კომენტარები

168 (irine zurabiani)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2012/11/08
ბოლო შემოს: 2014/01/15 15:50:10
Contact - ყველა კომენტარი

მუხლი 136. ქვეპუნქტი 4. რად ფასობს ეს ჩანაწერი და რა გააკეთა ამ ჩანაწერმა?

168 (irine zurabiani)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2012/11/08
ბოლო შემოს: 2014/01/15 15:50:10
Contact - ყველა კომენტარი

სამეწარმეო საქმიანობასა და ეკონომიურ საქმიანობას შორის რა განსხვავებაა?

I.katsadze's picture
I.katsadze (Irakli Katsadze)
სხვა
რეგ. თარ: 2011/04/05
ბოლო შემოს: 2015/02/17 11:49:42
Contact - ყველა კომენტარი

უნდა იყოს - „უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში ლარში“, რადგანაც ლარი არის საქართველოში ერთადერთი საგადამხდელო ფულადი საშუალება

iamze555's picture
iamze555 (iamze)
სხვა
რეგ. თარ: 2012/06/01
ბოლო შემოს: 2015/03/03 14:51:50
Contact - ყველა კომენტარი

araviTari orive ganixileba ekonomikur saqmianobad hemi azria

fino's picture
fino (Financial Office)
სხვა
რეგ. თარ: 2012/06/22
ბოლო შემოს: 2018/11/15 15:31:41
Contact - ყველა კომენტარი

134 მუხლის პუნქტი 5. უკავშირდება იმ მთავრობის დადგენილებას, რომელიც არის შექმნილი ძველი საგადასახადო კოდექსის 23 მუხლის მე-7 ნაწილის მიზნებისთვის (მთავრობის დადგენილება #54 23.02.2010), და მისი ფუნქცია მხოლოდ კომპანიების ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა არის. 134 მუხლის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური კომენტარიდან გამომდინარე ჩვენ ვთვლით, რომ 134 მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის მთავრობას ჯერ არ განუსაზღვრავს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნების ჩამონათვალი. თუ ეს ესეა, მაშინ ლინკი არასწორია, გთხოვთ გაითვალისწინოთ. პატივისცემით აუდიტორული კომპანია "ფინანსური ოფისი"

jemal kedelidze (jemal kedelidze)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2012/11/30
ბოლო შემოს: 2012/12/01 13:27:31
Contact - ყველა კომენტარი

:-* :-* :-*

jemal kedelidze (jemal kedelidze)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2012/11/30
ბოლო შემოს: 2012/12/01 13:27:31
Contact - ყველა კომენტარი

საბოლოო რედაქციის გასაცნობად როგორ უნდა ავირჩიოთ შესაბამისი კოდიფიცირებული ვერსია? გმადლობთ.

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "გ.ე" ქვეპუნქტი სრულად ეტევა "გ.ა"-ს დებულებაში და მისი ცალკე გამოყოფის საჭიროება არ არსებობს.

nucirezi (nino)
სხვა
რეგ. თარ: 2012/09/18
ბოლო შემოს: 2014/09/17 21:38:22
Contact - ყველა კომენტარი

maiteresesbs 5% dabegvrit vis Seudzlia rom dadges da xarjebshi ra ar unda gamoqvitos?

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2012/11/29
ბოლო შემოს: 2014/09/14 20:11:12
Contact - ყველა კომენტარი

მუხლი 90. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი და გადასახადის განაკვეთები
1. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იბეგრება 5 პროცენტით.
2. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ:
ა) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს აქვს ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ერთობლივი შემოსავლის 60 პროცენტის ოდენობის ხარჯების (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯისა) დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი საქმიანობს მხოლოდ სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე.
3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა.
ხარჯებში გამოიქვითება ყველა ის აუცილებელი ხარჯი, რაზეც გაგვაჩნია შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურა(ან ასხვა ჩასათვლელი დიკუმენტები)

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2012/11/29
ბოლო შემოს: 2014/09/14 20:11:12
Contact - ყველა კომენტარი

მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის (მათ შორის, ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემოსავალზე გადასახადის) განაკვეთი 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდის მიხედვით შეადგენს 20 პროცენტს, ხოლო 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე – 18 პროცენტს.
2. ამ კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები (მათ შორის, ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით, ხოლო 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე – 3-პროცენტიანი განაკვეთით.
3. ამ კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით გადახდილი პროცენტები (მათ შორის, ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), თუ შემოსავლის წყარო საქართველოშია, იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით 2011 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე.

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2012/11/29
ბოლო შემოს: 2014/09/14 20:11:12
Contact - ყველა კომენტარი

მუხლი 136. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

2. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადასახადის გადამხდელი შემოსავლებისა და ხარჯების აღსარიცხავად იყენებს საკასო ან დარიცხვის მეთოდს, იმის მიხედვით, თუ რომელ მეთოდს იყენებს ბუღალტრული აღრიცხვისათვის.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

4. სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდების შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით, რის გარეშეც აკრძალულია საქონლის ტრანსპორტირება. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის შემთხვევაში აკრძალულია ზედნადების გარეშე საქონლის შენახვა. :-/

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

ამ მუხლის პირველი ნაწილი ერთგვარ კოლიზიაში მოდის 241-ე მუხლის პირველ ნაწილთან. ამ უკანასკნელის თანახმად, ყადაღის დადება მხოლოდ აღიარებულ დავალიანებაზე შეიძლება, რაც 254-ე მუხლის თანახმად, საჭირო არაა. 241-ე მუხლი არ უშვებს გამონაკლისს სადავო საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით.

fino's picture
fino (Financial Office)
სხვა
რეგ. თარ: 2012/06/22
ბოლო შემოს: 2018/11/15 15:31:41
Contact - ყველა კომენტარი

ჩვენი აზრით, სსკ 105 მუხლის მე-5 პუნქტის ლინკი, რომელსაც გადავყავართ საქართველოს ფინანსთა მინისტრის #230 ბრძანებაზე, ასევე აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება #996-ის 31-ე მუხლს (ცალკეულ შემთხვევებში ხარჯების გამოქვითვა). პატივისცემით, მიხეილ ჭელიძე, აუდიტორული კომპანია "ფინასური ოფისის" აუდიტორი.

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

უხარისხო შემოწმების აქტის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-ის პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაძლებელი უნდა იყოს ხანდაზმულობის ვადის გაზრდა გადამხდელის თანხმობით. ხოლო ამ პროცედურის ბოროტად გამოყენების (იძულების) თავიდან ასაცილებლად, უნდა ჩაიდოს სათანადო პრევენციული მექანიზმი.

alex333's picture
alex333 (alex333)
სხვა
რეგ. თარ: 2012/03/05
ბოლო შემოს: 2015/02/19 17:17:39
Contact - ყველა კომენტარი

კარგი იქნებოდა განამრტება იყოს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 41-ის

zizi zizi's picture
zizi zizi (zizi gelovani)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2012/12/20
ბოლო შემოს: 2016/03/16 17:23:47
Contact - ყველა კომენტარი

მაინტერესებს რომელ მუხლში წერია სალარო აპარატისგან გათავისუფლებული ფაქტურა

zizi zizi's picture
zizi zizi (zizi gelovani)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2012/12/20
ბოლო შემოს: 2016/03/16 17:23:47
Contact - ყველა კომენტარი

ვნახე, მუხლი 259 4 ნაწილი

alex333's picture
alex333 (alex333)
სხვა
რეგ. თარ: 2012/03/05
ბოლო შემოს: 2015/02/19 17:17:39
Contact - ყველა კომენტარი

რა ითვლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებულ სხვა დოკუმენტად? გთხოვთ მიუთითოთ მუხლი.

kesaria (kesaria)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2013/01/31
ბოლო შემოს: 2013/12/16 16:48:05
Contact - ყველა კომენტარი

საგადასახადო კოდექსის მე-19- მუხლიდან გამომდინარე მოგმართავთ შეკითხვით : ვარ არასამეწარმეო იურიდიული პირის არჩეული პრეზიდენტი (არა ვარ დამფუძნებელი)მინდა იმ ორგანიზაციის სახელით რომლის პრეზიდენტი ანუ უფლებამოსილი პირი ვარ, ვიყიდო უძრავი ქონება იმ იურიდიული პირისგან ანუ ამ შემთხვევაში შპს-გან რომლის 90% წილის მფობელიც მე (ფიზიკური პირი) გახლავართ, გთხოვთ მიპასუხოთ ხომ არ ვარღვევ საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლი?

ვლადიმერ გიორგაძე's picture
ვლადიმერ გიორგაძე (ვლადიმერ გიორგაძე)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/08
ბოლო შემოს: 2015/12/08 10:17:07
Contact - ყველა კომენტარი

ამ მუხლის 27-ე ნაწილის შენიშვნა გასაუქმებელია საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა აღარაა სამართალდარღვევა

ვლადიმერ გიორგაძე's picture
ვლადიმერ გიორგაძე (ვლადიმერ გიორგაძე)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/08
ბოლო შემოს: 2015/12/08 10:17:07
Contact - ყველა კომენტარი

საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის

ამოსაღებია

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

რა შედის საქველმოქმედო საქმიანობაში

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2012/11/29
ბოლო შემოს: 2014/09/14 20:11:12
Contact - ყველა კომენტარი

შემოსავლების სამსახურში, საქველმოქმედო საქმიანობისათვის რეგისტრირებული პირებს ჩაეთვლებათ ასეთი საქმიანობა.

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2012/11/29
ბოლო შემოს: 2014/09/14 20:11:12
Contact - ყველა კომენტარი

1. საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება:

ა) დახმარების უშუალოდ ან მესამე პირის მეშვეობით, ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა იმ პირებისათვის, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ, მათ შორის:

ა.ა) იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დაცვას, სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე ხელმოკლე ფიზიკური პირებისათვის, მათ შორის: ინვალიდებისათვის, მოხუცებულებისათვის, ობოლი ბავშვებისათვის, მარჩენალდაკარგულებისათვის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისათვის და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – ავადმყოფებისათვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მათი წევრებისათვის, ომების, შეიარაღებული კონფლიქტების, ავარიების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ეპიდემიების ან/და ეპიზოოტიების შედეგად დაზარალებულებისათვის;

ა.ბ) ბავშვთა, მოხუცებულთა და ინვალიდთა მომვლელი ან მომსახურე ორგანიზაციებისათვის, მათ შორის: ბავშვთა სახლებისათვის, სკოლა-ინტერნატებისათვის, ინტერნატებისათვის, სკოლამდელი და სხვა საბავშვო დაწესებულებებისათვის, მოხუცებულთა სახლებისათვის, უფასო სასადილოებისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისათვის, სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის;

ა.გ) საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის;

ა.დ) რელიგიური ორგანიზაციებისათვის;

ა.ე) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ფიზიკური პირებისათვის – მათი ტალანტის განვითარების მიზნით;

ა.ვ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისათვის – მათში მოთავსებულ პირთა მოვლის ან სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით;

ა.ზ) იმ პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას;

ბ) ორგანიზაციების მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კულტურა, განათლება, მეცნიერება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური დაცვა, ფიზიკური აღზრდა და სამოყვარულო სპორტი, ხელოვნება.

2. ქველმოქმედებას არ მიეკუთვნება ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საქმიანობა:

ა) განხორციელებული სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ;

ბ) განხორციელებული საწარმოს, პოლიტიკური პარტიის ან არჩევნებში მონაწილე სხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად;

გ) განხორციელებული ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ნათესავებისათვის ან იურიდიული პირის მიერ თავისი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებისათვის და მათი ნათესავებისათვის;

დ) თუ ის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით სპონსორობად ითვლება.

ninomikeladze (ნინო მიქელაძე)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2013/03/14
ბოლო შემოს: 2013/03/14 12:04:54
Contact - ყველა კომენტარი

არის თუ არა ინდ.მეწარმე და ფიზიკური პირი ერთი და იგივე და თუ არა რა განსხვავებაა მათ შორის?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2017/05/04 21:24:20
Contact - ყველა კომენტარი

ქალბატონო ნინო,
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი. ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი. ამასთანავე, ფიზიკურ პირს და ინდივიდუალური მეწარმეს შორის ის განსხვავება, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველის პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმე, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, ე.ი ყველა ფიზიკური პირი არ არის ინდივიდუალური მეწარმე. ინდივიდუალური მეწარმეა, ის ფიზიკური პირი ვინც რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში).

upliscixe's picture
upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2011/02/01
ბოლო შემოს: 2018/11/04 21:51:23
Contact - ყველა კომენტარი

''ამასთანავე, აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება'' აქ უნდა ჩაიწეროს ასე: ''ამასთანავე, აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი "ასეთ საქმიანობაში ბოლო გამოყენებიდან" 2 წლის შემდეგ მიწოდება''!

upliscixe's picture
upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2011/02/01
ბოლო შემოს: 2018/11/04 21:51:23
Contact - ყველა კომენტარი

"...ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს". აქ უნდა ჩაიწეროს: "...ფორმირებისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს" !

upliscixe's picture
upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2011/02/01
ბოლო შემოს: 2018/11/04 21:51:23
Contact - ყველა კომენტარი

"5. აღიარებული საგადასახადო დავალიანება – საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია:
ა) პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის საფუძველზე;" აქ უნდა ეწეროს: "პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე;" !

upliscixe's picture
upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2011/02/01
ბოლო შემოს: 2018/11/04 21:51:23
Contact - ყველა კომენტარი

"9. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი – გადასახადის გადამხდელისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიკუთვნებული ნომერი." აქ უნდა ჩაიწეროს: "9. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი – გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად მიკუთვნებული ნომერი." !

upliscixe's picture
upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2011/02/01
ბოლო შემოს: 2018/11/04 21:51:23
Contact - ყველა კომენტარი

...რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად... აქ უნდა ჩაიწეროს: "...რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის, სარგებლის ან კომპენსაციის მისაღებად..."

upliscixe's picture
upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2011/02/01
ბოლო შემოს: 2018/11/04 21:51:23
Contact - ყველა კომენტარი

2. ეკონომიკურ საქმიანობას არ მი ეკუთვნება: (საჭიროა დაემატოს)... პოლიტიკური საქმიანობა...

upliscixe's picture
upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2011/02/01
ბოლო შემოს: 2018/11/04 21:51:23
Contact - ყველა კომენტარი

დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისათვის საქონელს არ მიეკუთვნება ფული. აქ საჭიროა ჩაიწეროს: "დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისათვის საქონელს არ მიეკუთვნება ფული და სხვა და სხვა ფასიანი ქაღალდები."

cicoxaduri (cicoxaduri)
სხვა
რეგ. თარ: 2011/04/02
ბოლო შემოს: 2015/01/03 10:36:16
Contact - ყველა კომენტარი

გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს,სრულად გამოქვითოს ამ ქატივების ღირებულება იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა- რას ნიშნავს ესპლუატაციაში შევიდა. უკვე დაიწყო მუშაობა თუ უკვე მზად არის ანუ ხელმისაწვდომია ექსპლუატაციისათვის.

ekaavaliani72@gmail.com (ავალიანი ეკა)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2013/04/01
ბოლო შემოს: 2013/04/02 16:22:34
Contact - ყველა კომენტარი

თუ იურიდიული ორგანიზაცია"ა" აფუძნებს იურიდიულ ორგანიზაციას "ბ"-ს და 60%-იანი წილის სანაცვლოდ ვალდებულებას იღებს სარემონტო 120000 ლარის სამუშაოებსა და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე ჩაეთვლება თუ არა მიწოდებად

ხათუნა896 (ხათუნა მაისაია)
სხვა
რეგ. თარ: 2013/04/07
ბოლო შემოს: 2013/04/07 19:09:37
Contact - ყველა კომენტარი

მე როგორც მივხვდი თუ არარეზიდენტმა ექსპედიტორმა განახორციელა საერთაშორისო გადაზიდვის ორგანიზება,შემოსავალი ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად.მე მაინტერესებს თუ არარეზიდენტი ექსპედიტორი ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვას ფიზიკური პირისთვის ამ შემთხვევაში როგორ ხდება?მინდა კომპანიის დაარსება ბრიტანეთში რომელიც მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებისთვის გზავნილების გამოგზავნას.(საფოსტო გზავნილები)ასევე საქართველოში წარმომადგენლობის გახსნა,რომელიც მიიღებს ტვირთს და მიაწვდის ფიზიკურ პირს.ამ შემთხვევაში დაიბეგრება წარმომადგენლობა? და თუ დაიბეგრება როგორ?

ხათუნა896 (ხათუნა მაისაია)
სხვა
რეგ. თარ: 2013/04/07
ბოლო შემოს: 2013/04/07 19:09:37
Contact - ყველა კომენტარი

არარეზიდენტი საწარმოს მომსახურების გაწევა იწყება მთავრდება ფაქტიურად ჩემ შემთხვევაში ბრიტანეთში.გზავნილის მიწოდებას ანხორციელებს უკვე დროებითი წარმომადგენლობა.

upliscixe's picture
upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2011/02/01
ბოლო შემოს: 2018/11/04 21:51:23
Contact - ყველა კომენტარი

"3. დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება:
ვ) უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება;" აქ საჭიროა ჩაიწეროს: "დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება:
ვ) უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით, ვინაიდან ასეთი ოპერაციები სრულად ექვემდებარება გაუქმებას"

upliscixe's picture
upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2011/02/01
ბოლო შემოს: 2018/11/04 21:51:23
Contact - ყველა კომენტარი

"ა) არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება;" აქ უნდა ჩაიწეროს: "ა) არარეზიდენტი პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა)მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება;"

upliscixe's picture
upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2011/02/01
ბოლო შემოს: 2018/11/04 21:51:23
Contact - ყველა კომენტარი

"1. საბანკო დაწესებულება ვალდებულია, პირველ რიგში, შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება გადასახადის გადახდის თაობაზე და საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება საბანკო ანგარიშიდან გადასახადის თანხის ჩამოწერის თაობაზე შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება;
ბ) გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება." იმის გათვალისწინებით, რომ „გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება“ და "საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება" (ნებისმიერ შემთხვევაში) ნიშნავს პირის საბანკო ანგარიშ(ებ)იდან თანხის ჩამოწერეას, სსკ-ს 54-ე მუხლის პრველი ნაწილი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "საბანკო დაწესებულება ვალდებულია, პირველ რიგში, შეასრულოს ჯერ საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება, ხოლო შემდგომ გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება."

qatamadze (თეიმურაზ ქათამაძე)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2013/06/03
ბოლო შემოს: 2014/03/17 20:41:54
Contact - ყველა კომენტარი
berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2017/05/04 21:24:20
Contact - ყველა კომენტარი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტში „მ) რეგულირებადი ფასებითა და ტარიფებით საქალაქო და შიგარაიონულ მარშრუტებზე სამგზავრო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) მომსახურების გაწევა და დასახლებულ ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების გაწევა“ სიტყვები: “და დასახლებულ ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების გაწევა“ ამოსაღებია, ვინაიდან რეგულირებად ტარიფი არ შეიძლება იყოს დასახლებულ ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების გაწევა შემდეგ გარემოებათა გამო: “რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 ივლისის N619 ბრძანებულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგულირებად ეკონომიკურ სფეროს წარმოადგენს საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება, ხოლო ამავე ბრძანებულების მე-3 პუნქტის და „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შებამისად, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის ( ცვილებების გათვალისწინებით -საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 80 – ვებგვერდი, 04.04.2013წ.) მე-3 მუხლის მე-4 1 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შემოიღოს ამ კანონით დადგენილი მოსაკრებლისაგან განსხვავებული ანდამატებითი სხვა ტარიფი, რომლისთვისაც უკვე დადგენილია მოსაკრებელი. ამავე, კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის . ამდენად, “რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 ივლისის N619 ბრძანებულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგულირებად ეკონომიკურ სფეროდ (სატარიფო რეგულირება) არ შეიძლება განისაზღვროს დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება და შესაბამისი ტარიფიც არ უნდა იქნას განსაზღვრული, ვინაიდან, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით უკვე განსაზღვრულია მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 ივლისის N619 ბრძანებულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოსაღებია, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის ( ცვილებების გათვალისწინებით -საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 80 – ვებგვერდი, 04.04.2013წ.) მე-3 მუხლის მე-4 1 პუნქტის მოთხოვნებს.

upliscixe's picture
upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2011/02/01
ბოლო შემოს: 2018/11/04 21:51:23
Contact - ყველა კომენტარი

"16. ოჯახი – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან." ეს ჩანაწერი არის იურიდიულად გაუმართავი! ამიტომ, შესაბამის ტერმინი (ოჯახი) უნდა განიმარტოს შემდეგნაირად: 16. ოჯახი: ა) პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი; აგრეთვე, ბ) პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს („ბ“ ნაწილში აღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.

მრჩეველი's picture
მრჩეველი (ნაირა ლობჯანიძე )
სხვა
რეგ. თარ: 2012/03/09
ბოლო შემოს: 2018/11/09 22:19:37
Contact - ყველა კომენტარი

დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულმა პირმა შეიძინა უძრავი ქონება და მიიღო დღგ-ს ჩათვლა, ვინაიდან ერთი წლის მერე დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები შეადგენდა 100 ათას ლარზე ნაკლებს, გააუქმა დღგ-ს რეგისტრაცია, მოხდება თუა არა ჩათვლილი დღგ-ს აღდგენა რა წესით? მოქმედი მუხლი ამ შემთხვევას არ ითვალისწინებს.

belimbor's picture
belimbor (თორნიკე ნაცვლიშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2013/06/06
ბოლო შემოს: 2016/12/12 13:31:39
Contact - ყველა კომენტარი

უკვე დაიწყო მუშაობა

upliscixe's picture
upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2011/02/01
ბოლო შემოს: 2018/11/04 21:51:23
Contact - ყველა კომენტარი

"4. დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტის/წერილის გადაცემის თარიღად ითვლება დაზღვეული საფოსტო გზავნილის გაგზავნის თარიღი. თუ დოკუმენტის/წერილის გადაცემისათვის დადგენილია გარკვეული ვადა, ისევე, როგორც ამ დოკუმენტზე/წერილზე რეაგირებისათვის, ამ ვადის ათვლა ადრესატისათვის იწყება დაზღვეული საფოსტო გზავნილის მისთვის ფაქტობრივად ჩაბარების თარიღიდან." სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილი მოიცავს ურთიერთგამომრიცხავ დებულებებს. ვინაიდან, ჯერ იმის თქმა რომ გადაცემის თარიღად ჩაითვალოს გაგზავნის თარიღი, ხოლო შემდგომ დაზუსტდეს და ითქვას - ფაქტობრივად გადაცემის თარიღი-ო... "მინიმუმ" არალოგიკურია! ამიტომ, შესაბამისი ნაწილი საჭიროა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "4. თუ დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი დოკუმენტის/წერილის გადაცემისთვის დადგენილია გარკვეული ვადა, ისევე, როგორც ამ დოკუმენტზე/წერილზე რეაგირებისთვის, ამ ვადის ათვლა ადრესატისთვის იწყება დაზღვეული საფოსტო გზავნილის მისთვის ფაქტობრივად ჩაბარების თარიღიდან".

qeti-jorbe (qeTevan jorbenaZe)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/08/11
ბოლო შემოს: 2013/10/11 15:09:43
Contact - ყველა კომენტარი

შეზღუდული შესაძლებლობის პირების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი მინიმუმის 30000 დან 60000მდე გაზრდის შესახებ შესწორება არ შესულა ძალაში?

gio5802's picture
gio5802 (giorgi buadze)
სხვა
რეგ. თარ: 2011/01/25
ბოლო შემოს: 2018/11/08 12:53:17
Contact - ყველა კომენტარი

იხილეთ სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ელი ნაწილის "გ" პუნქტი

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.