კომენტარები

nodarini (ნოდარი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/03/22
ბოლო შემოს: 2012/11/27 19:12:12
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4-ე პუნქტის შესაბამისად, "თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას." დადგენილებაში ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები, ხობის საკრებულომ ამ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას (სარგოების ოდენობის განსაზღვრისას და უკუძალის მინიჭებისას) რა ფაქტობრივი გარემოებები მიიღო მხედველობაში, რაზე იმსჯელა, რატომ გაზარდა სარგოები, და რაც მთავარია, რატომ მიანიჭა ამ დადგენილებას უკუძალა!