„რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულება, რომლითაც დამტკიცდა საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესი, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, ვინაიდან, მოქმედი "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს. ზემოხსენებული ბრძანებულება ეწინააღდეგება "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის მოთხოვნებს."ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის "დ" და "ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონს უპირატესი იურიდიული ძალა აქვს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებასთან მიმართებაში. ამდენად, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს ზემოხსენებული ბრძანებულება.