კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„ქ.ფოთის მერიის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის N344 ბრძანებულებით დამტკიცდა ქ.ფოთის მერიის სტრუქტურა. აღნიშნული ბრძანებულება ეწინააღმდეგება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38–ე მუხლის მე–4 პუნქტს, რომლითაც, ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურას ამტკიცებს ქალაქ ფოთის საკრებულო. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის N344 ბრძანებულება მიღებულია 1997 წელს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი მიღებულია 2005 წელს. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ახლებურად აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის N344 ბრძანებულებით განსაზღვრულ სამართლებრივ ურთიერთობას. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად, საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს შესაბამისი საზოგადოებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61 –ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, „ქ.ფოთის მერიის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის N344 ბრძანებულება.