანხმდა ერთი კვირის შემდგომ ანაზღაურების გადახდაზე.ზოგადად, კონდიტერის ინტერესს წარმოადგენს კონკრეტული ქონების რეალიზაცია სათანადო ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ. რადგან,ნინოსა და კონდიტერს შორის არ მომხდარა ანგარიშსწორება იქვე,კონდიტერისათვის არ არის სულ ერთი ,თუ ვინ იქნება გარიგების მეორე მხარე.შესაბამისად,ეს გამონაკლისი არ გვაქვს სახეზე და ვინაიდან ეს ეს ელემენტი არაა სახეზე,არც წარმომადგენლობა გვაქვს ამ შემთხვევაში.
შესაბამისად, ნინოს მიერ დადებული გარიგებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები წარმოეშობა ნინოს.
მოთხოვნა წარმოიშვა.
კონდიტერეს აქვს ნინოსგან ტორტის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

კაზუსი 9
გიორგი ფლობს ლადო გუდიაშვილის ტილოს. ის ფინანსური კრიზისის ფონზე გადაწყვეტს ტილოს რეალიზაციას, შეარჩევს მყიდველ ლევანს, რომელიც 500000 ლარის გადახდის სანაცვლოდ მიიღებს ორიგინალ ტილოზე საკურების უფლებას. ლევანთან ვიზიტისას ცნობილი ხელოვანი ტილოების დათვალიერების პროცესში ლევანს შეატყობინებს, რომ გუდიაშვილის ცნობილი ტილოს ორიგინალი სულ რაღაც ერთი თვის წინ იქნა გასხვისებული აუქციონზე 40000 ლარად. ლევანი გააპროტესტებს და იტყვის, რომ ეს ნახატი ორიგინალია და მან ის საკმაოდ ძვირად შეიძინა. ექსპერტიზის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ნახატი არ არის ორიგინალი და მისი ღირებულება შეადგენს საშუალოდ 1000 ლარს. აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია უცნობი იყო თავად გიორგისთვისაც. ლევანი ითხოვს გარიგების ბათილად ცნობას, რასაც ეწინააღმდეგება გიორგი. ის მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა სახელშეკრულებო ურთიერთობა და არ არსებობს ბათილად ცნობის საფუძველი. აქვს თუ არა ლევანს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება?
პასუხი:
ლევანს შესაძლოა ჰქონდეს გიორგისთან დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 72-ე მუხლისა და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. იმისათვის, რომ ლევანს ჰქონდეს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება საჭიროა სახეზე იყოს 3 მოთხოვნა. კერძოდ, უნდა არსებობდეს შეცილების საფუძველი, უნდა მოხდეს შეცილების გაცხადება და ასევე დაცული უნდა იყოს შეცილების ვადა. სსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად,შეცილების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს არსებითი შეცდომის საფუძველზე ნების გამოვლენა.ამავდროულად,სსკ-ის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითი შეცდომის ერთ-ერთი სახეა შეცდომა საგნის ძირითად თვისებებში.თუმცა,ამავე მუხლის თანახმად,შეცდომა საგნის ძირითად თვისებებში მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არსებითად, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საგნის ღირებულების განსაზღვრისათვის.კაზუსიდან დგინდება,რომ ლევანმა გიორგისგან შეიძინა ნახატი,რომელსაც იგი ორიგინალად მიიჩნევდა მიიჩნევდა.ლევამა ნახატი შეიძინა 500000ლარად,თუმცა აღნიშნული ნახატი არ აღმოჩნდა ორიგინალი,რომლის რეალურ ფასს საშუალოდ შეადგენდა 1000 ლარი. შესაბამისად,სახეზე გვაქვს შეცდომა საგნის ძირითად თვისებაში.კერძოდ,ნივთი მიიჩნიეს ორიგინალდ,რეალურად კი ის არ წარმოადგენდა ორიგინალს,ასევე ეს შეცდომა არსებითია, რადგანაც მას მნიშვნელობა აქვს საგნის ღირებულების განსაზღვრისათვის.აქედან გამომდინარე, სახეზეა გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლების წარმომშობი ერთ-ერთი კომპონენტი-შეცილების საფუძველი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად,საცილო გარიგების ბათილობის საფუძველია შეცილების გაცხადება,კერძოდ საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. ამავდროულად, შეცილება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.შეცილება წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას,რომელიც ნამდვილია იმ მომენტიდან,როცა ის მეორე მხარეს მიუვა და ექნება მისი გაცნობის ობიექტური შესაძლებლობა. კაზუსიდან დგინდება,რომ ლევანი აღმოაჩენს თუ არა,რომ შეცდა მაშინვე ითხოვს გიორგისთან ხელშეკრულების ბათილობას. შესაბამისად, სახეზეა შეცილების გაცხადება. ამ ყველაფერთან ერთად, შეცილების ნამდვილობისათვის აუცილებელია შეცილების ვადის დაცვა. კერძოდ, სსკ-ის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში.ვინაიდან კაზუსიდან არ იკვეთება ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა,უნდა ჩავთვალოთ,რომ ერთ თვიანი ვადა დაცულია. მოთხოვნა წარმოიშვა. ლევანს აქვს გიორგისთან დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 72-ე მუხლისა და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

კაზუსი 10
17 წლის თემური არის ლევანის ერთადერთი შვილი. სწორედ ამიტომ ლევანი ამზადებს მას იმისათვის, რომ შემდგომში გაუძღვეს მის საქმეს, კერძოდ, ღვინის ბიზნესს. ლევანს საწარმოში დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 1000 კაცი და საქმე კარგად აქვს აწყობილი. მოულოდნელად მას მოუწევს ქვეყნის დატოვება და ხანგრძლივ ბიზნეს მოლაპარაკებების გამართვის მიზნით გერმანიაში წასვლა. მან იცის რა თემურის უნარები, მიანიჭებს მას საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას. თემური მშვენივრად ართმევს თავს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, ავლენს მენეჯერულ უნარებს. თუმცა ის მოულოდნელად გადაწყვეტს მიწის ნაკვეთის შეძენას. მოიძიებს ქ. მცხეთაში მდებარე მიწის ნაკვეთს, რომელზეც განთავსებულია უძრავი ქონება და 100000 დოლარად შეიძენს ამ ქონებას უჩასგან. მის მიზანს წარმოადგენს ქალაქის ხმაურისაგან მოშორება. ლევანი გაიგებს რა თემურის მიერ დადებული გარიგების თაობაზე, ძალიან გაბრაზდება და არ მოიწონებს გარიგებას და მოითხოვს გარიგების ბათილად ცნობას.
აქვს თუ არა ლევანს თემურის მიერ დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება?
პასუხი:
ლევანს შესაძლოა ჰქონდეს თემურის მიერ დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63- ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.
ამისათვის მოითხოვება არასრულწლოვნის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ორმხრივი გარიგების დადების, კანონიერი წარმომადგენლის მიერ გარიგების შემდგომი მოწონების არარსებობის ფაქტები, ასევე გარიგების არასარგებლიანი ხასიათი არასრულწლოვნისთვის.
სსკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 18 წლამდე მყოფი სუბიექტი ითვლება არასრულწლოვნად.
კაზუსიდან დგინდება, რომ თემური არის 17 წლის. შესაბამისად,იგი არასრულწლოვანია.ამასთან, აუცილებელია სახეზე იყოს ორმხრივი გარიგების დადების ფაქტი. ორმხრივია გარიგება, როცა გარიგებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის მოითხოვება არანაკლებ ორი პირის მიერ ურთიერთმფარავი ნების გამოვლენის ფაქტი.კაზუსიდან დგინდება,რომ თემურსა და უჩას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება,რომლის ნამდვილობისათვის აუცილებელია ორი პირის მიერ ნების გამოვლენა. შესაბამისად,თემურის მიერ დადებულია ორმხრივი გარიგება.
ამასთან, თემურიმ გარიგება დადო კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე. კაზუსიდან დგინდება, რომ მამამ მოითხოვა გარიგების ბათილობა. შესაბამისად, ბუნებრივია მათ არ მოიწონეს გარიგება. ამასთან, აუცილებელია გარიგება არ იყოს სარგებლიანი არასრულწლოვნისთვის. სარგებელში იგულისხმება არა ფინანსურური, არამედ უფლებრივი სარგებელი, როცა მხარეს წარმოეშობა მხოლოდ უფლებები, საპასუხო ვალდებულებების კისრების გარეშე. ნასყიდობის ხელშეკრულებით თემურსს წარმოეშობა საპასუხო ვალდებულება, კერძოდ, ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, გარიგება არ არის სარგებლის მომტანი თემურისათვისთვის.თუმცა თემურის მიერ დადებული გარიგება შეიძლება იქნეს მიჩნეული ნამდვილად სსკ-ის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
ამისათვის აუცილებელია კანონიერი წარმომადგენლის მიერ 16 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანისათვის საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლების მინიჭება.კაზუსიდან დგინდება,რომ თემური არის 17 წლის არასრულწლოვანი,მამამ მას გადასცა ღვინის ბიზნესი დამოუკიდებლად გაძღოლის უფლების მინიჭებით.თუმცა ემანსიპაციის ეს შემთხვევა სახეზე არ გვაქვს ამავე მუხლის(65-ის მე-2) საფუძველზე.ვინაიდან,ეს მუხლი შეუზღუდავი ქმედუნარიანობის მინიჭებას ითვალისწინებს მხოლოდ ამ სფეროსათვის ჩვეულებრივ ურთიერთობებში.
კაზუსიდან კი დგინდება,რომ თემურმა მიწა შეიძინა პირადი მიზნებისათვის(ქალაქის ხმაურისაგან მოსაშორებლად).შესაბამისად სახეზე არ გვაქვს ემანსიპაციის ეს ფორმა. მოთხოვნა წარმოიშვა. ლევანს აქვს თემურის მიერ დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63- ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.

კაზუსი 11

გიორგი არის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელი. ის არის გამოცდილი და პროფესიონალი კადრების ძიებაში. ერთ დღეს მასთან მუშაობის დაწყების სურვილს გამოთქვამს ლევანი, რომელიც დასაქმდება გაყიდვების სამსახურში. ამასთან, გიორგი თავის მომხმარებლებს ელექტრონული ფორმით შეატყობინებს, რომ გაყიდვებზე შეუძლიათ მიმართონ ლევანს. ლევანს ასევე ევალება თავად კომპანიისათვის აუცილებელი ინვენტარით უზრუნველყოფა პარტნიორი კომპანიებისაგან. ლევანი ძალიან სწრაფად ავლენს კარგ უნარებს. გიორგი კადრის შენარჩუნების მიზნით მას დააწინაურებს, გაუზრდის ანაზღაურებას. ამასთან, გადაიყვანს მენეჯერულ პოზიციაზე, სრულად ჩამოსცილდება გაყიდვებს, მათ შორის, კომპანიისათვის ავეჯის შესყიდვაც აღარ წარმოადგენს მის ფუნქციებს. ამის მიუხედავად თანამდებობის შეცვლის შემდეგ ის დაურეკავს პარტნიორ ნინოს და შეუკვეთავს სამშენებლო კომპანიისთვის ავეჯს, რომლის ღირებულებაც შეადგენს 10000 ლარს. ნინო მოითხოვს 10000 ლარის გადახდას გიორგისაგან, რასაც შეეწინააღმდეგება გიორგი, ვინაიდან ლევანს აღარ ჰქონდა მსგავსი გარიგების დადების უფლება. ნინო ითხოვს 10000 ლარის გადახდას.
აქვს თუ არა ნინოს თანხის გადახდის მოთხოვნის უფლება?

პასუხი:
შესაძლოა ნინოს ჰქონდეს გიორგისაგან თანხის გადახდის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
ამისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა, რომელიც თავის მხრივ, წინაპირობად ითვალისწინებს ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენას, ოფერტის და აქცეპტის სახით. ოფერტი წარმოადგენს ნების გამოვლენას, რომელიც შეიცავს ხელშეკრულების ყველა არსებით პირობას და იმ ფორმით არის გამოხატული, რომ მხოლოდ თანხმობა ან უარყოფა კმარა ხელშეკრულების დასადებად. კაზუსიდან დგინდება, ლევანიმ შეუკვეთა ავეჯი განხორციელდა ოფერტი,ხოლო მიწოდებით განხორციელდა აქცეპტი. შესაბამისად ლევანს და ნინოს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება.
შესაძლოა ლევანი იყოს გიორგის წარმომადგენელი ნასყიდობის ხელშეკრულების დადების პროცესში სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ამისათვის აუცილებელია ნამდვილი წარმომადგენლობის არსებობა, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილები, წარმომადგენლობის დასაშვებობის, წარმოდგენილი პირის სახელით მოქმედების, წარმომადგენლის მიერ საკუთარი ნების გამოვლენის ელემენტების არსებობას სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმომადგენლობა ან კანონიდან გამომდინარეობს ან წარმოიშობა გარიგების საფუძველზე.
ვინაიდან ლევანი იყო დასაქმებული კომპანიაში შესაბამისად ის წარმოადგენდა კომპანიას მესამე პირებთან ურთიერთობაში,თუმცა საკითხავია წარმოდგენილი ხელშეკრულების დადების პროცესში მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების ფაქტი. ლევანი იყო დასაქმებული იმ პოზიციაზე რომლის ფუნქციებშიც არ შედიოდა ავეჯით უზრუნველყოფა.შესაბამისად გასცდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებს რაც გულისხმობს, რომ მოქმედებდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე.
სსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი, რომელიც დებს გარიგებას წარმოამდგენლობით უფლებამოსილების გარეშე, ამ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე წარდგენილი პირი მოიწონებდა თუ არა გარიგებას. აქედან გამომდინარე ლევანის მიერ დადებული გარიგება წარმოადგენს მერყევად ბათილ გარიგებას და ამ გარიგების ნამდვილობა ხდება დამოკიდებული გიორგის მოწონებაზე. კაზუსიდან დგინდება, რომ გიორგი ამ ფაქტს არ მოიწონებს და უარს ამბობს თანხის გადახდაზე იქიდან გამომდინარე, რომ, ლევანს აღარ ჰქონდა მსგავსი გარიგების დადების უფლება.
თუმცა შესაძლოა გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები გიორგის წარმოეშვას სსკ-ს 108 მუხლის საფუძველზე და ამისათვის აუცილებელია, უფლებამოსილებაში ცვლილებები და მისი გაუქმება უნდა ეცნობოს მესამე პირებს.კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე ნინოსათვის ცნობილი იყო ლევანის უფლებამოსილებების შესახებ, რომ ის დასაქმებული იყო გაყიდვების სამსახურში და ასევე ევალება თავად კომპანიისათვის აუცილებელი ინვენტარით უზრუნველყოფა პარტნიორი კომპანიებისაგან. თუმცა როდესაც მოხდა ლევანის სხვა პოზიციაზე გადაყვანა ნინოსათვის ეს ფაქტი არ იყო ცნობილი, რადგან მას გიორგიმ არ შეატყობინა, ნინომ არ იცოდა რომ ლევანის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეწყდა და ამის შესახებ მას არც შეიძლება სცოდნოდა. ამასთანავე ამავე მუხლში გვაქვს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არ მოხდება უფლებამოსილების ცვლილებების და ამასთანავე მისი გაუქმების ცნობა მესამე სამშენებლო კომპანიისთვის, აქედან გამომდინარე, იგი მოქმედებდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში. ლევანის მიერ გამოვლენილ ნება ოფერტი სამართლებრივ შედეგს წარმოშობს მხოლოდ გიორგისათვის. ფაბულიდან არ იკვეთება მოთხოვნის შეწყვეტის ან განხორციელების შემაფერხებელი გარემოებები შესაბამისად, მოთხოვნა არსებობს და განხორციელებადია.
შესაბამისად ნინოს აქვს უფლება გიორგისაგან მოითხოვოს თანხის გადახდა სსკ-ს 477 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

კაზუსი 12
გიორგი და ნინო მუშაობდა ერთი და იმვე კომპანიაში.ერთ დღეს ნინო გამოთქვამს წუხილს რთული ფინანსური მდგომარეობის და თანხის მოძიების აუცი;ებლობასთან დაკავშირებით.გიორგი,რომელსაც აქვს თანხა ბინის შესაძენად შესთავასებს სესხად იმ მიზეზით,რომ ის სამსახურეობრივი მივლინებით ერთი წლის ვადით მისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ აფრიკაში.მოხარული ნინო დათანხმდება ამ შეთავასებას.მათ შორის დაიდება სესხის ხელშეკრულება,ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაბრუნების ვადად მხარეები განსაზღვრავენ გიპრგი მივლინების დასრულების პერიოდს.1 წლის გასვლის შემდეგ ნინო დაიკევებს კომპანიის დირექტორის თანამდებობას,ვინაიდან ამ უკნასკნელს აქ აქვს სესხის დაბრუნების შესაძლებლობა,გიორგი გაუგრძელებს მივლინების ვადა 5 წლით.გიორგი ითხოვს ნინოსგან თანხის დაბრუნებას,ხოლო ნინო მიუთითებს,რომ მივლინების ვადა ჯერ არ არის გასული,შესაბამისად ის არ არი ვალდებული,დააბრუნოს თანხა.
აქვს თუ არა გიორგის ნინოსგან სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება?
პასუხი:
გიორგის შესაძლოა ნინოსგან ჰქონდეს სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება 623-ე მუხლის საფუძველზე.ამისათვის აუცილებელია ნინოსა და გიორგის შორის არსებობდეს სესხის ხელშეკრულება.მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება,განისასაზღვრა ხელშეკრულების არსებითი პირობები და ასევე სესხის ხელშეკრულების დაბრუნების ვადა.რაც შეეხება მივლინების დასრულებას ეს არი სამომავლო მოვლენა,რომელიც არის უცნობი და რომელიც არის დამოკიდებული სამომავლოდ განხორციელებაზე და შესრულების გადავადება ხდება ამ მოვლენის დადგომამდე ან პირიქით ვალდებულების წარმოშობა ამ მოვლენის დადგომისას.ნინოსა და გიორგის შორის დადებული როსგანს პირობითი გარიგება.90-ე მუხლის თანახმად,პირობითად ითვლება გარიგება, რომელიც დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე და გარიგების შეწყვეტა,ამ მოვლენის დადგომისთანავე.წარმოდგენილ შემთხვევაში მხარეები ხელშეკრულებით შესრულების ვალდებულების წარმოშობას უკავშირებენ ნინოს მიერ მივლინების ვადის დასრულებას,რომელიც წამოადგენს სამომვალო მოვლენას და შესრულების გადავადება ხდება,სამომავლო და უცნობი მოვლენის დადგომამდე.კაზუსიდან დგინება,რომ პირობა არ დამგდარა,რადგან ნინომ არაკეთილსინდისიერად შეუშალა ხელი,ვინაიდან ეს მითსთვის არ იყო ხელსაყრელი,რადგან მას უნდა შეესრულებინა ვალდებულება,
98-ე მუხლის თანახმად თუ პირობის დადგომა არაკეთილსინდისიერად დააბრკოლა მხარემ, რომლისთვისაც პირობის დადგომა ხელსაყრელი არ არის, პირობა დამდგარად ჩაითვლება.მიუხედავად,ფაქტის არარსებობისა,მივლინების 5 წლის ვადით გაგრძელება 98-ე მუხლის თანახმად,დამმდგარად ჩაითვლება.
ნინომ შეგნებულად შეაფერხა და ხელი შეუშალა,შესაბამისად პირობა არის დამგდარი და თუ პირობა დამგდარია მოთხოვან წარმოიშვა,შესაბამისად,გიორგის ნინოსგან აქვს სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება 623-ე მუხლის საფუძველზე.

კაზუსი13

16 წლის გიორგი ოცნება ველოსიპედზე, ბიძა ლევანი ჩუქნის დაბადების დღეზე.
პასუხი
გიორგის მშობლებს შესაძლოა ჰქონდეთ ხელშეკრულების ბათილად ცნობის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 63-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვოთ.
იმისათვის , რომ სახეზე იყოს 63-ე მუხლი საჭიროა სუბიექტი იყოს არასრულწლოვანი, აქედან გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სრულწლოვანია პირი, რომელმაც 18 წლის ასაკს მიაღწია- შესაბამისად გიროგი არასრულწლოვანია. რაც შეეხება მეორე ელემენტს ასევე საჭიროა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის არარსებობა, ეს კი კაზუსიდან გამომდინარე ცალსახაა. გიორგიმ საჩუქრად მიიღო ველოსპედი, ანუ დაიდო ჩუქებოს ხელშეკრულება, ვინადან კოდექსის: 524-ე მუხლის მმიხედვით ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. გიორგი კი ამავე კოდექსის 525-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხამად ხდება ნივთის მესაკუთრე ვინაიდან, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან. გამოდის რომ გიორგიმ ბიძისგან მოძრავი ქონება სავსებით ანონიერად მიიო, თუმცა არსებობს გარემოებები, როდესაც შესაძლოა ჩუქების ხეშეკრულების გაუქმება და ეს ყოველივე მოცემულია 529-ე მუხლში ამისდა მიუხედავად კი სახეზე არ გვაქვს ჩუქების განხორციელების არასამართელბრივი ქმედებები, თუმცა ვინაიდან გიორგი არასრულწლოვანია, მასზე მეურვეობასა და პასუხისმგებლობას ახხორციელებენ მისი მშბები, ამავდროულად კი საჩუქარს მიიჩნევენ მომეტებული საშიშროების გამომწვევად აქვთ უფლება. რომ ჩუექბის ხელშეკურლებასთან დაკავშირებით საკუთრი აზრი 63-3 მუხლის მიხედვით განახორციელონ.
გიორგის მშობლებს აქვთ ხელშეკრულების ბათილად ცნობის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 63-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვოთ.
კაზუსი 14
17 წლის გიორგი პერსონალური კომპირიდა მაღაზიაში ნასყიდობა მშობლების საკრედიტო ბარათით
გიორგის მშობლებს შესაძლოა ჰქონდეთ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63- ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.ამისათვის მოითხოვება არასრულწლოვნის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ორმხრივი გარიგების დადების, კანონიერი წარმომადგენლის მიერ გარიგების შემდგომი მოწონების არარსებობის ფაქტები, ასევე გარიგების არასარგებლიანი ხასიათი არასრულწლოვნისთვის.სსკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 18 წლამდე მყოფი სუბიექტი ითვლება არასრულწლოვნად. კაზუსიდან დგინდება, რომ გიორგი არის 17 წლის.შესაბამისად იგი არასრულწლოვანია.ამასთან, აუცილებელია სახეზე იყოს ორმხრივი გარიგების დადების ფაქტი. ორმხრივია გარიგება, როცა გარიგებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის მოითხოვება არანაკლებ ორი პირის მიერ ურთიერთმფარავი ნების გამოვლენის ფაქტი.მან ტექნიკის მაღაზიასთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება.შესაბამისად, გიორგის მიერ დადებულია ორმხრივი გარიგება.ამასთან, გიორგიმ გარიგება დადო კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე. კაზუსიდან დგინდება, რომ მშობლები წინააღმდეგები არიან ამ გარიგების და ითხოვენ მის ბათილობას.შესაბამისად,მოწონების ფაქტი არ გვაქვს სახეზე.ამასთან, აუცილებელია გარიგება არ იყოს სარგებლიანი არასრულწლოვნისთვის. სარგებელში იგულისხმება არა ფინანსურური, არამედ უფლებრივი სარგებელი, როცა მხარეს წარმოეშობა მხოლოდ უფლებები, საპასუხო ვალდებულებების კისრების გარეშე. ნასყიდობის ხელშეკრულებით გიორგის წარმოეშობა საპასუხო ვალდებულება, კერძოდ, ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, გარიგება არ არის სარგებლის მომტანი გიორგისთვის.თუმცა შესაძლოა დადებული გარიგება იყოს ნამდვილი 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.ამისათვის აუცილებელია არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა, თავისუფალი განკარგვის მიზნით.კაზუსიდან დგინდება,რომ გიორგიმ გადაიხადა მშობლების საკრედიტო ბარათით.ვინაიდან პრობლემა არ იკვეთება კაზუსში,ე.ი ის მას გადასცეს თავისუფალი განკარგვის მიზნით.შესაბამისად ემანსიპაციის ეს ფორმა სახეზეა. მოთხოვნა არ წარმოიშვა. გიორგის მშობლებს არ აქვთ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63- ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.

კაზუსი 15

16 წლის ნინო ოქროს სამაჯური ნაცნობი 500 ლარად,
ჰიპოთეზა- შესაძლოა ნინოს მშობლებს გარიგების ბათილად მოთხოვნის უფლება ჰქონდეთ სქართველოს სამოქალაქო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. კაზუსის მიხედვით ნინოს მშობლებს რომ წარმოეშვათ მოთხოვნის უფლება უნდა არსებობდეს კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა ელემენტი სახეზე, კერძოდ არასრულწლოვნის მიერ უნდა იყოს ორმხრივი გარიგება დადებული, ეს უნდა იყოს კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე, ასევე კანონიერი წარმომადგენელი არ უნდა იწონებდეს დადებულ ხელშეკრულებას და ასევე არ უნდა იღებდეს არასრულწლოვანი სარგებლის. რაც შეეხება პირველ ელემენტს სახეზე უნდა იყოს არასრულწლოვანი და მის მიერ დადებული უნდა იქნეს ორმხრივი გარიგება, კაზუსის მიხედვბით ნინო არის 16 წლის, სამოქალაქო კოდექსის მე-12-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის მიხედვით არასრულწლოვანია შვიდიდან თვრამეტ წლამდე ასაკის პირი, შესაბნამისად სახეზე გვყავს არასრულწლოვანი. რაც შეეხება მეორე ელემენტს კაზუსის მიხედვით კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობა არ იყოს სახეზე და ამ თანხმობის გარეშე დადო ნინომ ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისად დასტურდება მეორე ელმენტის აესებობაც. მესამე ელემენტი არის ის, რომ არ უნდა იყოს შემდგომი მოწონების ფაქტი კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან, კაზუსის მიხედვით კი არათუ მოწონების ფაქტი იკვეთება, არამედ მშობლები ითხოვენ არსებული გარიგების ბათილობას, შესაბამისად არ გვაქვს შემდგომი მოწონებაც. ბოლოს კი არ უნდა არ უნდა დასტურდებოდეს სარგებლის მიღება არასრულწლოვანის მიერ, კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილში ნახსენები სარგებელი თავის თავში არ მოიაზრებს მატერიალურ სარგებელს, კერძოდ სარგებელში იგულისხმება სამართლებრივი სარგებელი, კონკრეტულად კი აქ იგულისხმება შემთხვევა როდესაც პირს არ წარმოეშობა ვალდებულება და წარმოეშობა მხოლოდ უფლებები, მაგრამ ნინომ რახან დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ეს ხელშეკრულება თავისი ბუნებით არის ორმხრივმავალდებულებელი, შესაბამისად არ დასტურდება სარგებლის მიღებაც. დასკვნა- ნინოს მშობლებს გარიგების ბათილად მოთხოვნის უფლება აქვთ სამოქალაქო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
კაზუსი 16
ლევანი თემურის ერთადერთი შვილი ღვინის ბიზნესი მცხეთა მიწის ნაკვეთი .

ლევანს შესაძლოა ჰქონდეს თემურის მიერ დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63- ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.ამისათვის მოითხოვება არასრულწლოვნის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ორმხრივი გარიგების დადების, კანონიერი წარმომადგენლის მიერ გარიგების შემდგომი მოწონების არარსებობის ფაქტები, ასევე გარიგების არასარგებლიანი ხასიათი არასრულწლოვნისთვის. სსკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 18 წლამდე მყოფი სუბიექტი ითვლება არასრულწლოვნად. კაზუსიდან დგინდება, რომ თემური არის 17 წლის. შესაბამისად,იგი არასრულწლოვანია.ამასთან, აუცილებელია სახეზე იყოს ორმხრივი გარიგების დადების ფაქტი. ორმხრივია გარიგება, როცა გარიგებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის მოითხოვება არანაკლებ ორი პირის მიერ ურთიერთმფარავი ნების გამოვლენის ფაქტი.კაზუსიდან დგინდება,რომ თემურსა და უჩას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება,რომლის ნამდვილობისათვის აუცილებელია ორი პირის მიერ ნების გამოვლენა. შესაბამისად,თემურის მიერ დადებულია ორმხრივი გარიგება. ამასთან, თემურიმ გარიგება დადო კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე. კაზუსიდან დგინდება, რომ მამამ მოითხოვა გარიგების ბათილობა. შესაბამისად, ბუნებრივია მათ არ მოიწონეს გარიგება. ამასთან, აუცილებელია გარიგება არ იყოს სარგებლიანი არასრულწლოვნისთვის. სარგებელში იგულისხმება არა ფინანსურური, არამედ უფლებრივი სარგებელი, როცა მხარეს წარმოეშობა მხოლოდ უფლებები, საპასუხო ვალდებულებების კისრების გარეშე. ნასყიდობის ხელშეკრულებით თემურსს წარმოეშობა საპასუხო ვალდებულება, კერძოდ, ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, გარიგება არ არის სარგებლის მომტანი თემურისათვისთვის.თუმცა თემურის მიერ დადებული გარიგება შეიძლება იქნეს მიჩნეული ნამდვილად სსკ-ის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. ამისათვის აუცილებელია კანონიერი წარმომადგენლის მიერ 16 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანისათვის საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლების მინიჭება.კაზუსიდან დგინდება,რომ თემური არის 17 წლის არასრულწლოვანი,მამამ მას გადასცა ღვინის ბიზნესი დამოუკიდებლად გაძღოლის უფლების მინიჭებით.თუმცა ემანსიპაციის ეს შემთხვევა სახეზე არ გვაქვს ამავე მუხლის(65-ის მე-2) საფუძველზე.ვინაიდან,ეს მუხლი შეუზღუდავი ქმედუნარიანობის მინიჭებას ითვალისწინებს მხოლოდ ამ სფეროსათვის ჩვეულებრივ ურთიერთობებში. კაზუსიდან კი დგინდება,რომ თემურმა მიწა შეიძინა პირადი მიზნებისათვის(ქალაქის ხმაურისაგან მოსაშორებლად).შესაბამისად სახეზე არ გვაქვს ემანსიპაციის ეს ფორმა. მოთხოვნა წარმოიშვა. ლევანს აქვს თემურის მიერ დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63- ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.
კაზუსი 17
16 წლის გიორგი-კომპიუტერი
დედას შესაძლოა ჰქონდეს დავითის მიერ დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63- ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.ამისათვის მოითხოვება არასრულწლოვნის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ორმხრივი გარიგების დადების, კანონიერი წარმომადგენლის მიერ გარიგების შემდგომი მოწონების არარსებობის ფაქტები, ასევე გარიგების არასარგებლიანი ხასიათი არასრულწლოვნისთვის. სსკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 18 წლამდე მყოფი სუბიექტი ითვლება არასრულწლოვნად. კაზუსიდან დგინდება, რომ გიორგი არის 16 წლის.შესაბამისად,იგი არასრულწლოვანია.ამასთან, აუცილებელია სახეზე იყოს ორმხრივი გარიგების დადების ფაქტი. ორმხრივია გარიგება, როცა გარიგებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის მოითხოვება არანაკლებ ორი პირის მიერ ურთიერთმფარავი ნების გამოვლენის ფაქტი.კაზუსიდან დგინდება,რომ გიორგისა და დავითს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება,რომლის ნამდვილობისათვის აუცილებელია ორი პირის მიერ ნების გამოვლენა. შესაბამისად, გიორგის მიერ დადებულია ორმხრივი გარიგება. ამასთან, გიორგიმ გარიგება დადო კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე. კაზუსიდან დგინდება, რომ დედამ მოითხოვა გარიგების ბათილობა. შესაბამისად, ბუნებრივია მათ არ მოიწონეს გარიგება. ამასთან, აუცილებელია გარიგება არ იყოს სარგებლიანი არასრულწლოვნისთვის. სარგებელში იგულისხმება არა ფინანსურური, არამედ უფლებრივი სარგებელი, როცა მხარეს წარმოეშობა მხოლოდ უფლებები, საპასუხო ვალდებულებების კისრების გარეშე. ნასყიდობის ხელშეკრულებით გიორგის წარმოეშობა საპასუხო ვალდებულება, კერძოდ, ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, გარიგება არ არის სარგებლის მომტანი გიორგისთვის. მოთხოვნა წარმოიშვა. დედას აქვს დავითის მიერ დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63- ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.
კაზუსი 18
17 წლის თემური-მიწა
ლევანს შესაძლოა ჰქონდეს თემურის მიერ დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63- ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.ამისათვის მოითხოვება არასრულწლოვნის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ორმხრივი გარიგების დადების, კანონიერი წარმომადგენლის მიერ გარიგების შემდგომი მოწონების არარსებობის ფაქტები, ასევე გარიგების არასარგებლიანი ხასიათი არასრულწლოვნისთვის. სსკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 18 წლამდე მყოფი სუბიექტი ითვლება არასრულწლოვნად. კაზუსიდან დგინდება, რომ თემური არის 17 წლის. შესაბამისად,იგი არასრულწლოვანია.ამასთან, აუცილებელია სახეზე იყოს ორმხრივი გარიგების დადების ფაქტი. ორმხრივია გარიგება, როცა გარიგებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის მოითხოვება არანაკლებ ორი პირის მიერ ურთიერთმფარავი ნების გამოვლენის ფაქტი.კაზუსიდან დგინდება,რომ დავითსა და უჩას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება,რომლის ნამდვილობისათვის აუცილებელია ორი პირის მიერ ნების გამოვლენა. შესაბამისად,თემურის მიერ დადებულია ორმხრივი გარიგება. ამასთან, თემურიმ გარიგება დადო კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე. კაზუსიდან დგინდება, რომ მამამ მოითხოვა გარიგების ბათილობა. შესაბამისად, ბუნებრივია მათ არ მოიწონეს გარიგება. ამასთან, აუცილებელია გარიგება არ იყოს სარგებლიანი არასრულწლოვნისთვის. სარგებელში იგულისხმება არა ფინანსურური, არამედ უფლებრივი სარგებელი, როცა მხარეს წარმოეშობა მხოლოდ უფლებები, საპასუხო ვალდებულებების კისრების გარეშე. ნასყიდობის ხელშეკრულებით თემურსს წარმოეშობა საპასუხო ვალდებულება, კერძოდ, ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, გარიგება არ არის სარგებლის მომტანი თემურისათვისთვის. თუმცა თემურის მიერ დადებული გარიგება შეიძლება იქნეს მიჩნეული ნამდვილად სსკ-ის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. ამისათვის აუცილებელია კანონიერი წარმომადგენლის მიერ 16 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანისათვის საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლების მინიჭება.კაზუსიდან დგინდება,რომ თემური არის 17 წლის არასრულწლოვანი,მამამ მას გადასცა ღვინის ბიზნესი დამოუკიდებლად გაძღოლის უფლების მინიჭებით.თუმცა ემანსიპაციის ეს შემთხვევა სახეზე არ გვაქვს ამავე მუხლის საფუძველზე.ვინაიდან,ეს მუხლი შეუზღუდავი ქმედუნარიანობის მინიჭებას ითვალისწინებს მხოლოდ ამ სფეროსათვ ჩვეულებრივ ურთიერთობებში. კაზუსიდან კი დგინდება,რომ თემურმა მიწა შეიძინა პირადი მიზნებისათვის(ქალაქის ხმაურისაგან მოსაშორებლად).შესაბამისად სახეზე არ გვაქვს ემანსიპაციის ეს ფორმა. მოთხოვნა წარმოიშვა. ლევანს აქვს თემურის მიერ დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63- ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.
კაზუსი 19
17 წლის გიორგი-ტელეფონი-გიორგის მშობლებს შესაძლოა ჰქონდეთ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63- ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.ამისათვის მოითხოვება არასრულწლოვნის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ორმხრივი გარიგების დადების, კანონიერი წარმომადგენლის მიერ გარიგების შემდგომი მოწონების არარსებობის ფაქტები, ასევე გარიგების არასარგებლიანი ხასიათი არასრულწლოვნისთვის.სსკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 18 წლამდე მყოფი სუბიექტი ითვლება არასრულწლოვნად. კაზუსიდან დგინდება, რომ გიორგი არის 17 წლის.შესაბამისად,იგი არასრულწლოვანია.ამასთან, აუცილებელია სახეზე იყოს ორმხრივი გარიგების დადების ფაქტი. ორმხრივია გარიგება, როცა გარიგებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის მოითხოვება არანაკლებ ორი პირის მიერ ურთიერთმფარავი ნების გამოვლენის ფაქტი.კაზუსიდან დგინდება,რომ გიორგისა და მაღაზია აქტაოქეის შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება,რომლის ნამდვილობისათვის აუცილებელია ორი პირის მიერ ნების გამოვლენა. შესაბამისად, გიორგის მიერ დადებულია ორმხრივი გარიგება. ამასთან, გიორგიმ გარიგება დადო კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე. კაზუსიდან დგინდება, რომ მშობლები წინააღმდეგები არიან ამ გარიგების და ითხოვენ მის ბათილობას.შესაბამისად,მოწონების ფაქტი არ გვაქვს სახეზე.ამასთან, აუცილებელია გარიგება არ იყოს სარგებლიანი არასრულწლოვნისთვის. სარგებელში იგულისხმება არა ფინანსურური, არამედ უფლებრივი სარგებელი, როცა მხარეს წარმოეშობა მხოლოდ უფლებები, საპასუხო ვალდებულებების კისრების გარეშე. ნასყიდობის ხელშეკრულებით გიორგის წარმოეშობა საპასუხო ვალდებულება, კერძოდ, ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, გარიგება არ არის სარგებლის მომტანი გიორგისთვის.თუმცა გიორგის მიერ დადებული გარიგება შეიძლება იქნეს მიჩნეული ნამდვილად სსკ-ის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ამისათვის აუცილებელია არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა, თავისუფალი განკარგვის მიზნით. კაზუსიდან დგინდება, რომ მშობლები გიორგის თავისუფალი განკარგვის მიზნით გადასცემდნენ თანხას.შესაბამისად ემანსიპაციის ეს ფორმა სახეზეა.
მოთხოვნა არ წარმოიშვა.
გიორგის მშობლებს არ აქვთ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63- ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.
კაზუსი 20
16 წლის გიორგის ძალიან უყვარს ველოსიპედები და მის დიდი ხნის ოცნებას წარმოადგენს შეიძინოს ველოსიპედი, თუმცა მისი მშობლები არ თანხმდებიან მისი ამ სურვილის ასრულებას. მისი სურვილის შესახებ იცის მისმა ბიძამ - ლევანმა და დაბადების დღეზე მოუწყობს სიურპრიზს და გიორგის აჩუქებს თავის საოცნებო ველოსიპედს. გიორგი არის აღფრთოვანებული საჩუქრით, თუმცა მისი სიხარული დიდხანს არ გასტანს. მშობლები მოითხოვენ გიორგისა და ლევანს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას და ველოსიპედის უკან დაბრუნებას ლევანისათვის, ვინაიდან მათ შვილს ველოსიპეტი მომეტებულ საფრთხეს უქმნის. აქვს თუ არა მშობლებს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება?
გიორგის მშობლებს შესაძლოა ჰქონდეთ ხელშეკრულების ბათილად ცნობის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 63-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვოთ.
იმისათვის , რომ სახეზე იყოს 63-ე მუხლი საჭიროა სუბიექტი იყოს არასრულწლოვანი, აქედან გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სრულწლოვანია პირი, რომელმაც 18 წლის ასაკს მიაღწია- შესაბამისად გიროგი არასრულწლოვანია. რაც შეეხება მეორე ელემენტს ასევე საჭიროა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის არარსებობა, ეს კი კაზუსიდან გამომდინარე ცალსახაა. გიორგიმ საჩუქრად მიიღო ველოსპედი, ანუ დაიდო ჩუქებოს ხელშეკრულება, ვინადან კოდექსის: 524-ე მუხლის მმიხედვით ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. გიორგი კი ამავე კოდექსის 525-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხამად ხდება ნივთის მესაკუთრე ვინაიდან, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან. გამოდის რომ გიორგიმ ბიძისგან მოძრავი ქონება სავსებით ანონიერად მიიო, თუმცა არსებობს გარემოებები, როდესაც შესაძლოა ჩუქების ხეშეკრულების გაუქმება და ეს ყოველივე მოცემულია 529-ე მუხლში ამისდა მიუხედავად კი სახეზე არ გვაქვს ჩუქების განხორციელების არასამართელბრივი ქმედებები, თუმცა ვინაიდან გიორგი არასრულწლოვანია, მასზე მეურვეობასა და პასუხისმგებლობას ახხორციელებენ მისი მშბები, ამავდროულად კი საჩუქარს მიიჩნევენ მომეტებული საშიშროების გამომწვევად აქვთ უფლება. რომ ჩუექბის ხელშეკურლებასთან დაკავშირებით საკუთრი აზრი 63-3 მუხლის მიხედვით განახორციელონ.
გიორგის მშობლებს აქვთ ხელშეკრულების ბათილად ცნობის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 63-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვოთ.

gadi's picture
gadi (gadi gadi)
სხვა
რეგ. თარ: 2025/04/24
ბოლო შემოს: 2025/05/02 17:01:14
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სისხლის სამართლის პროცესი ტესტები
1)შესაძლებელია თუ არა სასამართლოს მეგობარი მოწვეულ იქნას სასამართლოში განმარტების მისაცემად?
შესძლებელია სასამართლოს ინიციატივით ან/და მხარის და წერილობითი მოსაზრების ავტორის წინასწარი თანხმობით.
2) ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობაა სწორი?
პროკურორი სისხლის სამართლის საქმეში კოორდინატორის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოწმისა და დაზარალებულის ინტერესების გათვალისწიებით.
3) ხუსკივაძე რომელიც თორთლაძის ბრალდების საქმეში თარჯიმნად მონაწილეობდა დაინიშნა პროკურორად. მას როგორც პროკურორს თორთლაძის საქმის სასამართლო განხილვის დროს დაევალა ბრალდების ფუნქციის განხორციელება. აღნიშნულის თაობაზე აცილება არცერთ მხარეს არ დაუყენებია, პროკურორის ობიექტურობით კმაყოფილი დარჩა მზჯავდებული, რომელსაც სასამართლომ, პროკურორის შუამდგომლობის შესაბამისად, მინიმალური სასჯელი შეუფარდა, მიეცით ამ შემთხვევას სამართლებრივი შეფასება.
ხურსკივაძეს არ ჰქონდა უფლება, მხარი დაეჭირა ბრალდებისთვის, რადგან წარსულში იგი მონაწილეობდა როგორც თარჯიანი.
4) ქვემოთ ჩამოთვლილტაგან ვის მიმართ არ აქვს სასამართლოს უფლება მოწმის მოვალეობის შესრულებისგან გაათავისუფლოს პირი?
პროკურორის მუშაკს რომელიც არ მონაწილეობს სისხლის სამართლის პროცესში.
5) საქმის ერთპიროვნული განხილვისას თუ აცილების საკითხი დაყენებულია საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ, ვინ წყვეტს აცილების საკითხს?
საქმის განმხილველი მოსამართლე.
6) აქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, დაცვის მხარეს წარმოადგენს;
ბრალდებული, მსჯავდებული, გამართლებული, და მისი ადვოკატი.
7) ქვემოთ ცამოთვლილ პირტაგან რომელ ეკისრება მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების, ან სხვა გადაცემის ვალდებულება?
ბრალდებულის ახლო მეგობარს
8) ვის მიერ განისაზღვრება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიები:
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სამოქმედო ტერიტორიები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესისაბჭოს გადაწყვეტილებით.
9) ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებიდან როდის არ არის სავალდებულო ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი?
თუმის მიმართ წაყენებული ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე ვადით.
10) შესაძლებელია თუ არა პირის განმეორებითი დაკავება ერთი და იმავე მტკიცებულების საფუძველზე?
დაუშვებელია პირის განმეორებითი დაკავება ერთი და იმავე მტკიცებულების საფუძველზე.
11) შესაძლებელია თუ არა სისხლის სამართლის პროცესშიიძულების გამოყენება?
იძულების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით.
12) რა შემადგენლობით განიხილება საჩივრები სისხლის სამართლისსაქმეებზე სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში?
სააპელაციო წესით სისხლის სამართლის საქმე სააპელაციო პალატაში განიხილება კოლეგიურად სამიმოსამართლის შემადგენლობით. ამასტან, ნაკლებად მძიმედა მძიმე კატეგორიის საქმეებზე საჩივრები შესაძლებელია სააპელაციო წესით ერთპიროვნულად განიხილოს ამ პალატის მოსამართლემ.
13) ჩამოთვლილი მსჯელობათაგან რომელია სწორი?
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს ექვზე ნაკლები მსაჯული, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, რვზე ნაკლები მძიმე კატეგორიის დანაშაულტა საქმეებზე ათზე ნაკლები-
14) ყიფიანის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვის დროს წარმოიშვა აუცილებლობა დანატებიტი მტკიცებულებატა გამოთხოვის შესახებ, რის ტაობაზეც მოსამართლემ თავისი ინიციათივიტ გამოიტანა შესაბამისი განჩინება. მოსამართლემ გადაწყვეტილება დაასაბუტა იმით რომ სხვაგვარად ობიექტური გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნებოდა. დაარღვია თუ არა მოსამართლემ კანონი?
დაარღვია რადგან სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელსემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა.
15) ჩამოთვლილტაგან რომელი მსჯელობაა სწორი?
წერილობითი მოსაზრება მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. იგი შედგენილი უნდა იქნეს სამ ასლად, რომელთაგან ორის გადაეცემა მხარეებს, ხოლო ერთი რჩება მოსამართლესთან.
16) არის თუ არა ბრალდებული ამტკიცოს ტავისი უდანაშაულობა და ვის ეკისრებბრალდების მტკიცების ტვირთი?
ბრალდებული არ არის ამტკიცოს ტავისი უდანაშაულობა ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
17) საქართველოს სისხილის სამართლის საპროცესო კანონმებლობით არასრულწლოვანია პირი რომელსაც:
არ შესრულებია 18 წელი.
18) სასამართლოს მეგობრის სტატუსით ადვოკატმა გამყრელიძემ ტავისი წერილობითი მოსაზრება წარუდგინა სასამართლოს, რომლის მიზანი იყო ბრალდებულის მხარდაჭერა და რომელშიც დასაბუთებული იყო მისი უდანაშაულობა,სასამართლომ სრულად გაიზიარა წერილობით მოსაზრებაში მოყვანილი არგუმენტი. შეაფასეთ ეს შემთხვევა;
წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანი უნდა იყოს არ პროცესის რომელიმე მხარისთვის მხარდაჭერა არამედ იგი უნდა დაეხმაროს სასამართლოს სატანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი.
19) ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობაა სწორი?
სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობენ, მოწმის უფლებები ენიჭებათ და ვალდებულებები ეკისრებათ გამომძიებელს, პროკურორს, ბრალდებულს,დაზარალებულს, ექსპერტს და თარჯიმანს.
20) ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობაა სწორი?
პირი უნდა იყოს თავისუფალი გარდა იმ შემთხვევისა თუ დადასტურდა მისი დაპატიმრების აუცილებლობა.
22) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით ექსპერტი არის პირი რომელიც:
მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევაში და დემონსტრირებაში.
23) ბაირამოვმა გამოთქვა სურვილი ჩვენება მიეცა ინგლისურ ენაზე, რადგან არ ფლობდა სისხლის სამართლის პროცესის ენას და მშობლიურ ენაზე გაუჭირდებოდა ჩვენების მიცემა. აღნიშნულზე მას უარ ეთქვა იმ მოტივით, რომ საქართველოში სისხლის სამართლის პროცესის ენა იყო ქართული და მას თარჯიმნის დახმარებით ჩვენება უნდა მიეცა ქართულ ენაზე. გამონაკლისი შეიძლება დაეშვათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩვენებას მისცემდა მშობლიურ აზერბაიჯანულ ენაზე, ასეთ სემთხვევაში მას დაენიშნებოდა თარჯიმანი. შეაფასეთ ეს შემთხვევა;
მოწმემ თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, უფლება აქვს ჩვენება მსცეს მშობლიურ ან მისთვის საურველ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფო ხარჯზე.
24) ქვემოთ ჩამოთვლილ პირთაგან ვის ეკრძალება ნაფიც მსაჯულთა სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობა?
სასულიერო პირი.
25) რა შემთხვევაში იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები წინათ გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმებას ან შეცვლას?
თუ ამით უმჯობესდება ბრალდებულის ( მსჯავდებულის) მდგომარეობა.
26) რა ვადაში უკავშირდება კოორდინატორი მოწმესა და დაზარალებულს, რაც მისთვის ცნობილი გახდა მისი სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ?
კოორდინატორი რაც მისთვის ცნობილი გახდა მისი სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ მოწმესა და დაზარალებულს უკავშირდება დაუყოვნებლივ.
27) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი უფლებით არ სარგებლობს დაზარალებული?
გამოძიებს ნებისმიერ სტადიაზე, მისი მოთხოვნის შემთხვევაში გაეცნოს საქმის მასალებს და დააყენოს შუამდგომლობა.
28) ჩამოთვლილთაგან რომელი პასუხია არასწორი: პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს ნაფიც მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე..
თუ უკანასკნელი ორი წლის მანძილზე იყო ნაფიცი მსაჯული.
29) ვისი ინიციატივით ერთვება საქმეში მოწმისა და დაზარალებიულის კოორდინატორი?
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმეში შესაძლებელია ჩარეთოს პროკურორის გადაწყვეტილებით.
30) თურქეთის ტერიტორიულ წყლებში კოლუმბიის მოქალაქემ საქართველოს დროშით მცურავ გემზე ჩაიდინა მკვლელობა,რის შემდეგაც მან მოახერხა ირანის ტერიტორიაზე შეღწევა სადაც იგი დააკავეს ,შეიძლება თუ არა მოქალაქის მიმართ გამოყენებულ იქნეს საქართველოს საპროცესო კანონმდებლოა?
შეიძლება რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება საქარტველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საჰაერო თუ საზღვაო ხომალდზე, ჩადენილი დანაშაულის გამო თუ საქარტელოს ხელშეკრულებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
31) ვისი ინიციატივით ერთვება საქმეში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი სისხლის სამართლის საქმეში შესაძლებელია ჩაერთოს პროკურორის გადაწყვეტილებით.
32) კანონმდებლობის შესაბამისად ვინ ითვლება ბრალდების მხარედ?
გამომძიებელი, პროკურორი
33)გოგავას ბრალდების საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი გორგაძე რომელმაც სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დროს სასჯელის შეფარდების შესახებ სასამართლო სხდომაზე მოითხოვა გოგავასთვის მკაცრი სასჯელის შეფარდება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მოსამართლემ ეს მოთხოვნ ა უარყო , შეაფასეთ ეს შემთხვვა.
დაზარალებულს უფლება აქვს სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სასჯელის შეფარდების შესახებ სასამართლოს სხდომაზე მისცეს ჩვენება ზიანის შესახებრომელიც მას მიადგა.
34) ჩამოთვლილი მსჯელობათაგან რომელია სწორი?
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით რა დროსაც ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესეით
35) ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობაა სწორი?
ბრალდებული არის პირი ,რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი , რომ მან ჩაიდინა დანაშაული.
36) ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობაა სწორი?
წერილობითი მოსაზრება მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. იგი შედგენილ უნდა იქნეს 3 ასლად, რომელთაგან 2 გადაეცემა მხარეებს, ხოლო 1 რჩება მოსამართლესთან.
37) ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობაა სწორი?
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ადგენს დანაშაულის გამოძიების სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესს.
38) ღამე –
დრო 22 საათიდან 6 საათამდე. +
39)საჩივრდება თუ არა მაგისტრატი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონსტიტუციურ უფლებათა შეზღუდვისა და იძულებითი ხასიათის ღონისძიებასთან დაკავშირებლ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ და თუ საჩივრდება სად?
საგამოძიებო კოლეგია.
40) ვინ განსაზღვრავს საგამოძიებო ქვემდებარეობას?
საგამოძიებო ქვემდებარეობას განსაზღვრავს საქართველოს გენერალური პროკურორი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
41) მოწმე ბაიარამოვმა გამოთქვა სურვილი , ჩვენება მიეცა ინგლისურ ენაზე , რადგან არ ფლობდა სისხლის სამართლის ენას და მშობლიურ ენაზეც გაუჭირდებოდა ჩვენების მიცემა . აღნიშნულზე მას უარი ეთქვა იმ მოტივით რომ საქართველოში სისხლის სამართლის პროცესის ენა იყო ქართული და მას თარჯიმნის დახმარებით ჩვენება უნდა მიეცა ქართულ ენაზე. ..
მისთვის სასურველ ენაზე.
42)მალაიზიის მოქალაქის მიმართ საქმის განხილვის დროს ვერ მოინახა ისეთი პირი , რომელიც ამ ქვეყნის ენას ფლობდა , აღნიშნული სგამო თარჯიმნის მოვალეობის შესრულება დაეკისრა სასამართლოს სხდომის მდივანს , რომელმაც კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ამით თავიდან იქნა აცილებული სასამართლო განხილვის გაჭიანურება და უცხო ქვეყნის მოქალაქის პატიმრობაში ხანგზლივად ყოფნა , შეაფასეთ ეს შემთხვევა.
დაირღვა,რადგან პროცესის არც ერთ მონაწილეს თარჯიმნის გარდა არ აქვს უფლება შეასრულოს თარჯიმნის მოვალეობა.
43. საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ბრალდებულ გარდაფხაძის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა 2009 წლის 9 ოქტომბერს მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რის გამოც ადვოკატმა მოითხოვა საპროცესო მოქმედებების ჩატარება ახალი კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნულ შუამდგომლობაზე მას პროკურორის მიერ უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ კანონმდებლობის შესაბამისად საპროცესო მოქმედებები უნდა გაგრძელებულიყო ძველი წესით. შეაფასეთ პროკურორის გადაწყვეტილება.
44. შესაძლებელია თუ არა სასამართლოს მეგობარი მოწვეულ იქნას სასამართლოში განმარტების მისაცემად?
შესაძლებელია სასამართლოს ინიციატივით ან/და მხარის და წერილობითი მოსაზრების ავტორის წინასწარი თანხმობით.
45. შესაძლებელია თუ არა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება?
სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება შესაძლებელია, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები;
1.​საქმის სასამართლოში განხილვის დროს ადვოკატმა გაბუნიამ დააყენა შუამდგომლობა, რომლის დასასაბუთებლად მან მიუთითა საქმეში არსებული რიგი მასალები და დოკუმენტები. მოსამართლის მოთხოვნის მიუხედავად, ადვოკატმა უარი განაცხადა სისხლის სამართლის საქმის იმ მასალების ასლების წარდგენაზე, რომელიც აუცილებელი იყო შუამდგომლობის დასაბუთებისათვის. მიეცით ამ შემთხვევას სამართლებრივი შეფასება.
ადვოკატმა დაარღვია კანონის მოთხოვნა, რადგან შუამდგომლობის დაყენებისას სასამართლოს არ წარუდგენია სისხლის სამართლის საქმის იმ მასალების ასლები, რომლებიც აუცილებელია მისი განხილვისათვის;
2.​გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულ მარქაროვს სასჯელის ზომად შეუფარდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებული სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმა, თუმცა მისმა ადვოკატმა მისი ნების საწინააღმდეგოდ მაინც გაასაჩივრა სასამართლო გადაწყვეტილება და მოითხოვა სასჯელის შემცირება. სააპელაციო სასამართლომ ადვოკატის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. სწორად მოიქცა თუ არა ადვოკატი და სასამართლო?
ადვოკატი და სასამართლო არ მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში, რადგან ბრალდებულის ადვოკატი ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ არ არის უფლებამოსილი შეიტანოს საჩივარი ბრალდებისა და სასჯელის ნაწილში;
3.​ჩამოთვლილთაგან რომელი პასუხია არასწორი: პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე:
თუ უკანასკნელი ორი წლის მანძილზე იყო ნაფიცი მსაჯული;
4.​ადვოკატმა ბესელიამ შუამდგომლობით მიმართა პროკურორს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის გადაცემის თაობაზე, რაზედაც მას უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ ამ გზით მიღებული ინფორმაციის გადაცემა დაცვის მხარისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული არ იყო. შეაფასეთ პროკურორის გადაწყვეტილება.
პროკურორმა დაარღვია კანონის მოთხოვნა იმ მიმართებით, რომ დაცვის მხარის უფლება ინფორმაციის გადაცემის თაობაზე შეიძლება ბრალდების მხარის შუამდგომლობით შეზღუდოს სასამართლომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის ნაწილში და მხოლოდ წინასასამართლო სხდომამდე;

5.​საქმის ერთპიროვნული განხილვისას, თუ აცილების საკითხი დაყენებულია საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ, ვინ წყვეტს აცილების საკითხს?
საქმის განმხილველი მოსამართლე.
6.​ხუსკივაძე, რომელიც თორთლაძის ბრალდების საქმეში თარჯიმნად მონაწილეობდა, დაინიშნა პროკურორად. მას, როგორც პროკურორს, თორთლაძის საქმის სასამართლო განხილვის დროს დაევალა ბრალდების ფუნქციის განხორციელება. აღნიშნულის თაობაზე აცილება მის მიმართ არც ერთ მხარეს არ დაუყენებია. პროკურორის ობიექტურობით და მიუკერძოებლობით კმაყოფილი დარჩა მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლომ, პროკურორის შუამდგომლობის შესაბამისად, მინიმალური სასჯელი შეუფარდა. მიეცით ამ შემთხვევას სამართლებრივი შეფასება.
​ხუსკივაძეს არ ჰქონდა უფლება, მხარი დაეჭირა ბრალდებისთვის, რადგან წარსულში იგი მონაწილეობდა, როგორც თარჯიმანი;
7.​ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობაა სწორი?
სასამართლო სხდომა, როგორც წესი, ტარდება საჯაროდ და ზეპირად. სხდომის დახურვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
8.​მოსამართლე გაბუნიამ მიმალვაში მყოფ ბრალდებულ კორკოტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა წინასწარი პატიმრობა, რის შემდეგ კორკოტაძის მიმართ გამოაცხადა ძებნა. ორი წლის შემდეგ კორკოტაძე დაკავებულ იქნა. ამ პერიოდისთვის გაბუნია უკვე გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან და მუშაობდა ადვოკატად. კორკოტაძის თხოვნით მის ადვოკატად დაინიშნა სწორედ გაბუნია, რომელმაც კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა მიიღო კორკოტაძის დასაცავად. შეაფასეთ ეს შემთხვევა.
გაბუნიას არ ჰქონდა უფლება, განეხორციელებინა კორკოტაძის დაცვა, რადგან იგი ამ საქმეში ადრე მონაწილეობდა, როგორც მოსამართლე;
9.​რაიონულ სასამართლოში, სადაც ხუთი მოსამართლე მუშაობდა, საქმის განხილვის დროს სასამართლო პროცესის ჩაშლისაკენ მიმართული ქმედებების გამო, სხდომის თავმჯდომარის მითითებით, სასამართლოს მანდატურმა დააკავა მოწმე აბესაძე და გამოიტანა განკარგულება მისი 30 დღე-ღამით დაპატიმრების შესახებ. შეაფასეთ მოსამართლის ეს მოქმედება.
კანონიერია, რადგან წესრიგის დარღვევის შემთხვევაში განკარგულება პირის დაპატიმრების შესახებ გამოაქვს საქმის განმხილვევ მოსამართლეს;
10.​ვინ წყვეტს მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საკითხს?
სასამართლო
11.​ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურორმა ცინცქილაძემ გამოძიების ობიექტურად ჩატარების მიზნით შს სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფიდან ამოიღო ბოდოკიას ბრალდების საქმე და იგი გამოსაძიებლად გადასცა ამავე ტერიტორიაზე განთავსებულ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებელს. შეაფასეთ პროკურორის მოქმედება.
უკანონოა, რადგან მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს აქვს უფლება, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს;
12.​საქმის სასამართლო განხილვის დაწყებისთანავე ბრალდებულის ადვოკატისთვის ცნობილი გახდა რიგი გარემოებები, რომელიც საეჭვოს ხდიდა მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. ადვოკატმა მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობა დააყენა სასამართლო განხილვის დასრულების სტადიაზე, რაზეც საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ აცილების საკითხი მას უნდა დაეყენებინა დაუყოვნებლივ, რაც მისთვის ცნობილი გახდა აცილების საფუძველი. კანონიერია თუ არა მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება?
​კანონიერია, რადგან აცილების შუამდგომლობა უფლებამოსილმა პირმა უნდა დააყენოს დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება აცილების საფუძვლები. წინააღმდეგ შემთხვევაში შუამდგომლობა არ განიხილება;
13.​რა შემადგენლობით განიხილება საჩივრები სისხლის სამართლის საქმეებზე სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში?
სააპელაციო წესით სისხლის სამართლის საქმე სააპელაციო პალატაში განიხილება კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით. ამასთან, ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის საქმეებზე საჩივრები შესაძლებელია სააპელაციო წესით ერთპიროვნულად განიხილოს ამ პალატის მოსამართლემ.
14.​გოგავას ბრალდების საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი გორგაძე, რომელმაც სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დროს სასჯელის შეფარდების შესახებ სასამართლო სხდომაზე მოითხოვა გოგავასთვის მკაცრი სასჯელის შეფარდება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოსამართლემ დაზარალებულის ეს მოთხოვნა უარყო. შეაფასეთ ეს შემთხვევა.
დაზარალებულს უფლება აქვს სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სასჯელის შეფარდების შესახებ სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება ზიანის შესახებ, რომელიც მას მიადგა.
15.​ქვემოთჩამოთვლილთაგან ვის მიმართ არა აქვს სასამართლოს უფლება, მოწმის მოვალეობის შესრულებისაგან გაათავისუფლოს პირი?
პროკურატურის მუშაკს, რომელიც არ მონაწილეობს სისხლის სამართლის პროცესში.
16.​რა ვადაში უნდა იქნეს განხილული და გადაწყვეტილი მხარის შუამდგომლობა გამოძიების სტადიაზე და საქმის სასამართლოში გახილვის დროს?
გამოძიების სტადიაზე შუამდგომლობის დაყენებიდან არა უგვიანეს 3 დღისა, სასამართლოში დაუყოვნებლივ.
17.​რომელი ორგანო ან თანამდებობის პირია უფლებამოსილი, გამოიყენოს დაცვის სპეციალური ღონისძიება?
პროკურორი;
18.​მალაიზიის მოქალაქის მიმართ საქმის განხილვის დროს ვერ მოინახა ისეთი პირი, რომელიც ამ ქვეყნის ენას ფლობდა. აღნიშნულის გამო თარჯიმნის მოვალეობის შესრულება დაეკისრა სასამართლოს სხდომის მდივანს, რომელმაც კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ამით თავიდან იქნა აცილებული სასამართლო განხილვის გაჭიანურება და უცხო ქვეყნის მოქალაქის პატიმრობაში ხანგრძლივად ყოფნა. შეაფასეთ ეს შემთხვევა.
დაირღვა კანონის მოთხოვნა, რადგან პროცესის არც ერთ მონაწილეს, თარჯიმნის გარდა, არა აქვს უფლება, შეასრულოს თარჯიმნის მოვალეობა;
19.​რა ვადაში უნდა გადაწყდეს გამოძიებისას დაყენებული აცილების შუამდგომლობა?
24 საათში;
20.​ყიფიანის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვის დროს წარმოიშვა აუცილებლობა დამატებითი მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ, რის თაობაზეც მოსამართლემ თავისი ინიციატივით გამოიტანა შესაბამისი განჩინება. მოსამართლემ გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ სხვაგვარად ობიექტური გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნებოდა. დაარღვია თუ არა მოსამართლემ კანონი?
დაარღვია, რადგან სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა;
21.​ქვემოთჩამოთვლილი შემთხვევებიდან როდის არ არის სავალდებულო, ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი?
თუ მის მიმართ წაყენებული ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე ვადით.
22.​რა ვადაში განიხილება სასამართლოში წესრიგის დარღვევის შესახებ დაპატიმრების განკარგულება და რა წესით?
საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე და მისი განხილვის ვადა საჩივრის შეტანიდან 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნული საჩივრის განმხილველი მოსამართლე განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
23.​ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობაა სწორი?
სასამართლო ვალდებულია პრიორიტეტულად განიხილოს ის სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა.
24.​ბრალდებულ მესხაძის ადვოკატმა ბერაძემ გაასაჩივრა გამომძიებელ იაშვილის ქმედება ჩატარებული ამოცნობის შესახებ, რა დროსაც, მომჩივნის აზრით, დაშვებული იყო უხეში შეცდომები და ჩადენილი იყო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. პროკურორმა არ განიხილა აღნიშნული საჩივარი იმ მოტივით, რომ გამომძიებელს ამოცნობის ჩატარებით არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება, ხოლო მისი ქმედება გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. შეაფასეთ ეს შემთხვევა.
პროკურორმა დაარღვია კანონის მოთხოვნა, რადგან მხარეს უფლება აქვს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ნებისმიერი ქმედება ან გადაწყვეტილება;
25.​ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?
ბრალდებული არის პირი, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული;
26.​გამომძიებელმა ბარბაქაძემ ბრალდებულ ჩხეტიანის ოჯახში ჩაატარა ჩხრეკა, რა დროსაც მან საცხოვრებელი ბინიდან ამოიღო ჩხეტიანის მიერ მეგობარი გოგონასადმი გაგზავნილი ინტიმური ხასიათის წერილები. გამომძიებელმა, იმ მიზნით, რომ შესაძლებელი იყო ეს წერილები მტკიცებულებად გამოეყენებინა, დაურთო საქმეს, ხოლო ასლები გადასცა მხარეებს. აღნიშნულის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ბრალდებული, რომელსაც არ სურდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს გამჟღავნება. შეაფასეთ გამომძიებლის მოქმედება.
გამომძიებლის მოქმედება უკანონოა, რადგან საპროცესო მოქმედების ჩამტარებელმა არ უნდა გაამჟღავნოს ცნობები პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია;
27.​ქვემოთ მოცემულ მსჯელობათაგან რომელია სწორი: საქართველოს კანონმდებლობის თანახმად:
მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება.
28.​საჩივრდება თუ არა მაგისტრატი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონტიტუციურ უფლებათა შეზღუდვისა და იძულებითი ხასიათის ღონისძიებასთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ და თუ საჩივრდება, სად?
მაგისტრატი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონსტიტუციურ უფლებათა შეზღუდვისა და იძულებითი ხასიათის ღონისძიებასთან დაკავშირებით საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში;
29.​რა შემთხვევაში აქვს პირს უფლება, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე?
როცა იგი შორეულ ნაოსნობაში მყოფი გემის კაპიტანია და ხანგრძლივად მიემგზავრება საზღვარგარეთ;
30.​სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დროს დაცვის მხარემ ბრალდების მხარეს მოსთხოვა იმ ინფორმაციის გაცნობა, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებდა. ბრალდების მხარემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ასეთი უფლება დაცვის მხარეს მხოლოდ გამოძიების დამთავრების შემდეგ ჰქონდა. კანონიერია თუ არა ბრალდების მხარის მოქმედება?
უკანონოა, რადგან სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლო წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.
31.​ადვოკატმა ბოდოკიამ შუამდგომლობით მიმართა მაგისტრატ მოსამართლეს მოწმე შეროზიას დაკითხვის თაობაზე, რაც დაასაბუთა იმით, რომ რამოდენიმე დღეში ძალაში შედიოდა კანონი, რომელიც მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით მხარეებს უფლებას აძლევდა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე წარედგინათ მოწმე და მოეთხოვათ მისი დაკითხვა. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა. კანონიერია თუ არა მოსამართლის მოქმედება?
უკანონოა, რადგან სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებდა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. მტკიცებულებათა მოპოვების აღნიშნული ეს წესი კი მისი ჩატარების დროს არ ითვალისწინებდა გამოძიების სტადიაზე მოწმის დაკითხვას მაგისტრატი მოსამართლის მიერ;
32.​,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოებია:
რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო.
33.​ჯგუფური დანაშაულის სრულყოფილად გამოძიების ჩატარების მიზნით, პოლიციის საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელმა ცალკეული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაავალა ამ დანაყოფის გამომძიებლებს, რომლებიც უშუალოდ არ იძიებდნენ აღნიშნულ საქმეს. დაირღვა თუ არა კანონის მოთხოვნა?
დაირღვა, რადგან ასეთი უფლებით სარგებლობს მხოლოდ პროკურორი;
34.​ვის ეკისრება ვადის საპატიოდ გაცდენის მტკიცების ტვირთი?
ვადის გამცდენ პირს.
35.​სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, დაპატიმრების შესახებ განკარგულება როდის შედის ძალაში და საჩივრდება თუ არა ეს გადაწყვეტილება?
განაკარგულება ძალაში შედის დაუყოვნებლივ და იგი შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა, განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში;
36.​ჩამოთვლილთაგან, რომელი მსჯელობაა სწორი?
პირი, რომელიც უზრუნველყოფს მოწმის/დაზარალებულის მხარდაჭერას სამართალწარმოების პროცესში.
37.​მოსამართლე ჩინჩალაძე საქმის სასამართლო განხილვის დამთავრების სტადიაზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს საქმე არ იყო აღნიშნული სასამართლოს განსჯადი, მაგრამ იმის გამო, რომ საქმის განხილვა ფაქტობრივად დამთავრებული იყო, მისი გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით თვითონ გააგრძელა განხილვა და გამოიტანა ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება. შეაფასეთ მოსამართლის მოქმედება.
მოსამართლემ დაარღვია კანონის მოთხოვნა, რადგან თუ სასამართლო დაადგენს, რომ სისხლის სამართლის საქმე მისი განსჯადი არ არის, იგი განჩინებით საქმეს გადასცემს განსჯადობის მიხედვით სხვა სასამართლოს;
38.​რომელი სასამართლოა უფლებამოსილი განიხილოს შუამდგომლობა გამოძიებისას მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე?
სასამართლო გამოძიების დამთავრების ადგილის მიხედვით.
39.​რა ვადაში უნდა გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე დაყენებული აცილების შუამდგომლობა?
დაუყოვნებლივ, სათათბირო ოთახში ან ადგილზე თათბირით.
40.​რა წესით გამოითვლება დაკავებისა და პატიმრობის ვადა?
დაკავებისა და პატიმრობის ვადები გამოითვლება წუთებით;
41.​რა ვადაში შეიძლება საჩივრის შეტანა იმ ქმედებისთვის ან გადაწყვეტილების თაობაზე , რომელსაც მომჩივანი უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს?
საჩივრის შეტანა შეიძლება 10 დღის ვადაში, რაც მომჩივანისათვის ცნობილი გახდება იმ ქმედების ან გადაწყვეტილების თაობაზე, რომელსაც იგი უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს, თუკი სხვა რამ არ არის დადგენილი;
42.​თურქეთის ტერიტორიულ წყლებში კოლუმბიის მოქალაქემ საქართველოს დროშით მცურავ გემზე ჩაიდინა მკვლელობა, რის შემდეგაც მან მოახერხა ირანის ტერიტორიაზე შეღწევა, სადაც იგი დააკავეს. შეიძლება თუ არა ამ მოქალაქის მიმართ გამოყენებულ იქნეს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობა?
შეიძლება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საჰაერო თუ საზღვაო ხომალდზე ჩადენილი დანაშაულის გამო, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
43.​დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო:
წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
44.​სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, ვინ ითვლება ბრალდების მხარედ?
გამომძიებელი , პროკურორი
45.​რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სასამართლომ ისეთ შემთხვევაში, როდესაც დაცვის მხარე ბრალდების მხარეს არ წარუდგენს ისეთ მტკიცებულებას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დაცვის უზრუნველსაყოფად?

46.​ვინ წყვეტს დავას საქმის განსჯადობის შესახებ?
განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე;
47.​ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს ექვსზე ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, რვაზე ნაკლები - მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ათზე ნაკლები - მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე.
48.​საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, ოჯახის წევრად ითვლება:
მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი, მასთან მუდმივად მცხოვრები პირი;
49.​პირველი ინსტანციის საასამართლოს მთელი შემადგენლობით აცილების შემთხვევაში ვინ წყვეტს საკითხს...
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შესვლიდან 48 საათის
50.​ბრალდებული თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი გადაეცა მის ადვოკატს. ბრალდებულის დაკავების შემდეგ ადვოკატმა მოითხოვა მისთვის ბრალდების წაყენება იმ მოტივით, რომ ბრალდებულს ბრალდება წაყენებული არ ჰქონდა და ბრალდების ირგვლივ იგი დაკითხული არ ყოფილა. პროკურორმა აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის მოტივით. შეაფასეთ პროკურორის გადაწყვეტილება.
კანონიერია, რადგან ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი გადაეცემა მის ადვოკატს, რაც ითვლება ბრალდების წაყენებად;
51.​რომელი დრო ითვლება ღამის დროდ - როდესაც გამონაკლისების გარდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაუშვებელია?
დრო 22 საათიდან - 6 საათამდე;
52.​გამოძიების დასრულების სტადიაზე ადვოკატის შეცვლა ..
გადაწყვეტილება , რადგან ბრალდებულს აქვს მის მიერ არჩეული ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება.
53.​დამრღვევ პირს დაეკისრება
ჯარიმა 50 ლ - 500 ლარამდე.
54.​სასამართლოს მეგობრის სტატუსით, ადვოკატმა გამყრელიძემ თავისი წერილობითი მოსაზრება წარუდგინა სასამართლოს, რომლის მიზანი იყო ბრალდებულის მხარდაჭერა და რომელშიც დასაბუთებული იყო მისი უდანაშაულობა. სასამართლომ სრულად გაიზიარა წერილობით მოსაზრებაში მოყვანილი არგუმენტები. შეაფასეთ ეს შემთხვევა.
წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანი უნდა იყოს არა პროცესის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა, არამედ იგი უნდა დაეხმაროს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი
55.​ქვემოთჩამოთვლილ პირთაგან რომელს ეკისრება მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება?
ბრალდებულის ახლო მეგობარს;