საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე საკანონმდებლო მაცნეს როგორც კორპორატიულ, ასევე არაკორპორატიულ მომხმარებლებს! დღეიდან საშუალება გეძლევათ თემატური კატალოგების მიხედვით გამოიწეროთ თქვენთვის საინტერესო სამართლებრივ სფეროში მომხდარი ცვლილებები.

 

მაგალითად, თუ გაინტერესებთ სოფლის მეურნეობა, საკანონმდებლო მაცნეს საიტის მეშვეობით (matsne.gov.ge) თქვენ შეძლებთ სასურველი პერიოდის მითითებით გამოიწეროთ სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედ ნებისმიერ სამართლებრივ აქტში მომხდარი ცვლილება. ამისათვის საჭიროა, მომხმარებელი შევიდეს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე და საკუთარ პროფილში დოკუმენტების თემატური გამოწერის ველში აირჩიოს მისთვის სასურველი დარგი და პერიოდი.

 

არ ჩამორჩე ქვეყნის განვითარებას, აუწყვე ფეხი კანონმდებლობაში მომხდარ ცვლილებებს!