“ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმისა და დამზადების წესის” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის N6 დადგენილებით დამტიცდა ტექნიკური რეგლამენტი- ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმისა და დამზადების წესი. საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 58– ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით.ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის ან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–8 მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს “ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმის და დამზადების წესის” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს №1-1/1570 ბრძანება, რომელიც შინაარსობრივად იდენტურია და იგივე სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებს, რასაც არეგულირებს ზემოხსენებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის N6 დადგენილება.