კომენტარები

ninuninu's picture
ninuninu (ninu)
სხვა
რეგ. თარ: 2025/07/11
ბოლო შემოს: 2025/07/11 15:43:14
კონტაქტი - ყველა კომენტარი

კაზუსი N1 (სანდროს მიერ აშენებული 1 სართულის დემონტაჟი)
კითხვა ნ1: შეამოწმეთ სანდროს საჩივრის დასაშვებობა
კითხვა ნ2: შეამოწმეთ სანდროს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები
ადმიმინისტრაციული საჩივარი განიხილება 2 ეტაპად 1)დასაშვებობა: დასაშვებობის ეტაპზე ვარკვევთ საჩივრის ფორმალურ ნაწილს ა)ვარკვევთ სანდრო უფლებამოსილი იყო თუ არა გაესაჩივრებინა ადმინისტრაციული ორგანოს აქტი, ამაზე პასუხს ვიგებთ 177-ე მუხლიდან და ასევე მეორე მუხლის ბ დან, 177-ე მუხლი გვეუბნება რომ აქტის გასაჩივრება შეუძლია დაინტერესებულ მხარეს ხოლო მეორე მუხლში არის განმარტება დაინტერესებული მხარის ამით ვადგენთ რომ სანდრო დაინტერესებული მხარეა ბ)ვარკვევთ სანდრომ სწორ ადგილას გაასაჩივრა თუ არა (ამაზე პასუხს ვიგებთ 178-ე მუხლში სადაც წერია თუ ვინ განიხილავს საჩივარს) ინფო არ არის კაზუსში ამიტომ ვაკეთებთ დაშვებას რომ სწორად გაასაჩივრა გ)ვარკვევთ თუ რომელი აქტი გაასაჩივრა ამ შემთხვევაში გაასაჩივრა 2 ინდაქტი მეორე აღსრულების ინდაქტია დ)ჩაეტია თუ არა გასაჩივრების ვადაში ( 1თვე არის გასაჩივრების ვადა 180-ე მუხლის მიხედვით) ინფო არ არის კაზუსში ესეგი ჩაეტია
დასაბუთებულობა: დასაბუთების ნაწილზე ვარკვევთ ინდაქტის კანონიერებას ინდაქტის კანონიერების ელემენტებია: 1)ფორმალური კანონიერება: ა) ადმინისტრაციული ორგანო ამ ინდაქტის გამოცემაზე საგნობრივადაც და ტერიტორიულადაც უფლებამოსილი იყო ამიტომ დარღვევა არაა აქ ბ)წარმოების სახე დაცულია გ)აქტის ფორმაც დაცულია დ)დასაბუთბა გვაქვს მოცემული 2)მატერიალური კანონიერება: ა) ამ შემთხვევაში კანონებს და პრინციპებს არ ეწინააღმდეგება მოცემული ინდაქტი ბ) უფლებამოსილების სამართლებრივი სახე: აქ ვმსჯელობთ რამდენად ლოგიკური იყო ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთება, ზედამხედველობის განმხორციელებელ ორგანოს განმარტება ჰქონდა რომ სანდრომ 1 ზედმეტი სართული დააშენა პროექტს ამის გამო მისი დემონტაჟი გახდა საჭირო. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ 1 სართულის გამო პირს მშენებლობის დემონტაჟი მოსთხოვო არ არის მიზანშეწონილი, აქ საჯარო ინტერესი არ ირღვეოდა ამიტომ სანდროსთვის მხოლოდ ჯარიმა დაეკისრებინათ იქნებოდა სწორი.
დასკვნა: რადგან ადმნ ორგანოს დასაბუთება არ იყო მიზანშეწონილი, სარჩელს დავუკმაყოფილებთ ამ ნაწილში სანდროს.
მეორე ინდაქტს(აღსრულების ინდაქტს) მხოლოდ მატერიალურ კანონიერებაზე შევამოწმებთ რადგან სხვა ნაწილში იმის მსგავსია და დაცულია ყველაფერი. მატერიალური კანონიერება, ა) კანონებს და პრინციპებს შეესაბამება აქაც ბ) უფლებამოსილების სამართლებრივი სახე: ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდაქტის აღსრულებისთვის კანონიერი უზრუნველყოფის საშუალება გამოიყენა, დემონტაჟისთვის 15 დღე ნებაყოფლობითი ვადა სრულიად მისაღებია, იძულებითი უზრუნველყოფის საშუალებად მესამე პირისთვის დავალება დასაშვებია რადგან არ არის აუცილებელი დემონტაჟი მაინც და მაინც სანდრომ მოახდინოს, აქედან გამომდიანრე არ არის აღსრულების ინდაქტის კანონიერებაში დარღვევა და ეს სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
დასკვნა: რადგან ძირითადი სარჩელი დავაკმაყოფილეთ მეორე სარჩელი მასზეა მიბმული და მას ფაქტობრივად მნიშვნელობა არ აქვს. რადგან ფორმალურობა მოითხოვს პასუხის დაფიქსირებას მაშინ არ დავაკმაყოფილებდით აღსრულების ინდაქტზე სარჩლს.

კაზუსი N2 (შპს ს მიერ ატრაქციონების გაკეთება სადაც ბავშვს ჯაჭვი ჩამოუწყდა და მამამისმა მერიას ზიანის ანაზღაურება მოსთხოვა)
ეს კაზუსი ეხება სახელმწიფო პასუხისმგებლობის ნაწილს.
ჰიპოთეზა: შეიძლება მამას ჰქონდეს თბილისის მერიისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება
ნორმის მოძიება: სზაკის მეთოთხმეტე თავი განსაზღვრავს სახელმწიფო პასუხისმგებლობის ნაწილს, სზაკის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი.
სუბსუმცია: ამ ეტაპზე ვადგენთ კაზუსის მოცემულობის და 208-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისობას. სზაკის 208-ე მუხლით რომ მოხდეს ზიანის ანაზღაურება ამისთვის საჭიროა სახეზე იყოს, მოცემული ელემენტები: სუბიექტი უნდა იყოს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი ან უფლებამოსილება დელეგირებული პირი ამ შემთხვევაში უფლებამოსილება დელეგირებული პირი შპს გვყვავს ზუსტად ამიტომ ვიყენებთ 208-ეს მესამე ნაწილს, სახეზე უნდა იყოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესი- შპს ამ ატრაქსიონების აშენებისას მისთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მისი მოვალეობა იყო ზუსტად უსაფრთხოების ზომებზე ზედამხედველობის განხორციელება, ბრალეული ქმედება უნდა გვქონდეს რაც გულისხმობს რომ სახეზე უნდა იყოს განზრახვა ან გაუფრთხილებლობა ამ შემთხვევაში გარემოებებიდან გამომდინარე განზრახვა არ ირკვევა ამიტომ გაუფრთხილებლობა გვაქვს, სამსახურებრივ მოვალეობას უნდა არღვევდეს სხვა პირის მიმართ - მოცემული ატრაქციონების მოწყობა უსაფრთხოების ნორმების დაცვით წარმოადგენდა საზოგადო ინტერესს რადგან ატრაქციონებით ბავშვები კავდებიან და თუ ეს ატრაქციონი არასათანადოდაა შესრულებული მაშინ მათი უფლებები ირღვევა. უნდა გვქონდეს ასევე მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანს და ქმედებას შორის, შპსს სპეციალურად ჰქონდა დავალებული რომ ატრაქციონების მოწყობისას უნდა განეხორციელებინა ზედამხედველობა უსაფრთხოების ნორმებზე და ყველაფრის ხარისხიანად შესრულებაზე, ზიანი გამოიწვია ატრაქციონზე ჯაჭვის მოწყვეტამ სადაც არ ირკვევა რომ ჯაჭვი ბავშვის ან სხვა პირის ბრალით მოწყდა ესეგი თვითონ ჯაჭვის გაუმართაობის პრობლემა გვაქვს სახეზე რაც გამოწვეულია არასათანადო სამუშაოებით, აქედან გამომდინარე მიზეზობრივი კავშირიც გვაქვს.
დასკვნა: სზაკ-ის 208-ე მუხლის არსებობებისთვის ყველა ელემენტი გვაქვს სახეზე, სზაკის 208-ე მუხლის საფუძვლით მამამისს შეუძლია თბილისის მერიისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
ფაქტობრივად მამამისმა შპსს ზემდგომ ორგანოს თბილისის მერიას საჩივრით მიმართა რომელიც რეალაქტის(ატრაქციონების მოწყობის) არასათანადო განხორციელებისკენ იყო მიმართული, საჩივრის განხილვისას დასაშვებობა ანუ ფორმალური ნაწილი დაცული იქნებოდა რადგან გასაჩივრების ვადა დაცულია, დაინტერესებული მხარეც გვყვავს ასევე ზემდგომ ორგანოშია გასაჩივრებული და ასევე შესაძლო დამდგარ ზიანზე იქნებოდა მითითება ხოლო დასაბუთებულობაზე კანონიერებაზე შემოწმებისას დადგინდებოდა რომ კანონიერება დარღვეული იყო მაგრამ რადგან მისი მოთხოვნა მხოლოდ ზიანის ანაზღაურება იყო და მოთხოვნის საფუძველი სზაკის 208-ე მუხლში ჩაშლილ, შპსს ბრალეული ქმედებაზე ზემოთ მოცემულ ჩემს მსჯელობაშივე ისახება, არ არის ცალკე კანონიერების შემოწმება საჭირო რადგან პირდაპირ ირკვევა რომ მოცემული ქმედება თბილისის მერიის მოთხოვნების და სამუშაო უსაფრთხოების ნორმების დაუცველად ჩატაატარა შპსმ და კანონიერი ვერც იქნება. ამიტომ პირდაპირ 208-ე მუხლის მიხედვით თბილისის მერის დაეკისრება ზიანის ანაზღაურება.